უსაფრთხო სკოლის კონცეფცია
📋 განხილვის ეტაპები
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-04-22
კომიტეტის სხდომის ნომერი 9
შენიშვნა 2025 წლის 22 აპრილი, 15:30 საათი
ქ. ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის ქ. N95
ბოლნისის მუზეუმის შენობა
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი
4/22/25, 3:49 PM
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გასვლითი სხდომა
თარიღი
22 აპრილი 2025 15:30
2025 წლის 22 აპრილი, 15:30 საათი
ქ. ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის ქ. N95
ბოლნისის მუზეუმის შენობა
დღის წესრიგი
1. საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის
კანონის
მიერ
პროექტი
საკანონმდებლო
„საქართველოს
ინიციატივის
წესით
მეცნიერებათა
წარმოდგენილი
ეროვნული
საქართველოს
აკადემიის
შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/45; 26.03.2025) განხილვა მეორე
მოსმენით;
მომხსენებელი: გივი მიქანაძე - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის თავმჯდომარე;
2. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტის ინიცირება;
მომხსენებელი: გივი მიქანაძე - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის თავმჯდომარე;
3. სხვა საორგანიზაციო საკითხი;
მომხსენებელი: გივი მიქანაძე - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის თავმჯდომარე.
https://parliament.ge/print/announcement/3256?local=true
1/2
ოქმი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომის ოქმი
ოქმი N9
2025 წლის 22 აპრილი, 15 : 30 საათი
ქ. ბოლნისი, სულხან - საბა ორბელიანის ქ. N95
ბოლნისის მუზეუმის შენობა
სხდომას უძღვებოდა: გივი მიქანაძე - საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა
და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე.
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: გიორგი ჩაკვეტაძე, ვლადიმერ ბოჟაძე, ვლადიმერ
კახაძე, გიორგი სოსიაშვილი, ნინო წილოსანი, დავით შერაზადიშვილი (ადგილმონაცვლე
იმედა ნიკურაძის).
სხდომაზე დამსწრე სხვა პირები: გიორგი დოხტურიშვილი - ქვემო ქართლში სახელმწიფო
რწმუნებული და ჯუმბერ გობეჯიშვილი - ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის
შემსრულებელი.
სხდომის მდივანი: თეონა აბულაძე - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი.
სხდომის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგი
და დაადასტურა კვორუმის არსებობა. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ
დღის წესრიგს.
დღის წესრიგი
1. საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის
პროექტი „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/45; 26.03.2025) განხილვა მეორე მოსმენით;
მომხსენებელი: გივი მიქანაძე - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის თავმჯდომარე;
2. ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტის ინიცირება;
მომხსენებელი: გივი მიქანაძე - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის თავმჯდომარე;
3. სხვა საორგანიზაციო საკითხი;
მომხსენებელი: გივი მიქანაძე - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის თავმჯდომარე.
კომიტეტმა მოისმინა:
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი
მიქანაძემ კომიტეტის წევრებს წარუდგინა საქართველოს პარლამენტის განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს მეცნიერებათა
ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№073/45; 26.03.2025) განხილვა მეორე მოსმენით.
მომხსენებლის
განცხადებით,
საქართველოს
მეცნიერებათა
ეროვნული
აკადემიის
აკადემიკოსებისთვის,
ასევე
სოფლის
მეურნეობის
მეცნიერებათა
აკადემიის
აკადემიკოსებისთვის ანაზღაურება განისაზღვრება არანაკლებ 2000 ლარით, ხოლო ორივე
აკადემიის სტიპენდიატებისა და წევრ-კორესპონდენტებისთვის აღნიშნული თანხა, ნაცვლად
დღეს არსებული 1000 და 900 ლარისა, 1250 ლარით განისაზღვრება.
გივი მიქანაძის განცხადებით, ანაზღაურების მინიმუმთან დაკავშირებით ცვლილებები
ამოქმედდება 2025 წლის 1 სექტემბრიდან. ამასთანავე, მეორე მოსმენისთვის წარმოდგენილი
კანონპროექტით, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შესაძლებლობა მიეცემა
წევრ-კორესპონდენტები აირჩიოს კანონის გამოქვეყნებისთანავე.
კომიტეტის სხდომაზე მოსაზრებები გამოთქვა და კითხვით მიმართა მომხსენებელს ვლადიმერ
კახაძემ.
კომიტეტმა გადაწყვიტა: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის
წევრებმა მხარი დაუჭირეს, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული
აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/45;
26.03.2025) განხილვას მეორე მოსმენით.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 7
წინააღმდეგი: 0
კომიტეტმა მოისმინა:
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი
მიქანაძემ კომიტეტის წევრებს ინიცირებისთვის წარუდგინა ,,უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი.
მომხსენებლის განცხადებით, 2025 წლის 14 აპრილს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა განიხილა და მისაღებად ცნო საქართველოს
მოქალაქეების ნანა მაჭავარიანისა და გიორგი გოგოლაშვილის საკანონმდებლო წინადადება
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართული ენის სავალდებულო სწავლების
შესახებ. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის შესაბამისად კომიტეტმა ამ
საკანონმდებლო წინადადების საფუძველზე შეიმუშავა საქართველოს კანონის პროექტი
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”,
რომელიც კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით განსახილველად წარედგინება
საქართველოს პარლამენტს.
კანონპროექტით შემოთავაზებულია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
სახელმწიფოენოვან ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული
საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული
მედიკოსის/სტომატოლოგის
საგანმანათლებლო
პროგრამებზე
მიღებული
სტუდენტებისათვის ქართული ენის სპეციალური კურსის გავლა გახდეს სავალდებულო. ამ
საკანონმდებლო ცვლილებით სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ აიმაღლონ ქართული
ენის ფლობისა და წიგნიერების დონე.
კომიტეტის სხდომაზე მოსაზრებები გამოთქვეს და კითხვით მიმართეს მომხსენებელს: გიორგი
ჩაკვეტაძემ, გიორგი სოსიაშვილმა და ვლადიმერ ბოჟაძემ.
კომიტეტმა გადაწყვიტა: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის
წევრებმა მხარი დაუჭირეს ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის ინიცირება.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 7
წინააღმდეგი: 0
კომიტეტმა მოისმინა:
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი
მიქანაძემ კომიტეტის წევრებს წარუდგინა კომიტეტის საორგანიზაციო საკითხი.
კომიტეტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ვლადიმერ ბოჟაძემ კომიტეტის წევრებს
უსაფრთხო სკოლის კონცეფციასთან დაკავშირებით მიმდინარე საქმიანობის მდგომარეობის
შესახებ ინფორმაცია წარუდგინა.
ვლადიმერ ბოჟაძემ აღნიშნა, რომ კომიტეტი აქტიურად მუშაობს კონცეფციის შემუშავებაზე
და ამ მიმართულებით უკვე შეისწავლა საერთაშორისო გამოცდილება და არსებული
საკანონმდებლო ბაზა. მისივე განცხადებით, უსაფრთხო სკოლის კონცეფციას კომიტეტი
საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე შეიმუშავებს და პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე
წარუდგენს.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა აღნიშნული
საკითხი ცნობად მიიღო.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი
მიქანაძემ კომიტეტის წევრებს წარუდგინა კომიტეტის საორგანიზაციო საკითხი.
კომიტეტის თავმჯდომარემ, კომიტეტის წევრებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
31-ე მუხლის შესაბამისად, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე, ფრაქცია
,,ქართული ოცნების“ წარდგინებით გიორგი სოსიაშვილის კანდიდატურა წარუდგინა.
კომიტეტმა გადაწყვიტა: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის
წევრებმა გიორგი სოსიაშვილის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 7
წინააღმდეგი: 0
სხდომის თავმჯდომარე: გივი მიქანაძე
სხდომის მდივანი: თეონა აბულაძე