ლობისტ ზაალ სარაჯიშვილის მომართვა „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის შეწყვეტის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
🏛️ კომიტეტები
- საპროცედურო საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-09-01
ბიუროს ნომერი 69
📜 ტექსტი
წერილი
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA00412511153528
05.08.2025
საქართველოს პარლამენტი
სათაური: ლობისტური საქმიანობის შეწყვეტის შესახებ
შინაარსი: გაცნობებთ, რომ ლობისტად რეგისტრირებული გახლავართ „სოციალური
დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებასა და განხილვაში
მონაწილეობის მიზნით. აღნიშნულ კანონში შესაბამისი ცვლილების მოთხოვნა
ინიცირებული იყო საზოგადოებრივი მოძრაობა „ფუხარას ხმა“-ს მიერ 2023 წლის საპეტიციო
განცხახების სახით, რომელიც წამყვან კომიტეტმა განსახილველად გადაუგზავნა შესაბამის
სამინისტროს, საიდანაც 2024 წლის იანვარს მიღებული იქნა პასუხი, სადაც სამინისტრომ
უსახლკარო პირთა რეგისტრაციის ერთიანი წესის შემოღებაზე თავისი მოსაზრება არ
წარმოადგენა და მხარი დაუჭირა კანონის მოქმედ რედაქციას (უსახლკარო პირთა
რეგისტრაციას ახორციელებენ მუნიცეპალიტეტები). შესაბამისად, წამყვანმა კომიტეტმა აღარ
გაარძელა საკითხის განხილვა და საკითხი აღარ შეიტანა სხვა სხდომების დღის წესრიგში.
ყოველი შემთხვევისთვის, კომიტეტის სხდომაზე დასწრების მოწვევა არ მიმიღია, როგორც
ამას ითვალისწინებს "ლობისტური საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე10
მუხლის მე-3 პუნქტი. ამიტომაც, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე და
თანახმად "ლობისტური საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2
პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა, გთხოვთ შემიწყვიტოთ ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობა
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონთან დაკავშირებით.
დოკუმენტები:
1 ) სამინისტროს პასუხი.pdf;
პატივისცემით,
ზაალ სარაჯიშვილი
პ. #:
მობილური: +
ელფოსტა:
დანართი
10 იანვარი 2024
MOH 1 24 00021363
საქართველოს პარლამენტის
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ზაზა ლომინაძეს
ასლი: საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ფუხარას ხმის“
იურისტს ბატონ ირაკლი ბურჭულაძეს
მის.
ბატონო ზაზა,
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრომ განიხილა თქვენი 2023 წლის 28 ნოემბრის
№9084/4-13/23 წერილით გადმოგზავნილი საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ფუხარას ხმის“
(ირაკლი ბურჭულაძე) მიერ წარმოდგენილი ,,უსახლკაროთა პეტიციის განაცხადი“.
აღნიშნულთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ,,სოციალური დახმარების შესახებ”
საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოების კომპეტენციებსა და უფლება-მოვალეობებს, სხვა საკითხებთან ერთად,
მიეკუთვნება უსახლკარო პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფა და შესაბამისი რეესტრის
წარმოება. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები
ყველაზე კარგად იცნობენ მათ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებს.
აქვე გაცნობებთ, რომ 2024 წლის 8 იანვარს საქართველოს მთავრობის №1 დადგენილებით
დამტკიცდა ,,უსახლკარო/მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი
ოჯახ(ებ)ის განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა“, რომელის მიზანია
,,საქართველოს
მოქალაქე
უსახლკარო/მძიმე
საცხოვრებელ
პირობებში
მყოფი
მრავალშვილიანი (3 და მეტი არასრულწლოვანი) ოჯახებისათვის დამატებითი
სოციალური
მხარდაჭერის
მიზნით
გრძელვადიანი
საცხოვრებლით
უზრუნველყოფისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება“.
პატივისცემით,
მინისტრის მოადგილე
თამილა ბარკალაია