საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის (№07-2/55; 04.06.2025) განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
27.08.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-11364/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-09-01
ბიუროს ნომერი 69

📜 ტექსტი

წერილი
2-11364/25 27-08-2025 საქართველოს პარლამენტი ბიუროს საქართველოს პარლამენტის ბიუროს N54/6, 09.06.2025 გადაწყვეტილებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს განსახილველად გადმოეცა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/55; 04.06.2025). აღნიშნული ინიციატივა სავალდებულო დასკვნისთვის გადაეცა, აგრეთვე, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს. ამ ინიციატივის სავალდებულო წესით განხილვის ვადა განსაზღვრულია 2025 წლის 2 სექტემბრამდე. მიმდინარე წლის 25 აგვისტოს მოგვმართა ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა, რომელმაც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ კანონპროექტის სრულყოფილად მომზადების მიზნით ითხოვა ამ ვადის გაგრძელება 30 დღით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოგმართავთ შუამდგომლობით მითითებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების თაობაზე. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
დანართი
2-11262/25 25-08-2025 საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ არჩილ გორდულაძეს ბატონო არჩილ, საქართველოს პარლამენტის ბიუროს N54/6, 09.06.2025 გადაწყვეტილებით, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს სავალდებულოდ განსახილველად გადმოეცა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/55; 04.06.2025). ვინაიდან საკითხი საჭიროებს დამატებით კონსულტაციებს, გთხოვთ, უზრუნველყოთ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის გაგრძელება 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge