საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა არანაკლებ 25000 ამომრჩევლის ინიციატივით „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით საქართველოს მოქალაქეების საინიციატივო ჯგუფის (გიორგი ქარდავა, ზურაბ მახარაძე, შოთა მარტინენკო, ირაკლი მარტინენკო, სერგო ხურციძე) (№1-6316/25; 02.07.2025) რეგისტრაციის თაობაზე

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
09.07.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-9731/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-07-09
კომიტეტის სხდომის ნომერი 37

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი 1 of 2 https://parliament.ge/print/announcement/3447?local=true საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა თარიღი 09 ივლისი 2025 13:00 2025 წლის 9 ივლისი, 13:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) დღის წესრიგი (პროექტი) 1. კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ პარლამენტის კომიტეტებისგან მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგების განხილვა; მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი; 2. არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის (გიორგი ქარდავას, ზურაბ მახარაძის, შოთა მარტინენკოს, ირაკლი მარტინენკოს და სერგო ხურციძის შემადგენლობით) (1-6316/25; 02.07.2025) რეგისტრაციის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი. 8/4/2025, 10:34 AM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის 2025 წლის 9 ივლისი 13.00 სთ. ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) სხდომის ოქმი N37 დავით მათიკაშვილი - საპროცედურო საკითხთა სხდომის თავმჯდომარე: კომიტეტის თავმჯდომარე. სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ირაკლი შატაკიშვილი, აკაკი ალადაშვილი, დათო კოდუა, გურამ მაჭარაშვილი, გენრიეტა წიწავა, იოსებ ჯორბენაძე. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები. სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი. დღის წესრიგი (პროექტი): 1. კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ პარლამენტის კომიტეტებისგან მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგების განხილვა; მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი; 2. არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის (გიორგი ქარდავას, ზურაბ მახარაძის, შოთა მარტინენკოს, ირაკლი მარტინენკოს და სერგო ხურციძის შემადგენლობით) (№1-6316/25; 02.07.2025) რეგისტრაციის საკითხის განხილვა. მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი. სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგის პროექტი. სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ პარლამენტის კომიტეტებისგან მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგების განხილვა; მოისმინეს: დავით მათიკაშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-147 მუხლის შესაბამისად, განიხილავს თანამდებობის პირების კომიტეტის სხდომაზე სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ პარლამენტის კომიტეტებისგან მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგებს 2025 წლის 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კომიტეტებისგან მოწოდებული ინფორმაციის დამუშავებისა და შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2025 წლის 1 აპრილიდან 2025 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში საქართველოს პარლამენტის არც ერთ კომიტეტს არ მიუღია გადაწყვეტილება კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოწვევის შესახებ. აგრეთვე, არც ერთ შემთხვევაში ფრაქციას არ მოუთხოვია კომიტეტის სხდომაზე სავალდებულო წესით თანამდებობის პირის დასწრება. შესწავლილ პერიოდში ასევე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 147-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ არც ერთ თანამდებობის პირს მიუმართავს საქართველოს პარლამენტის კომიტეტებისთვის შესაბამისი კომიტეტის სხდომაზე მოსმენის მოთხოვნით. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ მომზადებული ინფორმაცია, როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, წარედგინება საქართველოს პარლამენტის ბიუროს და გამოქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე. კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის (გიორგი ქარდავას, ზურაბ მახარაძის, შოთა მარტინენკოს, ირაკლი მარტინენკოს და სერგო ხურციძის შემადგენლობით) (№1-6316/25; 02.07.2025) რეგისტრაციის საკითხის განხილვა. მოისმინეს: დავით მათიკაშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ წარმოდგენილი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (გიორგი ქარდავას, ზურაბ მახარაძის, შოთა მარტინენკოს, ირაკლი მარტინენკოს და სერგო ხურციძის შემადგენლობით) განცხადებას. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საპროცედურო საკითხთა კომიტეტისათვის მოწოდებული საინიციატივო ჯგუფის განცხადება და თანდართული მასალები წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საინიციატივო ჯგუფი რეგისტრაციაში გატარების შესახებ განცხადებით მიმართავს პარლამენტის ბიუროს, რომელსაც უნდა ერთოდეს საინიციატივო ჯგუფის წევრთა შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, პირადი ნომერი და ტელეფონის ნომერი. თუმცა, წარმოდგენილი განცხადება არ შეიცავს აღნიშნულ მონაცემებს სრულყოფილად, კერძოდ ერთ შემთხვევაში მითითებული არ არის საინიციატივო ჯგუფის წევრის ტელეფონის ნომერი სრულად. ამასთანავე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილ განცხადებას უნდა ერთოდეს კანონპროექტი, ხოლო „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე ნორმატიული აქტის პროექტში მითითებული უნდა იყოს მონაცემები იმ ნორმატიული აქტის შესახებ, რომელშიც შეიტანება ეს ცვლილება. მათ შორის, ნორმატიული აქტის პროექტში მითითებული უნდა იყოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდი, ნორმატიული აქტის გამოქვეყნების თარიღი და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი. ამასთანავე, ამავე კანონის მე-16 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ნორმატიული აქტი შედგება მუხლებისაგან, მუხლი შეიძლება დაიყოს პუნქტებად, ხოლო პუნქტი – ქვეპუნქტებად, თუმცა, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი, არ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს. გარდა აღნიშნულისა, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კანონპროექტს უნდა დაერთოს განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება ამავე პუნქტით გათვალისწინებული საკითხები. შესაბამისად, კანონპროექტზე თანდართული განმარტებითი ბარათი უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნული პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, თუმცა, წარმოდგენილ კანოპროექტზე თანდართული განმარტებითი ბარათი სრულად არ აკმაყოფილებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს. კერძოდ, წარმოდგენილ განმარტებით ბარათში არ არის მითითებული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ბ2 ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასების შესახებ. ასევე, განმარტებითი ბარათი არ შეიცავს ამავე პუნქტის „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ავტონომიური რესპუბლიკის 2 რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის გავლენის შესახებ მითითებას. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საინიციატივო ჯგუფის განცხადება და თანდართული მასალები წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით და კომიტეტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია აღნიშნული საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარება. დავით მათიკაშვილმა განმარტა, რომ კომიტეტის აპარატის მიერ მოხდება კომუნიკაცია საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებთან (რომელთა მოწვევა კომიტეტის სხდომაზე არ მოხდა უარყოფითი დასკვნის გამო) რათა დეტალურად განემარტოთ მათ არსებული ხარვეზების თაობაზე, იმ მიზნით, რომ ხარვეზების გამოსწორებისა და განცხადების ხელახლა წარმოდგენის შემთხვევაში, შესაძლებელი იყოს საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაცია. კენჭისყრა: ვინ არის მომხრე, რომ მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს (გიორგი ქარდავას, ზურაბ მახარაძის, შოთა მარტინენკოს, ირაკლი მარტინენკოს და სერგო ხურციძის შემადგენლობით) (№1-6316/25; 02.07.2025) უარი ეთქვას რეგისტრაციაზე ? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 7 წევრი გადაწყვიტეს(ერთხმად): საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს. დავით მათიკაშვილი კომიტეტის თავმჯდომარე სესილი ძებნიაური სხდომის მდივანი 3