საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის მამუკა მდინარაძის ადგილმონაცვლის თორნიკე ფაღავას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
03.09.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცდურო საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-15593/25/11
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის მამუკა მდინარაძის ადგილმონაცვლის თორნიკე ფაღავას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-09-03
კომიტეტის სხდომის ნომერი 39

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი 9/3/25, 5:13 PM საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა თარიღი 03 სექტემბერი 2025 13:30 2025 წლის 3 სექტემბერი პლენარული სხდომის შესვენების დრო ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირიN8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) დღის წესრიგი (პროექტი) საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის მამუკა მდინარაძის ადგილმონაცვლის თორნიკე ფაღავას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი. https://www.parliament.ge/print/announcement/3458?local=true 1/2
ოქმი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის 2025 წლის 3 სექტემბერი პლენარული სხდომის შესვენების დრო ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) სხდომის ოქმი N39 დავით მათიკაშვილი - საპროცედურო საკითხთა სხდომის თავმჯდომარე: კომიტეტის თავმჯდომარე. სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ირაკლი შატაკიშვილი, აკაკი ალადაშვილი, გიორგი კახიანი, დათო კოდუა, გურამ მაჭარაშვილი, გენრიეტა წიწავა, იოსებ ჯორბენაძე. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები. სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი. დღის წესრიგი (პროექტი): საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის მამუკა მდინარაძის ადგილმონაცვლის თორნიკე ფაღავას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვა. მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი. სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგის პროექტი. სხდომის დღის წესრიგის პროექტის გაცნობის შემდეგ, დავით მათიკაშვილმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 34-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, კომიტეტის წევრებს გააცნო კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნა სხდომის დღის წესრიგისათვის შემდეგი საკითხის დამატების თაობაზე: არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის (გიორგი ქარდავა, ზურაბ მახარაძე, შოთა მარტინენკო, ირაკლი მარტინენკო და სერგო ხურციძე) რეგისტრაციის საკითხის განხილვა. სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მიერ სხვა შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს კორექტირებული დღის წესრიგი. დღის წესრიგი: 1. საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის მამუკა მდინარაძის ადგილმონაცვლის თორნიკე ფაღავას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი; 2. არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის (გიორგი ქარდავას, ზურაბ მახარაძის, შოთა მარტინენკოს, ირაკლი მარტინენკოს და სერგო ხურციძის შემადგენლობით) (№1-7295/25; 01.08.2025) რეგისტრაციის საკითხის განხილვა. მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის მამუკა მდინარაძის ადგილმონაცვლის თორნიკე ფაღავას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვა მოისმინეს: დავით მათიკაშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილ მასალებს - საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის მამუკა მდინარაძის ადგილმონაცვლის თორნიკე ფაღავას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე, ვინაიდან საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა მამუკა ნადირაძის არჩევას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე და ვადამდე შეუწყვიტა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. დავით მათიკაშვილმა წარმატებები უსურვა მამუკა ნადირაძეს და გამოთქვა რწმენა, რომ ის იქნება „მართლაც გამორჩეული ხელმძღვანელი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და წარმატებით წარმართავს ამ მნიშვნელოვანი უწყების საქმიანობას“. საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა შეისწავლა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი მასალები, რომელთა თანახმად, პოლიტიკური გაერთიანების „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ პარტიული სიით არჩეული საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის მამუკა ნადირაძის (პარტიულ სიაში N5) ადგილმონაცვლედ ცნობილ უნდა იქნეს ამავე პოლიტიკური გაერთიანების პარტიული სიით პარლამენტის წევრობის კანდიდატი - თორნიკე ფაღავა (პარტიულ სიაში N103). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის მიერ ცნობილ იქნეს თორნიკე ფაღავას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭიროს საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის მამუკა მდინარაძის ადგილმონაცვლის თორნიკე ფაღავას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 5 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): კომიტეტის დასკვნა და პარლამენტის დადგენილების პროექტი: საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის მამუკა მდინარაძის ადგილმონაცვლის თორნიკე ფაღავას უფლებამოსილების ცნობის თაობაზე წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს უახლოეს პლენარულ სხდომაზე განსახილველად. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის (გიორგი ქარდავას, ზურაბ მახარაძის, შოთა მარტინენკოს, ირაკლი მარტინენკოს და სერგო ხურციძის შემადგენლობით) (№1-7295/25; 01.08.2025) რეგისტრაციის საკითხის განხილვა. მოისმინეს: დავით მათიკაშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ წარმოდგენილი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (გიორგი ქარდავას, ზურაბ მახარაძის, შოთა მარტინენკოს, ირაკლი მარტინენკოს და სერგო ხურციძის შემადგენლობით) განცხადებას. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საპროცედურო საკითხთა კომიტეტისათვის საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ მოწოდებული საინიციატივო ჯგუფის განცხადება და თანდართული მასალები წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 123-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარება და სარეგისტრაციო მოწმობის, აგრეთვე საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ აღნიშნული კანონპროექტის მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად დადგენილი ფორმის (ფურცლის) ნიმუშის გადაცემა. 2 - კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. კენჭისყრა: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭიროს მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (გიორგი ქარდავას, ზურაბ მახარაძის, შოთა მარტინენკოს, ირაკლი მარტინენკოს და სერგო ხურციძის შემადგენლობით) (№1-7295/25; 01.08.2025) რეგისტრაციას არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 8 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის თაობაზე გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს; საინიციატივო ჯგუფს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული წესის შესაბამისად, ხელმოწერების შესაგროვებლად გადაეცეს სარეგისტრაციო მოწმობა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ დადგენილი ფორმის (ფურცლის) ნიმუში. დავით მათიკაშვილი კომიტეტის თავმჯდომარე სესილი ძებნიაური სხდომის მდივანი 3
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნა
2-11593/25 03-09-2025 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის მამუკა მდინარაძის ადგილმონაცვლის თორნიკე ფაღავას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა 2025 წლის 3 სექტემბერს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მოწოდებული მასალები საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის მამუკა მდინარაძის ადგილმონაცვლის თორნიკე ფაღავას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე. კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ პარლამენტის მიერ ცნობილ იქნეს თორნიკე ფაღავას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე დავითი მათიკაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge