საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის მიერ დასამტკიცებლად წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის დებულება

დებულება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
01.07.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტი
ნომერი
#2-9044/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-07-01
კომიტეტის სხდომის ნომერი 17

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
6/30/25, 11:31 AM საქართველოს პარლამენტი კულტურის კომიტეტის სხდომა თარიღი 01 ივლისი 2025 11:00 2025 წლის 1 ივლისი, 11:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410) დღის წესრიგი 1. საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის დებულების შემუშავება; მომხსენებელი: კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე - გიორგი გაბუნია. https://www.parliament.ge/print/announcement/3414?local=true 1/2
ოქმი
კულტურის კომიტეტის სხდომის ოქმი N 17 2025 წლის 1 ივლისი, 11:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410) დღის წესრიგი 1. საქართველოს შემუშავება; პარლამენტის კულტურის კომიტეტის დებულების მომხსენებელი: კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე - გიორგი გაბუნია. სხდომას უძღვებოდა: კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია სხდომის მდივანი: ანა კუჭუხიძე - აპარატის თანამშრომელი. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: გიორგი გაბუნია; ეკა ჭიჭინაძე; ისკო დასენი; ზაზა ლომინაძე; გიორგი სოსიაშვილი; გრიგოლ აბესაძე. სხდომაზე დამსწრე სხვა პირები: აპარატის თანამშრომლები. სხდომა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ გახსნა და დაადასტურა კომიტეტში კვორუმის არსებობა. მან დეპუტატებს გააცნო დღის წესრიგი, რაც დაამტკიცეს ხმათა უმრავლესობით. მოისმინეს: პარლამენტის მიერ დამტკიცებული ახალი რეგლამენტის შესაბამისად კულტურის კომიტეტის დებულების პროექტი. „აუცილებელია კომიტეტმა თანხვედრაში მოიყვანოს საკუთარი დებულება პარლამენტის რეგლამენტის წესებთან და პირობებთან. შესაბამისად, ჩვენ წარმოიდგენილი გვაქვს აპარატის მიერ შემუშავებული ახალი დებულების პროექტი, სადაც ყველა ის საკითხი, ეს იქნება ტექნიკური, ვადებთან დაკავშირებული თუ სხვა, შესაბამისობაშია პარლამენტის რეგლამენტის ახალ რედაქციასთან.“ - განაცხადა გიორგი გაბუნიამ. კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა კენჭი უყარა და ერთხმად დაამტკიცეს კულტურის კომიტეტის დებულების პროექტი. სხდომის თავმჯდომარე - გიორგი გაბუნია სხდომის მდივანი - ანა კუჭუხიძე