„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ ახალი რედაქციის მნიშვნელოვანი სიახლეების გაცნობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსსაკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის წევრებისთვის

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
20.06.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#[5752]/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-06-20
კომიტეტის სხდომის ნომერი 30
შენიშვნა 2025 წლის 20 ივნისი, 12:00 საათი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომათა დარბაზი ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. №37

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი 6/18/25, 6:31 PM საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის გასვლითი სხდომა თარიღი 20 ივნისი 2025 12:00 2025 წლის 20 ივნისი, 12:00 საათი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომათა დარბაზი ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. N37 დღის წესრიგი (პროექტი) 1. საქართველოს პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ საკითხის განხილვა; მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი; 2. „საქართველოს სიახლეების პარლამენტის გაცნობა აჭარის რეგლამენტის“ ახალი რედაქციის ავტონომიური რესპუბლიკის მნიშვნელოვანი უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის წევრებისთვის; მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი. https://www.parliament.ge/print/announcement/3377?local=true 1/2
ოქმი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2025 წლის 20 ივნისი 12:00 სთ ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. N37 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომათა დარბაზი გასვლითი სხდომის ოქმი N30 სხდომის თავმჯდომარე: დავით მათიკაშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ირაკლი შატაკიშვილი, გიორგი კახიანი, დათო კოდუა, გურამ მაჭარაშვილი, გენრიეტა წიწავა, იოსებ ჯორბენაძე. სხდომაზე მოწვეულები: რამაზ ჯინჭარაძე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, მამუკა თურმანიძე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები. სხდომის მდივანი: გვანცა მემარნიშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი. დღის წესრიგი (პროექტი) 1. საქართველოს პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ საკითხის განხილვა; მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი; 2. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ ახალი რედაქციის მნიშვნელოვანი სიახლეების გაცნობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის წევრებისთვის. მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი. დავით მათიკაშვილმა, სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, პირველ რიგში, მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს მამუკა თურმანიძეს. სხდომის თავმჯდომარემ მოკლედ მიმოიხილა გასვლითი სხდომის დღის წესრიგის პროექტი და ხაზი გაუსვა, რომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ ახალი რედაქციით, რომელიც 2025 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება, გათვალისწინებული ცვლილებების გაცნობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის. აღნიშნული ცვლილებების გაცნობა, როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, ხელს შეუწყობს და მნიშვნელოვნად დაეხმარება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს შესაბამის კომიტეტს, თუ ჩათვლის მიზანშეწონილად განახორციელოს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ანალოგიური ცვლილებები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში. სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით მოისმინეს: დავით მათიკაშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, შეისწავლა პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების საკითხი, რომელიც მოიცავს 2025 წლის 1 მარტიდან 2025 წლის 31 მაისამდე პერიოდს. შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ საანგარიშო პერიოდში გაიგზავნა პარლამენტის წევრის 1 კითხვა, კითხვაზე პასუხი გაცემულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადის დაცვით, თუმცა აღნიშნულ შემთხვევაში პასუხი გაცემულია არაუფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ, რაც წარმოადგენს რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევას, ვინაიდან კითხვაზე პასუხს ხელს აწერს მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი ან საქართველოს მთავრობის შესაბამისი წევრი. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, აღნიშნულ ინფორმაციას წარუდგენს საქართველოს პარლამენტის ბიუროს. ასევე განაგრძობს პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ მონაცემების შესწავლას და დინამიკაში დააკვირდება პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების საკითხს, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად. კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ ახალი რედაქციის მნიშვნელოვანი სიახლეების გაცნობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის წევრებისთვის მოისმინეს: დავით მათიკაშვილის ინფორმაცია. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს. თუ პარლამენტის წევრი პარლამენტის მორიგი სესიის განმავლობაში არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი მორიგი სესიის დასრულებიდან 10 დღის ვადაში გამოარკვევს გაცდენის მიზეზს თუ დადასტურდა, რომ მიზეზი არასაპატიოა, ამზადებს შესაბამის დასკვნას. ვადასთან დაკავშირებით დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, რომ ეს ვადა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-4 მუხლის თანახმად, გულისხმობს სამუშაო დღეებს, ხოლო პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში რეგლამენტით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება, პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში ვადის დინების გაგრძელებისა და საკითხის განხილვის თაობაზე. შესაბამისად, შესაძლოა განხილვის 10 დღიანი ვადა უფრო მეტად გახანგრძლივდეს, თუ საკითხის განხილვა სესიებს შორის პერიოდს ემთხვევა. ამ კუთხით საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ახორციელებს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკონტროლო ფუნქციას, კერძოდ, ყოველი სესიის ბოლოს ადგენს პარლამენტის პლენარული სხდომების გამცდენ პარლამენტის წევრთა სიას, მასში უთითებს თითოეული მათგანის მიერ გაცდენილი სხდომების რაოდენობასა და გაცდენის თარიღებს და უზრუნველყოფს ამ სიის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებას. ასევე ყოველი კალენდარული თვის დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა ადგენს იმ პარლამენტის წევრთა სიას, რომელთა მიმართაც გამოყენებული უნდა იქნეს ფინანსური პასუხისმგებლობის ზომა, და მას უგზავნის პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტს შესაბამისი თვის ხელფასიდან თანხის დასაკავებლად. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ახალ რედაქციაში, რომელიც ამოქმედდება 2025 წლის 1 ივლისიდან გათვალისწინებული იქნა საპარლამენტო საქმიანობის გამოცდილებაში არსებული ყველა ის ხარვეზი, რომლებიც უკავშირდებოდა პარლამენტის პლენარული სხდომების საპატიო მიზეზით გაცდენის რეგულაციებს, ბოიკოტს, როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტს, რომელიც არც თუ იშვიათად, გამოიყენებოდა, როგორც სხდომების 2 გაცდენის საპატიო მიზეზად ჩათვლის მექანიზმი. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ახალი რეგლამენტით დაზუსტდა, რომ პარლამენტის წევრს პარლამენტის პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ ფრაქცია ან უფრაქციო პარლამენტის წევრი პოლიტიკური შეხედულებების გამო არ მონაწილეობს პლენარული სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული კონკრეტული საკითხის განხილვასა და გადაწყვეტაში ანუ ბოიკოტის გამოცხადება ხდება კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ბოიკოტის გამოცხადების პროცედურა იქნება შემდეგი სახის: ფრაქციამ ან უფრაქციო პარლამენტის წევრმა წერილობით უნდა მიმართოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბოიკოტის შესახებ განცხადებით ან პლენარული სხდომის ოქმში დაფიქსირების მიზნით, სხდომის მსვლელობისას ზეპირად უნდა განაცხადოს ბოიკოტის თაობაზე. ბოიკოტის შესახებ განცხადებაში უნდა მიეთითოს პლენარული სხდომის დღის წესრიგის ის საკითხი, რომლის განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობაზეც ცხადდება ბოიკოტი. დავით მათიკაშვილმა დეტალურად წარმოადგინა აგრეთვე, ინფორმაცია სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზების თაობაზე, ვინაიდან ახალი რეგლამენტით ცვლილება ამ მიმართულებითაც განხორციელდა. საპატიო მიზეზად მიიჩნევა: პარლამენტის წევრის მიერ პარლამენტის პლენარული სხდომის გაცდენა მისი ავადმყოფობის გამო, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს საავადმყოფო ფურცლით, (ახალი რეგლამენტით ასევე დაემატა ჩანაწერი -„ან სხვა შესაბამისი დოკუმენტით“), სამსახურებრივი მივლინება, ოჯახის წევრის დაბადება, გარდაცვალება, ავადმყოფობა (დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით ან სხვა შესაბამისი დოკუმენტით) . აგრეთვე, პარლამენტის წევრს პარლამენტის პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება თუ მან სხდომა გააცდინა პარლამენტში ოფიციალური ვიზიტით მყოფ სხვა სახელმწიფოს დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის გამო, მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე, პარლამენტის თავმჯდომარის წინასწარი წერილობითი თანხმობის არსებობის შემთხვევაში. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, პარლამენტის წევრისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი, მის მიერ მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით მორიგი სხდომების ნახევარზე მეტზე არ დასწრების გამო, დღეისათვის პოლიტიკური თვალსაზრისითაც აქტუალურია, რადგან საგაზაფხულო სესიის დასრულებისას დღის წესრიგში დადგება საქართველოს პარლამენტის 12 წევრისათვის („გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები), პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. დავით მათიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ პარლამენტის წევრების უფლებამოსილების შეწყვეტასთან უშუალოდ არის დაკავშირებული პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხი, კერძოდ, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, პარტია შესაბამისი მომდევნო 6 კალენდარული თვის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტი პარლამენტის შესაბამისი წინა მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს. ამ გარემოების წარმოშობის შემთხვევაში პარტიას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუჩერდება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან. ხოლო, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პარტია კარგავს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლებას, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთა ნახევარს ან ნახევარზე მეტს ვადამდე შეუწყდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება და შეუძლებელია მისი/მათი ადგილმონაცვლე იმდენი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობა, რომ აღნიშნული პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა რაოდენობა იმავე პარტიის მიერ მიღებული პარლამენტის წევრთა მანდატების ნახევარზე მეტი იყოს. ამ გარემოების წარმოშობის შემთხვევაში პარტიას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუწყდება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან. 3 საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებები პრეზენტაციის სახით, დეტალურად წარადგინა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის უფროსმა მაკა წულაიამ. პრეზენტაციის წარდგენამდე მაკა წულაიამ აღნიშნა, რომ 2018 წლის რეგლამენტის მიღების შემდგომაც გამოცდილების გაზიარების მიზნით, იმყოფებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში და ძალიან ბევრი რეგულაცია, რომელიც 2018 წელს განხორციელდა აისახა აგრეთვე უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში. მაკა წულაიამ პირველ რიგში ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ პარლამენტის რეგლამენტი არის ძალიან ცოცხალი საკანონმდებლო აქტი, რომელიც მუდმივად განიცდის ცვლილებას საპარლამენტო საქმიანობაში გამოვლენილი ხარვეზების, ბუნდოვანებების აღმოსაფხვრელად, რიგი ნორმების დახვეწის, დაზუსტების ან ახალი ნორმებისა და რეგულაციების დადგენის მიზნით. ახალი რეგლამენტის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობდა თითქმის 2 წლის განმავლობაში, დეტალურად იქნა შესწავლილი და გაანალიზებული საპარლამენტო საქმიანობის პრაქტიკა და ძალიან ბევრი საკითხი ახლებურად დარეგულირდა, დაზუსტდა და დაიხვეწა რეგლამენტით განსაზღვრული მთელი რიგი პროცედურები. პირველ რიგში, როგორც მაკა წულაიამ განმარტა, შეიცვალა რეგლამენტის სტრუქტურა, კერძოდ, ნაცვლად თავებად და მუხლებად დაყოფისა, ახალი რეგლამენტი დაყოფილია კარებად (10 კარი), თავებად და მუხლებად. კარებად დაყოფამ შექმნა შესაძლებლობა, რომ ერთგვაროვანი ნორმები გაერთიანებულიყო ერთად, რის შედეგადაც უფრო მეტად დახვეწილი გახდა სტრუქტურა და შინაარსობრივადაც ლოგიკური თანმიმდევრობით არის დალაგებული საკითხები. მაკა წულაიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ არსებით და მნიშვნელოვან სიახლეებზე, რომლებიც განხორციელდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ახალი რედაქციაში, კერძოდ:  რეგლამენტის ახალი რედაქციის თანახმად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოების გაუქმება, რაც ბუნებრივია არ ნიშნავს, რომ საკითხები, რომლებზეც მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოები მუშაობდნენ, დარჩება ღია და დაურეგულირებელი. ამ საკითხების უმეტესობა დაფარულია შესაბამისი პროფილის კომიტეტების მიერ და ახალი რეგლამენტის თანახმად ძლიერდება აგრეთვე, სხვა დროებითი კომისიის მექანიზმი. დღეისათვის პარლამენტში უკვე შექმნილია ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისია, რომელმაც რეალურად დაფარა და გადაიბარა ის საკითხები, რომელსაც შესაბამისი საბჭოები ასრულებდნენ;  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში 2018 წელს განხორციელებული ცვლილების მთავარი გამოწვევა იყო საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება და ამ მიმართულებით უფრო მეტი მექანიზმების შექმნა. მინისტრის საათი გახლდათ სწორედ საპარლამენტო კონტროლის ახალი მექანიზმი, თუმცა ერთგვარად რუტინული, ვინაიდან გულისხმობდა აქტუალური განსახილველი საკითხების არსებობა-არარსებობისგან დამოუკიდებლად, წელიწადში ერთხელ, განსაზღვრულ დროს მინისტრის გამოცხადებას პარლამენტში. საპარლამენტო საქმიანობის პრაქტიკამ აჩვენა, რომ მინისტრის საათი, როგორც საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი, რიგ შემთხვევებში შესაძლოა ყოფილიყო არააქტუალური. აღნიშნული სირთულეების გათვალისწინებით, ახალი რეგლამენტის თანახმად, მინისტრის საათის ნაცვლად, რომელიც არ არის საპარლამენტო კონტროლის კონსტიტუციით განსაზღვრული მექანიზმი, გაძლიერდა და ინტენსიური გახდა ინტერპელაციის პროცედურა;  შემდეგი ცვლილება შეეხო თემატურ მოკვლევას, რომელიც ახალი ფორმატით ასევე 2018 წელს განხორციელებული ცვლილების შედეგად შემოვიდა საპარლამენტო საქმიანობაში და როგორც პრაქტიკამ აჩვენა, აღნიშნულმა მექანიზმმა განსხვავებული დატვირთვა მიიღო, რადგან გასცდა თავდაპირველვად არსებულ მიზანს. ვინაიდან, თემატური მოკვლევა რეალურად არის გარკვეულ აქტუალურ თემაზე, საკითხზე დამატებით ინფორმაციის მოძიება, საკითხის შესწავლა და შესაბამის დასკვნებამდე მისვლა, აღნიშნული შესაძლებელია განხორციელდეს კომიტეტის ფორმატში, კომიტეტის სამუშაო ჯგუფის ფორმატში, უფრო მაღალი ჩართულობის საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დროებითი კომისიის შექმნა. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, რელევანტურად იქნა მიჩნეული თემატური მოკვლევის გაუქმება; 4  ახალი რეგლამენტის თანახმად არარელევანტურად იქნა მიჩნეული კომიტეტების მიერ სამოქმედო გეგმის შემუშავება, რაც საპარლამენტო საქმიანობაში რამოდენიმეჯერ იქნა შემოღებული, მაგრამ პრაქტიკამ აჩვენა, რომ სამოქმედო გეგმა უფრო ფორმალურ ხასიათს ატარებს და პრაქტიკულად არ მუშაობს, ვინაიდან საპარლამენტო საქმიანობა არის ძალიან ცოცხალი პროცესი, ორიენტირებულია იმწუთიერი საკითხების გადაწყვეტაზე, რაც გეგმაში წინასწარ შეუძლებელია აისახოს, ხოლო თუ პირიქით, გეგმას ექნება ზოგადი სახე და აღწერს ამა თუ იმ კომიტეტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, მაშინ გეგმა პრაქტიკულად დაემთხვევა კომიტეტის დებულებას, სადაც ჩამოყალიბებულია კომიტეტის ფუნქციები, რომელთაც კომიტეტები თავის საქმიანობაში მუდმივად ახორციელებენ.  ცვლილება შეეხო პლენარული სხდომის გამართვის დროს, რომელიც ამჟამად მოქმედი რეგულაციის თანახმად გრძელდება 12 საათიდან 19 საათამდე და შესაძლოა გაგრძელდეს 21 საათამდე, ასევე რეგლამენტში არსებობს კონკრეტული საკითხების ჩამონათვალი, რომელთა განხილვაც შეიძლება გაგრძელდეს 21 საათის შემდეგ, საკითხის ამოწურვამდე. ახალი რეგლამენტის თანახმად გაიზარდა ხანგრძლივობა და განსახილველი საკითხების შესაბამისად პლენარული სხდომა გაიმართება 12 საათიდან 21 საათამდე, და აღარ იქნება 19 სათის შემდეგ სხდომის გაგრძელების ფორმალური პროცედურის ჩატარების საჭიროება. სხდომის გაგრძელება პარლამენტის წევრთა გადაწყვეტილებით შესაძლებელი იქნება 21 საათის შემდეგაც ნებისმიერი საკითხის განხილვის შემთხვევაში, თუ ამას საჭიროდ მიიჩნევს პარლამენტი. შესაბამისად, აღარ იქნება კონკრეტული საკითხების ჩამონათვალი, რომელთა განხილვაც მოქმედი რეგულაციის თანახმად 21 საათის შემდეგ იყო შესაძლებელი;  შეიცვალა კომიტეტების სახელწოდებები (ხუთ კომიტეტს ეცვლება სახელი მათ შორის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს), რაც შესაბამისად გამოიწვევს ცვლილებების შეტანას დებულებებში;  მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს, აგრეთვე, თემატურ მომხსენებელთან დაკავშირებული ცვლილება, კერძოდ, მოქმედი რეგულაციის მიხედვით კომიტეტის სამოქმედო გეგმაში ხდებოდა თემატური მომხსენებლის განსაზღვრა კომიტეტის საქმიანობის კონკრეტული მიმართულებების მიხედვით, რამაც პრაქტიკაში ვერ იმუშავა, რადგან პარლამენტის წევრები საქმიანობაში ჩართულები არიან მათი ინტერესის სფეროს მიხედვით, საქმიანობიდან და დატვირთულობიდან გამომდინარე, ამიტომ წინასწარ განსაზღვრა მათი საქმიანობის კონკრეტული მიმართულების, ხელოვნურ ხასიათს ატარებდა. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ახალი რეგლამენტის პროექტის თანახმად, სამოქმედო გეგმის შემუშავების ვალდებულების გაუქმების შესაბამისად, კომიტეტს აღარ ექნება აგრეთვე თემატური მომხსენებლების წინასწარ განსაზღვრის და სამოქმედო გეგმაში ასახვის ვალდებულება, თუმცა, თემატური მომხსენებელი, როგორც ინსტიტუტი შენარჩუნებულია და კომიტეტს ექნება შესაძლებლობა, თუ ჩათვლის საჭიროდ, რომელიმე კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით განსაზღვროს თემატური მომხსენებელი, პარლამენტის წევრის ინტერესების სფეროს გათვალისწინებით. კომიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებით, სიახლეს წარმოადგენს აგრეთვე, წლიური ანგარიშის წარდგენასთან დაკავშირებული ცვლილება, კერძოდ, კომიტეტის ანგარიში გაეგზავნება პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის საქმიანობის ერთიან წლიურ ანგარიშში ასახვის მიზნით და პლენარულ სხდომაზე მისი წარდგენა - განხილვა აღარ მოხდება; მაკა წულაიამ ყურადღება გაამახვილა პროცედურულ სიახლეებზე, რომლებიც შეეხო ახალარჩეული პარლამენტის პირველ პლენარულ სხდომას, სხვა დროებითი კომისიების გააქტიურებას, ინტერპელაციის პროცედურას, საკანონმდებლო წინადადების განხილვის ფორმატს და კომიტეტის მიერ საკითხის განხილვის რიგ პროცედურებს:  ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას 10 დღის ვადაში, იწვევს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო თუ პრეზიდენტი არ მოიწვევს სხდომას, პარლამენტი მეათე დღეს 12 საათზე იკრიბება, რაც დაზუსტა რეგლამენტში. ასევე ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას გახსნის და პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვება სხდომაზე დამსწრე უხუცესი პარლამენტის წევრი (მოქმედი რეგულაციის მიხედვით სხდომას ხსნიდა საქართველოს პრეზიდენტი); 5  სხვა დროებითი კომისიები - საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული მნიშვნელოვანი მექანიზმი, ფაქტობრივად არ მუშაობდა. საპარლამენტო საბჭოებმა, თემატური მოკვლევის ჯგუფებმა პრაქტიკულად გადაფარა და ჩრდილში მოაქცია ეს მექანიზმი. ცვლილება, რომელიც თემატური მოკვლევის ჯგუფთან და საპარლამენტო საბჭოებთან დაკავშირებით განხორციელდა, გააძლიერებს დროებით კომისიას, როგორც კონსტიტუციურ მექანიზმს, რომელიც ახალი რეგულაციის მიხედვით შეიძლება შეიქმნას უკვე პარლამენტის უფლებამოსილების ვადით;  ახალი რეგლამენტის პროექტით, დაზუსტდა და განისაზღვრა ჩამონათვალი იმ საკითხების, რომლებიც კომიტეტზე განხილვის გარეშე შეიძლება განხილულ იქნეს პლენარულ სხდომაზე, მათ შორის არის მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი, რომელიც მოქმედი რეგლამენტის მიხედვით განიხილებოდა ფრაქციების, პოლიტიკური ჯგუფების, კომიტეტების მიერ და პლენარულ სხდომაზე მის განხილვას ინტერესი ეკარგებოდა. ახალი რეგულაციის მიხედვით საკომიტეტო განხილვა არ დასჭირდება პრეზიდენტის არჩევას, ასევე იმპიჩმენტის პროცედურას;  გამარტივდება სამუშაო ჯგუფის მუშაობის ფორმატი, რომელიც მოქმედი რეგლამენტის თანახმად, თითქმის კომიტეტის სხდომის რანგში იყო აყვანილი, რაც თავის მხრივ აზრს უკარგავდა სამუშაო ჯგუფის საქმიანობას, რადგან სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ფორმატი პირდაპირ გულისხმობს მუშა პროცესს, აზრების თავისუფალ გაცვლას. სამუშაო ჯგუფის ფორმატის მაქსიმალური ფორმალიზების შედეგად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ სამუშაო ჯგუფები თითქმის აღარ იქმნებოდა;  განისაზღვრა, რომ კომიტეტებს ექნებათ თვეში მხოლოდ ერთი სხდომის ჩატარების ვალდებულება, ნაცვლად 2 სხდომისა, თუმცა, ეს ცვლილება ცხადია არ ნიშნავს, რომ კომიტეტები მხოლოდ ერთ სხდომას ჩაატარებენ, პირიქით, კომიტეტი უფლებამოსილია საჭიროების მიხედვით ჩაატაროს იმდენი სხდომა რამდენსაც ჩათვლის საჭიროდ, რეგლამენტი განსაზღვრავს მხოლოდ სხდომის ჩატარების მინიმალურ რაოდენობას. შემცირდა აგრეთვე კომიტეტის სხდომის ჩატარების თაობაზე პარლამენტის ვებგვერდზე ანონსის განთავსების ვადა და განისაზღვრა - მე-2 კალენდარულ დღემდე, იმავდროულად გაიწერა ის შემთხვევები, როდესაც ანონსის განთავსების აღნიშნული ვადა შეიძლება არ იყოს დაცული, მაგალითისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობა/შეწყვეტის საკითხები, რომელთა განხილვაც პარლამენტის პლენარული სხდომის გამართვაზეა დამოკიდებული.  არსებითად იცვლება საკანონმდებლო წინადადების განხილვის ფორმატი, რეგლამენტის ახალი რედაქციის მიხედვით აღარ მოხდება საკანონმდებლო წინადადების განხილვა კომიტეტის სხდომებზე, საკანონმდებლო წინადადება გაეგზავნება პარლამენტის ყველა წევრს და თუ რომელიმე პარლამენტის წევრისათვის აღნიშნული საკითხი იქნება მნიშვნელოვანი, აქტუალური და ჩათვლის რომ ამ საკითხზე შეიძლება მუშაობის გაგრძელება ისე რომ ეს საკანონმდებლო წინადადება იქცეს საკანონმდებლო ინიციატივად, უკვე პარლამენტის წევრს ექნება ერთი თვიანი ვადა, რომ საკანონმდებლო წინადადებაზე დაყრდნობით მოამზადოს და პარლამენტს წარუდგინოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის ავტორადაც მიეთითება საკანონმდებლო წინადადების ავტორი  ახალი რეგლამენტის თანახმად, გაიზარდა ინტერპელაციის ჩატარების რაოდენობა; ინტერპელაცია ჩატარდება პლენარული სხდომის ყოველ ოთხშაბათს და ხუთშაბათს, ასევე ინტერპელაციის დროს მოხდება, როგორც წერილობითი ასევე ზეპირი შეკითხვების დასმა, რაც ინტერპელაციას უფრო მეტად ცოცხალ, აქტიურ პროცესად აქცევს და შესაბამისად კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება საპარლამენტო კონტროლის აღნიშნული მექანიზმი;  მნიშვნელოვანია აგრეთვე, რომ ინტერპელაციის წესით დასმული შეკითხვები და პარლამენტის წევრის კითხვა მომდევნო მოწვევის პარლამენტს არ გადაეცემა, რაც არ იყო მოქმედი რეგლამენტით დარეგულირებული;  სიახლეს წარმოადგენს აგრეთვე, რომ მცირდება კანონპროექტის განხილვის დაწყების ვადები, კერძოდ პარლამენტის ბიუროს გამართვიდან 2 დღეში უკვე შეეძლება კომიტეტს დაიწყოს კანონპროექტის განხილვა. 6 დავით მათიკაშვილმა პრეზენტაციის დასრულების შემდეგ კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს და აჭარის მთავრობის მეთაურს. კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი სხდომის მდივანი გვანცა მემარნიშვილი 7