საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მომართვა კანონპროექტების განხილვის ვადების 30 დღით გაგრძელების შესახებ: ა) საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი (№07-2/53; 04.06.2025); ბ) საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტები (№07-2/54; 04.06.2025).

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
02.09.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტი
ნომერი
#2-11527/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-09-03
ბიუროს ნომერი 72 (11:50)

📜 ტექსტი

წერილი
2-11527/25 02-09-2025 საქართველოს პარლამენტის ბიუროს როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტის ბიუროს (N 54/4; N 54/5; 09.06.2025) გადაწყვეტილებებით, კულტურის კომიტეტს (წამყვანი კომიტეტი) განსახილველად გადმოეცა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი შემდეგი კანონპროექტები:  საქართველოს კანონის პროექტი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/53; 04.06.2025);  საქართველოს კანონის პროექტი „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში შემავალი თანმდევი პროექტები (07-2/54; 04.06.2025). ზემოხსენებული კანონპროექტების განხილვის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2025 წლის 16 სექტემბერი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ საკითხების სრულყოფილად მომზადების მიზნით, გთხოვთ, მათი საკომიტეტო განხილვის ვადები გაგრძელდეს 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge