„პოლიტიკური დებატების დღის დანიშვნის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
23.01.2017
ავტორი
საპარლამენტო უმცირესობა
ნომერი
#739/17/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საპარლამენტო უმცირესობის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი 2017 წლის 8 თებერვალს პოლიტიკური დებატების დღის დანიშვნის შესახებ

📋 განხილვის ეტაპები

📜 ტექსტი

წერილი
N 739 23/01/2017 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 94-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 136-ე მუხლის შესაბამისად წარმოგიდგენთ საპარლამენტო უმცირესობის მიერ ინიცირებულ დადგენილების პროექტს 2017 წლის 8 თებერვალს პოლიტიკური დებატების დღის დანიშვნის შესახებ. პოლიტიკური დებატები გაიმართება სახელმწიფოსა და „გაზპრომს“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. გთხოვთ, მისცეთ შესაბამისი მსვლელობა. დანართი: საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი (1 ფურცელი). პატივისცემით დავით ბაქრაძე უმცირესობის ლიდერი
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება პოლიტიკური დებატების დღის დანიშვნის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 136-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნის საფუძველზე, 2017 წლის 8 თებერვალს, დაინიშნოს პოლიტიკური დებატები. პოლიტიკური დებატები გაიმართოს სახელმწიფოსა და „გაზპრომს“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე