სსიპ - ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მოსმენა

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
02.06.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტი
ნომერი
#[574b]/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-06-02
კომიტეტის სხდომის ნომერი 14

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/3338?local=true საქართველოს პარლამენტი 1 of 2 კულტურის კომიტეტის გასვლითი სხდომა თარიღი 02 ივნისი 2025 14:00 2025 წლის 2 ივნისი, 14:00 საათი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომათა დარბაზი (მისამართი: ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის N37) დღის წესრიგი 1. UNSECO-ს მიერ ბათუმისათვის „მუსიკის ქალაქის“ სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციის მოსმენა; მომხსენებელი: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი - ელისო ბოლქვაძე; 2. 2025 წელს, ქალაქ ბათუმის საქართველოს კულტურის დედაქალაქად გამოცხადებისა და ბეშუმის მუსიკალური ფესტივალის დაარსების შესახებ ინფორმაციის მოსმენა; მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - არჩილ ბერიძე; 3. სსიპ - ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მოსმენა; მომხენებელი: სსიპ - ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი - ზვიად ბოლქვაძე; 4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტების მიერ (ბათუმი, ქობულეთი, ხელვაჩაური, შუახევი, ქედა, ხულო) კულტურის მიმართულებით განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების, ასევე სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციის მოსმენა. 6/2/2025, 10:01 AM
ოქმი
კულტურის კომიტეტის სხდომის ოქმი N14 2025 წლის 2 ივნისი, 14:00 საათი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომათა დარბაზი (მისამართი: ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის N37) დღის წესრიგი 1. UNESCO-ს მიერ ბათუმისათვის „მუსიკის ქალაქის“ სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციის მოსმენა; მომხსენებელი: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი - ელისო ბოლქვაძე; 2. 2025 წელს, ქალაქ ბათუმის საქართველოს კულტურის დედაქალაქად გამოცხადებისა და ბეშუმის მუსიკალური ფესტივალის დაარსების შესახებ ინფორმაციის მოსმენა; მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - არჩილ ბერიძე; 3. სსიპ - ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მოსმენა; მომხსენებელი: სსიპ - ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი - ზვიად ბოლქვაძე; 4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტების მიერ (ბათუმი, ქობულეთი, ხელვაჩაური, შუახევი, ქედა, ხულო) კულტურის მიმართულებით განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების, ასევე სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციის მოსმენა. სხდომას უძღვებოდა: კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია სხდომის მდივანი: თეონა თაბაგარი - აპარატის თანამშრომელი. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: გიორგი გაბუნია, ისკო დასენი (ადგილმონაცვლე ანზორ ბოლქვაძე), არჩილ ბერიძე, ნოდარ ტურძელაძე, გიორგი სოსიაშვილი (ადგილმონაცვლე ვლადიმერ ბოჟაძე) სხდომაზე დამსწრე სხვა პირები: აპარატის თანამშრომლები და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები. სხდომა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ გახსნა და დაადასტურა კომიტეტში კვორუმის არსებობა. მან დეპუტატებს გააცნო დღის წესრიგი, რაც დაამტკიცეს ხმათა უმრავლესობით. მოისმინეს: კულტურის კომიტეტის გასვლით სხდომაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ UNESCO-ს მიერ ბათუმისთვის „მუსიკის ქალაქის“ სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, სამინისტროს სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ასევე განიხილეს 2025 წელს, ბათუმის საქართველოს კულტურის დედაქალაქად გამოცხადების და ბეშუმის მუსიკალური ფესტივალის დაარსების საკითხი, რომელიც სხდომაზე პარლამენტის წევრმა, ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების დელეგატმა არჩილ ბერიძემ წარადგინა. კომიტეტმა წარმოდგენილი ინიციატივა დადებითად შეაფასა. სხდომაზე, სსიპ ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს, რომელიც კომიტეტის წევრებს ცენტრის დირექტორმა ზვიად ბოლქვაძემ გააცნო. გასვლით სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტების მიერ (ბათუმი, ქობულეთი, ხელვაჩაური, შუახევი, ქედა, ხულო) კულტურის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და პროგრამებზე, ასევე სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. კომიტეტმა გადაწყვიტა: კულტურის კომიტეტმა წარმოდგენილი ინიციატივები დადებითად შეაფასა. სხდომის თავმჯდომარე - გიორგი გაბუნია სხდომის მდივანი - თეონა თაბაგარი