ფრაქცია „ქართული ოცნების“ მომართვა ფრაქციის წევრის ვახტანგ თურნავას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტიდან გასვლისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში გაწევრების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-09-22
ბიუროს ნომერი 75
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომის ოქმიდან ამონაწერი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
სხდომის ოქმიდან ამონაწერი
2-12344/25
22-09-2025
საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2025 წლის 22 სექტემბრის №75 სხდომა
ბიუროს სხდომის თავმჯდომარე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
ბიუროს სხდომის დღის წესრიგის საკითხი – ,,II. საორგანიზაციო საკითხები“, №10
ბიუროს მიერ განხილული საკითხი (ბიუროს სხდომის ოქმი №75-XⅠმპ):
„ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიმართვა ფრაქციის წევრის ვახტანგ თურნავას
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტიდან გასვლისა და ჯანმრთელობის
დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში გაწევრების შესახებ (#211905/25; 09.09.2025)“.
ბიუროს გადაწყვეტილება:
„ბიურომ ცნობად მიიღო ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიმართვა ფრაქციის
წევრის ვახტანგ თურნავას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტიდან გასვლისა და
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში გაწევრების
შესახებ.“.
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
სხდომის ოქმიდან ამონაწერს ვადასტურებ:
იურიდიული
დეპარტამენტის უფროსი
ალექსანდრე ტაბატაძე
წერილი
2-11905/25
09-09-2025
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ დავით მათიკაშვილს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 32-ე
მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გაცნობებთ, რომ ფრაქცია „ქართული ოცნების“
წევრმა ვახტანგი თურნავამ დატოვა ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი და
გაწევრდა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში.
გთხოვთ, აღნიშნული საკითხი მიიღოთ ცნობად.
პატივისცემით,
ფრაქციის თავმჯდომარე
ირაკლი კირცხალია
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge