საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის შოთა ბერეკაშვილის მომართვა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშის (№1-5083/25; 30.05.2025) განხილვის ვადის 60 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-09-22
ბიუროს ნომერი 75
📜 ტექსტი
წერილი
2-12213/25
18-09-2025
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
მ.წ. 18 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მოგვმართა თხოვნით მათთვის სავალდებულოდ
განსახილველად გადაცემული საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ
წარმოდგენილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის
საქმიანობის ანგარიშის (№1-5083/25; 30.05.2025) განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, გთხოვთ, უზრუნველყოთ
აღნიშნული ანგარიშის განხილვის ვადის გაგრძელება 60 დღით.
დანართი: 1 ფურცელი
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
შოთა ბერეკაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
დანართი
2-12199/25
17-09-2025
საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ შოთა ბერეკაშვილს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს N53/14; 02.06.2025 გადაწყვეტილებით
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, როგორც
სავალდებულო კომიტეტს, განსახილველად გადმოეცა საქართველოს კომუნიკაციების
ეროვნული კომისიის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული
კომისიის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში (№1-5083/25; 30.05.2025).
აღნიშნული საკითხის განხილვის ვადა ჩვენი კომიტეტისთვის განსაზღვრულია
2025 წლის 07 ოქტომბრამდე.
ვინაიდან, ობიექტურ მიზეზთა გამო, კომიტეტი ვერ ახერხებს დასახელებული
ანგარიშის განხილვას ზემოთ მითითებულ ვადაში, გთხოვთ უზრუნველყოთ მისი
განხილვის ვადის გაგრძელება 2025 წლის 07 ოქტომბრიდან 60 დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
რატი იონათამიშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge