საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის გივი მიქანაძის ადგილმონაცვლის დავით დოლიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
02.07.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცდურო საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-9290/25/11
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის გივი მიქანაძის ადგილმონაცვლის დავით დოლიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე

📋 განხილვის ეტაპები

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-07-02
კომიტეტის სხდომის ნომერი 36

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი 1 of 2 https://parliament.ge/print/announcement/3443?local=true საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა თარიღი 02 ივლისი 2025 11:00 2025 წლის 2 ივლისი, 11:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) დღის წესრიგი (პროექტი) საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის გივი მიქანაძის ადგილმონაცვლის დავით დოლიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი. 7/1/2025, 6:44 PM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის 2025 წლის 2 ივლისი 11.00 სთ ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) სხდომის ოქმი N36 სხდომის თავმჯდომარე: დავით მათიკაშვილი - საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ირაკლი შატაკიშვილი, აკაკი ალადაშვილი, გიორგი კახიანი, დათო კოდუა, გურამ მაჭარაშვილი, გენრიეტა წიწავა, იოსებ ჯორბენაძე. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები. სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი. დღის წესრიგი (პროექტი): საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის გივი მიქანაძის ადგილმონაცვლის დავით დოლიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვა. მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი. კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის გივი მიქანაძის ადგილმონაცვლის დავით დოლიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვა მოისმინეს: დავით მათიკაშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილ მასალებს - საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის გივი მიქანაძის ადგილმონაცვლის დავით დოლიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე, ვინაიდან საქართველოს პარლამენტმა გივი მიქანაძეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა მის მიერ პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნის გამო. საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა შეისწავლა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი მასალები, რომელთა თანახმად, პოლიტიკური გაერთიანების „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ პარტიული სიით არჩეული საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის გივი მიქანაძის (პარტიულ სიაში N73) ადგილმონაცვლედ ცნობილ უნდა იქნეს ამავე პოლიტიკური გაერთიანების პარტიული სიით პარლამენტის წევრობის კანდიდატი - დავით დოლიძე (პარტიულ სიაში N102). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის მიერ ცნობილ იქნეს დავით დოლიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭიროს საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის გივი მიქანაძის ადგილმონაცვლის დავით დოლიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 7 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): კომიტეტის დასკვნა და პარლამენტის დადგენილების პროექტი: საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის გივი მიქანაძის ადგილმონაცვლის დავით დოლიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს უახლოეს პლენარულ სხდომაზე განსახილველად. დავით მათიკაშვილი კომიტეტის თავმჯდომარე სესილი ძებნიაური სხდომის მდივანი 2