დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის შესახებ ინფორმაციის მოსმენა
📋 განხილვის ეტაპები
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-04-25
კომიტეტის სხდომის ნომერი 11
შენიშვნა 2025 წლის 25 აპრილი, 11:00 საათი
ქ. ბათუმი, აჭარის უმაღლესი საბჭო
სხდომათა დარბაზი
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/3257?local=true
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა
თარიღი
25 აპრილი 2025 11:00
2025 წლის 25 აპრილი, 11:00 საათი
ქ. ბათუმი, აჭარის უმაღლესი საბჭო
სხდომათა დარბაზი
დღის წესრიგი
1.
დემოგრაფიული
მდგომარეობის
გაუმჯობესების
ხელშეწყობის
მიზნობრივი
სახელმწიფო პროგრამის შესახებ ინფორმაციის მოსმენა;
მომხსენებელი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე;
2. ტყვიით მოწამვლის პრევენციის და ტყვიაზე მდგრადი ზედამხედველობის სისტემის
შექმნის საკითხების განხილვა;
მომხსენებელი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე;
3. „უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა“ პროგრამის შესახებ ინფორმაციის მოსმენა
(პროგრამის მიმდინარეობა, შედეგები, გამოწვევები);
მომხსენებელი: აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო
ნიჟარაძე;
4.
აჭარის
ა/რ
საზოგადოებრივი
ჯანდაცვის
ცენტრის
2025
წლის
პროგრამების
მიმდინარეობა და გამოწვევები;
მომხსენებელი: აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო
ნიჟარაძე;
4/24/2025, 10:11 AM
საქართველოს პარლამენტი
2 of 2
https://parliament.ge/print/announcement/3257?local=true
5. ა(ა)იპ სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის საქმიანობის ანგარიშის მოსმენა;
მომხსენებელი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე.
4/24/2025, 10:11 AM
ოქმი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა
სხდომა - N11
თარიღი - 2025 წლის 25 აპრილი
ადგილი/დარბაზი - ქ. ბათუმი, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზი
სხდომის თავმჯდომარე: ზაზა ლომინაძე
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ზაზა ლომინაძე, ვლადიმერ კახაძე, რამინა ბერაძე, სალომე
ჯინჯოლავა, ზაალ მიქელაძე.
სხდომას არ ესწრებოდა: ირმა ზავრადაშვილი, ანტონ ობოლაშვილი
კომიტეტის სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა კომიტეტის 5 წევრის დასწრებით.
სხდომის მდივანი: ლელა ასათიანი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომის
დღის წესრიგი
1.
დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო
პროგრამის შესახებ ინფორმაციის მოსმენა
2. ტყვიით მოწამვლის პრევენციის და ტყვიაზე მდგრადი ზედამხედველობის სისტემის შექმნის
საკითხების განხილვა
3. „უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა“ პროგრამის შესახებ ინფორმაციის მოსმენა (პროგრამის
მიმდინარეობა, შედეგები, გამოწვევები)
4. აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის 2025 წლის პროგრამების მიმდინარეობა და
გამოწვევები
5. ა(ა)იპ სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის საქმიანობის ანგარიშის მოსმენა
სხდომის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ კომიტეტის წევრებთან ერთად დაადასტურა ქვორუმის
არსებობა და სხდომა გახსნილად გამოაცხადა.
შემდეგ,
სხდომის წამყვანმა სიტყვა გადასცა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს მიხეილ სარჯველაძეს, რომელმაც
დამსწრე საზოგადოებას დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის
1
მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობა
ჰოლდინგის საქმიანობის ანგარიში გააცნო.
და
სახელმწიფო
სამედიცინო
შემდეგ,
სხდომის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ სიტყვა გადასცა აჭარის ა/რესპუბლიკის
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ნინო ნიჟარაძეს, რომელმაც კომიტეტის
სხდომის წევრებს და დამსწრე საზოგადოებას გააცნო სამინისტროს პროგრამის - “უშვილობის
დიაგნოსტიკა და მკურნალობა” მიმდინარეობაზე, შედეგებსა და გამოწვევებზე. მანვე
ყურადღება გაამახვილა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის
ცენტრის 2025 წლის პროგრამების მიმდინარეობაზე, ასევე ვრცლად ისაუბრა დემოგრაფიული
მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის და
ტყვიით მოწამვლის პრევენციის და ტყვიაზე მდგრადი ზედამხედველობის სისტემის შექმნის
თაობაზე, კერძოდ, მინისტრმა აღნიშნა რომ დაგეგმილის შესაბამისად მიმდინარეობს ტყვიის
ზედამხედველობის პირველად პრევენციაზე ორიენტირებული მოდელის დანერგვა, რაც
ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით, რეგიონების მიხედვით განსაზღვრული შენარჩევის ზომის
მიხედვით, ბავშვების შემთხვევითი შერჩევის პრინციპით იდენტიფიცირებას და მათ სისხლში ტყვიის
დონის განსაზღვრას. მაღალი მაჩვენებლის დაფიქსირებისას წყაროების გამოკვლევას და შესაბამის
რეაგირებას.
ტყვიის ზედამხედველობის სისტემის დანერგვას ახორციელებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული
ცენტრი ტყვიის ბიომონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გაეროს ბავშვთა ფონდის
ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით.
ნორვეგიის
არქტიკული
უნივერსიტეტის
ფინანსური
მხარდაჭერით
მომზადდა
ტყვიის
ზედამხედველობის ერთიანი ელექტრონული რეგისტრის ტექნიკური დავალება, რომლის შედგენაში
აქტიურად მონაწილეობდა ცენტრი. დაგეგმილია აღნიშნული ელექტრონული სისტემის შექმნა და
პილოტირება, რის განხორციელებაშიც მოქმედი რეგულაციების გათვალისწინებით აუცილებელია სსიპ
ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს სპეციალისტების ჩართულობა.
გადაწყვეტილება:
კომიტეტმა ზემოთხსენებული ანგარიშები დადებითად შეაფასა და ცნობად მიიღო.
ზაზა ლომინაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
ლელა ასათიანი
სხდომის მდივანი
2