საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მიერ დასამტკიცებლად წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის დებულება

დებულება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
01.07.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი
ნომერი
#2-9026/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-07-01
კომიტეტის სხდომის ნომერი 15

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი 6/30/25, 11:36 AM რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა თარიღი 01 ივლისი 2025 11:00 2025 წლის 1 ივლისი, 11:00 საათი საქართველოს პარლამენტი კომიტეტის სათათბირო ოთახი N439 (C კორპუსი, IV სართული) დღის წესრიგი 1. საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის შესაბამისად, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის დებულებაში ცვლილებების შეტანა; (პასუხისმგებელი პირი კომიტეტის აპარატიდან: რ. ხიზანიშვილი; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი, საქართველოს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე. https://www.parliament.ge/print/announcement/3422?local=true 1/2
ოქმი
Mსაქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომის ოქმი N15 2025 წლის 1 ივლისი, 11:00 საათი საქართველოს პარლამენტი კომიტეტის სათათბირო ოთახი N439 (C კორპუსი, IV სართული) სხდომას თავმჯდომარეობდა: ირაკლი ქადაგიშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე) სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ირაკლი ქადაგიშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე), ზვიადი შალამბერიძე - (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ანზორ ბოლქვაძე - (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), ზაურ დარგალი, ნიკა ელისაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, შოთა ხაბარელი, დიმიტრი ხუნდაძე. სხდომას არ ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: დიმიტრი სამხარაძე, ნინო წილოსანი. სხდომას ესწრებოდნენ: აპარატის უფროსი სულიკო ბეჟანიძე, აპარატის თანამშრომლები: ხ. ხვიჩია, რ. ხიზანიშვილი, თ. ტყეშელიაძე, თ. კალანდარიშვილი, ც. კაკაბაძე, გ. დოლიშვილი, ბ. ქველაძე, მოწვეული სპეციალისტები: ს. სვანიშვილი, დ. გოგოლაძე, ი. ქველაძე; სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა რეგიონული თვითმმართველობის კომიტეტის 8 წევრის დასწრებით (კვორუმი 6) პოლიტიკისა და დღის წესრიგი: (პროექტი) 1. საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის შესაბამისად, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის დებულებაში ცვლილებების შეტანა. (პასუხისმგებელი პირი კომიტეტის აპარატიდან: რ. ხიზანიშვილი); მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი საქართველოს თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე. რეგიონული პოლიტიკისა და კომიტეტის თავმჯდომარემ დაადასტურა ქვორუმის არსებობა, რის შემდეგაც კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით. მოისმინეს: 1 კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა კომიტეტის წევრებს გააცნო კომიტეტის დებულების პროექტი, რომელიც პარლამენტის ახლ რედაქციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით იქნა მომზადებული. როგორც მან აღნიშნა შეიცვალა კომიტეტის დებულების ცალკეული ნორმები, რომლის თანახმადაც, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 22-ე მუხლი აღარ ითვალისწინებს პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენასთან ერთად კომიტეტის სამოქმედო გეგმის წარდგენის ვალდებულებას. ამასთანავე, 46-ე მუხლით დგინდება კომიტეტის თავმჯდომარის ვალდებულება, ყოველი წლის იანვრის ბოლომდე პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით წარუდგინოს კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში, რომლის საფუძველზედაც პარლამენტის თავმჯდომარე ადგენს პარლამენტის საქმიანობის ერთიან წლიურ ანგარიშს. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 38-ე მუხლით ახლებურად მოწესრიგდა კომიტეტის სხდომის გამართვასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი. კერძოდ, დაზუსტდა, რომ კომიტეტის სხდომების გამართვის პერიოდულობას განსაზღვრავს კომიტეტი, მაგრამ სასესიო პერიოდში უნდა გაიმართოს თვეში არანაკლებ ერთი სხდომისა, რომელიც შეიძლება გაიმართოს კომიტეტის სხდომის გამართვის თარიღისა და დღის წესრიგის გამოქვეყნების დღიდან არაუადრეს მე-2 დღისა.(მუხლი 102). ასევე დაზუსტდა შემთხვევები, რომლებზედაც აღნიშნული ვადა არ ვრცელდება. კერძოდ: კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვა, საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა, ასევე 38-ე მუხლის მე17 პუნქტის თანახმად, კომიტეტის სხდომა შესაძლებელია გაიმართოს მორიგი სასესიო კვირის იმ დღეებში, როდესაც პარლამენტის პლენარული სხდომა არ იმართება. მისივე თქმით, რეგლამენტი აღარ ითვალისწინებს თემატური მოკვლევის ინსტიტუტის არსებობას. რეგლამენტის 47-ე მუხლით ახლებურად მოწესრიგდა კომიტეტის თემატური მომხსენებლის ინსტიტუტი. კერძოდ, თუ რეგლამენტის წინა რედაქციით კომიტეტი ვალდებული იყო კანონპროექტზე თემატური მომხსენებელი დაენიშნა, რეგლამენტის ახალი რედაქციით ეს ვალდებულება უქმდება და თემატური მომხსენებლის განსაზღვრა კომიტეტის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული. რეგლამენტის პროექტის 48-ე მუხლის თანახმად, კომიტეტი აღარ არის ვალდებული, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოაქვეყნოს სამუშაო ჯგუფის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, სამუშაო შეხვედრების ოქმები. რეგლამენტის პროექტის მე-100 მუხლი ეხება საკანონმდებლო წინადადების ინსტიტუტს, პარლამენტში შესული საკანონმდებლო წინადადების პარლამენტის ყველა წევრამდე მისვლისა და პარლამენტის საქმიანობის რაციონალიზაციის მიზნით საკანონმდებლო წინადადება პარლამენტის ყველა წევრს გადაეცემა. მათ საკანონმდებლო წინადადების მიღებიდან 1 თვის ვადაში შესაძლებლობა ექნებათ, მასზე დაყრდნობით პარლამენტს წარუდგინონ საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის ავტორადაც საკანონმდებლო წინადადების ავტორი მიეთითება. კომიტეტის წევრების მხრიდან დებულების პროექტის მიმართ შენიშვნები არ გამოთქმულა. კენჭისყრაში მონაწილებდა კომიტეტის 8 წევრი 2 კენჭისყრის შედეგად გადაწყვიტეს: (ერთხმად, მომხრე -8, წინააღმდეგი - 0) კომიტეტის დასკვნა: 1) კომიტეტის წევრების მიერ 2025 წლის 1 ივლისის კომიტეტის სხდომაზე ახალი რედაქციით მოწონებული და მიღებული იქნა კომიტეტის დებულება. 2) საქართველოს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის დებულება დასამტკიცებლად წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს. (ოქმს თან ერთვის სხდომის აუდიო ჩანაწერი) სხდომის თავმჯდომარე: სხდომის მდივანი: ირაკლი ქადაგიშვილი ბელა ქველაძე 3