საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის მიერ განხილული ანგარიშების რეკომენდაციები

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
08.09.2025
ავტორი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
ნომერი
#[579b]/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-09-08
კომიტეტის სხდომის ნომერი 19

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი 9/10/25, 5:29 PM საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა თარიღი 08 სექტემბერი 2025 13:00 2025 წლის 8 სექტემბერი, 13:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი 8 ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307) დღის წესრიგი განსახილველი საკითხები: 1. სახელმწიფო აუდიტის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში (1-5169; 02.06.2025); მომხსენებელი: საქართველოს გენერალური აუდიტორი გიორგი გაბიტაშვილი; | 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, შესახებ“, „სააღსრულებო „საქართველოს საგადასახადო წარმოებათა შესახებ“ კოდექსში საქართველოს ცვლილების კანონში შეტანის ცვლილების შეტანის თაობაზე“, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/57; 04.06.2025) (სავალდებულო); მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე; 3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ შესათანხმებლად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „ინოვაციური სტარტაპის სტატუსის, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსისა და კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესის დამტკიცების, აგრეთვე, ინოვაციური სტარტაპის მიერ გაცემული ხელფასის იმ მაქსიმალურ ოდენობის განსაზღვრის, რომელიც თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან და ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის ხელშემწყობი მექანიზმების შესახებ” (02/7100; 02.09.2025); მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის https://www.parliament.ge/print/announcement/3466?local=true 1/2 საქართველოს პარლამენტი 9/10/25, 5:29 PM მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი; 4. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის მიერ განხილული ანგარიშების რეკომენდაციები; მომხსენებელი: აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელი პაატა კვიჟინაძე. https://www.parliament.ge/print/announcement/3466?local=true 2/2
ოქმი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის ოქმი N19 ქ. თბილისი. 8 სექტემბერი, 2025 წელი. სხდომას თავმჯდომარეობდა: პაატა კვიჟინაძე (კომიტეტის თავმჯდომარე). სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ხელაძე ირაკლი, წაქაძე ბეჟანი, ბერაძე რიმა (რამინა), ინჯია ილია; პარლამენტის წევრები: რურუა ზურაბი (დავით კოდუას უფლებამონაცვლე), დოლიძე დავითი (გიორგი ბარვენაშვილის უფლებამონაცვლე), წიწავა გენრიეტა (ლევან მაჭავარიანის უფლებამონაცვლე). მოწვეული სტუმრები: საქართველოს გენერალური აუდიტორი გიორგი გაბიტაშვილი, გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილე სოფიო დვალიშვილი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენელი ცოტნე ქარქაშაძე; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე, მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე; საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის და საქართველოს პარლამენტის სხვა სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლები. სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა სიითი შემადგენლობის 8 წევრის დასწრებით (კვორუმი - 5). დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი ს პ რ ო ე ქ ტ ი: 1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში (1-5169; 02.06.2025). /მომხსენებელი: გიორგი გაბიტაშვილი/ 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№072/57; 04.06.2025) (სავალდებულო). /მომხსენებელი: ნინო ენუქიძე/ 3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ შესათანხმებლად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის დადგენილების 1 პროექტი „ინოვაციური სტარტაპის სტატუსის, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსისა და კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესის დამტკიცების, აგრეთვე, ინოვაციური სტარტაპის მიერ გაცემული ხელფასის იმ მაქსიმალურ ოდენობის განსაზღვრის, რომელიც თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან და ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის ხელშემწყობი მექანიზმების შესახებ” (№ 02/7100; 02.09.2025). /მომხსენებელი: ვახტანგ ცინცაძე/ 4. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის მიერ განხილული ანგარიშების რეკომენდაციები. /მომხსენებელი: აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელი პაატა კვიჟინაძე/ კომიტეტის წევრებმა დაამტკიცეს დღის წესრიგი. დღის წესრიგით გათვალისწინებულ I საკითხთან დაკავშირებით: გიორგი გაბიტაშვილმა პარლამენტის წევრებს განსახილველად წარუდგინა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში“ და უპასუხა შეკითხვებს. შეკითხვები დასვეს და აზრი გამოთქვეს: ბეჟან წაქაძემ, გენრიეტა წიწავამ, პაატა კვიჟინაძემ. დაადგინეს: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წარმოდგენილ ანგარიშს მხარს უჭერს. დღის წესრიგით გათვალისწინებულ II საკითხთან დაკავშირებით: ნინო ენუქიძემ პარლამენტის წევრებს განსახილველად წარუდგინა კანონპროექტები: „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. შეკითხვები დასვეს და აზრი გამოთქვეს: ბეჟან წაქაძემ, პაატა კვიჟინაძემ. დაადგინეს: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წარმოდგენილ კანონპროექტებს მხარს უჭერს. დღის წესრიგით გათვალისწინებულ III საკითხთან დაკავშირებით: ვახტანგ ცინცაძემ პარლამენტის წევრებს შესათანხმებლად წარუდგინა საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „ინოვაციური სტარტაპის სტატუსის, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსისა და კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის 2 მინიჭებისა და გაუქმების წესის დამტკიცების, აგრეთვე, ინოვაციური სტარტაპის მიერ გაცემული ხელფასის იმ მაქსიმალურ ოდენობის განსაზღვრის, რომელიც თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან და ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის ხელშემწყობი მექანიზმების შესახებ”. კომიტეტის სხდომაზე მომხსენებელმა წარმოადგინა კონსულტაციების შედეგად ჩასწორებული რედაქცია, რომლის შესაბამისადაც, მიზანშეწონილია საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტის წარმოდგენილ მე-9 მუხლში დაზუსტდეს რედაქციულად საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლებული ხელფასის ოდენობის ფარგლები, ასევე, ინოვაციური სატრაპის სტრუქტურის გათვალისწინებით, საგადასახადო შეღავათი გაავრცელეს არა თითოეულ დასაქმებულ პირზე, არამედ, თითოეულ დაქირავებულ პირზე. შეკითხვები დასვეს და აზრი გამოთქვეს: პაატა კვიჟინაძემ. დაადგინეს: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ეთანხმება წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტის მე-9 მუხლით განსაზღვრულ ინოვაციური სტარტაპის მიერ გაცემული ხელფასის მაქსიმალურ ოდენობას, რომელიც თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან. დღის წესრიგით გათვალისწინებულ IV საკითხთან დაკავშირებით: პაატა კვიჟინაძემ პარლამენტის წევრებს წარუდგინა აუდიტის ჯგუფის მიერ განხილული რეკომენდაციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშებზე: 1) შპს „ენგურჰესის“ 20222023 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტის ანგარიში“; 2)სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ 2022-2023 წლებში განხორციელებული საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში“. დაადგინეს: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ამტკიცებს წარმოდგენილ რეკომენდაციებს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 08.09.2025წ. სხდომის აუდიო ჩანაწერი ოქმს თან ერთვის. სხდომის თავმჯდომარე სხდომის მდივანი პაატა კვიჟინაძე ირინა ლომია 3