საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დასამტკიცებლად წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დებულება

დებულება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
01.07.2025
ავტორი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-9043/5/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-06-30
კომიტეტის სხდომის ნომერი 15

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი 6/30/25, 11:28 AM ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა თარიღი 30 ივნისი 2025 12:00 2025 წლის 30 ივნისი, 12:00 საათი კომიტეტის სათათბირო ოთახი N418 (C კორპუსი, IV სართული) დღის წესრიგი 1. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დებულების ცვლილებების დამტკიცება; მომხსენებელი: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვახტანგ თურნავა. https://www.parliament.ge/print/announcement/3426?local=true 1/2
ოქმი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის ოქმი N15 2025 წლის 30 ივნისი თბილისი სხდომის თავმჯდომარე - ვახტანგ თურნავა სხდომას ესწრებოდნენ: გიორგი ჩაკვეტაძე ლიკა შარტავა ვიქტორ სანიკიძე ეკა სეფაშვილი გიორგი ხახუბია დღის წესრიგი: საქართველოს პარლამენტის ცვლილებების დამტკიცება. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დებულების სხდომის მსვლელობა: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დებულებაში შეტანილი ცვლილებები. როგორც მომხსენებელმა, ვახტანგ თურნავამ აღნიშნა, ცვლილებები განხორციელდა პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი განახლებული ნორმების გათვალისწინებით, რომელიც ძალაში 2025 წლის პირველი ივლისიდან შევა. მომხსენებლის განცხადებით, ცვლილებები ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა და მიზნად ისახავს დებულების შესაბამისობაში მოყვანას რეგლამენტის ახალი სტრუქტურასთან. მათ შორის, შეიცვალა შემდეგი ძირითადი ასპექტები: კომიტეტს აღარ ექნება სამოქმედო გეგმის შემუშავების ვალდებულება, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი მთლიანად გადადის პლენარულ სესიაზე. ასევე, კომიტეტი საქმიანობის წლიურ ანგარიშს, პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით წარუდგენს. დებულების პროექტი კომიტეტის წევრებს წინასწარ გაეგზავნათ. ვინაიდან დამატებითი კითხვები არ ყოფილა, დებულების ცვლილებები ერთხმად დამტკიცდა.