საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა სსიპ - „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და სსიპ - „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ 2024 წლის ანგარიშებთან (№1-3748/25; 30.04.2025) დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-09-22
ბიუროს ნომერი 75
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომის ოქმიდან ამონაწერი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
სხდომის ოქმიდან ამონაწერი
2-12345/25
22-09-2025
საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2025 წლის 22 სექტემბრის №75 სხდომა
ბიუროს სხდომის თავმჯდომარე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
ბიუროს სხდომის დღის წესრიგის საკითხი – ,,II. საორგანიზაციო საკითხები“, №11
ბიუროს მიერ განხილული საკითხი (ბიუროს სხდომის ოქმი №75-XⅠმპ):
„საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი
კომიტეტის დასკვნა სსიპ – „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და სსიპ –
„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ 2024 წლის
ანგარიშებთან
(#1-3748/25;
30.04.2025)
დაკავშირებით
(#2-11878/25;
09.09.2025)“.
ბიუროს გადაწყვეტილება:
„ბიურომ ცნობად მიიღო საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის
დასკვნა სსიპ – „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და სსიპ – „საზოგადოებრივი
მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ 2024 წლის ანგარიშებთან
დაკავშირებით.“.
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
სხდომის ოქმიდან ამონაწერს ვადასტურებ:
იურიდიული
დეპარტამენტის უფროსი
ალექსანდრე ტაბატაძე
წერილი
2-11878/25
09-09-2025
საქართველოს პარლამენტის
იურიდიული დეპარტამენტის უფროსს
ბატონ ალექსანდრე ტაბატაძეს
ბატონო ალექსანდრე,
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტმა, 2025 წლის 8 სექტემბერს კომიტეტის
სხდომაზე განიხილა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და სსიპ „საზოგადოებრივი
მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ 2024 წლის ანგარიშები (№1-3748/25;
30.04.2025).
დანართი: 5 ფურცელი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
გიორგი გაბუნია
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
2-11838/25
08-09-2025
საქართველოს პარლამენტის
იურიდიულ დეპარტამენტს
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის
დასკვნა
სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის
ტელევიზიისა და რადიოს“ 2024 წლის ანგარიშზე (№1-3748/25; 30.04.2025)
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტმა 2025 წლის 8 სექტემბერს კომიტეტის
სხდომაზე განიხილა სსიპ-საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ წარმოდგენილი
საზოგადოებრივი მაუწყებლის 2024 წლის ანგარიში (№1-3748/25; 30.04.2025)
ანგარიში მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:
საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის
ტელევიზიისა და რადიოს სამაუწყებლო პოლიტიკის მიმოხილვა;
საზოგადოებრივი მაუწყებლისა და აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მიმდინარე
და სამომავლო პროგრამული პრიორიტეტები;
მიმდინარე და სამომავლო პროგრამათა განრიგი;
დამოუკიდებელი პროგრამებისა და მათი მწარმოებლების შესახებ ინფორმაცია;
საზოგადოებრივი აზრისა და სამაუწყებლო ბაზრის კვლევის შედეგები;
განხილული საჩივრების რაოდენობა და შინაარსი;
საჯარო განხილვების შინაარსი და მოქალაქეთა მიერ შემოსული წინადადებები;
საზოგადოებრივ მაუწყებელთან და აჭარის მაუწყებელთან
ურთიერთდამოკიდებულების მქონე საწარმოები;
მომავალი
წლის
ბიუჯეტის
პროექტი
–
როგორც
საზოგადოებრივი
მაუწყებლისთვის, ასევე აჭარის მაუწყებლისთვის;
ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიში;
შიდა აუდიტისა და გარე აუდიტის დასკვნები.
მიმდინარე და სამომავლო პროგრამული პრიორიტეტები
საზოგადოებრივი მაუწყებლის დამტკიცებული შინაარსობრივი პრიორიტეტებია:
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
პროგრამების
სარედაქციო
დამოუკიდებლობა,
სამართლიანობა
და
მიუკერძოებლობა; სახელისუფლებო, პოლიტიკური, რელიგიური და კომერციული
გავლენისაგან თავისუფლება;
საზოგადოებრივი ინტერესის შესაბამისად, თანასწორად გაშუქდეს ახალი ამბები,
საზოგადოებრივ-პოლიტიკური, საგანმანათლებლო-შემეცნებითი, კულტურული
და სპორტული პროგრამები;
აუდიტორია დროულად და ყოვლისმომცველად ინფორმირდეს ქვეყანაში,
რეგიონებში და მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების
შესახებ;
ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები გავიდეს ეთერში
საუკეთესო მაყურებლობის დროს; წინასაარჩევნო პერიოდში კი — წინასაარჩევნო
დებატები;
საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები არ გამოხატონ საკუთარი
პოლიტიკური შეხედულებები, მათ შორის სოციალურ მედიაში ან საჯარო
აქტივობისას, რათა არ დაემუქროს მათი მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის
პრინციპს ეჭვი; მათ არ უნდა გაავრცელონ არც ერთი სახის მასალა (მათ შორის,
ფოტო), რომელიც შეიცავს პოლიტიკური, რელიგიური ან სხვა ინტერესთა
ჯგუფების მიმართ პოზიციას;
მაუწყებელი უნდა ასახავდეს საზოგადოებაში არსებულ მოსაზრებათა
პლურალიზმს;
ეთერში უნდა აისახოს ეთნიკური, კულტურული, ენობრივი, რელიგიური,
ასაკობრივი და გენდერული მრავალფეროვნება;
ბავშვებისა და მოზარდებისთვის გათვალისწინებული პროგრამები ეთერში
განთავსდეს შესაბამისი პროპორციით;
გათვალისწინებულ იქნეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტერესები
და მათთვის უზრუნველყოფილი იყოს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, მათ
შორის სურდოთარგმნის გზით — განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში;
მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პოტენციალისა და
საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი წვლილის პოპულარიზაცია, ასევე
საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება მათი უფლებების შესახებ;
ხელი
შეეწყოს
ქვეყნის
კულტურული
თვითმყოფადობის,
სულიერი
ფასეულობებისა და მრავალფეროვნების განვითარებას;
უმცირესობების ენაზე, მათ შესახებ და მათ მიერ მომზადებული პროგრამები
ეთერში განთავსდეს სათანადო პროპორციით;
პოპულარიზაცია მიეცეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითად
მიმართულებებს, მათ შორის NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს;
აუდიტორია დროულად და ყოვლისმომცველად უნდა ინფორმირდეს
ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
საგანგებო სიტუაციების დროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ
წარმოდგენილი მოთხოვნის საფუძველზე, მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს
ქვეყნის მოქალაქეებისა და ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი პირების დროული
ინფორმირება საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ძირითად სამოქმედო პრიორიტეტებად განსაზღვრა:
საყოველთაო წვდომა – მაუწყებლის ყველა პლატფორმისა და პროდუქციის
მომხმარებელთა რაოდენობრივი ზრდის უზრუნველყოფა როგორც კომბინირებულ
მაჩვენებლებში (სატელევიზიო, რადიო და მულტიმედიური არხები), ასევე ცალკე,
პირველი არხის მაყურებელთა მაჩვენებლებში;
საყოველთაო მომსახურება – მრავალფეროვანი აუდიტორიის, მათ შორის,
განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების წარმოჩენა. ამ მიზნის მისაღწევად,
პროდუქცია და ხარჯები უნდა განაწილდეს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის –
მათ შორის ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, შშმ პირთა და რეგიონის
მოსახლეობის ჩართულობის მიზნით;
თვალთახედვების მრავალფეროვნება – საზოგადოებაში არსებული სხვადასხვა
მსოფლმხედველობის, მოსაზრების, ფასეულობებისა და საჭიროებების ასახვა;
საგანმანათლებლო,
კულტურული,
შემეცნებითი
და
საზოგადოებრივპოლიტიკური პროდუქციის წარმოებისა და ხარისხის ზრდა, მათ შორის
ადგილობრივი და უცხოელი მწარმოებლებისგან პროდუქციის შესყიდვა;
ბავშვებისთვისა და მოზარდებისთვის განკუთვნილი საგანმანათლებლო,
გასართობი და სხვა ტიპის პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება, ასევე მისი
შესყიდვა ადგილობრივი და უცხოელი მწარმოებლებისგან;
ტელესკოლის, როგორც საგანმანათლებლო და შემეცნებითი პლატფორმის
კონცეფციის შემუშავება და განვითარების გეგმის მომზადება;
პროდუქციის ხარისხის, მრავალფეროვნებისა და ზეგავლენის ყოველწლიური
ზრდა, განსაკუთრებით ახალი ამბებისა და მიმდინარე პროცესების სანდო
გაშუქების მიმართულებით;
არქივის გაციფრულების და შენახვის უზრუნველყოფა.
ზემოთ აღნიშნული სტრატეგიული მიმართულებების გარდა, სამეურვეო საბჭო, კანონით
გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს პირველი არხის
გენერალურ დირექტორსა და მენეჯმენტს 2024–2025 წლების უმთავრეს ამოცანად უსახავს
ახალი შენობის მოწყობის პროცესის სწორად დაგეგმვას, ორგანიზებასა და ფინანსურ
უზრუნველყოფას.
ბიუჯეტის შესრულება
საზოგადოებრივი
მაუწყებლის
2024
წლის
ბიუჯეტის
მიმოხილვა
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული 2024 წლის
ბიუჯეტი შეადგენდა 157,734,997 ლარს.
ანგარიშის პერიოდის განმავლობაში მაუწყებელმა ჯამურად მიიღო 100,177,654 ლარის
ოდენობის საკასო შემოსავალი, რაც მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
85,242,456 ლარი – სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები;
14,935,198 ლარი – შემოსავალი კომერციული საქმიანობიდან.
2024 წლის განმავლობაში მაუწყებლის მიერ გაწეული საკასო ხარჯი შეადგენდა 125,303,806
ლარს, რაც მეტია მიღებულ შემოსავალზე და მიუთითებს ბიუჯეტით განსაზღვრული
რესურსების ნაწილობრივ ათვისებას ან გადატანას წინა წლებიდან დარჩენილი
სახსრებიდან.
2024 წლის დაგეგმილი ბიუჯეტისა და გაწეული საკასო ხარჯის შედარება:
წლის განმვალობაში სამეურვეო საბჭოზე გაწეულმა საკასო ხარჯმა შეადგინა 1,053,692
ლარი როგორც მოცემული ცხრილიდან ჩანს, 2024 წლის ჯამურმა საკასო ხარჯმა შეადგინა
ბიუჯეტირებულთან შედარებით 32,431,191 ლარით ნაკლები (21.6%-ით ნაკლები). 2024
წლის დასაწყისში მაუწყებლის ანგარიშზე აკუმულირებული ფულადი ნაშთი შეადგენდა
63,583,725 ლარს, ხოლო დასასრულს დარჩენილმა საკასო ნაშთმა შეადგინა 37,403,882
ლარი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის მომავალი წლის ბიუჯეტის შესახებ
სსიპ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" 2025 წლის ბიუჯეტის საანგარიშგებო პერიოდი:
01.01.2025 - 31.12.2025 ვალუტა: ლარი
საოპერაციო საქმიანობაზე გაწეული ხარჯი – 63,873,244 ₾
საინვესტიციო საქმიანობაზე გაწეული ხარჯი – 27,857,655 ₾
ფინანსური ხარჯი – 30,119,485 ₾
სამეურვეო საბჭოს ხარჯი – 1,517,850 ₾
მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს – 123,368,234 ლარს
საზოგადოებრივ მაუწყებელსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა
და რადიოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე საწარმოების შესახებ:
სამეურვეო საბჭო არაუგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა საქართველოს პარლამენტსა და
კომისიას წარუდგენს და აქვეყნებს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი
მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გასული წლის საქმიანობის ანგარიშის,
რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას საზოგადოებრივ მაუწყებელსა და
საზოგადოებრივი
მაუწყებლის
აჭარის
ტელევიზიასა
და
რადიოსთან
ურთიერთდამოკიდებულების მქონე საწარმოების შესახებ;
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს 2024 წლის ბიუჯეტის
შესრულების ანგარიში
„საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებულმა 2024 წლის
მთლიანმა ბიუჯეტმა შეადგინა 17.376.473 ლარი. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის
აჭარის ტელევიზია და რადიო”-ს მიერ 2024 წლის განმავლობაში ჯამურად მიღებულმა
საკასო შემოსავალმა შეადგინა 16.495.183 ლარი. აქედან, 15.947.544 ლარი შეადგინა
სახელმწიფო ასიგნებამ, ხოლო 547.639 ლარი კომერციული საქმიანობიდან მიღებულმა
შემოსავალმა. 2024 წლის განმავლობაში მაუწყებლის მიერ გაწეულმა ჯამურმა საკასო
ხარჯმა შეადგინა 16.215.296 ლარი.
2024 წლის დასაწყისში მაუწყებლის ანგარიშზე აკუმულირებული ფულადი ნაშთი
შეადგენდა 1.232.479 ლარს, წლის დასასრულს დარჩენილმა საკასო ნაშთმა შეადგინა
1.491.215 ლარი.
2024 წლის ჯამურმა საკასო ხარჯმა შეადგინა ბიუჯეტირებულთან შედარებით 1 მლნ 161
ათასი ლარით ნაკლები.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს 2025 წლის ბიუჯეტი
მაუწყებლის 2025 წლის ბიუჯეტი განისაზღვრა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს
კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად და შეადგენს 18,935,480 ლარს.
ბიუჯეტის სტრუქტურა წარმოდგენილია შემდეგნაირად:
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება – 16,944,266 ლარი;
გარდამავალი ნაშთი – 1,491,214 ლარი;
კომერციული შემოსავალი – 140,000 ლარი;
სხვა არასაოპერაციო შემოსავალი – 360,000 ლარი.
კომიტეტმა დადებითად შეაფასა წარმოდგენილი ანგარიში.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
გიორგი გაბუნია