1) „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების იმპლემენტაციის მიზნით განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაციის მოსმენა. 2)საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს საქმიანობის თაობაზე ინფორმაციის მოსმენა.

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
15.04.2025
ავტორი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ინიციატორი
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#[5757]/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-04-15
კომიტეტის სხდომის ნომერი 6

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომის დ ღ ი ს წე სრ ი გი 2025 წლის 15 აპრილი, 15:00 სთ ქ. თბილისი, რუსთაველის ჟიული შარტავას გამზირი N8 სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307) დღის წესრიგი • „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების იმპლემენტაციის მიზნით განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაციის მოსმენა; • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს საქმიანობის თაობაზე ინფორმაციის მოსმენა. მომხსენებელი: გიორგი ცაგარეიშვილი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე; თანამომხსენებელი: გიორგი ბუნტური - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსი.
ოქმი
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომის ოქმი N 6 2025 წლის 15 აპრილი, 15:00 სთ ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307) სხდომას უძღვებოდა: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა. სხდომას ესწრებოდნენ: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრები: გივი ჭიჭინაძე, ირმა ზავრადაშვილი, ნოდარ ტურძელაძე, თორნიკე ბერეკაშვილი, ეკა ჭიჭინაძე, გოჩა ენუქიძე, სოზარ სუბარი, ილია ინჯია. სხდომას არ ესწრებოდა: სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 9 წევრის დასწრებით. სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ: კომიტეტის აპარატის მოხელეები და მოწვეული სტუმრები. დღის წესრიგი  „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების იმპლემენტაციის მიზნით განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაციის მოსმენა;  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს საქმიანობის თაობაზე ინფორმაციის მოსმენა. მომხსენებელი: გიორგი ცაგარეიშვილი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე; თანამომხსენებელი: გიორგი ბუნტური - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსი. სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო სხდომის დღის წესრიგი. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის წევრებს შენიშვნები და წინადადებები არ გამოუთქვამთ და კენჭისყრით დაამტკიცეს წარმოდგენილი დღის წესრიგი. მომხსენებლის, გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე მსოფლიოში მნიშვნელოვნად გაიზარდა საერთაშორისო მიგრაცია. გლობალიზაციისა და მის ფონზე მობილობის გაზრდილი შესაძლებლობების გათვალისწინებით, ადამიანებს მეტი საშუალება ეძლევათ, ისწავლონ და იმუშაონ მსოფლიოს სხვადასხვა (განსაკუთრებით მაღალგანვითარებულ) ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო მიგრანტების უდიდესი ნაწილი დასაქმების, განათლების და ოჯახის გაერთიანების გამო მიგრირებს. შრომის ბაზარი, ისევე როგორც განათლების სექტორი, გლობალური გახდა და ადამიანებს, დასაქმებისა და სწავლის უკეთესი პირობების გათვალისწინებით, დროებითი თუ მუდმივი მიგრაციის შესახებ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მიეცათ. ამ გლობალური მიგრაციული პროცესების მიღმა არც საქართველო დარჩენილა. საქართველოს შემთხვევაშიც ლეგალურ მიგრაციას (როგორც ემიგრაციას, ასევე იმიგრაციას) ზემოთ დასახელებული სამი ძირითადი მიზეზი აქვს, თუმცა უმთავრესი მაინც შრომითი მიგრაციაა. მან აღნიშნა, რომ თუ 90-იანი წლებიდან საქართველო ძირითადად ემიგრაციული ტიპის ქვეყნა იყო, ბოლო ათწლეულის განმავლობაში სიტუაცია რადიკალურად შეიცვლა და საქართველოსთვის იმიგრაცია ერთ-ერთ დიდ გამოწვევად იქცა. ასევე ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური მიმზიდველობის ზრდის კვალობაზე, მოსალოდნელია საქართველოში უცხოელთა შემოდინების კიდევ უფრო მატება, მათ შორის დასაქმების მიზნით, რაც გაამწვავებს ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემას და მის თანმდევ ნეგატიურ სოციალურეკონომიკურ პროცესებს. ამ პროცესების თვითდინებაზე მიშვება საკმაოდ დიდი რისკების შემცველია როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. გიორგი ცაგარეიშვილის განმარტებით, ყოველივე ზემოაღნიშნული ადასტურებს, რომ საჭირო იყო საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან აქტიური ნაბიჯების გადადგმა დროებითი შრომითი მიგრაციის რეგულირებისა და ამ სფეროში სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განსავითარებლად, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს აღნიშნულ სფეროში არსებული რისკების შემცირებასა და პოზიტიური შედეგების ხელშეწყობას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებითა და ასევე, იმის ფონზე, რომ შრომითი მიგრაცია მსოფლიო მასშტაბით კიდევ უფრო აქტუალური ხდება და ეს აქტუალურობა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება, ჯანდაცვის სამინისტრომ ყველა რელევანტური სახელმწიფო უწყების ჩართულობითა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფინანსური და ექსპერტული დახმარებით შეიმუშავა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტი, რომელიც ძალაში შევიდა 2023 წლის 1 სექტემბრიდან. აღნიშნული ცვლილებების შედეგად:  შეიქმნა და განვითარდა შრომითი მიგრაციის (ემიგრაცია/იმიგრაცია) მონაცემთა სპეციალური ელექტრონული სისტემა (labourmigration.moh.gov.ge);  შეიქმნა და ამოქმედდა საშუამავლო კომპანიების სერტიფიცირებისა და  მონიტორინგის მექანიზმები; გაუმჯობესდა საშუამავლო კომპანიების მიერ საზღვარგარეთ დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ მონაცემების აღრიცხვის მექანიზმი;  შეიქმნა და ამოქმედდა საქართველოში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესახებ მონაცემების აღრიცხვის ახალი მექანიზმი;  ჩამოყალიბდა ადგილობრივ შრომის ბაზარზე დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების სახელმწიფო მონიტორინგის ეფექტიანი სისტემა;  საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელზე შრომითი ბინადრობისა და საიმიგრაციო ვიზის (D1) მოპოვებისთვის სავალდებულო კრიტერიუმი გახდა შრომითი იმიგრანტის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია; მომხსენებელმა აღნიშნა, რომ დროებითი ცირკულარული შრომითი მიგრაციის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განვითარება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. აღნიშნული მიმართულებით, დაწყებულია და მომავალში კიდევ უფრო გააქტიურდება სამუშაოები შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განვითარების, საზღვარგარეთ დროებითი ლეგალური დასაქმების შესაძლებლობების გაფართოების, შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვის მიზნით ორმხრივი ხელშეკრულებების გასაფორმებლად. ამ მიზნით, ინტენსიური დიალოგი მიმდინარეობს ევროკავშირის წევრ და სხვა მაღალგანვითარებულ ქვეყნებთან (ორმხრივი თანამშრომლობის კონკრეტული სქემების შეთანხმების მიზნით, მათ შორის პილოტური პროექტების განხორციელების გზით). მომხსენებლის განცხადებით, დღეის მდგომარეობთ, მთავრობამ უკვე მიაღწია გარკვეულ პროგრესს შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განვითარებისა და საზღვარგარეთ დროებით ლეგალური დასაქმების შესაძლებლობების გაფართოების კუთხით. კერძოდ, გაფორმებულია ხელშეკრულებები დროებითი შრომითი მიგრაციის მიმართულებით საფრანგეთთან, გერმანიასთან, ბულგარეთთან და ისრაელთან. თანამომხსენებელმა გიორგი ბუნტურმა კომიტეტის წევრებს, საქართველოში შრომითი მიგრაციის პოლიტიკის შესახებ, პრეზენტაციის სახით გააცნო შემდეგი ინფორმაცია: საქართველოს მიგრაციული პორტრეტი ძირითადი მახასიათებლები  მიგრაციული ნაკადების დიდი მოცულობა და მაღალი ინტენსივობა;  უპირატესად იყო ემიგრაციული (მიმწოდებელი, დონორი) ქვეყანა, თუმცა ბოლო წლებში არსებითად იზრდება იმიგრაციული ნაკადებიც;  ემიგრაციის ხანგრძლივი ხასიათი;  ფართო გეოგრაფიული არეალი;  ხშირ შემთხვევაში არარეგულარული ხასიათის. სახელმწიფო პოლიტიკა შრომითი მიგრაციის სფეროში გამოწვევები საკანონმდებლო ცვლილებებამდე:  ”შრომითი მიგრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციით განსაზღვრული არ იყო კანონით დადგენილი ვალდებულებების შესრულების სახელმწიფო მონიტორინგისა და აღსრულების გამართული მექანიზმები. შესაბამისად, არ არსებობდა რელევანტური მონაცემები საქართველოში მოქმედი საშუამავლო კომპანიებისა და მათი დახმარებით საზღვარგარეთ დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების თაობაზე.  ცვლილებებამდე მოქმედი კანონი ფაქტობტივად არ ეხებოდა შრომითი იმიგრაციის რეგულირებას (რეგულირდებოდა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 აგვისტოს №417 დადგენილებით „შრომითი იმიგრანტის (საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის) ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“.  ლიბერალური სამართლებრივი მიდგომებისა და აღსრულების მექანიზმების არარსებობის გამო, ფაქტობრივად შეუძლებელი იყო შრომითი მიგრაციის შესახებ რელევანტური ინფორმაციის შეგროვება. შრომითი მიგრაციის სფეროში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში 2016-2022 წლებში წარმოდგენილი სტატისტიკა საზღვარგარეთ დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ: საანგარიშო რეგისტრირებული ანგარიშების ანგარიშები ანგარიშების პერიოდი კომპანიების წარმომდგენი წარუდგენლობის მიხედვით (კალენდარული წელი) რაოდენობა კომპანიების რაოდენობა გამო დაჯარიმებული საზღვარგარეთ დასაქმებული კომპანიების საქართველოს რაოდენობა მოქალაქეების რაოდენობა 2016 633 23 610 373 2017 12 7 5 92 2018 38 4 34 173 2019 17 4 13 77 2020 8 3 5 175 2021 14 2 12 55 2022 15 4 11 255 საქართველოში დასაქმებული უცხოელების შესახებ: 2015 წლის 1 ნოემბრიდან 2023 წლის 1 ივლისამდე, ჯანდაცვის სამინისტროში შემოსული ანგარიშების საფუძველზე, საქართველოში დასაქმებული იყო 3800 უცხო  ქვეყნის მოქალაქე (აქედან 2274 მხოლოდ 2022 წელს). მაშინ, როცა: იუსტიციის სამინსიტროს ოფიციალური მონაცემებით, 2015-2020 წლებში უცხოელებზე გაცემული იქნა 33,942 შრომითი ბინადრობის ნებართვა.  „უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევის მიხედვით, მხოლოდ 2019 წელს საქართველოში დასაქმებული იყო 41,359 უცხო ქვეყნის მოქალაქე . „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის საფუძვლები „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცლილებების საჭიროება დაეფუძნა:  კანონის ამოქმედებიდან (2015 წლის 1 აპრილი) დაგროვილი გამოცილებითა და შედეგებით იდენტიფიცირებულ გამოწვევებსა და საჭიროებებს;  ასევე ამ სფეროში განხორციელებული შემდეგი თემატური კველევების შედეგებს:  მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM): „რეკომენდაციები შრომითი ემიგრაციის სფეროში დასაქმების კერძო სააგენტოების საქმიანობის რეგულირების შესახებ“. 2019  მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD): „საქართველოში შრომითი მიგრაციის სფეროში მოქმედი მარეგულირებელი ჩარჩოს შეფასებითი კვლევა“. 2020  PMC კვლევითი ცენტრი: „საქართველოში მოქმედი კერძო საშუამავლო კომპანიების კვლევა. 2019  მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM): „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცლილებების ეკონომიკური შედეგების შეფასება (RIA). 2021  ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი 2022 წლის რეკომენდაციებს (რეკომენდაცია საშუამავლო კომპანიების ლიცენზირებაზე და შრომითი იმიგრაციის რეგულირებაზე (ნებართვების სისტემის საჭიროება);  ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებელ კითხვარს (ცალკე თავი იყო დათმობილი შრომითი იმიგრაციის რეგულირებაზე);  მსოფლიოს ბევრი ქვეყნის (მ.შ. გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, პოლონეთი, მოლდოვა, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი და სხვ.) პრაქტიკას. აღნიშნულის გათვალისწინებითა და ასევე, იმის ფონზე, რომ შრომითი მიგრაცია მსოფლიო მასშტაბით სულ უფრო აქტუალური ხდება და ეს აქტუალურობა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება, ჯანდაცვის სამინისტრომ, ყველა რელევანტური სახელმწიფო უწყების ჩართულობითა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფინანსური და ექსპერტული დახმარებით, შეიმუშავა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტი, რომელიც მიღებულ იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ და ძალაში შევიდა 2023 წლის 1 სექტემბრიდან). შრომითი ემიგრაციის მარეგულირებელი ნორმებისა და აღსრულების მექანიზმის გაუმჯობესების გზები საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად შრომითი მიგრაციის მართვის გაუმჯობესების მიზნით განხორციელდა შემდეგი სიახლეები:  შეიქმნა შრომითი მიგრაციის (ემიგრაცია/იმიგრაცია) მონაცემთა რეგისტრაციის     სპეციალური ელექტრონული სისტემა (www.labourmigration.moh.gov.ge ); დარეგულირდა საშუამავლო კომპანიების (კერძო დასაქმების სააგენტოებისა და ფიზიკური პირების) საქმიანობა სავალდებულო სერტიფიცირების გზით; შეიქმნა და ამოქმედდა საშუამავლო კომპანიების სერტიფიცირებისა და მონიტორინგის მექანიზმები; შეიქმნა და ამოქმედდა მექანიზმები საშუამავლო კომპანიების კანონიერი საქმიანობის წახალისებისა და განვითარების მხარდაჭერის მიზნით (სერტიფიცირებული კომპანიების თაობაზე ინფორმაციის მოსახლეობისათვის მიწოდება, საშუამავლო კომპანიების ცირკულარული შრომითი მიგრაციის სქემებში ჩართვა და ა.შ); გაუმჯობესდა საშუამავლო კომპანიების მიერ საზღვარგარეთ დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ მონაცემების აღრიცხვის მექანიზმი;  ჩამოყალიბდა საშუამავლო კომპანიების საქმიანობაზე სახელმწიფო მონიტორინგის     ეფექტური სისტემა; ადგილობრივ შრომის ბაზარზე უცხოელების დასაქმების პროცესის რეგულირება განისაზღვრა საკანონმდებლო დონეზე (აქამდე რეგულირდებოდა მთავრობის დადგენილებით); შეიქმნა და ამოქმედდა საქართველოში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესახებ მონაცემების აღრიცხვის ახალი მექანიზმი და გაუმჯობესდა შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები; ჩამოყალიბდა ადგილობრივ შრომის ბაზარზე დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების სახელმწიფო მონიტორინგის ეფექტიანი სისტემა; საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელზე შრომითი ბინადრობისა და საიმიგრაციო ვიზის (D1) მოპოვებისთვის სავალდებულო კრიტერიუმი გახდა შრომითი იმიგრანტის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია. შრომითი მიგრაციის სპეციალური ელექტრონული სისტემა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად შეიქმნა და 2023 წლის 1 სექტმებრიდან ფუნქციონირებს      შრომითი მიგრაციის სპეციალური ელექტრონული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს : საქართველოში მოქმედი კერძო დასაქმების სააგენტოების ელექტრონული ფორმატით რეგისტრაციას და სერტიფიცირების შედეგების საჯაროობას; საზღვარგარეთ დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების ელექტრონული ფორმატით აღრიცხვას; საქართველოში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების ელექტრონული ფორმატით აღრიცხვას; საქართველოში შრომითი მიგრაციის პროცესები რეგულირების, მონიტორინგისა და აღსრულების (მათ შორის რელევანტურ ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის) ელექტრონული ფორმატით განხორციელებას; კანონის მიზნებიდან გამომდინარე, შესაბამისი ინფორმაციის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს შორის სისტემატურ და ოპერატიულად გაცვლას და ა.შ. საშუამავლო კომპანიების საქმიანობის რეგულირება განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, 2023 წლის 1 სექტემბრიდან, ფიზიკური პირი ან კომპანია, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია საქართველოს მოქალაქეების ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელების საზღვარგარეთ დასაქმებასთან, ვალდებულია:  დარეგისტრირდეს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში კოდით 78.10.0;  მოიპოვოს საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიკატი, რომელსაც გასცემს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.  წელიწადში ორჯერ მოახდინოს ანგარიშგება სამინისტროსთან განხორციელებული საქმიანობის შესახებ; საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიკატი საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიკატის მოპოვებისათვის სავალდებულო კრიტერიუმებია:  საოფისე ფართი, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური რესურსით. მატერიალურ-ტექნიკური რესურსი დაკმაყოფილებულია, თუ:  ფლობს (საკუთრების ან სარგებლობის უფლებით) სულ მცირე საშუამავლო კომპანიის საქმიანობის განმახორციელებელ ერთ პირზე 10მ2 კეთილმოწყობილ ფართს, ხოლო ყოველი დამატებითი დასაქმებულის შემთხვევაში, მისი კვადრატულობა არანაკლებ 4 მ2-ით იზრდება;  არის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისათვის შესაფერისი გარემო, მათ შორის, ბუნებრივი განათების შესაძლებლობა, გათბობის საშუალებები და მოწესრიგებული სველი წერტილები;  აქვს ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემა, თვალსაჩინო ადგილას გამოკრული ევაკუაციის გეგმა და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საშუალება;  არის შექმნილი სათანადო გარემო სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის;  აღჭურვილია სათანადო ინვენტარით, მათ შორის:  საშუამავლო კომპანიის საქმიანობის განმახორციელებელ ერთ პირზე - სულ მცირე 1 საოფისე მაგიდა, სკამი და კომპიუტერი;  ქსეროქსი, პრინტერი, საკომუნიკაციო ტელეფონი (ქსელური ან მობილური);  ვიდეო მონიტორინგის განმახორციელებელი მოწყობილობა, რომელსაც ექნება ხედვა საშუამავლო კომპანიის შესასვლელსა და გარე პერიმეტრზე. ვიდეო მონიტორინგის მოწყობილობა აღჭურვილი უნდა იყოს უწყვეტი ჩაწერის სისტემით, არანაკლებ 7 დღის ჩანაწერის შენახვის შესაძლებლობით, რომელიც დაარქივდება სათანადო ინფორმაციის შემნახველზე არანაკლებ 8 თვის ვადით. ასევე, თვალსაჩინო ადგილას განთავსებული უნდა იყოს სათანადო მაფრთხილებელი წარწერა „მიმდინარეობს ვიდეო მონიტორინგი“.  სულ მცირე ერთი თანამშრომელის არსებობა, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ დასაქმების მსურველ პირს მიაწვდის ინფორმაციას საშუამავლო კომპანიის საქმიანობისა და მომსახურების თაობაზე.  საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად რეგისტრირებული საბანკო ან სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ გაცემული საშუამავლო კომპანიის ვალდებულების შესრულების გარანტიის დოკუმენტი;  ცნობა საშუამავლო კომპანიის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების არარსებობის შესახებ;  ცნობა მოვალეთა რეესტრიდან, დავალიანების არ არსებობის შესახებ. სერტიფიკატის მოქმედების ვადა საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიკატის მოქმედების ვადა:  პირველ ეტაპზე სერტიფიკატი გაიცემა 1 წლის ვადით.  განმეორებით სერტიფიცირების შემთხვევაში სერტიფიკატი შეიძლება გაიცეს კვლავ 1 წლის ვადით, ამ წესით განსაზღვრული პირველადი სერტიფიცირებისათვის განსაზღვრული პროცედურების გავლის საფუძველზე.  ორჯერ სერტიფიცირების შემდეგ, პირველადი სერტიფიცირებისათვის ამ წესით განსაზღვრული პროცედურების გავლის საფუძველზე, საშუამავლო კომპანიაზე სერტიფიკატი გაიცემა 3 წლის ვადით.  ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გაცემული სერტიფიკატის 3 წლის ვადის ამოწურვის შემდეგ, ამ წესით განსაზღვრული პირველადი სერტიფიცირებისათვის განსაზღვრული პროცედურების გავლის საფუძველზე, საშუამავლო კომპანიაზე, ყოველი მომდევნო სერტიფიკატი გაიცემა 3 წლის ვადით. საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის დასაქმება 2023 წლის 1 სექტემბრიდან:  ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების უფლება აქვს საქართველოში კანონიერად მყოფ უცხოელს;  ადგილობრივ დამსაქმებელთან, უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმება დასაშვებია მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულების გაფორმებისა და იმიგრანტის მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის საფუძველზე. ამასთან, უცხო ქვეყნის მოქალაქესთან შრომითი ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს მხოლოდ განსაზღვრული ვადითა და წერილობითი ფორმით;  ადგილობრივი დამსაქმებლი ვალდებულია, შრომით იმიგრანტთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმებიდან, მაქსიმუმ 30 კალენდარულ დღეში, განახორციელოს მასთან დასაქმებული შრომითი იმიგრანტის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია;  ადგილობრივი დამსაქმებლი ასევე ვალდებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში ასახოს ინფორმაცია მასთან დასაქმებულ უცხო ქვეყნის მოქალაქესთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 1 სექტემბრიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, საიმიგრაციო ვიზისა და შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა ხდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის საფუძველზე. სტატისტიკური მონაცემები 2023 წლის 1 სექტემბრიდან დღემდე:  სერტიფიკატი გაცემულია 22 საშუამავლო კომპანიაზე.  ამ კომპანიების მიერ საზღვარგარეთ ლეგალურად დასაქმებულია 1089 საქართველოს მოქალაქე. საზღვარგარეთ დროებითი ლეგალური დასაქმების ხელშეწყობა (ცირკულარული შრომითი მიგრაცია) - შრომითი მიგრაციის მართვის ბერკეტი ცირკულარული შრომითი მიგრაცია თანამედროვე მსოფლიოში აღიარებულია მიგრაციული პროცესების რეგულირების ყველაზე ეფექტურ საშუალებად, ვინაიდან იგი ხელს უწყობს მიმღები და გამგზავნი ქვეყნების ინტერესების გათვალისწინებას სამუშაო ძალის ექსპორტ-იმპორტის პროცესში, მიგრანტთა უფლებების დაცვასა და არაკანონიერ მიგრაციასთან დაკავშირებული საფრთხეების შემცირებას. სახელმწიფოსგან ცირკულარული შრომითი მიგრაციის მხარდაჭერის შემთხვევაში, საქართველოსთვის მოსალოდნელი დადებითი შედეგებია:  არალეგალური მიგრაციის ლეგალურ ჩარჩოებში მოქცევა და შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვა;  არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული რისკების შემცირება;  ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პირობების დაცვის გარანტია და „შეჩერების მექანიზმის“ ამოქმედების ალბათობის მინიმუმამდე დაყვანა;  ჭარბი სამუშაო ძალის საზღვარგარეთ დროებითი დასაქმება და ქვეყნის შიგნით უმუშევრობის პრობლემის შერბილება;  შრომითი ემიგრანტების შემოსავლების ზრდა (ლეგალური დასაქმების შემთხვევაში მათი ხელფასი არ უნდა იყოს ადგილობრივი მომუშავის ხელფასზე ნაკლები) და ფულადი გზავნილების მატება;  ფულადი გზავნილების საინვესტიციო პოტენციალის გაზრდა („მეტი შემოსავალი - მეტი დანაზოგი“) და მათი გამოყენება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დაჩქარებისათვის;  უცხოეთში მუშაობისას დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების, ახალი საწარმოო და ორგანიზაციული უნარების იმპორტი სამშობლოში დაბრუნებისას;  ხანგრძლივ შრომით ემიგრაციასთან დაკავშირებული დემოგრაფიული და სოციალურ-ფსიქოლოგიური პრობლემების შემსუბუქება;  მიმღებ და დონორ ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების განვითარების ხელშეწყობა. სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობა ცირკულარული შრომითი მიგრაციის სფეროში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გატარება, მათ შორის, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალურად დროებითი დასაქმების შესაძლებლობების განვითარება, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. აღნიშნული მიმართულებით, დაწყებულია და მომავალში კიდევ უფრო გააქტიურდება სამუშაოები შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განვითარების, საზღვარგარეთ დროებითი ლეგალური დასაქმების შესაძლებლობების გაფართოების, შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვის მიზნით ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების გასაფორმებლად. ხელმოწერილი შეთანხმებები:  შეთანხმება „გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ“ (გაფორმდა 2020 წლის 17 იანვარს).  შეთანხმება ისრაელის სახელმწიფოს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის „ისრაელის სახელმწიფოში შრომის ბაზრის კონკრეტულ სექტორებში საქართველოს მოქალაქეების დროებითი დასაქმების შესახებ“ (გაფორმდა 2020 წლის 30 სექტემბერს).  შეთანხმება საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ (გაფორმდა 2013 წელს, ხოლო ძალაში შევიდა 2019 წლის 1 თებერვალს)  შეთანხმება ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის შრომითი მიგრაციის რეგულირების შესახებ (გაფორმდა 2019 წლის 30 სექტემბრს) სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებების საფუძველზე მოქმედი ცირკულარული შრომითი მიგრაციის სქემები  2021 წლის 15 თებერვალს დაიწყო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია და გრძელდება უწყვეტად. გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ლეგალურად, 3 თვით დასაქმდნენ გერმანიაში;  2021 წლის 12 აპრილს დაიწყო ისრაელში, ხანგრძლივი მოვლის საჭიროების მქონე პაციენტებისათვის განკუთვნილ სამკურნალო დაწესებულებებში დამხმარე მუშაკების პოზიციაზე დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია. გაფორმებული შეთანხმების საფუძვლზე, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ლეგალურად, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში 1 წლის განმავლობაში დასაქმდნენ ისრაელში. სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობა ცირკულარული შრომითი მიგრაციის სფეროში მიმდინარე მოლაპარაკებები:  ექვს ქვეყანასთან ინიცირებულ იქნა დიალოგი და განსახილველად გაიგზავნა ქართული მხარის მიერ შემუშავებული შეთანხმების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და ... (ქვეყნის) მთავრობას შორის ლეგალური დროებითი (ცირკულარული) შრომითი მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.  ორ ქვეყანასთან მიმდინარეობს კონსულტაციები საზღვარგარეთ დროებით ლეგალურად დასაქმების/ცირკულარული შრომითი მიგრაციის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი საპილოტე პროექტის ინიცირების შესაძლებლობაზე;  ოთხ ქვეყანასთან მიმდინარეობს მოლაპარაკეები საზღვარგარეთ დროებით ლეგალურად დასაქმების (ცირკულარული შრომითი მიგრაციის) ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი ორმხრივი შეთანხმების გაფორმების მიზნით.  პარალელურად მიმდინარეობს დიალოგი ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან საზღვარგარეთ დროებით ლეგალურად დასაქმების (ცირკულარული შრომითი მიგრაციის) შესაძლებლობების გამოვლენის მიზნით. ირმა ზავრადაშვილი დაინტერესდა საქართველოში უცხოელებზე გაცემული შრომითი ბინადრობის ნებართვის სტატისტიკით, ასევე დაინტერესდა არსებობს თუ არა ინფორმაცია, საქართველოში არალეგალურად დასაქმებული პირების რაოდენობასა და საქმიანობის სფეროებზე. ილია ინჯია დაინტერესდა თუ არსებობს ინფორმაცია, რა პროცენტული განსხვავებაა საქართველოში ლეგალურად და არალეგალურად დასაქმებულ პირებს შორის, ასევე რა ბენეფიტები და პრივილეგიები ენიჭებათ იმ პირებს ვინც ოფიციალურად რეგისტრირდება შესაბამის უწყებაში. ზაზა ლომინაძე: დაინტერესდა თუ როგორ რეგისტრირდებიან იმ ქვეყნის მოქალაქეები, ვისაც ვიზა ესაჭიროებათ საქართველოის შემოსასვლელად, რა რიგითობით ხდება ვიზის გაცემა და შესაბამისი რეგისტრაციის გავლა და აუცილებელია თუ არა ამისთვის საქართველოში შემოსვლა. ასევე, რამდენად რეალურად ასახავს წარმოდგენილი სტატისტიკა საქართველოში ჯამში შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობას. ირაკლი ზარქუას განცხადებით, 2023 წელს განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, უკვე სახელმწიფომ აიღო ლეგალურად დასაქმებაზე მონიტორინგის უფლებამოსილება, მათ შორის შეიქმნა ელექტრონული რეგისტრაცია. იგი დაინტერესდა რამდენად ხშირად ხდება მონაცემების განახლება, ასევე დაინტერესდა იმ მედიატორი კომპანიებში, ამ პერიოდში თუ დაფიქსირდა რაიმე სახის დარღვევები. გივი ჭიჭინაძე დაინტერესდა, რა ვადით ეძლევა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვა. მომხსენებელმა სხდომაზე დასმულ შეკითხვებს უპასუხა. სხდომის დასასრულს, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ წარმოდგენილი ინფორმაცია დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ კომიტეტი სხვადასხვა საკითხებზე წლებია აქტიურად თანამშრომლობს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, განსაკუთრებით შრომითი მიგრაციის სამმართველოსთან. მისი განცხადებით, 2023 წელს სწორედ კომიტეტის აქტიური ჩართულობით განხორციელდა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები. კომიტეტმა გადაწყვიტა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა მოისმინა ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:  „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების იმპლემენტაციის მიზნით განხორციელებული აქტივობები;  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს საქმიანობა. სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ზარქუა სხდომის მდივანი: ბექა ბიძინაშვილი