საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ინფორმაცია 2025 წლის 3 სექტემბრის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტის წევრის აკაკი ალადაშვილის არჩევის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-09-03
კომიტეტის სხდომის ნომერი 40
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი
9/22/25, 1:19 PM
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა
თარიღი
03 სექტემბერი 2025 16:00
2025 წლის 3 სექტემბერი
პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირიN8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
დღის წესრიგი (პროექტი)
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევა;
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი.
https://www.parliament.ge/print/announcement/3461?local=true
1/2
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის
2025 წლის 3 სექტემბერი
პლენარული სხდომის შესვენების დრო
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
სხდომის ოქმი
N40
დავით მათიკაშვილი - საპროცედურო საკითხთა
სხდომის თავმჯდომარე:
კომიტეტის
თავმჯდომარე.
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები: ირაკლი შატაკიშვილი, აკაკი ალადაშვილი, გიორგი კახიანი, დათო კოდუა,
გურამ მაჭარაშვილი, გენრიეტა წიწავა, იოსებ ჯორბენაძე.
სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა კომიტეტის აპარატის თანამშრომლები
და მასმედიის წარმომადგენლები.
სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი.
დღის წესრიგი (პროექტი):
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევა
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი.
სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგის პროექტი.
სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და
მოსაზრებები არ გამოთქმულა.
კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს
დღის წესრიგი.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევა
მოისმინეს: დავით მათიკაშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად, საპროცედურო საკითხთა
კომიტეტი დატოვა პირველმა მოადგილემ ირაკლი შატაკიშვილმა და გადაინაცვლა საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტში ანალოგიურ პოზიციაზე, რის გამოც დღის წესრიგში დადგა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევის საკითხი.
დავით მათიკაშვილმა კომიტეტის წევრებს კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის
თანამდებობაზე წარუდგინა აკაკი ალადაშვილის კანდიდატურა, რომელიც ამჟამად იკავებს
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას.
როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, აკაკი ალადაშვილი არის ქართული ოცნების გუნდის
გამორჩეული
წევრი,
ჩვენი
ქვეყნის
პატრიოტი,
პროფესიონალი,
სპეციალობით
სამართალმცოდნე. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის
იურიდიული ფაკულტეტი დაასრულა 2001-2005 წლებში, ხოლო 2005-2007 წლებში ფრაიბურგის
ალბერტ ლუდვიგის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი გერმანიაში. ასევე
გავლილი აქვს სტაჟირება 2006-2008 წლებში ფრაიბურგის საოლქო სასამართლოში,
პროკურატურაში და მერიის იურიდიულ განყოფილებაში, ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. დავით
მათიკაშვილმა გამოთქვა რწმენა, რომ აკაკი ალადაშვილის ცოდნა და გამოცდილება ძალიან
წაადგება საპროცედურო საკითხთა კომიტეტს შემდგომ საქმიანობაში.
კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა.
კენჭისყრა:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე რომ აკაკი ალადაშვილი არჩეულ იქნეს კომიტეტის თავმჯდომარის პირველ
მოადგილედ?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 7 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
აკაკი ალადაშვილი არჩეულ იქნეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
თავმჯდომარის პირველ მოადგილედ.
დავით მათიკაშვილი
კომიტეტის თავმჯდომარე
სესილი ძებნიაური
სხდომის მდივანი
2