საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ვოლსკის მიერ წარმოდგენილი, 2025 წლის 21-26 ივლისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ფრაქცია „ქართული ოცნების“ დელეგაციის (გიორგი ვოლსკი - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; ნიკოლოზ სამხარაძე - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე; მარიამ ლაშხი - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე; შოთა ბერეკაშვილი - ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე; გელა სამხარაული - სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე) ვიზიტის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-09-01
ბიუროს ნომერი 69
📜 ტექსტი
ანგარიში
2-10514/25
30-07-2025
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბატონ შალვა პაპუაშვილს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის
პირველი მოადგილის გიორგი ვოლსკის
მოხსენებითი ბარათი:
მოგახსენებთ, რომ 2025 წლის 21-26 ივლისს, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული
ოცნების“ დელეგაციის თანხლებით, სამუშაო ვიზიტით ვიმყოფებოდი ჩინეთის
სახალხო რესპუბლიკაში. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ:
ნიკოლოზ სამხარაძე - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;
მარიამ ლაშხი - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის
თავმჯდომარე;
შოთა ბერეკაშვილი - ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე;
გელა სამხარაული - სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე.
შეხვედრები გაიმართა:
ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო
დეპარტამენტი (ICPC)
ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭო (CCPIT)
ცენტრალური კიბერსივრცის საქმეთა კომისია (CCAC)
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული სახალხო კონგრესი (NPC)
განათლების სამინისტროს ენობრივი განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრი
(CLEC)
შენჭენის მუნიციპალური სახალხო კონგრესი
(ვიზიტის პროგრამა თან ერთვის)
ვიზიტის მიზანი იყო სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, ორ ქვეყანას შორის
სხვადასხვა სფეროებში გამოცდილების და მიღწევების გაზიარება, ასევე სამომავლო
თანამშრომლობის პერსპექტივის განხილვა.
დელეგაციის ვიზიტი დაიწყო 21 ივლისს, როდესაც ნიკოლოზ სამხარაძე, რომელიც
სხვა დელეგაციის წევრებზე ერთი დღით ადრე ჩავიდა ჩინეთში კამბოჯის სამეფოში
ვიზიტის შემდეგ, შეხვდა ჩინეთის მმართველი პარტიის ცენტრალური კომიტეტის
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
საერთაშორისო დეპარტამენტის მეექვსე ბიუროს დირექტორის მოადგილეს, სიუ
ცინსიანს. შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების
პერსპექტივები, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკისა და საერთაშორისო
თანამშრომლობის კონტექსტში. სიუ ცინსიანმა ხაზი გაუსვა ჩინეთის ინტერესს,
გააძლიეროს თანამშრომლობა საქართველოსთან, „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის
მიმართულებით.
22 ივლისი - საქართველოს დელეგაცია შეხვდა ჩინეთის მმართველი პარტიის
ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის მინისტრს, ლიუ ჯიანჩაოს.
ქართულმა მხარემ ჩინელ კოლეგებს გააცნო საქართველოს მიღწევები ეკონომიკის,
განათლებისა და ტექნოლოგიების სფეროებში. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც
რეგიონული სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჰაბის, პოტენციალს, ასევე განათლებისა
და ინოვაციების სფეროში მიმდინარე რეფორმებს.
ჩინურმა მხარემ ისაუბრა ჩინეთის საერთაშორისო თანამშრომლობის პრიორიტეტებზე.
აღინიშნა 2023 წელს დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა.
მოხდა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივების განხილვა, ერთობლივი
პროექტების განხორციელება სხვადასხვა სფეროში.
ქართულმა მხარემ წარადგინა საქართველოს, როგორც საინვესტიციო და
ლოგისტიკური ჰაბის, შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2017
წელს ხელმოწერილი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების (ძალაში 2018 წლიდან)
შედეგებს, მათ შორის ქართული ღვინის, მინერალური წყლებისა და სოფლის
მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის გაზრდის პერსპექტივებს.
ჩინეთის
მმართველი
პარტიის
ცენტრალური
კომიტეტის
საერთაშორისო
დეპარტამენტში შეხვედრა გაგრძელდა ვახშმით, რომელსაც მასპინძლობდა ვიცემინისტრი ქალბატონი სუნ ჰაიანი.
23 ივლისი - შეხვედრა გაიმართა ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის
საბჭოში (CCPIT), სადაც ჩინურ მხარეს წარმოადგენდა „CCPIT“-ის თავმჯდომარის
მოადგილე ქალბატონი ლი ცინგშუანგი. შეხვედრა ორიენტირებული იყო
ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე.
ლი ცინგშუანგმა ისაუბრა „CCPIT“-ის როლზე გლობალური ვაჭრობის ხელშეწყობაში
და „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის მნიშვნელობაზე. მხარეები შეთანხმდით, რომ
საქართველო განიხილავს მონაწილეობას ჩინეთის საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვის
ექსპოზე (CISCE), რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას.
იმავე დღეს გაიმართა შეხვედრა ჩინეთის ცენტრალური კიბერსივრცის საქმეთა
კომისიაში (CCAC) მთავარ ინჟინერ, ქალბატონ სუნ ვეიმინთან. შეხვედრა
ორიენტირებული იყო ციფრული ტექნოლოგიებისა და კიბერ-უსაფრთხოების
სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
გავაცანით
საქართველოს
მიღწევები
ციფრული
ინფრასტრუქტურისა
და
კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც
რეგიონული ციფრული ჰაბის, პოტენციალს.
თავის მხრივ, სუნ ვეიმინმა ისაუბრა ჩინეთის გამოცდილებაზე კიბერსივრცის მართვის,
მონაცემთა დაცვისა და ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროებში, მათ
შორის 2017 წლის კიბერუსაფრთხოების კანონისა და 2021 წლის მონაცემთა დაცვის
კანონის (PIPL) განხორციელებაზე.
განვიხილეთ თანამშრომლობის პერსპექტივა კიბერსაფრთხეების წინააღმდეგ.
დღის მეორე ნახევარში ვეწვიეთ ჩინეთის ეროვნულ სახალხო კონგრესს, სადაც
შეხვედრა გაიმართა მუდმივი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბატონ ჭანგ
ცინგვეისთან. შეხვედრაზე განვიხილეთ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში
მიღწეული პროგრესი. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს პარლამენტის მზაობა,
გააძლიეროს თანამშრომლობა ჩინეთის ეროვნულ სახალხო კონგრესთან. მივაწოდეთ
ინფორმაცია ქვეყნის მიღწევების შესახებ, მათ შორის:
ეკონომიკური ზრდა,
განათლების სფეროში რეფორმები,
ტექნოლოგიური ინოვაციები.
ჩინურ მხარეს მივაწოდეთ ინფორმაცია შვეიცარიის კონფედერაციაში, ქალაქ ჟენევაში
დაგეგმილ საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) პარლამენტის
თავმჯდომარეების რიგით მეექვსე მსოფლიო კონფერენციაში, საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარის, ბატონ შალვა პაპუაშვილის მონაწილეობის შესახებ და
შესთავაზა ხსენებული ღონისძიების ფარგლებში, ჩინურ მხარესთან ორმხრივი
შეხვედრის ორგანიზება (აღნიშნული შეთავაზების შესახებ კომუნიკაცია საქართველოს
საელჩოსა და ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე, ჩინეთის ეროვნულ
სახალხო კონგრესის საგარეო საქათმეთა ბიუროს შორის შედგა ამ შეხვედრამდეც).
ჭანგ ცინგვეიმ, თავის მხრივ, ისაუბრა ჩინეთის საკანონმდებლო სისტემის მუშაობის
პრინციპებზე,
განვითარების
სტრატეგიულ
მიზნებსა
და
საერთაშორისო
თანამშრომლობის ხედვაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საპარლამენტო
გამოცდილების გაზიარებას, ურთიერთ ვიზიტების გააქტიურებას და ერთობლივი
სამუშაო ჯგუფების შექმნას.
24 ივლისი - დელეგაცია შეხვდა ჩინეთის განათლების სამინისტროს ენობრივი
განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრის (CLEC) გენერალურ დირექტორს, ბატონ
იუ იუნფენგს. შეხვედრის მთავარ განსახილველ საკითხებს წარმოადგენდა ენობრივი
განათლება, კულტურული გაცვლის და საგანმანათლებლო თანამშრომლობის
გაღრმავება.
აქცენტები გაკეთდა ქვეყნის, როგორც რეგიონული საგანმანათლებლო ცენტრის,
პოტენციალზე. აღინიშნა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა განათლების ხარისხის
ამაღლებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებაზე, რაც „აბრეშუმის
გზის“ ინიციატივის ფარგლებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ხაზი გაესვა ჩინური ენის სწავლების გაძლიერების აუცილებლობას საქართველოს
საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
განვიხილეთ საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა და მზადყოფნა
გამოვთქვით, ხელი შევუწყოთ ჩინეთში ქართული ენისა და კულტურის
პოპულარიზაციას, მათ შორის სტუდენტთა გაცვლითი პროგრამებისა და კულტურული
ღონისძიებების მეშვეობით.
ბატონმა იუ იუნფენგმა წარმოადგინა ცენტრის მისია, რომელიც მიზნად ისახავს
ჩინური ენისა და კულტურის გავრცელებას მსოფლიოში, განსაკუთრებით კონფუცის
ინსტიტუტების ქსელის მეშვეობით. მან ისაუბრა „CLEC“-ის ძალისხმევაზე, გაზარდოს
ჩინური ენის სწავლების ხელმისაწვდომობა, მათ შორის ონლაინ პლატფორმებისა და
გაცვლითი პროგრამების მეშვეობით.
25 ივლისი - დელეგაციის ვიზიტი გაგრძელდა ჩინეთის ქალაქ შენჭენში, „Hytera
Corporation“- ის დათვალიერებით, რომელიც არის მსოფლიოში ერთ - ერთი წამყვანი
საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მწარმოებელი. გავეცანით „Hytera“-ს მიერ
შემუშავებულ უახლეს ტექნოლოგიებს. „Hytera“-ს წარმომადგენლებმა გამოხატეს
საქართველოსთან თანამშრომლობის ინტერესი „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის
ციფრული კომპონენტის ფარგლებში.
ამავე დღეს ვესტუმრეთ კუანტუნის პროვინციის რეფორმებისა და გახსნის 40 წლის
იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენას სახელწოდებით „დიდი ტალღის ამოსვლა
მარგალიტის მდინარეში“. გავეცანით შენჭენის განვითარების ისტორიას – თუ როგორ
გარდაიქმნა მცირე სოფელი, რომელიც თევზის რეწვით იყო ცნობილი, გლობალურ
ტექნოლოგიურ ცენტრად. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შენჭენის ეკონომიკური,
სოციალური და ტექნოლოგიური მიღწევები, მათ შორის ისეთი ინოვაციები,
როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, 5G ქსელები და მწვანე ენერგია.
გაიმართა შეხვედრა შენჭენის მუნიციპალური სახალხო კონგრესის მუდმივი
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ბატონ კაო შენგიუენთან, სადაც
წარვადგინეთ საქართველოს ეკონომიკური, განათლებისა და ტექნოლოგიური
მიღწევები. ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას,
განსაკუთრებით „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში, სადაც საქართველო
სტრატეგიულ როლს ასრულებს.
ბატონმა კაო შენგიუენმა გაგვაცნო შენჭენის, როგორც ჩინეთის ეკონომიკური და
ტექნოლოგიური „ძრავის“, ბოლოდროინდელი მიღწევები. მან ხაზი გაუსვა ქალაქის
წარმატებებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, 5G
ტექნოლოგიები, ელექტრო-მობილები და ჭკვიანი ქალაქის ინფრასტრუქტურა.
განვიხილეთ ე.წ. „დამეგობრებული ქალაქების“ ფორმატის განვითარების
შესაძლებლობა, რაც ხელს შეუწყობს ქალაქებს შორის ეკონომიკური, კულტურული და
ტექნოლოგიური კავშირების გაღრმავებას. გამოვთქვით მოსაზრება, რომ საქართველოს
ეკონომიკური პოტენციალი, განსაკუთრებით თავისუფალი ეკონომიკური ზონები,
მიმზიდველია შენჭენის ინვესტორებისთვის.
დღის მეორე ნახევარში ვიზიტით ვიმყოფებოდით „BYD“-ის კომპანიაში, რომელიც
არის მსოფლიო ლიდერი ელექტრომობილების და განახლებადი ენერგიის
ტექნოლოგიების სფეროში.
იმავე დღეს ვესტუმრეთ „Huawei“-ს შტაბ-ბინას, სადაც გაიმართა შეხვედრა კომპანიის
ხელმძღვანელობასთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდა შპს „თბილისი ჰუავეი
ტექნოლოჯის კო.“ აღმასრულებელი დირექტორი პენგჰონგ ლუ. განვიხილეთ
„Huawei“-სთან თანამშრომლობის პერსპექტივები 5G ტექნოლოგიების, ხელოვნური
ინტელექტისა და ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. თავის
მხრივ, „Huawei“-ს წარმომადგენლებმა წარმოგვიდგინეს უახლესი ტექნოლოგიური
მიღწევები.
„Huawei“-მ გამოხატა მზადყოფნა, განიხილოს საქართველოში ინვესტიციები და
ტექნოლოგიურ სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები. ისაუბრეს ანაკლიის
პორტის ოპერირებაში კომპანიის მონაწილეობის სურვილის შესახებ.
პატივისცემით,
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი
მოადგილე
გიორგი ვოლსკი
დანართი
Official use only!
Program for the Visit of the Georgian Delegation to China
Delegation Members:
• Giorge Volski – First Deputy Chairman of the Parliament, Head of the Friendship Group with the Parliament of
the People's Republic of China, Member of the Political Council of the Georgian Dream Party;
• Nikoloz Samkharadze – Chairman of the Foreign Relations Committee, Member of the Political Council of the
Georgian Dream Party;
• Mariam Lashkhi – Chairman of the Education, Science and Youth Affairs Committee;
• Shota Berekashvili – Chairman of the Economic Policy Committee;
• Gela Samkharauli – Chairman of the Rural Development Committee.
Beijing Programme
Hotel: Diaoyutai State Guesthouse
July 21 (Monday)
• 06:10 - Arrival of Nikoloz Samkharadze at Beijing Capital International Airport, Terminal 3
• Check-in at Diaoyutai State Guesthouse
• Free time
July 22 (Tuesday)
• 14:25 - Arrival of the delegation (Giorge Volski, Mariam Lashkhi, Shota Berekashvili, Gela Samkharauli) at
Beijing Daxing International Airport
• Transfer to Diaoyutai State Guesthouse, check-in
• 17:00 - Meeting with Minister H.E. Mr. Liu Jianchao, the International Department of CPC Central Committee
(IDCPC)
მინისტრი, მისი აღმატებულება ბ-ნი ლიუ ძინჩაო, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური
კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტი (ICPC);
• 18:00 - Welcome dinner hosted by Vice Minister Sun Haiyan (სუნ ჰაიიენ), the International Department of
CPC Central Committee (IDCPC)
July 23 (Wednesday)
• 09:00 Meeting with Ms. Li Qingshuang, Vice Chairman of China Council for the Promotion of International
Trade (CCPIT)
ქ-ნი ლი ცინგშუანგი, ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს (CCPIT)
თავმჯდომარის მოადგილე
• 10:15 Depart from CCPIT
• 10:30 Meeting with Sun Weimin, Chief Engineer, the Central Cyberspace Affairs Commission (CCAC)
სუნ ვეიმინი, ცენტრალური კიბერსივრცის საქმეთა კომისიის (CCAC) მთავარი ინჟინერი
• 15:00 - Meeting with H.E. Mr. Zhang Qingwei, Vice-Chairman of the standing Committee of the National People’s
Congress (NPC) of the People’s Republic of China
მისი აღმატებულება ბ-ნი ჭანგ ცინგვეი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული სახალხო კონგრესის
(NPC) მუდმივი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
• 18:30 - dinner hosted by H.E. Mr. Paata Kalandadze, Ambassador of Georgia
July 24 (Thursday)
• 09:30 Meeting with Yu Yunfeng Director-General of the Center for Language Education and Cooperation
(CLEC), Ministry of Education
იუ იუნფენგი, განათლების სამინისტროს ენობრივი განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრის
(CLEC) გენერალური დირექტორი
• Transfer to Beijing airport for flight to Shenzhen
Embassy of Georgia
•
•
•
Official use only!
16:25 - Arrive at Shenzhen Bao'an International Airport via flight CA1303
17:10 - Depart to The Langham Hotel, Shenzhen
17:40 - Arrive at The Langham Hotel, check-in, and dinner
Shenzhen Programme
Hotel: The Langham Hotel, Shenzhen
July 25 (Friday)
• 08:00 - Breakfast at the hotel
• 09:00 - Depart to Hytera Corporation
• 09:20 - Visit Hytera Corporation
• 10:20 - Depart to Shenzhen Reform and Opening-up Exhibition Hall
• 10:45 - View the "Great Tide Rising in the Pearl River - Exhibition on the 40th Anniversary of Guangdong's
Reform and Opening-up"
• 11:30 - Depart to The Langham Hotel
• 11:45 - Arrive at the hotel, prepare for meeting
• 12:00 - Meeting with Gao Sehngyuan, Vice Chairman, Standing Committee of Shenzhen Municipal People’s
Congress
კაო შენგიუენი, შენჭენის მუნიციპალური სახალხო კონგრესის მუდმივი კომიტეტის თავმჯდომარის
მოადგილე.
• 12:45 - Banquet hosted by Shenzhen leaders
• 14:00 - Banquet concludes, depart to BYD Company
• 15:00 - Visit BYD Company
• 16:00 - Depart to Huawei Company
• 16:50 - Visit, discussions, and dinner at Huawei Company.
• 20:00 - Depart to The Langham Hotel
• 20:30 - Arrive at the hotel
July 26 (Saturday)
• 08:30 - Check out, unpack, and have breakfast
• 09:45 - Depart to Shenzhen Bao'an International Airport
• 10:15 - Arrive at the airport
• 11:35 - Depart to Urumqi via flight CZ8609
Embassy of Georgia
Official use only!
Embassy of Georgia