სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს 2024 წლის ანგარიშისა და 2025 წლის სამოქმედო გეგმის მოსმენა
📋 განხილვის ეტაპები
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-04-28
კომიტეტის სხდომის ნომერი 11
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/3262?local=true
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა
თარიღი
28 აპრილი 2025 12:30
2025 წლის 28 აპრილი, 12:30 საათი
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)
დღის წესრიგი
1. სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს 2024 წლის ანგარიშისა და
2025 წლის სამოქმედო გეგმის მოსმენა;
მომხსენებელი: სოლომონ პავლიაშვილი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
მინისტრის მოადგილე;
2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი: „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/408; 05.07.2024) (წამყვანი კომიტეტი) II
მოსმენა;
მომხსენებელი: ნინო ენუქიძე - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
მოადგილე;
3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტები: „საქართველოს
ცვლილების
შეტანის
შესახებ“
და
სისხლის
„საქართველოს
სამართლის
კოდექსში
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/414; 05.08.2024)
(წამყვანი კომიტეტი) II მოსმენა;
მომხსენებელი: ნინო თანდილაშვილი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
მინისტრის პირველი მოადგილე;
4/25/2025, 3:19 PM
https://parliament.ge/print/announcement/3262?local=true
საქართველოს პარლამენტი
2 of 2
4. საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, გიორგი ჭყონიას, ვლადიმერ
ბოჟაძის, გიორგი ხახუბიას, გოდერძი ჩანქსელიანის, ანტონ ობოლაშვილის, ირაკლი
ზარქუასა და ზაურ დარგალის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართვლოს კანონის პროექტები: „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“
ცვლილების შეტანის შესახებ“, „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის
შესახებ“
საქართველოს
საფასურის
შესახებ“
კანონში
ცვლილების
საქართველოს
კანონში
შეტანის
თაობაზე“,
ცვლილების
„რეგულირების
შეტანის
თაობაზე“,
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სამეწარმეო
საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და
„წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (07-3/44; 12.03.2025) (წამყვანი კომიტეტი) II მოსმენა;
მომხსენებელი: მაია ბითაძე - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის
თავმჯდომარე;
5. საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ვლადიმერ ბოჟაძის, ალექსანდრე
დალაქიშვილისა
და
გიორგი
ჭყონიას
მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/46; 26.03.2025) II მოსმენა;
მომხსენებელი: მაია ბითაძე - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის
თავმჯდომარე.
4/25/2025, 3:19 PM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
კომიტეტის სხდომის
ოქმი N11
ქ. თბილისი
2025 წლის 28 აპრილი
სხდომას ესწრებოდნენ: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის
თავმჯდომარე მაია ბითაძე;
კომიტეტის წევრები: ვლადიმერ ბოჟაძე, გიორგი ჭყონია, გოდერძი ჩანქსელიანი, ზაურ
დარგალი, გიორგი ხახუბია, ალექსანდრე დალაქიშვილი.
კომიტეტის აპარატის თანამშრომლები: ნანა გოგიტიძე - კომიტეტის აპარატის უფროსის
მოვალეობის შემსრულებელი, ანა ბერიძე, ნათია შამათავა, ანი სისორდია, ფიქრია
რობაქიძე, მანანა მოსიძე, ხათუნა მუკბანიანი, მარიამ ბლიაძე და ელისო შანავა - სხდომის
მდივანი.
დღის წესრიგი
1. სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს 2024 წლის ანგარიშისა და
2025 წლის სამოქმედო გეგმის მოსმენა;
მომხსენებელი: სოლომონ პავლიაშვილი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
მინისტრის მოადგილე;
2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი: „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/408; 05.07.2024). (წამყვანი კომიტეტი) II
მოსმენა;
მომხსენებელი:
მოადგილე;
ნინო ენუქიძე - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტები: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№ 07-2/414; 05.08.2024). (წამყვანი კომიტეტი). II
მოსმენა;
მომხსენებელი: ნინო თანდილაშვილი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
მინისტრის პირველი მოადგილე;
4. საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, გიორგი ჭყონიას, ვლადიმერ
ბოჟაძის, გიორგი ხახუბიას, გოდერძი ჩანქსელიანის, ანტონ ობოლაშვილის, ირაკლი
ზარქუასა და ზაურ დარგალის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართვლოს კანონის პროექტები: „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“
ცვლილების შეტანის შესახებ“, „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „რეგულირების საფასურის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს
საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სამეწარმეო საქმიანობის
კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო
ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და „წყლის რესურსების
მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/44;
12.03.2025) (წამყვანი კომიტეტი). II მოსმენა.
მომხსენებელი: მაია ბითაძე - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის
თავმჯდომარე;
5. საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ვლადიმერ ბოჟაძის, ალექსანდრე
დალაქიშვილისა და გიორგი ჭყონიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/46; 26.03.2025) II მოსმენა.
მომხსენებელი: მაია ბითაძე - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის
თავმჯდომარე;
სხდომა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ. მან დაადასტურა სხდომის
უფლებამოსილებისთვის საჭირო კვორუმის არსებობა და კომიტეტის წევრებს გააცნო
სხდომის დღის წესრიგი. კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი
წარმოდგენილი სახით.
I საკითხი
მაია ბითაძემ სიტყვა მოხსენებისთვის გადასცა სოლომონ პავლიაშვილს - გარემოს დაცვისა
და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს;
მომხსენებელი: სოლომონ პავლიაშვილი - მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბირთვული და
რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან
მარეგულირებელ ინსტიტუციას, რომელიც დაფუძნდა 2015 წელს. სააგენტოს ფუნქციებში
შედის რადიაციული ნარჩენების უსაფრთხო მართვა, რისკების შეფასება და კონტროლი,
რითაც უზრუნველყოფს, რომ მაიონიზებელი დასხივებამ არ მოახდინოს ზიანის მიყენება
გარემოსთვის, ადამიანის ჯანმრთელობისთვის და ბიომრავალფეროვნებისთვის.
სააგენტო ახორციელებს მონიტორინგს, რეგულირებასა და შესაბამის სამართლებრივ
დადგენილებათა აღსრულების კონტროლს, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია
რადიაციული უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების შესანარჩუნებლად ქვეყანაში.
აზრი გამოთქვა: მაია ბითაძემ - მან აღნიშნა, რომ სოლომონ პავლიაშვილს მნიშვნელოვანი
წვლილი მიუძღვის დარიშხანშემცველი ნარჩენებისთვის სარკოფაგის მოწყობის საქმეში.
აღნიშნული პრობლემა ჩვენს ქვეყანაში 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არსებობდა და
ნარჩენების არასათანადო მართვის გამო მდინარის დაბინძურების სერიოზული საფრთხე
იყო შექმნილი. დღესდღეობით აღნიშნული საფრთხე ფაქტობრივად აღკვეთილია, ხოლო
სარკოფაგის მოწყობა აუცილებელ და გადაუდებელ ნაბიჯს წარმოადგენდა.
ამასთან დაკავშირებით მსურს დავაყენო კითხვა: სამუშაოების დასრულების შემდეგ კვლავ
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო იქნება პასუხისმგებელი
სარკოფაგის მოვლაზე?
როგორც ცნობილია, სამინისტრომ იცის ჩემი პოზიცია - ბირთვული და რადიაციული
უსაფრთხოების სააგენტოს მიერ დარიშხანშემცველი ნარჩენების შეგროვებისა და
სარკოფაგში განთავსების პროცესის წარმატებით შესრულება იმ დროისთვის ერთადერთი
გამოსავალი იყო. თუმცა, მომავალში, რამდენად მიზანშეწონილი იქნება აღნიშნული
ვალდებულების კვლავ სააგენტოსთვის დატოვება, როცა თავად სააგენტოს უკვე გააჩნია
მნიშვნელოვანი რაოდენობის ბირთვული და რადიაციული ნარჩენები. ასევე, დაგეგმილია
თუ არა ახალი სარკოფაგის აშენება რადიაციული ნარჩენებისთვის?
გთხოვთ, განვიხილოთ, ზოგადად, სახიფათო ნარჩენების მართვის სტრატეგია: რა ფორმით
უნდა იმართოს ეს პროცესები - ცენტრალიზებულად სამინისტროში, თუ
დეცენტრალიზებულად მუნიციპალიტეტების დონეზე და როგორ განაწილდება
პასუხისმგებლობები სხვადასხვა უწყებებს შორის, ეკონომიკის ზრდასთან ერთად
რადიაციული და სხვა სახიფათო ნარჩენების რაოდენობის ზრდის ფონზე?
უპასუხა: სოლომონ პავლიაშვილმა - მოგეხსენებათ, რომ ბირთვული და რადიაციული
სააგენტოს კომპეტენციაში არ უნდა შედიოდეს ნარჩენების მართვა, რომლებიც არ
უკავშირდება ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოებას. აღნიშნული ფუნქცია
ეკუთვნოდა ინფრასტრუქტურის სამინისტროს, თუმცა, მყარი ნარჩენების კომპანიამ ვერ
უზრუნველყო ამ საკითხის ეფექტური გადაწყვეტა. ამჟამად მიმდინარეობს მსჯელობა
სახიფათო ნარჩენების სააგენტოს შექმნაზე. თუ ასეთი სააგენტო სსიპ-ის სახით
ჩამოყალიბდა, შესაძლებელია ნარჩენების მართვის ფუნქცია სწორედ მას გადაეცეს, რადგან
მათი ბირთვულ და რადიაციულ სააგენტოში დარჩენა მიზანშეუწონელია. მნიშვნელოვანი
პრობლემაა ურანის საკითხიც. თემა მართლაც საჭიროებს გადაჭრას და მასზე
პარლამენტთან ერთად უნდა ვიმუშაოთ.
კენჭისყრის შედეგად კომიტეტმა ერთხმად გადაწყვიტა:
ცნობად იქნას მიღებული ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს
ანგარიშის მოსმენა;
(ოქმს თან ერთვის პრეზენტაცია ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს
2024 წლის ანგარიში).
II საკითხი
მაია ბითაძემ სიტყვა მოხსენებისთვის გადასცა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძეს.
მომხსენებელი: ნინო ენუქიძე - მან მეორე მოსმენით წარმოადგინა კანონპროექტი
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“. მისი განმარტებით, ცვლილება მიზნად ისახავს
წიაღის აუქციონების ვადების ოპტიმიზაციას. ამჟამინდელი კანონმდებლობის მიხედვით,
ვადები დიფერენცირებულია: სხვადასხვა სახეობის რესურსისთვის ისინი 15 ან 30 დღეს
შეადგენს.
მთავრობის ინიციატივის შესაბამისად, კანონში განისაზღვრება, რომ ლიცენზიის
მოპოვების მიზნით აუქციონის ვადა არანაკლებ 10 დღე უნდა იყოს. აუქციონი
გამოცხადდება www.eauction.ge-ზე. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს ექნება
უფლებამოსილება საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვროს დამატებითი ვადა, თუმცა
მინიმალური ვადა ფიქსირებულად დარჩება 10 დღედ.
კენჭისყრის შედეგად კომიტეტმა ერთხმად გადაწყვიტა:
კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „ლიცენზიებისა და ნებართვების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მომზადებულად ცნო და
მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მეორე
მოსმენით განხილვას.
საკითხი III
მაია ბითაძემ სიტყვა მოხსენებისთვის გადასცა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
მინისტრის პირველ მოადგილეს, ნინო თანდილაშვილს.
მომხსენებელი: ნინო თანდილაშვილი - თანდილაშვილმა მეორე მოსმენით წარმოადგინა
„სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ და „ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტები. მან
აღნიშნა, რომ ტყის რესურსების დაცვისა და ხე-ტყის უკანონო მოპოვების,
ტრანსპორტირებისა
და
გადამუშავების
კონტროლის
გაძლიერების
მიზნით,
წარმოდგენილი კანონპროექტები მნიშვნელოვან ცვლილებებს ითვალისწინებს როგორც
სისხლის სამართლის, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში.
აღნიშნული ცვლილებები მიზნად ისახავს სამართლებრივი რეგულაციების გამკაცრებას,
რაც ხელს შეუწყობს ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებას და გარემოს დაცვას.
თანდილაშვილის განმარტებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის
შენიშვნები ასახულია წარმოდგენილ კანონპროექტებში. სისხლის სამართლის კოდექსში
შეტანილი ცვლილებები ამკაცრებს სანქციებს იმ პირების მიმართ, რომლებიც
რეგისტრაციის გარეშე ამონტაჟებენ სახერხ დანადგარებს, არამარკირებულ ხე-ტყეს
განათავსებენ სახერხი საამქროს ტერიტორიაზე ან ახორციელებენ მერქნიან მცენარეთა
უკანონო გაჩეხვას.
კენჭისყრის შედეგად კომიტეტმა ერთხმად გადაწყვიტა:
კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მომზადებულად ცნო და
მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მეორე
მოსმენით განხილვას.
IV საკითხი
მაია ბითაძემ მეორე მოსმენით წარმოადგინა „წიაღის შესახებ“ და მისგან გამომდინარე
კანონპროექტები. მან აღნიშნა, რომ აღნიშნული მინერალური რესურსების სააგენტო 2017
წლიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში იმყოფება.
წარმოდგენილი ცვლილებით კი, სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებიდან გადადის
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში.
მომხსენებლის განმართებით, მეორე მოსმენისთვის მხოლოდ ორი კანონპროექტი
შეიცვალა: „წიაღის შესახებ“ და „წყლის რესურსების მართვის შესახებ“. ცვლილებით წყლის
რესურსების
მაკონტროლებელ
ორგანოდ
განისაზღვრა
გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტი.
კენჭისყრის შედეგად კომიტეტმა ერთხმად გადაწყვიტა:
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის
წევრების: მაია ბითაძის, გიორგი ჭყონიას, ვლადიმერ ბოჟაძის, გიორგი ხახუბიას, გოდერძი
ჩანქსელიანის, ანტონ ობოლაშვილის, ირაკლი ზარქუასა და ზაურ დარგალის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართვლოს კანონის პროექტები:
„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“,
„ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში
ცვლილების
შეტანის
შესახებ“,
„სამეწარმეო
საქმიანობის
კონტროლის
შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და „წყლის რესურსების მართვის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მომზადებულად ცნო და
წარმოდგენილი შენიშვნების გათვალისწინებით მხარი დაუჭირა საქართველოს
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვას.
V საკითხი
მომხსენებელი: მაია ბითაძე - მაია ბითაძემ მეორე მოსმენით წარმოადგინა „გარემოს დაცვის
შესახებ“ კანონპროექტი. მან აღნიშნა, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების
თანახმად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
კომპეტენცია ფართოვდება და მოიცავს სასარგებლო წიაღისეულის (გარდა ნავთობისა და
გაზისა) მართვისა და აღნიშნულ სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელების
უფლებამოსილებას. ცვლილებები განსაზღვრავს სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი
სტრუქტურების - მათ შორის, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და
სხვა შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირების - უფლებამოსილებებს
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზირების, კონტროლისა და მონიტორინგის
სფეროში.
დეპარტამენტს ენიჭება უფლებამოსილება განახორციელოს შემოწმება და დათვალიერება
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და პირველადი გადამუშავების პროცესზე,
შეამოწმოს რესურსების კანონიერება და შესაბამისი დოკუმენტაცია, აგრეთვე დროებით
შეაჩეროს რეგულირების ობიექტის საქმიანობა კანონმდებლობის მოთხოვნათა
შესამოწმებლად. ცვლილებები ასევე ითვალისწინებს სახელმწიფო კონტროლის
განხორციელების
წესებისა
და
მოთხოვნების
განსაზღვრას
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი ჩარჩოს შესაბამისად.
კენჭისყრის შედეგად კომიტეტმა ერთხმად გადაწყვიტა:
კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ვლადიმერ ბოჟაძის,
ალექსანდრე დალაქიშვილისა და გიორგი ჭყონიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „გარემოს დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მომზადებულად ცნო და მხარი
დაუჭირა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მეორე
მოსმენით განხილვას.
სხდომის თავმჯდომარე
მაია ბითაძე
სხდომის მდივანი
ელისო შანავა