ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარის მარიამ ლაშხის მიერ დასამტკიცებლად წარმოდგენილი ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის დებულება

დებულება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
01.07.2025
ავტორი
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი
ნომერი
#2-9166/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-07-02
ბიუროს ნომერი 67 (11:45)

📜 ტექსტი

წერილი
2-9166/25 01-07-2025 საქართველოს პარლამენტის ბიუროს როგორც თქვენთვის ცნობილია, 2025 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 13 მაისის №536-IIმს-XIმპ დადგენილების საფუძველზე მიღებული რეგლამენტი. ხოლო, მიმდინარე წლის 1 ივლისის №891-IIIრს-XIმპ დადგენილებით, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის დასაბუთებული შუამდგომლობის (№2-9019/25) საფუძველზე, კომისიას გაუგრძელდა უფლებამოსილების ვადა XI მოწვევის საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დამუშავდა კომისიის დებულებაში შესატანი ცვლილებები, იმისათვის რომ ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის დებულების შინაარსი პასუხობდეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოქმედ რედაქციას. შესაბამისად, კომისიის განახლებულ დებულებას წარმოგიდგენთ დასამტკიცებლად. პატივისცემით, კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
დებულება
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის დებულება მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისია (შემდგომ - დროებითი კომისია) არის საქართველოს პარლამენტის 2025 წლის – 14 მაისის N578-I1მს-XIმპ დადგენილებით შექმნილი საქართველოს პარლამენტის (შემდგომ - პარლამენტი) დროებითი სუბიექტი. 2. დროებითი კომისია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ბავშვის უფლებათა კოდექსის, პარლამენტის რეგლამენტის (შემდგომ - რეგლამენტი), ამ დებულებისა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების შესაბამისად. მუხლი 2. დროებითი კომისიის მიზანი, ამოცანები და უფლებამოსილებანი 1. დროებითი კომისიის მიზანია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყოს ქალთა, ბავშვთა განვითარებასა და ოჯახის გაძლიერებას, აღნიშნული საკითხების აქტუალიზაციას, შესაბამისი კანონმდებლობის განვითარებასა და აღსრულების მონიტორინგს. დროებითი კომისია ყურადღებას აქცევს ქალთა და ბავშვთა ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და საგანმანათლებლო უფლებების უზრუნველყოფას, მათი მდგომარეობის გაუმჯობესებასა და თანასწორობის პრინციპის დაცვას. კომისიის მიზანია ითანამშრომლოს და კოორდინირება მოახდინოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან და სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, სახელმწიფო უწყებებთან, საზოგადოებასთან, საერთაშორისო განახორციელოს ქალთა ორგანიზაციებთან და და სამოქალაქო ბავშვთა საკითხების ადვოკატირება მუნიციპალურ დონეზე, შესაბამისი პოლიტიკისა და სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, რათა დაიცვას და გაძლიეროს ქალთა და ბავშვთა ინტერესი. 2. დროებითი კომისია: ა) შეისწავლის საქართველოში ქალთა და ბავშვთა საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებს, მათ გადასაჭრელად შეიმუშავებს დასკვნებს, რეკომენდაციებსა და გადაწყვეტილებებს. ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან ერთად მონაწილეობს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე კანონპროექტებისა და დადგენილებების პროექტების შემუშავებაში; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის საქართველოში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მიღებული კანონების, დადგენილებების, გადაწყვეტილებების შესრულების მდგომარეობას და შესაბამის დასკვნებსა და რეკომენდაციებს წარუდგენს პარლამენტის ბიუროს და/ან პარლამენტის პლენარულ სხდომას; დ) უფლებამოსილია ქალებისა და ბავშვების საკითხებთან დაკავშირებით მოისმინოს მინისტრებისა აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებისა და სხვა უწყებების ხელმძღვანელთა ინფორმაციები და ანგარიშები; ე) უფლებამოსილია სახელმწიფო უწყებებიდან და სხვა ორგანიზაციებიდან კანონით დადგენილი წესით გამოითხოვოს შესაბამისი დასკვნები და სხვა საჭირო მასალები ქალებისა და ბავშვებისა და სხვა დაკავშირებულ საკითხებთან დაკავშირებით; ვ) უფლებამოსილია დროებითი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხების მომზადების მიზნით შექმნას სამუშაო ჯგუფი დროებითი კომისიის წევრებისა და მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით; ზ) ახორციელებს რეგლამენტით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას. 3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნული საკითხების გადაწყვეტის ხელშეწყობის მიზნით დროებითი კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებთან, თანამშრომლობს სტრუქტურებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მუხლი 3. დროებითი კომისიის შემადგენლობა და თანამდებობის პირები 1. დროებითი კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობისა და საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა და საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად. ამასთანავე, დროებით კომისიაში ფრაქციები წარმოდგენილი უნდა იყვნენ თითო წევრით მაინც და დროებით კომისიაში საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები. 2. დროებითი კომისიის თანამდებობის პირები არიან დროებითი კომისიის თავმჯდომარე და დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. მუხლი 4. დროებითი კომისიის თავმჯდომარისა და დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა და უფლებამოსილების შეწყვეტა 1. დროებითი კომისიის თავმჯდომარეს, დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს დროებითი კომისიის წევრთაგან, დროებითი კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს დროებითი კომისია. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს დროებითი კომისიის წევრთა ერთ მესამედზე მეტს. 3. დროებით კომისიას კომისიის სიითი შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის ინიციატივით უფლება აქვს, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ნებისმიერ დროს თანამდებობიდან გადააყენოს დროებითი კომისიის თავმჯდომარე ან დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას ცნობად იღებს დროებითი კომისია. 5. დროებითმა კომისიამ ამ მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილებებისა და ინფორმაციის შესახებ უნდა აცნობოს პარლამენტის ბიუროს. მუხლი 5. დროებითი კომისიის თავმჯდომარე დროებითი კომისიის თავმჯდომარე: 1. წარმოადგენს დროებით კომისიას პარლამენტში და მის გარეთ; 2. ხელმძღვანელობს დროებითი კომისიის საქმიანობას; იწვევს და წარმართავს დროებითი კომისიის სხდომებს; 3. კოორდინაციას უწევს დროებითი კომისიის წევრთა საქმიანობას; 4. ხელს აწერს დროებითი კომისიის აქტებს და მისი სხდომების ოქმებს; 5. ახორციელებს რეგლამენტითა და დროებითი კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 6. დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე: 1. დროებითი კომისიის თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დროებით ასრულებს დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას; 2. ასრულებს დროებითი კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს; 3. ახორციელებს დროებითი კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 7. დროებითი კომისიის მუშაობის წესი 1. დროებითი კომისიის სხდომებს იწვევს დროებითი კომისიის თავმჯდომარე. 2.დროებითი კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება დროებითი კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. დროებითი კომისია გადაწყვეტილებას იღებს კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, თუ რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ხმების თანაბრად გაყოფისას იმართება ხელახალი კენჭისყრა. თუ გადაწყვეტილება კვლავ არ იქნა მიღებული, საკითხი უარყოფილად ითვლება. 3. დროებითი კომისიის სხდომის გამართვის თარიღი და დღის წესრიგი დროებითი კომისიის წევრებს წინასწარ ეცნობება. აღნიშნული ინფორმაცია სხდომის თარიღის დანიშვნისთანავე განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე. დროებითი კომისიის სხდომის პარლამენტის პლენარული სხდომის მიმდინარეობისას დაუშვებელია. გამართვა 4. თუ ფრაქციის მიერ დანიშნულ დროებითი კომისიის წევრს დროებით არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს დროებითი კომისიის მუშაობაში, მის დამნიშვნელ ფრაქციას უფლება აქვს, აღნიშნული წევრი დროებით შეცვალოს ფრაქციის სხვა წევრით. ამის შესახებ ფრაქცია დროებითი კომისიის სხდომამდე წერილობით აცნობებს დროებითი კომისიის თავმჯდომარეს. 5. დროებითი კომისიის საჯარო სხდომას შეიძლება სათათბირო ხმის უფლებით დაესწრონ სხვა პარლამენტის წევრები და მოწვეული პირები. საჯარო სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციით. 6. დროებითი კომისიის წევრის წინადადებით დროებით კომისიას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება დახურული სხდომის გამართვის შესახებ. დროებითი კომისიის სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დახურული წესით. დროებითი კომისიის დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს ადგენს დროებითი კომისიის თავმჯდომარე. 7. დროებითი კომისიის მუშაობა აისახება დროებითი კომისიის სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერს დროებითი კომისიის თავმჯდომარე. მუხლი 8. დროებითი კომისიის საქმიანობის შესახებ ანგარიში, აქტები და მათი განხილვის წესი 1. დროებითი კომისია მისი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 3 თვით ადრე, მაგრამ წელიწადში არანაკლებ ერთხელ, პარლამენტის ბიუროს წარუდგენს ანგარიშს თავისი საქმიანობის შესახებ. დროებით კომისიას შეუძლია აგრეთვე პარლამენტის ბიუროს ნებისმიერ დროს წარუდგინოს შუალედური ანგარიში. 2. დროებით კომისიას შეუძლია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეიმუშაოს შემდეგი აქტები: დასკვნა და რეკომენდაცია. 3. დროებით კომისიას უფლება აქვს, თავისი აქტები რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოს, დაწესებულებას ან უწყებას გადაუგზავნოს. დროებითი კომისიის აქტების შესაბამისი ორგანოსთვის, დაწესებულებისთვის ან უწყებისთვის გადაგზავნის შემთხვევაში დროებით კომისიას საკითხის განხილვის შედეგებისა და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ უნდა ეცნობოს არაუგვიანეს 1 თვისა ან მის მიერ დადგენილ ვადაში. 4. დროებითი კომისიის მიერ მიღებული დასკვნა/რეკომენდაცია წარედგინება პარლამენტის ბიუროს. 5. პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია დროებითი კომისიის ანგარიში, დასკვნა, რეკომენდაცია შეიტანოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხი განიხილება კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის დადგენილი წესით. 6. დროებითი კომისიის პოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარმოადგენს დროებითი კომისიის თავმჯდომარე ან მომხსენებელი, რომელსაც დროებითი კომისია ირჩევს თავისი შემადგენლობიდან. 7. დროებითი კომისიის ან ფრაქციის მოთხოვნის შემთხვევაში პარლამენტი იღებს დადგენილებას დროებითი კომისიის მიერ შემუშავებული აქტის თაობაზე მუხლი 9. დროებითი კომისიის დაფინანსება დროებითი კომისიის მიერ საქმიანობის პერიოდში გაწეული ხარჯები, მათ შორის, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ხარჯები, ანაზღაურდება პარლამენტის ბიუჯეტიდან. დროებითი კომისიის ხარჯების ოდენობის თაობაზე პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო. მუხლი 10. დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა განსაზღვრულია პარლამენტის 2025 წლის 1 ივლისის № 891-IIIრს-XIმპ დადგენილებით.