საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი გაბუნიას მიერ წარმოდგენილი, 2025 წლის 7-12 ივლისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
16.07.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია
ნომერი
#2-9995/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-09-01
ბიუროს ნომერი 69

📜 ტექსტი

წერილი
2-9995/25 16-07-2025 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 216-ე მუხლის საფუძველზე, წარმოგიდგენთ ანგარიშს 2025 წლის 7-12 ივლისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ჩემი სამუშაო ვიზიტის შესახებ. დანართი „1“ ფურცელი. პატვისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი გაბუნიას, სამუშაო ვიზიტის ანგარიში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. 2025 წლის 7-12 ივლისი პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია პეკინში, „გლობალური ცივილიზაციების დიალოგის მინისტერიალს“ დაესწრო. მინისტერიალი წელს პირველად გაიმართა, რომელსაც 140 ქვეყნის პოლიტიკური პარტიების ლიდერები, მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ეკონომიკის, კულტურის, განათლების, ტელევიზიის, კინოს, მეცნიერების, ტექნოლოგიების, გარემოს დაცვის, სპორტის და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. მინისტერიალის ჩატარების ინიციატივა გამოხატავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მზაობას, კაცობრიობის პროგრესის წინსვლის ხელშეწყობის მიზნით, მსოფლიოს ქვეყნებთან ითანამშრომლოს. გლობალურ ცივილიზაციებს შორის დიალოგის იდეა ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძიპინმა 2023 წელს წამოაყენა. მინისტერიალის გახსნით სესიაზე შესაძლებლობებზე იმსჯელეს. მონაწილეებმა თანამშრომლობის ხელშეწყობის ასევე, „გლობალური ცივილიზაციების დიალოგის მინისტერიალის“ ფარგლებში გამართულ ფორუმზე, გიორგი გაბუნია მოხსენებით წარსდგა აუდიტორიის წინაშე. მან ფორუმის მონაწილეებს ინკლუზიური მსოფლიოს ჩამოყალიბების შესახებ საკუთარი ხედვა გააცნო.