საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ინფორმაცია 2025 წლის 3 სექტემბრის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი შატაკიშვილის არჩევის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
03.09.2025
ავტორი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
ნომერი
#2-11612/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-09-03
კომიტეტის სხდომის ნომერი 17

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
9/3/25, 5:13 PM საქართველოს პარლამენტი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა თარიღი 03 სექტემბერი 2025 15:00 2025 წლის 3 სექტემბერი, 15:00 საათი (პლენარული სხდომის დამთავრებისთანავე) საქართველოს პარლამენტი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N418 (C კორპუსი, IV სართული) დღის წესრიგი 1. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევის საკითხი. https://www.parliament.ge/print/announcement/3460?local=true 1/2
ოქმი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომის ოქმი N17 2025 წლის 3 სექტემბერი, 15:00 საათი (პლენარული სხდომის დამთავრებისთანავე) საქართველოს პარლამენტი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N8 ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სათათბირო ოთახი N418 სხდომას თავმჯდომარეობდა თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ირაკლი შატაკიშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, დავით დოლიძე, ლევან მახარაშვილი, მაია ბითაძე, ირაკლი ქადაგიშვილი; კომიტეტის აპარატი: წარმომადგენლები. კომიტეტის აპარატის თანამშრომლები. მედიის დღის წესრიგი 1. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევის საკითხი. მომხსენებელი: კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე. სხდომის მსვლელობა კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით (საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევა): საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 31-ე მუხლის შესაბამისად, კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ, პირველი მოადგილის თანამდებობაზე ასარჩევად წარადგინა, ირაკლი შატაკიშვილის კანდიდატურა. თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ირაკლი შატაკიშვილს საკომიტეტო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. - მუშაობის პროცესში ყველა იმ პრინციპს დავიცავ, რომელიც ჩვენი ქვეყნის, განსაკუთრებით კი საგარეო პოლიტიკის გაძლიერებასთან არის დაკავშირებული. მან კოლეგებს ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა. გადაწყვიტეს (ერთხმად): ირაკლი შატაკიშვილი ერთხმად იქნა არჩეული საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ არჩეული საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე ირაკლი შატაკიშვილის კანდიდატურა წარედგინოს პარლამენტის ბიუროს. სხდომის თავმჯდომარე სხდომის მდივანი ირაკლი სამხარაძე ნანა კვირცხალია