საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ მამუკა მდინარაძის კანდიდატურასთან (№1-8072/25; 02.09.2025) დაკავშირებით და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ მამუკა მდინარაძის კანდიდატურასთან (#1-8072/25; 02.09.2025) დაკავშირებით და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
- საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ მამუკა მდინარაძის კანდიდატურასთან (№1-8072/25; 02.09.2025) დაკავშირებით და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი (ეს პროექტი) დასკვნა
- მამუკა მდინარაძის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად არჩევის შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-09-03
ბიუროს ნომერი 72 (11:50)
📜 ტექსტი
წერილი
2-11571/25
03-09-2025
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა 3 სექტემბრის სხდომაზე საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 193-ე მუხლით დადგენილი წესით განიხილა საქართველოს
მთავრობის მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის
თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი მამუკა მდინარაძის კანდიდატურა. იმავე
მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად წარმოგიდგენთ კომიტეტის დასკვნას პარლამენტის
პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ
კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია საკითხის, განხილვის გარეშე, საქართველოს
პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგის კენჭსაყრელ საკითხებში შეტანა.
დანართი №1 თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის დასკვნა - 1 ფურცელი.
დანართი №2 საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი - 1 ფურცელი
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ალექსანდრე ტაბატაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
2-11570/25
03-09-2025
დასკვნა
საქართველოს მთავრობის წარდგინებაზე საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად მამუკა
მდინარაძის კანდიდატურის წარდგენის შესახებ
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა 3 სექტემბრის სხდომაზე
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 193-ე მუხლით დადგენილი წესით
განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი
მამუკა მდინარაძის კანდიდატურა. კომიტეტმა მოისმინა წარმოდგენილი
კანდიდატის მოსაზრება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
საქმიანობის, პრიორიტეტებისა და გეგმების შესახებ, რომლის შემდგომაც
კანდიდატმა უპასუხა პარლამენტის წევრების შეკითხვებს. კომიტეტი
სრულყოფილად გაეცნო წარმოდგენილი კანდიდატურის ბიოგრაფიულ ცნობებს,
მის შრომით გამოცდილებას და პროფესიული ცოდნის შესახებ ინფორმაციას და
მიაჩნია, რომ მამუკა მდინარაძის კანდიდატურა სრულ შესაბამისობაშია კანონის
მოთხოვნებთან. თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 193-ე მუხლის შესაბამისად, მხარს უჭერს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე
ასარჩევად წარმოდგენილ მამუკა მდინარაძის კანდიდატურას.
ამასთანავე, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ კანდიდატის
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე
არჩევის საკითხი კომიტეტის სხდომაზე ამომწურავად იქნა განხილული, კომიტეტს
მიზანშეწონილად მიაჩნია მისი, განხილვის გარეშე, საქართველოს პარლამენტის
პლენარული სხდომის დღის წესრიგში კენჭსაყრელ საკითხებში შეტანა.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ალექსანდრე ტაბატაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
მამუკა მდინარაძის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის უფროსად არჩევის შესახებ
საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის,
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტისა და
189-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. არჩეულ იქნეს მამუკა მდინარაძე საქართველოს
სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის უფროსად 6 წლის ვადით.
2. მამუკა მდინარაძეს ვადამდე შეუწყდეს საქართველოს პარლამენტის
წევრის უფლებამოსილება.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
თბილისი,
2025 წლის _ სექტემბერი.
№
შალვა პაპუაშვილი