საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დადებითი დასკვნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშზე საქართველოში მონაცემთა დაცვის მდგომარეობის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის შესახებ (№1-2571/25; 31.03.2025);
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-07-02
ბიუროს ნომერი 67 (11:45)
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
2-9047/25
01-07-2025
საქართველოს პარლამენტის იურიდიული
დეპარტამენტის უფროსს
ბატონ ალექსანდრე ტაბატაძეს
დასკვნა
პერსონალურ
მონაცემთა
წარმოდგენილ
სამსახურის
დაცვის
პერსონალურ
2024
საქართველოში
წლის
სამსახურის
მონაცემთა
საქმიანობის
მონაცემთა
დაცვის
მიერ
დაცვის
ანგარიშზე
მდგომარეობის,
ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და
ელექტრონული
მონაცემთა
კომუნიკაციის
ცენტრალურ
მაიდენტიფიცირებელ
ბანკში
განხორციელებული
აქტივობების კონტროლის შესახებ (№1-2571/25; 31.03.2025)
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტმა 2025 წლის 30 ივნისის სხდომაზე განიხილა პერსონალურ
მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ წარმოდგენილი პერსონალურ მონაცემთა
დაცვის სამსახურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოში მონაცემთა
დაცვის მდგომარეობის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და
ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ
ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის შესახებ.
საყურადღებოა, რომ დღესდღეობით პერსონალურ მონაცემთა დაცვა და
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა გლობალური გამოწვევაა, განსაკუთრებით
ციფრულ ეპოქაში, სადაც ხელოვნური ინტელექტი დღითიდღე ვითარდება. ეს
უკანასკნელი განსაკუთრებულ ზეგავლენას ახდენს გადაწყვეტილების მიღებაზე
და ქმნის დაბრკოლებას სამართლიანობის, გამჭვირვალეობისა და პერსონალურ
მონაცემთა დაცვის სტანდარტების განმტკიცებაზე.
წარმოდეგენილ
გამორჩეული
იყო
საკანონმდებლო
ანგარიშში
აღნიშნულია,
მონაცემთა
დაცვის
ბაზის
ევროპულ
რომ
საანგარიშო
მომწესრიგებელი
სტანდარტებთან
პერიოდი
ეროვნული
ჰარმონიზაციის
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
თვალსაზრისით. 2024 წლის მარტიდან ამოქმედდა „პერსონალურ მონაცემთა
დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ითვალისწინებს მონაცემთა
სუბიექტების მთელ რიგ უფლებებსა და თავისუფლებებს, დაცვის გარანტიებს,
ამასთან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის დამოუკიდებელი საზედამხედველო
ორგანოს მექანიზმებითა და უფლებამოსილებებით აღჭურვას და სხვა.
ახალი კანონი სრულად იზიარებს ევროკავშირის პერსონალურ მონაცემთა
დაცვის კანონმდებლობის — „მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციითა“ და
„კომპეტენტური ორგანოების მიერ დანაშაულების პრევენციის, გამოძიების,
დადგენის ან სისხლისსამართლებრივი დევნის, ან სასჯელთა აღსრულების
მიზნით პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისას ფიზიკურ პირთა დაცვის,
მონაცემთა
თავისუფალი
გადაწყვეტილების
მიმოცვლისა
გაუქმების
და
შესახებ“,
საბჭოს
2008/977/JHA
ევროკავშირის
ჩარჩო
დირექტივით
გათვალისწინებულ პრინციპებსა და სამართლებრივ ინსტიტუტებს. ამასთან,
აღსანიშნავია დარგის საერთაშორისო ექსპერტის დადებითი შეფასება 2024 წლის
პირველი მარტიდან მოქმედი კანონის ევროკავშირის „მონაცემთა დაცვის ძირითად
რეგულაციასთან“ შესაბამისობის საკითხზე.
ანაგრიშში
სტანდარტებს
აღნიშნულია,
იმეორებს,
და
რომ
ქართული
მეტიც,
კანონმდებლობა
მონაცემთა
დამუშავების
ევროპულ
პროცესის
სამართლიანობის უფრო მაღალი ხარისხით უზრუნველსაყოფად დამატებით
არეგულირებს სხვადასხვა სფეროს, კერძოდ, მაგალითისთვის, მნიშვნელოვანია
განხილულ იქნეს რამდენიმე მათგანი: მონაცემთა დამუშავება უნდა ხდებოდეს
სუბიექტის
ღირსების
შეულახავად,
რაც
ევროკავშირის
კანონმდებლობაში
ცალსახად არ ფიგურირებს; საქართველოს კანონი განსაკუთრებული მონაცემების
თანხმობით დამუშავებისას ითხოვს წერილობით თანხმობას, რაც სუბიექტის
უფლებების დაცვის უფრო მაღალ სტანდარტს უზრუნველყოფს. ევროკავშირის
ზოგადი მონაცემთა დაცვის რეგულაცია (GDPR) ასეთი ფორმის მოთხოვნას არ
აწესებს; ახალი კანონი და GDPR არასწრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების
დამუშავებას სპეციალური წესებით არეგულირებს - GDPR-ის მე-8 მუხლი ეხება
მხოლოდ
იმ
შემთხვევებს,
როდესაც
არასრულწლოვანს
ელექტრონული
მომსახურება სთავაზობენ, საქართველოს კანონი კი უფრო ფართოა — იგი
არასრულწლოვანთა მონაცემთა დამუშავებას ეხება ყველა სფეროში, არა მხოლოდ
ელექტრონულში; საქართველოს კანონში ბიომეტრიული მონაცემების დამუშავება
ცალკე და მკაფიოდ რეგულირდება, GDPR კი წევრ ქვეყნებს აძლევს საშუალებას
დააწესონ დამატებითი პირობები აღნიშნული საკითხის გარშემო; GDPR არ შეიცავს
სპეციალურ მუხლს ვიდეო და აუდიო მონიტორინგის შესახებ, თუმცა ამ სახის
დამუშავებაზე
ვრცელდება
ზოგადი
პრინციპები
(მაგ.
ინფორმირების
ვალდებულება). საქართველოს კანონის მე-10 და მე-11 მუხლები სპეციფიკურად
არეგულირებს ვიდეო და აუდიომონიტორინგს; საქართველოს კანონი ფიზიკური
პირისათვის მონაცემების დამუშავების პროცესის თაობაზე ინფორმაციის მიღების
უფრო შემჭიდროვებულ ვადას ადგენს, ვიდრე – “GDPR”-ი; საგულისხმოა, რომ
ეროვნული
კანონმდებლობა,
განსხვავებით
ევროკავშირის
სამართლისა,
შემჭიდროვებულ ვადას ადგენს მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების
გასწორების,
განახლების
ან/და
შევსების
უფლების
განხორციელებასთან
დაკავშირებით; რაც შეეხება მონაცემთა წაშლის უფლების განხორციელებას,
ნორმათა შედარებითი ანალიზიდან გამომდინარე, შესაძლებელია ითქვას, რომ
აღნიშნულ უფლებებთან დაკავშირებით საქართველოს კანონი მოთხოვნათა
განხორციელებაზე უარის თქმის უფრო ფართო საფუძვლებს ადგენს. შესაბამისად,
საქართველოს
კანონი
სპეციალიზებულ
გარკვეულ
რეგულაციას
საკითხებში
აწესებს,
უფრო
ვიდრე
GDPR,
დეტალურ
თუმცა
და
ძირითად
შემთხვევაში ეფუძნება სწორედ ევროპული რეგულაციის მოდელს.
ანგარიშში განხილულია მონაცემთა დამუშავების კანონიერების საკითხები
საჯარო
და
კერძო
სექტორში.
აღწერილია
ძირითადი
მიმართულებები,
პრეცედენტები, რეკომენდაციები და სამართალდამცველების კონტროლი ფარული
საგამოძიებო ღონისძიებებზე და ელექტრონულ კომუნიკაციებზე. ასევე, ანგარიშში
ასახულია საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები და სტატისტიკა,
რაც
მიუთითებს
სამსახურის
გაზრდილ
აქტივობაზე
და
პერსონალური
მონაცემების დაცვის გაუმჯობესებაზე.
საანგარიშო
პერიოდში
მრავალი
დადებითი
ტენდენცია
და
სიახლე
გამოიკვეთა. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის პირველი ივნისიდან სავალდებულოა,
რომ ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
ჰყავდეს. ამასთან, საქმის მოცულობამ კანონის დონეზე განაპირობა წერილობითი
დოკუმენტების შექმნის აუცილებლობა, მაგალითისთვის ვიდეომონიტორინგის
განხორციელების
თაობაზე,
მონაცემთა
დამუშავებასთან
დაკავშირებული
ინფორმაციის აღრიცხვის დოკუმენტი.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის
დანიშვნა
და
სხვა
ვალდებულებათა
ჯეროვანი
შესრულება
ერთ-ერთი
პრობლემური საკითხია. გამოიკვეთა რამდენიმე დარღვევა, კერძოდ: სამსახურების
არაინფორმირებულობა
ოფიცრის
დანიშვნის
შესახებ,
თანამდებობრივი
ინტერესთა კონფლიქტი, სფეროს არასათანადო ცოდნა და სხვა.
ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება
დაეთმო მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევასთან (ინციდენტი) დაკავშირებული
ვალდებულებების შესრულებას.
შესწავლილი საქმეებიდან დადგინდა, რომ
მონაცემთა ბაზებიდან არასტანდარტული რაოდენობის ინფორმაციის გამოთხოვის
შემთხვევაში ცალკეული დაწესებულებები პერსონალურ მონაცემებზე საეჭვო
მოქმედებების გავლენას პროაქტიულად არ აფასებენ.
გამოიკვეთა ისეთი
შემთხვევებიც, როცა ინციდენტის შეტყობინების ფორმით სამსახურს მონაცემების
არაკანონიერი
დამუშავების
იმგვარ
ფაქტებზე
მიმართავენ,
რომლებიც
უსაფრთხოების დარღვევას წარმოადგენს.
საანგარიშო პერიოდში შემდეგ გამოწვევას წარმოადგენდა მოქალაქეთა
მომსახურების სივრცის ორგანიზაციულ-ტექნიკური მოწყობა (ე.წ. ცოცხალი
რიგები, სადაც სენსიტიური ინფორმაციის გაჟონვის საშიშროება არსებობს);
მონაცემთა უკანონო დამუშავება (რაც ხშირად დაწესებულების თანამშრომლების
არამართლზომიერი ქმედებების შედეგი იყო) და სხვა.
ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ასევე, არასრულწლოვანთა
მონაცემების დამუშავებას. ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის უპირატესობის
მინიჭება მნიშვნელოვანი პრინციპია და იგი ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი
გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ვრცელდება. კანონის იმპლემენტაციის
საწყის ეტაპზე საჯარო სკოლებში თანხმობის მოპოვება ხშირად არასწორად
ხორციელდებოდა. თანხმობის ფორმებს სკოლები ადგენდნენ, თუმცა ტექსტები
იყო ბუნდოვანი და არ ასახავდა კონკრეტულ, მკაფიო მიზნებს.
საანგარიშო პერიოდში „მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს მოქმედი
კანონით
ახლებურად
განისაზღვრა
ჯანმრთელობასთან
დაკავშირებული
მონაცემის ცნება. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს სამედიცინო დაწესებულებებმა ვერ
უზრუნველყვეს სათანადო უსაფრთხოების ზომები. ერთ შემთხვევაში, კლინიკის
ელექტრონული ფოსტიდან შეცდომით გაუგზავნეს ჯანმრთელობის მონაცემები
არაუფლებამოსილ პირს, რის გამოც კლინიკას სამართლებრივი სანქცია დაეკისრა.
ამასთან,
აქტუალურია
განსაკუთრებული
კატეგორიის
მონაცემების
სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დამუშავების პრობლემა. ექიმმა რამდენიმე
პაციენტის სამედიცინო მონაცემები სოციალურ ქსელში უკანონოდ გაასაჯაროვა და
ვერ წარმოადგინა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი, რის შედეგადაც
დაჯარიმდა.
საანგარიშო
პერიოდში
პერსონალურ
მონაცემთა
დაცვის
სამსახურმა
გამოაქვეყნა ორი სპეციალური ანგარიში: ერთი საერთაშორისო თანამშრომლობის
შესახებ 2022-2024 წლებში, მეორე კი — საქართველოს ახალი პერსონალური
მონაცემების დაცვის კანონის განხორციელების შესახებ. ამასთან, სამსახურმა
შეიმუშავა
2025-2028
წლების
სტრატეგია,
რომელიც
ფოკუსირებულია
პერსონალური მონაცემების დაცვის კულტურის ამაღლებაზე, საზოგადოებისა და
სამსახურის ცნობადობის გაზრდაზე, კონტროლის მექანიზმების გამკაცრებასა და
საერთაშორისო
თანამშრომლობის
გაფართოებაზე.
ამასთან,
პერსონალურ
მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 18 იანვრის №ბ/0046-2024
ბრძანებით დამტკიცდა „პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების
შემოწმებების 2024 წლის გეგმის ძირითადი მიმართულებები“ და „პერსონალურ
მონაცემთა
დამუშავების
კანონიერების
შემოწმებების
2024
წლის
გეგმა“.
მიზნობრივი ჯგუფებისა თუ სფეროზე გავლენის გათვალისწინებით განისაზღვრა
— სამართალდამცავი ორგანოების მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების
შესახებ სამსახურში წარმოდგენილი განცხადებებისა თუ შეტყობინებების,
საკუთარი ინიციატივითა თუ წინა წლის გეგმური შემოწმებების პრაქტიკისა და
განზოგადების შედეგად წარმოშობილი საკითხები. სამართალდამცავ ორგანოებში
განსახორციელებელი გეგმური შემოწმებები ორიენტირდა მოწყვლადი ჯგუფების
— არასრულწლოვნების, შეზღუდული შესაძლებლობისა თუ სახელმწიფოს
ეფექტიანი
კონტროლის
პერსონალური,
დამუშავების
მათ
ქვეშ
შორის,
მყოფი
პირების
განსაკუთრებული
კანონიერების
შესწავლაზე.
მიზნობრივი
კატეგორიის
ამასთან,
ჯგუფების
მონაცემების
საგულისხმოა,
რომ
ინსპექტირება თითქმის ყველა სამართალდამცავ უწყებას შეეხო, მათ შორის:
პროკურატურას,
თავდაცვის,
შინაგან
ფინანსთა
საქმეთა
და
სამინისტროს,
იუსტიციის
პენიტენციურ
სამინისტროებს,
სამსახურს,
უსაფრთხოების,
საგამოძიებო და ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოებს. მონაცემთა უსაფრთხოების
თვალსაზრისით, გამოწვევად რჩება მონაცემთა დამუშავებისთვის გამოყენებული
ელექტრონულ სისტემებში მონაცემთა მიმართ შესრულებული მოქმედებების
აღრიცხვის, ელექტრონული ჟურნალისა (ე. წ. „ლოგირება“) და მონაცემებზე
წვდომის უფლების მქონე პირებისთვის განპიროვნებული მომხმარებლისა და
პაროლის არარსებობა.
ანგარიშის თანახმად, დადებით ტენდენციად შესაძლოა შეფასდეს ის, რომ
საანგარიშო
პერიოდში
შემცირდა
ვიდეოჩანაწერებისა
გასაჯაროებისას
კანონის
განსაკუთრებული
კატეგორიის
მონაცემების
მიზნობრივი
ვალდებულების
შესრულება.
თუმცა,
ინფორმირების
გამოწვევად
დარღვევის
და
დაიდენტიფიცირდა
შემთხვევები,
პროპორციულობის
მონაცემების
გაუმჯობესდა
გამოყენება
აღსანიშნავია,
ხარისხი.
და
რომ
საანგარიშო
პერიოდში კვლავ გამოიკვეთა ლეგიტიმურ მიზანსა და საფუძველთან მიმართებით
გადაჭარბებული მოცულობით მონაცემთა დამუშავების ფაქტები.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 1 მარტიდან მოქმედი კანონი
ვიდეო-
აუდიომონიტორინგს და მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირებს
ავალდებულებს წერილობით განსაზღვრონ მონიტორინგის მიზანი, მოცულობა,
ვადა, შენახვისა და წვდომის წესები და სუბიექტის უფლებების დაცვის
მექანიზმები. მონიტორინგმა აჩვენა, რომ მიზნობრიობის მხრივ პრობლემა არ
იკვეთებოდა, თუმცა გამოვლინდა უსაფრთხოების კუთხით დარღვევები –
მაგალითად, მონაცემთა არასრული აღრიცხვა, მომხმარებლის პაროლების არქონა
და სხვა.
ანგარიშის მიხედვით, პოზიტიურ ტენდენციად უნდა ჩაითვალოს გარემოება,
რომ
წინა
წელთან
შედარებით
შემცირებულია
მოქალაქეთა
განცხადება/საჩივრებით მომართვის მაჩვენებელი და რამდენიმე განცხადების
შესწავლის ფარგლებში არ დადგინდა ინფორმირების წესების დარღვევის ფაქტები.
საანგარიშო
პროცესი,
პერიოდში
მათ
შეფასდა
შორის
მონაცემთა
ინციდენტების
დამუშავების
მართვა,
სხვადასხვა
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევები, ვიდეომონიტორინგი, კონფიდენციალობა ჯანდაცვაში და
განათლებაში,
პერსონალურ
მონაცემთა
ოფიცრის
დანიშვნა,
ინტერესთა
კონფლიქტი და სხვა საკითხები. ასევე, შესწავლილ იქნა სხვადასხვა ჯგუფის
პიროვნების მონაცემთა დამუშავების კანონიერება. ინსპექტირებების შედეგად
სამინისტროსა და დაწესებულებების მიმართ გაცემული იქნა რეკომენდაციები,
დავალებები და სამართალდარღვევის ოქმები.
საანგარიშო
პერიოდში
სამსახურმა
ჯამურად
მიიღო
1662
განცხადება/შეტყობინება, მათგან 52% (863) — განცხადება, ხოლო 48% (799) –
შეტყობინება. შემოსულ განცხადებათა/შეტყობინებათა 90% (1486) შეეხებოდა
მონაცემთა დამუშავებას კერძო ორგანიზაციებში, 8% (140) – საჯარო უწყებებში,
ხოლო 2% (36) – სამართალდამცავ ორგანოებში.
2024 წელს სამსახურმა ჩაატარა მონაცემთა დამუშავების კანონიერების
შემოწმება (ინსპექტირება) 265 ფაქტზე. მათგან 31% (83) ჩატარდა გეგმურად, ხოლო
69% (182) – არაგეგმურად. ჩატარებული 265 შემოწმებიდან (ინსპექტირებიდან) 61%
(162) შეეხებოდა კერძო სექტორის, 31% (82) საჯარო დაწესებულებების, ხოლო 8%
(21) სამართალდამცავი ორგანოების მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების
შემოწმებას.
საანგარიშო პერიოდში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ
გამოვლენილი 508 სამართალდარღვევიდან 24% (122) შეეხებოდა „პერსონალურ
მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე და 36-ე მუხლებით
გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობას, 17% (86) – მონაცემთა
უსაფრთხოების
დაცვის
ვიდეომონიტორინგის
ან
ვალდებულების
შეუსრულებლობას,
აუდიომონიტორინგის
12%
განხორციელების
(63)
–
წესების
დარღვევას.
საანგარიშო პერიოდში გამოვლენილ სამართალდარღვევათაგან სამსახურმა
ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა და გაფრთხილება გამოიყენა 505
შემთხვევაში. სახდელის სახით დაკისრებული 9 ჯარიმა მიემართებოდა 2023 წელს
დაწყებულ
და
საანგარიშო
(ინსპექტირებებს),
ხოლო
303
დასრულებულ
შემოწმებებს
პერიოდში
–
საანგარიშო
დასრულებულ
პერიოდში
(ინსპექტირებებს).
შემოწმებებს
დაწყებულ
დაკისრებული
და
193
გაფრთხილებიდან 17 მიემართებოდა 2023 წელს დაწყებულ და საანგარიშო
პერიოდში დასრულებულ, ხოლო 176 – საანგარიშო პერიოდში დაწყებულ და
დასრულებულ შემოწმებებს (ინსპექტირებებს). დაკისრებული ადმინისტრაციული
სახდელებიდან 77% (390) მიემართებოდა კერძო დაწესებულებებს, 21% (104) –
საჯარო დაწესებულებებს, ხოლო 2% (11) – სამართალდამცავ ორგანოებს.
საანგარიშო პერიოდში სამსახურმა მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევის
(ინციდენტი) თაობაზე მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისგან
მიიღო 11 შეტყობინება.
2024 წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა „პერსონალურ
მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის III და IV თავების ფარგლებში
შეისწავლა
სხვადასხვა
უწყების
მიერ
ფიზიკური
პირის
ინფორმირების
კანონიერების 56 შემთხვევა, რომელთაგან 10 განხორციელდა პერსონალურ
მონაცემთა დაცვის სამსახურის ინიციატივით, 4 – არაგეგმურად, ხოლო 42 –
განცხადების საფუძველზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ
შესწავლილი საქმეების საფუძველზე, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა
დაეკისრა 22 პირს. სანქციის სახით 9 პირის მიმართ გამოყენებულ იქნა
გაფრთხილება, ხოლო 13 პირის მიმართ – ჯარიმა.
2024
წელს
პერსონალურ
მონაცემთა
დაცვის
სამსახურმა
შეისწავლა
არასრულწლოვნების პერსონალური მონაცემების დამუშავების 33 შემთხვევა,
რომელთაგან 23 განხორციელდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის
ინიციატივით, 4 – არაგეგმურად, ხოლო 6 – შემოსული განცხადების საფუძველზე.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ შესწავლილი საქმეების
საფუძველზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა 33 პირს. სანქციის
სახით 9 პირის მიმართ გამოყენებულ იქნა გაფრთხილება, ხოლო 24 პირის მიმართ
– ჯარიმა.
2024 წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა შეისწავლა შრომითი
ურთიერთობის
ფარგლებში
პერსონალური
მონაცემების
დამუშავების
55
შემთხვევა, რომელთაგან 24 განხორციელდა სამსახურის ინიციატივით, 9 –
არაგეგმურად, ხოლო 22 – მოქალაქეთა განცხადების საფუძველზე. გადამოწმებამ
გამოავლინა კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსრულებლობა: მაგალითისთვის,
ერთ
კომპანიაში
სამუშაოების
ვიდეომონიტორინგი
და
აუდიოჩაწერა
მიმდინარეობდა, თუმცა კომპანიას არ ჰქონდა შემუშავებული სრულყოფილი
დოკუმენტაცია
ვიდეომონიტორინგის
პროცესის,
მიზნის,
ხანგრძლივობის,
ჩაწერილ მასალაზე წვდომისა და დაცვის შესახებ. სამსახურმა კომპანიას დაავალა
დოკუმენტაციის შემუშავება. აღსანიშნავია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის
სამსახურის მიერ შესწავლილი საქმეების საფუძველზე ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობა დაეკისრა 72 პირს. სანქციის სახით 37 პირის მიმართ
გამოყენებულ იქნა გაფრთხილება, ხოლო 35 პირის მიმართ – ჯარიმა.
2024
წელს
სამსახურმა
სახელმწიფო
სტრუქტურებსა
და
კერძო
დაწესებულებებში მიმდინარე ვიდეომონიტორინგის 71 შემთხვევა შეისწავლა.
მათგან
15
განხორციელდა
პერსონალურ
მონაცემთა
დაცვის
სამსახურის
ინიციატივით, 17 – არაგეგმურად, ხოლო 39 – განცხადებების საფუძველზე.
შესწავლილი საქმეების საფუძველზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა
დაეკისრა 81 პირს. სანქციის სახით 39 პირის მიმართ გამოყენებულ იქნა
გაფრთხილება, ხოლო 42 პირის მიმართ – ჯარიმა.
საანგარიშო
შეისწავლა
პერიოდში
ჯანდაცვის
პერსონალურ
სექტორში
მონაცემთა
მონაცემთა
დაცვის
დამუშავების
18
სამსახურმა
შემთხვევა,
რომელთაგან 6 განხორციელდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის
ინიციატივით, 10 – არაგეგმურად, ხოლო 2 – მოქალაქეთა განცხადების
საფუძველზე.
შესწავლილი
საქმეების
საფუძველზე
ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობა დაეკისრა 30 პირს. სანქციის სახით 18 პირის მიმართ
გამოყენებულ იქნა გაფრთხილება, ხოლო 12 პირის მიმართ – ჯარიმა.
2024 წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა შეისწავლა საფინანსო
სექტორში პერსონალური მონაცემების დამუშავების 73 შემთხვევა, რომელთაგან 10
განხორციელდა სამსახურის ინიციატივით, 10 – არაგეგმურად, ხოლო 53 –
მოქალაქეთა განცხადებების საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ საფინანსო სექტორი
აგროვებს და ამუშავებს პირად და ფინანსური მონაცემებს, რაც მაღალი რისკის
სფეროა. საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა კანონდარღვევები, შესწავლილი
საქმეების საფუძველზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა 62 პირს.
სანქციის სახით 7 პირის მიმართ გამოყენებულ იქნა გაფრთხილება, ხოლო 55 პირის
მიმართ – ჯარიმა.
2024 წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა შეისწავლა მონაცემთა
უსაფრთხოებასთან
დაკავშირებული
121
შემთხვევა,
რომელთაგან
62
განხორციელდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინიციატივით, 28 –
არაგეგმურად, ხოლო 31 – მოქალაქეთა განცხადებების საფუძველზე. შესწავლილი
საქმეების საფუძველზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა 100 პირს.
სანქციის სახით 57 პირის მიმართ გამოყენებულ იქნა გაფრთხილება, ხოლო 43
პირის მიმართ – ჯარიმა.
საანგარიშო პერიოდში ამოქმედებული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის
შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის თანახმად, მონაცემთა პირდაპირი
მარკეტინგის მიზნით დამუშავება შესაძლებელია მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის
თანხმობით. შემოწმებებისას დადგინდა, რომ ათეულობით კომპანია იყენებდა
ავტორიზებული
პირების
(კონტრაქტორი
კომპანიების)
მომსახურებას
მომხმარებლის თანხმობის გარეშე მარკეტინგული შეტყობინებების გასაგზავნად.
გამოვლენილი დარღვევების თანახმად: მომხმარებლის თანხმობის (მათ შორის
წერილობითი) გარეშე მონაცემების მუშავდებოდა; მოთხოვნის შემდეგაც არ
წყდებოდა მარკეტინგული კომუნიკაცია; არ არსებობდა მარტივი მექანიზმი
მარკეტინგის შეწყვეტისთვის იმავე არხით და სხვა. ამ დარღვევებისთვის სანქციები
დაუწესდათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს (გაფრთხილება, ჯარიმა). ასევე
დაევალათ მონაცემების დამუშავების შეწყვეტა და შესაბამისი მონიტორინგის
უზრუნველყოფა,
რათა
მომავალში
მსგავსი
დარღვევები
არ
განმეორდეს.
აღნიშნულის მსგავსად პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა შეისწავლა
პირდაპირი მარკეტინგის მიზნით პერსონალური მონაცემების დამუშავების 45
შემთხვევა, რომელთაგან 3 განხორციელდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის
სამსახურის ინიციატივით, 22 – არაგეგმურად, ხოლო 20 – მოქალაქეთა
განცხადებების
საფუძველზე.
შესწავლილი
საქმეების
საფუძველზე
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა 165 პირს. სანქციის სახით 11
პირის მიმართ გამოყენებულ იქნა გაფრთხილება, ხოლო 154 პირის მიმართ –
ჯარიმა.
2024
წელს
პერსონალურ
აუდიომონიტორინგის
პერსონალური
მონაცემთა
განხორციელებასთან
მონაცემების
დამუშავების
35
დაცვის
სამსახურმა
დაკავშირებით
შეისწავლა
შემთხვევა,
რომელთაგან
12
განხორციელდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინიციატივით, 5 –
არაგეგმურად, ხოლო 18 – მოქალაქეთა განცხადებების საფუძველზე. შესწავლილი
საქმეების საფუძველზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა 38 პირს.
სანქციის სახით 19 პირის მიმართ გამოყენებულ იქნა გაფრთხილება და 19 პირის
მიმართ – ჯარიმა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა პერსონალურ მონაცემთა
დაცვის ოფიცერთან დაკავშირებული ვალდებულებების ფარგლებში შეისწავლა
პერსონალური
მონაცემების
დამუშავების
43
შემთხვევა,
რომელთაგან
6
განხორციელდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინიციატივით, 35 –
არაგეგმურად, ხოლო 2 – მოქალაქეთა განცხადებების საფუძველზე. შესწავლილი
საქმეების საფუძველზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა 22 პირს.
სანქციის სახით 22 პირის მიმართ გამოყენებულ იქნა გაფრთხილება.
აღსანიშნავია,
რომ
ზემოხსენებულ
ადმინისტრაციული
სახდელებთან
ერთად, როგორც კერძო, ისე საჯარო დაწესებულებებში მონაცემთა დამუშავების
პროცესების გაუმჯობესებისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
საქართველოს
კანონთან
მათი
შესაბამისობის
უზრუნველყოფის
მიზნით,
სამსახურმა
გასცა
შესასრულებლად
სავალდებულო
დავალებები
და
რეკომენდაციები.
საანგარიშო
პერიოდში
სამსახურმა
პერსონალურ
მონაცემთა
დაცვის
კანონიერების კონტროლსა და სხვა სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით
გასცა ჯამურად 16 462 კონსულტაცია.
2024 წელს სამსახურმა ჩაატარა 13 საერთაშორისო შეთანხმების პროექტის
ექსპერტიზა, რომელთაგან რეკომენდაცია 4 შემთხვევაში გაიცა. შეაფასა 59
კანონპროექტის, მინისტრის ბრძანების 51 პროექტის, მთავრობის დადგენილების 2
პროექტისა და სხვა უწყების ხელმძღვანელი პირის ბრძანების 2 პროექტის
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობა.
საგულისხმოა, რომ „პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების
შესწავლის წესის დამტკიცების შესახებ“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის
სამსახურის უფროსის 2024 წლის პირველი მარტის №34 ბრძანების თანახმად,
სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ინდივიდუალური სამართლებრივი
აქტები შეიძლება გასაჩივრდეს სამსახურში ან სასამართლოში. საანგარიშო
პერიოდში სამსახურში გასაჩივრდა განცხადების/შეტყობინების განუხილველად
დატოვების/დაწყებული
წარმოების
შეწყვეტის
შესახებ
სტრუქტურული
ერთეულის ხელმძღვანელის მიერ მიღებული 15 გადაწყვეტილება.
2024 წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობის
უზრუნველყოფის მიზნით სამსახურმა შეიმუშავა 16 კანონქვემდებარე აქტი.
საანგარიშო პერიოდში წელსაც პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენდა
სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის ფარგლებში პერსონალურ მონაცემთა
დამუშავების კანონიერების შესწავლა, და სხვა.
ანგარიში განსაკუთრებულ
ყურადღებას უთმობს ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული
კომუნიკაციის
მაიდენტიფიცირებელ
მონაცემთა
ცენტრალურ
ბანკში
განხორციელებული აქტივობის კონტროლს, კერძოდ, ფარულ საგამოძიებო
მოქმედებებზე
კონტროლის
განხორციელებას.
საქმიანობის
ფარგლებში
გამოვლენილი ხარვეზებისა და ტენდენციების გათვალისწინებით, პერსონალურ
მონაცემთა
დაცვის
სამსახური
ყოველწლიურად
ადგენს
მომდევნო
წლის
პრიორიტეტულ მიმართულებებს. ასეთად განისაზღვრა: 2024 წელს გეოლოკაციის
დროში განსაზღვრის პროცესში მონაცემთა დამუშავება და ფარული საგამოძიებო
მოქმედებების
დასრულების
თაობაზე
ოქმების
სამსახურში
წარმოდგენის
ვალდებულების შესრულების კანონშესაბამისობის შემოწმება.
საანგარიშო პერიოდში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ჩაატარა
4 (ოთხი) გეგმური შემოწმება, რომლიდანაც სამი ჩატარდა საიდუმლო წესით.
ჩატარებული
შემოწმებების
ფარგლებში
სამსახურმა
გამოავლინა
2(ორი)
სამართალდარღვევის ფაქტი და გასცა 4 (ოთხი) შესასრულებლად სავალდებულო
დავალება, რომელთაგან 1 (ერთი) შესრულდა, ხოლო 3 (სამი) მათგანის
შესრულების ვადა ჯერ არ ამოწურულა.
ანგარიშში
აღნიშნულია,
რომ
საანგარიშო
პერიოდში
სატელეფონო
კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შესახებ სასამართლომ
განიხილა 693 შუამდგომლობა, რომელთა 79% (549) სრულად დაკმაყოფილდა, 14%
(94) არ დაკმაყოფილდა, ხოლო 7% (50) ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. 2024 წელს
სატელეფონო
კომუნიკაციის
ფარული
მიყურადებისა
და
ჩაწერის
ვადის
გაგრძელების შესახებ სასამართლომ განიხილა 253 შუამდგომლობა, რომელთაგან
დაკმაყოფილდა
89%
(224),
ნაწილობრივ
დაკმაყოფილდა
9%
(24),
არ
დაკმაყოფილდა 2% (5). ასევე, საანგარიშო პერიოდში ფარული ვიდეოჩაწერის ან/და
აუდიოჩაწერის,
ფოტოგადაღების
შესახებ
სასამართლომ
განიხილა
870
შუამდგომლობა, რომელთაგან 88% (760) სრულად დაკმაყოფილდა, 10% (90) არ
დაკმაყოფილდა,
ხოლო
2%
(20)
ნაწილობრივ
დაკმაყოფილდა.
ფარული
ვიდეოჩაწერის ან/და აუდიოჩაწერის, ფოტოგადაღების ვადის გაგრძელების
შესახებ სასამართლომ განიხილა 165 შუამდგომლობა, რომელთა 90% (148)
დაკმაყოფილდა, 6% (10) არ დაკმაყოფილდა, ხოლო 4% (7) ნაწილობრივ
დაკმაყოფილდა.
საანგარიშო
აუცილებლობით
პერიოდში
ფარული
სამსახურს
საგამოძიებო
წარედგინა
მოქმედებების
გადაუდებელი
ჩატარების
შესახებ
პროკურორის 113 დადგენილება, რომელთაგან 77% (87) შეეხებოდა ფარულ
ვიდეოჩაწერას ან/და აუდიოჩაწერას, ფოტოგადაღებას, 23% (26) შეეხებოდა
სატელეფონო კომუნიკაციის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერას.
2024
წელს
პერსონალურ
მონაცემთა
დაცვის
სამსახურს
წარედგინა
სასამართლოს განჩინებები და, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე,
პროკურორის დადგენილებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე
მუხლით
გათვალისწინებული
საგამოძიებო
მოქმედების,
დოკუმენტის
ან
ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ. საანგარიშო პერიოდში კოდექსის 136-ე
მუხლთან დაკავშირებით სამსახურს წარედგინა სასამართლოს 2709 განჩინება,
რომელთაგან 99.81% (2704) სრულად დაკმაყოფილდა, 0.04% (1) არ დაკმაყოფილდა,
ხოლო 0.15% (4) ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის
136-ე
მუხლით
გათვალისწინებული
საგამოძიებო
მოქმედების,
დოკუმენტის ან ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ პერსონალურ მონაცემთა
დაცვის სამსახურს, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, წარედგინა
პროკურორის 60 დადგენილება.
ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს სამსახურმა სატელეფონო კომუნიკაციის
ფარული მიყურადება-ჩაწერის შეჩერების მექანიზმი (კონტროლის ელექტრონული
სისტემის საშუალებით) გამოიყენა 92 შემთხვევაში, რომელთაგან 91 გამოწვეული
იყო სასამართლოს განჩინების დაგვიანებით წარმოდგენით, ხოლო 1 - ფარული
საგამოძიებო მოქმედების შეწყვეტით.
საანგარიშო პერიოდში სასამართლოს მიერ სატელეფონო კომუნიკაციის
ფარულ მიყურადება-ჩაწერაზე გაცემულ ნებართვებში არსებულ ბუნდოვანება
უზუსტობაზე
(კონტროლის
ელექტრონული
სისტემის
საშუალებით)
სსიპ
„საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს“ ეცნობა 9-ჯერ.
2024 წელს კონტროლის ელექტრონული სისტემის საშუალებით სატელეფონო
კომუნიკაციის
ფარული
მიყურადება-ჩაწერის
პროცესში
გამოვლინდა
1
ინციდენტი.
საანგარიშო პერიოდში ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ
მონაცემთა
ცენტრალური
ბანკის
კონტროლის
ელექტრონული
სისტემით
სამსახურისთვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ელექტრონული
კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკიდან სსიპ
„ოპერატიულ-ტექნიკური
სააგენტოს“
მიერ
სასამართლოს
შესაბამისი
გადაწყვეტილებების საფუძველზე მონაცემები გაიცა 89-ჯერ.
საანგარიშო პერიოდში ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ
მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობის კონტროლის
შედეგად რაიმე ხარვეზი ან ინციდენტი არ გამოვლენილა.
2024 წელს სამსახურში შეტყობინებები წარმოდგენილ იქნა 13 ელექტრონული
კომუნიკაციის კომპანიის მიერ, რომელთაც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში
სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს სასამართლოს 1965 განჩინების
საფუძველზე ინფორმაცია გადასცეს.
ანაგრიშის
თანახმად,
განხორციელებული
2024
ფარული
წელს
საგამოძიებო
მოქალაქეებს
მათ
მოქმედებების
მიმართ
თაობაზე
სამსახურისთვის არ მოუმართავთ. ამასთან, საანგარიშო პერიოდში სასამართლოს
ფარული
საგამოძიებო
მოქმედების
კავშირგაბმულობის
არხებიდან,
კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოხსნისა და ფიქსაციის თაობაზე
შუამდგომლობა არ განუხილავს. დამატებით, საანგარიშო პერიოდში სასამართლოს
ინტერნეტტრაფიკის მონაცემთა მიმდინარე შეგროვების თაობაზე შუამდგომლობა
არ განუხილავს.
აღსანიშნავია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის
ცნობიერების ამაღლება ერთერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. სწორედ ამ
მიზეზით, სამსახური აქტიურად ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას
მონაცემთა დამუშავებასა და დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური
საანგარიშო პერიოდში აქტიურად იყენებდა ყველა იმ საკომუნიკაციო არხსა და
საშუალებას, რომლებითაც უფრო ეფექტიანად შეძლებდა საზოგადოებისთვის
ინფორმაციის მიწოდებას. კერძოდ, 2024 წელსაც აქტიურად გამოიყენებოდა
სოციალური ქსელები, ტრადიციული მედია, პირისპირი შეხვედრების ფორმატი,
ვიზუალური, ვიდეო თუ აუდიომასალა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ
ცნობიერების ამაღლების მიზნით სამსახური სისტემატურად მართავდა საჯარო
ლექციებს, საინფორმაციო შეხვედრებსა და
ტრენინგებს კერძო და საჯარო
სექტორის, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისთვის. 2024 წელს
სამსახურმა გამართა 108 შეხვედრა 6522 დამსწრე პირთან, რომელთა ნაწილი
წარმოადგენდა
როგორც
მონაცემთა
პასუხისმგებელ/დამუშავებაზე
სუბიექტს,
უფლებამოსილ
ისე
–
პირებს.
დამუშავებისთვის
აღსანიშნავია,
რომ
საანგარიშო პერიოდში გამართული 108 შეხვედრიდან 94% (101) წარმოადგენდა
ტრენინგს, ხოლო 6% (7) – რეგიონულ შეხვედრას.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის პირველი მარტიდან ფუნქციონირება დაიწყო
სამსახურის ახალმა ვებგვერდმა (www.pdps.ge). ვებგვერდი სრულად მოერგო
ახალი კანონით გათვალისწინებულ საჭიროებებს და მომხმარებლებისთვის მეტად
ხელმისაწვდომი
გახადა
პერსონალურ
მონაცემთა
დაცვის
საკითხებთან
დაკავშირებული ინფორმაციის მიღება.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საანგარიშო პერიოდში სამსახურის მიერ
მომზადდა, ასევე, ითარგმნა და გამოქვეყნდა 2024 წლის პირველი მარტიდან
მოქმედი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონთან
დაკავშირებული 28 სახელმძღვანელო რეკომენდაცია, რომელიც ევროპული
სტანდარტების ეროვნულ დონეზე დანერგვას გულისხმობს.
კომიტეტი აღნიშნავს, რომ 2024 წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის
სამსახურმა მნიშვნელოვანი აქტივობები განახორციელა ამ სფეროში სხვადასხვა
მიმართულებით, კერძოდ, სუბიექტის უფლებების დაცვის, ორგანიზაციათა
ანგარიშვალდებულების გაზრდის ხელშეწყობისა და სამსახურის საქმიანობის
ეფექტიანობის გაძლიერების მიზნით. ამასთან, მნიშვნელოვანია იმ ფაქტის
ხაზგასმა, რომ 2024 წელი კანონმდებლობის დახვეწის კუთხით გარდამტეხი იყო,
ვინაიდან ეროვნული ბაზა კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდა და დაუახლოვდა
ევროპულ სტანდარტებს.
სამსახურის
მიერ
გატარებული
ღონისძიებები
მნიშვნელოვანი
და
საყურადღებოა, რამდენადაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლება, ისევე
როგორც საერთაშორისო დონეზე, საქართველოშიც გამოწვევებით ხასიათდება.
მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის განმავლობაში სამსახურმა არაერთი აქტივობა
განახორციელა, დამატებითი ძალისხმევაა საჭირო, რათა უფლება პერსონალურ
მონაცემთა დაცვაზე მეტად ჯეროვნად იყოს დაცული.
ამდენად, კომიტეტი გასცემს შემდეგ რეკომენდაციებს:
მნიშვნელოვანია
სამსახურმა
ორგანიზაციებთან
პერსონალურ
გააგრძელოს
საჯარო
და
კერძო
მონაცემთა
დაცვის
თანამედროვე
მექანიზმების დანერგვის თაობაზე საკონსულტაციო შეხვედრები;
სამსახურმა გააძლიეროს ძალისხმევა პერსონალურ მონაცემთა დაცვის
საკითხებზე
საზოგადოების
ინფორმირებულობის
მიმართულებით,
განსაკუთრებით მუნიციპალიტეტებში;
მნიშვნელოვანია,
რომ
სამსახურმა
გააძლიეროს
მონიტორინგი
განსაკუთრებით მაღალი რისკის სექტორებში;
სამსახურმა
გააგრძელოს
აქტიური
მონაწილეობა
ევროპულ
და
საერთაშორისო პლატფორმებში მონაცემთა დაცვის სფეროში, საუკეთესო
პრაქტიკის
გაცვლის
მიზნით;
უზრუნველყოს
ევროკავშირის
კანონმდებლობასთან სრული შესაბამისობის კონტროლი და განავითაროს
თანამშრომლობის ფორმები.
კომიტეტმა მთლიანობაში დადებითად შეაფასა პერსონალურ მონაცემთა
დაცვის
სამსახურის
მიერ
2024
წელს
განხორციელებული
საქმიანობა
საქართველოში მონაცემთა დაცვის, აგრეთვე ფარული საგამოძიებო მოქმედებების
ჩატარებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა
ცენტრალურ
ბანკში
განხორციელებული
აქტივობების
კონტროლის
მიმართულებით. ამასთანავე, კომიტეტმა არ მიიჩნია საჭიროდ აღნიშნული
ანგარიშის საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
რატი იონათამიშვილი