„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
17.09.2025
ავტორი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატი
ინიციატორი
ფრაქცია „ქართული ოცნება“
ნომერი
#152/3-XIმპ
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-09-22
ბიუროს ნომერი 75

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 86) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები: „დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო მოსამსახურე, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირი, საჯარო მოსამსახურე, მათ შორის, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომლის მიმართაც საქართველოს გათვალისწინებული სისხლის დანაშაულის სამართლის ჩადენისათვის კოდექსის კანონიერ XXXIX თავით ძალაშია შესული გამამტყუნებელი განაჩენი; ე) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო მოსამსახურე, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირი, საჯარო მოსამსახურე, მათ შორის, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, იმ საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50%-ს ან მეტს ფლობს/ფლობენ სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ან ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში დასაქმებული პირი, რომლის მიმართაც შესაბამის თანამდებობაზე ყოფნისას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 182ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, 194-ე მუხლით, 1941 მუხლით, 1951 მუხლით, 2051 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 214-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 218-ე მუხლით, 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (თუ ეს დაკავშირებულია ამ მუხლით გათვალისწინებული საგნის მითვისებასთან, გაფლანგვასთან ან თაღლითობით დაუფლებასთან), 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თუ ეს დაკავშირებულია ამ მუხლით გათვალისწინებული საგნის მითვისებასთან, გაფლანგვასთან ან თაღლითობით დაუფლებასთან) ან 286 1 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის კანონიერ ძალაშია შესული გამამტყუნებელი განაჩენი.“. 3. მე-14 მუხლს: ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 53 და 54 პუნქტები: „53. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირი ვალდებულია გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 2 თვის ვადაში წარუდგინოს ანტიკორუფციულ ბიუროს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. თუ 2-თვიანი ვადა მომდევნო კალენდარულ წელს გადადის, აღნიშნული პირი ვალდებულია შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია არაუგვიანეს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის კალენდარული წლის 31 დეკემბრისა. 54. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირი მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 30 წლის განმავლობაში ვალდებულია, ყოველწლიურად, წინა დეკლარაციის შევსების თვის შესაბამისი თვის განმავლობაში შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.“; ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი: „101. სასამართლო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური ვალდებულია ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა წერილობით მიაწოდოს ანტიკორუფციულ ბიუროს ინფორმაცია პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი ამის შესახებ აცნობებს შესაბამისად სასამართლოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2 ხელმძღვანელს, რაც შესაძლებელია გახდეს საამისოდ უფლებამოსილი პირისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება საამისოდ უფლებამოსილ პირს არ ათავისუფლებს ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ ინფორმაციის ანტიკორუფციული ბიუროსთვის მიწოდების ვალდებულებისგან.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 3
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციით თანამდებობის პირი ვალდებულია წარუდგინოს ანტიკორუფციულ ბიუროს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. აღნიშნული ვალდებულება მოქმედებს მხოლოდ შესაბამისი სუბიექტის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში. დანაშაულის პრევენციის ხელშეწყობისთვის მიზანშეწონილია, რომ თანამდებობის პირს, რომელმაც ჩაიდინა სამოხელეო ან ფინანსური სარგებლის მიღებასთან დაკავშირებული დანაშაული, კანონით დადგენილ პერიოდში ჰქონდეს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსებისა და ანტიკორუფციული ბიუროსათვის წარდგენის ვალდებულება. აღნიშნული დეკლარაციის შევსების ვალდებულების მიზანია მართლსაწინააღმდეგოდ მიღებული ქონების გამოვლენა, დანაშაულის პრევენციის ხელშეწყობა და იმ ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობა, რომელიც სახელმწიფოს მიადგა თანამდებობის პირის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში დასახული მიზნების მიღწევა, მისი არსიდან გამომდინარე, საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები კანონპროექტის მიღებით თანამდებობის პირის უზრუნველყოფილი ქონებრივი იქნება მდგომარეობის დანაშაულის დეკლარაციის ჩამდენი წარდგენის ვალდებულება. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები მნიშვნელოვან როლს 4 შეასრულებს როგორც სამართლებრივი, ისე საზოგადოებრივი ნდობის კუთხით. აღნიშნული ცვლილებები კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს კონკრეტულ სამოხელეო დანაშაულში მხილებული ადამიანების ქონებრივი მდგომარეობის აქტიურ დაკვირვებასა და მონიტორინგს 30 წლის განმავლობაში. აღნიშნული კი, მათი მხრიდან მითვისებული ქონების ლეგალიზებასა და პირადი ინტერესებით გამოყენებას, სასჯელის მოხდის შემდეგაც გამორიცხავს. გამომდინარე იქიდან, რომ კორუფციასთან ბრძოლა არის ხელისუფლების გაცხადებული მიზანი, აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს მის მიღწევას და საქართველოს კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით მსოფლიო ქვეყნების საუკეთესო სამეულში შესვლას. საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, გაგრძელდება განვლილი 13 წლის განმავლობაში მიღწეული იმ მნიშვნელოვანი შედეგების პროგრესირება, რასაც, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ჩატარებული საერთაშორისო კვლევები და გამოქვეყნებული რეიტინგები ადასტურებს - საქართველო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ანტიკორუფციული რეფორმების მიმართულებით მოწინავეა რეგიონში და უსწრებს არაერთ ევროპულ სახელმწიფოს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი იქნება შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატება შემდეგი შინაარსის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები: „დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო მოსამსახურე, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირი, საჯარო მოსამსახურე, მათ შორის, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომლის მიმართაც საქართველოს გათვალისწინებული სისხლის დანაშაულის სამართლის ჩადენისათვის კოდექსის კანონიერ XXXIX თავით ძალაშია შესული გამამტყუნებელი განაჩენი; ე) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო მოსამსახურე, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირი, საჯარო მოსამსახურე, მათ შორის, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, იმ საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50%-ს ან მეტს 5 ფლობს/ფლობენ სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ან ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში დასაქმებული პირი, რომლის მიმართაც შესაბამის თანამდებობაზე ყოფნისას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 182ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, 194-ე მუხლით, 1941 მუხლით, 1951 მუხლით, 2051 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 214-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 218-ე მუხლით, 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (თუ ეს დაკავშირებულია ამ მუხლით გათვალისწინებული საგნის მითვისებასთან, გაფლანგვასთან ან თაღლითობით დაუფლებასთან), 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თუ ეს დაკავშირებულია ამ მუხლით გათვალისწინებული საგნის მითვისებასთან, გაფლანგვასთან ან თაღლითობით დაუფლებასთან) ან 286 1 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის კანონიერ ძალაშია შესული გამამტყუნებელი განაჩენი.“. 3. მე-14 მუხლს: ა) დაემატება შემდეგი შინაარსის 53 და 54 პუნქტები: „53. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირი ვალდებულია გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 2 თვის ვადაში წარუდგინოს ანტიკორუფციულ ბიუროს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. თუ 2-თვიანი ვადა მომდევნო კალენდარულ წელს გადადის, აღნიშნული პირი ვალდებულია შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია არაუგვიანეს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის კალენდარული წლის 31 დეკემბრისა. 54. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირი მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 30 წლის განმავლობაში ვალდებულია, ყოველწლიურად, წინა დეკლარაციის შევსების თვის შესაბამისი თვის განმავლობაში შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.“; ბ) დაემატება შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი: 6 „101. სასამართლო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური ვალდებულია ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა წერილობით მიაწოდოს ანტიკორუფციულ ბიუროს ინფორმაცია პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი ამის შესახებ აცნობებს შესაბამისად სასამართლოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელს, რაც შესაძლებელია გახდეს საამისოდ უფლებამოსილი პირისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება საამისოდ უფლებამოსილ პირს არ ათავისუფლებს ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ ინფორმაციის ანტიკორუფციული ბიუროსთვის მიწოდების ვალდებულებისგან.“. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში) აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან ეს უკანასკნელი მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას. ამასთანავე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. 7 ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან, მათ შორის, საჭირო დამატებითი ადამიანური რესურსის მობილიზებასთან (ასეთის საჭიროების შემთხვევაში), დაკავშირებით ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანტიკორუფციულ ბიუროს, საერთო სასამართლოების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისთვის − სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის გამოყოფილი ასიგნებები; ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტს ექნება გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. დეკლარაციის წარდგენასთან დაკავშირებული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, რომელიც მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში. გავლენის ოდენობა დამოკიდებულია დაჯარიმებულ პირთა რაოდენობაზე. ასევე, კანონპროექტმა შესაძლოა გავლენა იქონიოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე იმ შემთხვევაში თუ სასამართლოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი თანამშრომლის მიმართ გამოყენებული იქნება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - თანამდებობრივი სარგოს დაკავება. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება დისციპლინურ გადაცდომათა შემთხვევებზე. 8 ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტმა შესაძლოა მოახდინოს გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს, საერთო სასამართლოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო სამსახურისთვის დაწესებულებისთვის გამოყოფილი ასიგნებების − სპეციალური ფარგლებში. პენიტენციური აღნიშნულმა პროცესმა შესაძლოა მოითხოვს ადამიანური რესურსის მობილიზება და მის აღსასრულებლად საჭირო სხვა ხარჯები, რაც დაფინანსდება ზემოაღნიშნული დაწესებულებებისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. კანონპროექტმა შესაძლოა გავლენა იქონიოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე იმ შემთხვევაში თუ სასამართლოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი თანამშრომლის მიმართ გამოყენებული იქნება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები - თანამდებობრივი სარგოს დაკავება ან სამსახურიდან გათავისუფლება. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება დისციპლინურ გადაცდომათა შემთხვევებზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა 9 კანონპროექტს გავლენა ექნება იმ პირზე, რომელიც არ შეასრულებს დეკლარაციის წარდგენასთან დაკავშირებულ ვალდებულებას. კერძოდ, აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. ასევე, კანონპროექტმა შესაძლოა გავლენა იქონიოს სასამართლოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი თანამშრომლის ფინანსურ მდგომარეობაზე, რომლის მიმართ გამოყენებული იქნება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები თანამდებობრივი სარგოს დაკავება ან სამსახურიდან გათავისუფლება. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება დისციპლინურ გადაცდომათა შემთხვევებზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება კანონპროექტი ზეგავლენას არ მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. 10 გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი ფრაქცია „ქართული ოცნება“. 11