საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციის მოსმენა
📋 განხილვის ეტაპები
კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-06-23
კომიტეტის სხდომის ნომერი 16
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
https://parliament.ge/print/announcement/3382?local=true
კულტურის კომიტეტის სხდომა
თარიღი
23 ივნისი 2025 12:00
2025 წლის 23 ივნისი, 12:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)
დღის წესრიგი
1. საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობისა და სამომავლო
გეგმების შესახებ ინფორმაციის მოსმენა.
6/23/2025, 9:45 AM
ოქმი
კულტურის კომიტეტის სხდომის ოქმი
N 16
2025 წლის 23 ივნისი, 12:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)
დღის წესრიგი
1. საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობისა და
სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციის მოსმენა.
მომხსენებელი: საქართველოს კულტურის მინისტრი - თინათინ რუხაძე.
სხდომას უძღვებოდა: კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია
სხდომის მდივანი: ანა კუჭუხიძე - აპარატის თანამშრომელი.
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: გიორგი გაბუნია; ეკა ჭიჭინაძე; არჩილ
ბერიძე; ისკო დასენი (ადგილმონაცვლე გენრიეტა წიწავა); ზაზა ლომინაძე; გიორგი
სოსიაშვილი (ადგილმონაცვლე სალომე ჯინჯოლავა); ნოდარ ტურძელაძე; გრიგოლ
აბესაძე.
სხდომაზე დამსწრე სხვა პირები: აპარატის თანამშრომლები და კულტურის
სამინისტროს წარმომადგენლები.
სხდომა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ გახსნა
და
დაადასტურა კომიტეტში კვორუმის არსებობა. მან დეპუტატებს გააცნო დღის
წესრიგი, რაც დაამტკიცეს ხმათა უმრავლესობით.
მოისმინეს: კულტურის სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობისა და სამომავლო
გეგმების შესახებ ინფორმაცია.
კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებით
განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრა. მან ყურადღება
გაამახვილა დაგეგმილ ღონისძიებებზე, მათ შორის, ადგილობრივ და საერთაშორისო
პროექტებზე.
მინისტრმა სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში სისტემური
რეფორმის და 2025 წლის პროგრამების მიმდინარეობაზეც ისაუბრა, რომელთა
შორისაა: პროფესიული და ფოლკლორული მუსიკის ხელშეწყობის და საერთაშორისო
კულტურული ურთიერთობების მხარდაჭერის პროგრამები. საუბარი შეეხო
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის საკითხს.
თინათინ რუხაძის განცხადებით, ნიჭიერი ხელოვანების ხელშეწყობა სამინისტროს
უპირველესი ამოცანაა.
„მივესალმებით ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას კულტურის სფეროში.
მნიშვნელოვანია მათი ახალი ენერგია, იდეები და ხედვა და სწორედ ამიტომ, კულტურა
და ხელოვნება ჩვენს დღის წესრიგში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად
რჩება“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.
მინისტრმა ასევე უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს, რომელიც
მიმართულებით კულტურის სფეროს განვითარებას შეეხებოდა.
სხვადასხვა
განხილულ თემებს შორის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სახელოვნებო
განათლებას,
ინფრასტრუქტურულ
მიმართულებებსა
და
კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის საკითხებს.
კულტურის კომიტეტმა 2024 წლის დასაწყისში 64 მუნიციპალიტეტიდან გამოითხოვა
ინფორმაცია კულტურის ინფრასტრუქტურის შესახებ.
მოთხოვნა შეეხებოდა:
•
•
2025 წლისთვის დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს;
მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს.
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი გაბუნიას განცხადებით, ამ
პროექტების აბსოლუტური უმრავლესობა დაკავშირებულია მუნიციპალიტეტების
საკუთრებაში
არსებულ
შენობა-ნაგებობებთან,
რომელთაც
სჭირდება
სარეაბილიტაციო სამუშაოები.
„უკანასკნელი 13 წლის განმავლობაში სახელმწიფოს ძალისხმევით მნიშვნელოვნად
განახლდა კულტურის ინფრასტრუქტურა. პრაქტიკულად მივიღეთ რეალობა, სადაც
თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მინიმუმ ერთი კულტურის დაწესებულება არის
სრულად რეაბილიტირებული და აღჭურვილი“ — აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.
რაც შეეხება სახელოვნებო განათლებას, მინისტრმა აღნიშნა, რომ სანამ
საკანონმდებლო ინიციატივა ოფიციალურ სახეს მიიღებს, კომისია კონსულტაციებს
გადის შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან. ინიციატივები მუშავდება სამუშაო
ჯგუფების ფორმატში და ითვალისწინებს სფეროს გამოცდილ და კომპეტენტურ
წარმომადგენლებს.
სხდომის თავმჯდომარე - გიორგი გაბუნია
სხდომის მდივანი - ანა კუჭუხიძე