სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს მიერ 2024 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში და ინფორმაცია 2025 წლის მიმდინარე აქტივობების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
სოფლის მეურნეობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-09-19
კომიტეტის სხდომის ნომერი 17
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი
9/22/25, 2:12 PM
სოფლის მეურნეობის კომიტეტის სხდომა
თარიღი
19 სექტემბერი 2025 14:00
2025 წლის 19 სექტემბერი, 14:00 საათი
მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი
(B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)
დღის წესრიგი
1. სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული
სააგენტოს მიერ 2024 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში და ინფორმაცია 2025 წლის
მიმდინარე აქტივობების შესახებ;
მომხსენებელი: გიორგი მიშელაძე - სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის
მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე.
https://www.parliament.ge/print/announcement/3468?local=true
1/2
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
სოფლის მეურნეობის კომიტეტი
ოქმი N17
2025 წლის 19 სექტემბერი, 14 საათი
მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი #410 (B-კორპუსი)
სხდომას თავმჯდომარეობდა:
გელა სამხარაული
(კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები: გელა სამხარაული - კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი
გუგუჩია (უფლებამონაცვლე - ზურაბ რურუა) - კომიტეტის თავმჯდომარის
პირველი მოადგილე, დავით შერაზადიშვილი - კომიტეტის თავმჯდომარის
მოადგილე, ზაალ დუგლაძე (უფლებამონაცვლე - შოთა ხაბარელი), ედიშერ
თოლორაია, სამველ მანუკიანი (უფლებამონაცვლე - სუმბატ კიურეღიანი), ვასილ
ჩიგოგიძე.
აპარატის თანამშრომლები:
ივერი ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის
უფროსი, მარიამ ტყეშელაშვილი, ნინო ქორიძე, ეკატერინე ობოლაძე, გიორგი
გვასალია, ირმა ქიტიაშვილი, ნინი ჟღენტი.
მოწვეული სტუმრები: ლაშა დოლიძე - საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გიორგი მიშელაძე - სსიპ მიწის
მდგრადი
მართვისა
და
მიწათსარგებლობის
მონიტორინგის
ეროვნული
სააგენტოს თავმჯდომარე, სოფიო სიჭინავა - სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და
მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი.
1
დღის წესრიგი (პროექტი)
1. სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის
ეროვნული სააგენტოს მიერ 2024 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში და
ინფორმაცია 2025 წლის მიმდინარე აქტივობების შესახებ.
(მომხსენებელი: გიორგი მიშელაძე - სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და
მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე).
კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი წარმოდგენილი
სახით.
I.მოისმინეს:
გიორგი მიშელაძის ინფორმაცია - სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და
მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს მიერ 2024 წელს
გაწეული საქმიანობის ანგარიშის და 2025 წლის მიმდინარე აქტივობების
შესახებ. სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
•
მიწის რესურსების მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა და მიწის ბალანსი;
•
ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაცია;
•
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის
სახელმწიფო პროგრამა.
•
მიწათსარგებლობის მონიტორინგი
მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს მიწის ბალანსის შესახებ,
მიწათდაფარულობის და მიწის საფარის შესახებ ერთიანი მონაცემების
შესაქმნელად 2024 წელს განხორციელებულ ღონისძიებებზე. მან აღნიშნა, რომ
საანგარიშო
პერიოდში
მოწოდებული
განხორციელდა,
ორთოფოტოგეგმების
საჯარო
საფუძველზე,
რეესტრის
მიწის
მიერ
ფართობების
გამოყენების დეშიფრირება CORINE-ს მიწის დაფარულობის ადაპტირებული
კლასიფიკატორის შესაბამისად. 2023-2024 წლებში სხვადასხვა სახელმწიფო
ორგანიზაციებში
არსებული
გეოსივრცითი
მონაცემების
ინტეგრაციით
შეიქმნა მიწათსარგებლობისა და მიწათდაფარულობის მონაცემთა ერთიანი
ბაზა.
სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, მიწის ბალანსი - საქართველოს
მიწის ფონდის უფლებრივი და ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი
ნაერთი
ინფორმაციაა,
ტერიტორიების
და
რომელშიც
ასახულია
არასასოფლო-სამეურნეო
2
სასოფლო-სამეურნეო
ტერიტორიების
შესახებ
მონაცემები (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) მიწათსარგებლობის
ფაქტობრივი, დეშიფრირებული მონაცემების და მესაკუთრე სუბიექტის
ტიპის (კერძო, მუნიციპალური, ავტონომიური, სახელმწიფო) მიხედვით.
მიწის ნაკვეთების დეშიფრირება განხორციელდა 6,415,384 ჰა ფართობზე,
ოკუპირებული ტერიტორიების გარდა - 1,210,622 ჰა; სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ფართობმა შეადგინა 2,544,835.20 ჰექტარი.
პრეზენტაცია მოიცავდა ინფორმაციას საქართველოს მიწის ფონდის შესახებ
დეშიფრირებული მონაცემების ბალანსზე. გიორგი მიშელაძის განცხადებით,
მიმდინარეობს მონაცემების განახლება და დაზუსტება: მიწის განახლებული
ბალანსის შესაქმნელად 2025 წლის 8 თვეში 620 028 ჰექტარზე დამუშავდა
მიწათსარგებლობისა და მიწათდაფარულობის მონაცემები. აღნიშნული
სამუშაოები
განხორციელდა
აჭარის
ავტონომიური
რესპუბლიკის,
ნინოწმინდის, ახალციხის, ადიგენისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების
ტერიტორიებზე.
დაგეგმილია
საქართველოს
მიწის
რესურსების
ინტეგრირებულ მონაცემთა ერთიანი ბაზის ეტაპობრივად სრულყოფა და
განახლება. მიმდინარე წელს დამუშავდება მონაცემები 1,200,000 ჰექტარზე.
მომხსენებელმა ისაუბრა ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის 2024-25
წლების
შედეგებსა
და
2026
წლის
გეგმაზე.
2025
წლის
ბოლომდე
გათვალისწინებულია ინვენტარიზაცია გურიის რეგიონში კამერალურად
გამოვლენილ
ჯამურ
ფართობზე
-
435.23
ჰა.
2026
წლისთვის
გათვალისწინებულია ინვენტარიზაცია 4 რეგიონში ჯამურ ფართობზე 4893.04
ჰა: რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი - 8.72 ჰა; აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკა - 662 ჰა; იმერეთი - 1879.54 ჰა; სამეგრელო-ზემოსვანეთი - 2342.78
ჰა. ინვენტარიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით დასრულდება 2027 წლის 1
იანვრამდე.
ანგარიშში წარმოდგენილი იყო მონაცემები ინვენტარიზებულ ქარსაფრებზე
მუნიციპალიტეტების და ინვენტარიზაციის წლის მიხედვით 2021-2025 (8
თვე).
რაც
შეეხება,
მიწათსარგებლობის
მონიტორინგის
საკითხს,
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიზნობრივი დანიშნულების
ცვლილების ფარგლებში 2024 წელი - 50.5 ჰა; 2025/8 თვე - 2.5 ჰა; სასოფლოსამეურნეო
დანიშნულების
მიწის
რესურსებზე
ხელმისაწვდომობის
პროგრამის ფარგლებში - 2024 წელი - 126.05 ჰა; 2025/8 თვე - 70.09ჰა;
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში - 2024 წელი - 10822.2 ჰა, 2025/8 თვე 12657.44 ჰა; ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის
პროგრამის ფარგლებში - 2024 წელი - 584.41 ჰა; 2025/8 თვე - 569.99 ჰა.
მომხსენებელმა
აღნიშნა,
რომ
სახელმწიფო
საკუთრებაში
არსებული
საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2024
3
წელს იდენტიფიცირდა პროგრამის პირობებთან შესაბამისობაში მყოფი 204
(13,326 ჰა) საძოვრის კატეგორიის ახალი მიწის ნაკვეთი, სახელმწიფო
უწყებების მხრიდან მიღებული თანხმობა - 57 (4,648 ჰა) ნაკვეთზე. 16 (2,680 ჰა)
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მიენიჭა საძოვრის
კატეგორია. 2024 წელს იჯარის ხელშეკრულება გაფორმდა 89 მიწის ნაკვეთზე;
პირდაპირი
წესით
-
72
საძოვარი
(6,516
ჰა);
აუქციონის წესით - 17 საძოვარი (2,879 ჰა). 2024 წელს აუქციონის გზით
იჯარით გაცემულ საძოვრებზე ჯამური წლიური საიჯარო თანხა - 402, 103
ლარი, პირდაპირი გზით გაცემულ საძოვრებზე - ჯამურად 79,625 ლარი.
რაც შეეხება 2025 წლის 8 თვის მონაცემებს: იდენტიფიცირდა პროგრამის
მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი 104 (3,522 ჰა) საძოვრის კატეგორიის
ახალი მიწის ნაკვეთი; სახელმწიფო უწყებების მხრიდან მიღებული თანხმობა
- 24 ნაკვეთი (2,156 ჰა). იჯარის ხელშეკრულება გაფორმდა 18 (1,503 ჰა) მიწის
ნაკვეთზე: - პირდაპირი წესით იჯარით გაიცა 15 (811 ჰა) საძოვარი;
- აუქციონის წესით იჯარით გაიცა 3 (692 ჰა) საძოვარი. 2025 წლის მომდევნო 4
თვეში: მომდევნო (მე-15) ეტაპზე იგეგმება 154 საძოვრის გამოცხადება (8,012
ჰა).
მონიტორინგის
შედეგად
გამოვლენილი
დარღვევებია:
სულ
შემოწმებულია 99 მოიჯარე, დარღვევა გამოვლინდა 34 შემთხვევაში.
დონორებთან ურთიერთობასთან დაკავშირებით: მსოფლიო ბანკის GRAIL
პროექტი,
სასოფლო-სამეურნეო
მიწის
მართვისა
და
მონიტორინგის
ქვეკომპონენტი: - მიწის საინფორმაციო სისტემის შემუშავება და დანერგვა:
მიწის საინფორმაციო სისტემის შემუშავება ამჟამად არის პროექტირების
ფაზაში,
საერთაშორისო
ტენდერის
მეშვეობით
შეირჩა
კონტრაქტორი
კომპანია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სისტემის პროექტირება. შერჩეულ
კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება და მიმდინარეობს სამუშაოები
სისტემის დიზაინის/პროექტის შესაქმნელად. - მიწის კონსოლიდაციის
ეროვნული სტრატეგიის შემუშავება, მიწის კონსოლიდაციის საპილოტე
პროექტების განხორციელება, მიწის კონსოლიდაციის ეროვნული პროგრამის
შემუშავება: აქტივობები განხორციელდება FAO-ს ორგანიზაცია LandNet-თან
თანამშრომლობით, რომელიც მიწების კონსოლიდაციის მიმართულებით
არის წამყვანი ორგანიზაცია ევროპაში. FAO-სთან გაფორმდა ხელშეკრულება;
ადაპტაციის ფონდის პროექტი, რომლის ფარგლებში, სამინისტროსა და მიწის
სააგენტოს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს
ნინოწმინდის
მუნიციპალიტეტში
საძოვრების
ინვენტარიზაციის
კომპონენტის განხორციელებას, სამიზნე ფართობი შეადგენს 106,163 ჰექტარს.
მიმდინარეობს
ხელშეკრულებით
იმპლემენტაციის პროცესი.
4
განსაზღვრული
აქტივობების
აზრი გამოთქვა:
1. გელა სამხარაული: რომელმაც აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე
კეთდება, რადგან ამ მიმართულებით, დიდი ხნის განმავლობაში, ზუსტი
მონაცემები არ არსებობდა. მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის
მონიტორინგის ეროვნული სააგენტო ხელს უწყობს იმას, რომ სამომავლოდ
ზუსტი მონაცემები იყოს ცნობილი, რამდენ მიწას ფლობენ, რა კატეგორიის და
ხარისხის მიწებია, რომ მათი ნაყოფიერებაც შეისწავლონ და კლიმატური
პირობებიდან
და
რეკომენდაციები.
ნიადაგის
შემცველობიდან
კომიტეტის თავმჯდომარე
გამომდინარე,
დაინტერესდა
გაიცეს
რამდენიმე
საკითხით: მიწის ნაკვეთების მონიტორინგი და დეშიფრირება არ ხდება
ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საინტერესოა, ორთოფოტოგადაღება რა
ტექნოლოგიებთან არის დაკავშირებული, რა უშლით ხელს აღნიშნული
ტერიტორიების გაშიფვრაში. გარდა ამისა, როდისთვის არის მოსალოდნელი
მიწის
ბალანსის
დაინტერესდა
შედგენის
აუქციონზე
დასრულება.
საიჯარო
გელა
ფასებით,
სამხარაული
რა
არის
ასევე,
რეალური
მაქსიმალური ფასი, რაც დაფიქსირებულა. მან ხაზი გაუსვა ქარსაფარი
ზოლების მნიშვნელობას, თუ არის დაწყებული მათი გაშენება და რა კეთდება
ამასთან დაკავშირებით.
2. გიორგი მიშელაძე: რომელმაც ამომწურავად
უპასუხა
კომიტეტის
თავმჯდომარის შეკითხვებს და გააკეთა განმარტებები. მან ოკუპირებულ
ტერიტორიებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ქვეყანში ერთადერთი
უწყება, რომელიც აკეთებს ორთოფოტოგადაღებებს, არის საჯარო რეესტრი,
რომელიც
ვერ
ორთოფოტოები,
ფარავს
რომ
ასეთ
ტერიტორიებს.
დეშიფრირება
არ
მოახდინონ.
არსებობს
მიწის
მათი
ბალანსთან
დაკავშირებით, მომხსენებელმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილ პრეზენტაციაში
მოცემულია,
რომ უკვე აქვთ შედგენილი
მონაცემები
ჩაშლილი
და
გაშიფრული. 2026 წელს მოხდება პროგრამის გაშვება ოფიციალურად, რომ
პორტალი არსებობდეს, სადაც ნებისმიერ პირს ექნება საშუალება, მიიღოს
ინფორმაცია საქართველოს მიწის ფონდის შესახებ. დღეის მდგომარეობით,
ნებისმიერი
უწყების
მიერ
მიწასთან
დაკავშირებული
ინფორმაციის
მოთხოვნის შემთხვევაში, ისინი ამ ინფორმაციას აწვდიან. სააგენტოს
თავმჯდომარის
განცხადებით,
წელს
1
მლნ.200
000
ჰექტარი
მიწის
მონაცემების განახლება მოხდება. ისინი მიბმული არიან საჯარო რეესტრის
მიერ ახალი ორთოფოტოების გადაღებაზე, დამოუკიდებლად ამას ვერ
აკეთებენ. სუსტი მხარეა, რომ საჯარო რეესტრი სხვა პერიოდში იღებს
ფოტოებს მათი ინტერესიდან გამომდინარე და სააგენტოს სხვა პერიოდში
ჭირდებათ ფოტოგადაღება. ფასთან დაკავშირებით - ქვეყნის მასშტაბით,
5
საშუალო ფასი წლიურად, 1 ჰექტარზე არის 58 ლარი, პირდაპირი გადაცემის
შემთხვევაში მინიმალური ფასია 15 ლარი. რაც შეეხება ქარსაფარი ზოლების
გაშენებას, გიორგი მიშელაძემ განაცხადა, რომ პროგრამის ფარგლებში
პროექტი აქვთ შემუშავებული, თუმცა ეს ძვირადღირებული პროექტია.
პროექტის მომზადება, 1 ჰექტარის გაშენება, აღდგენა-რეაბილიტაცია, მოვლა,
ჯამში 70 000 ლარზე მეტი ჯდება. ამის განხორციელებისათვის ეძებენ
წყაროებს, რადგან მარტო ბიუჯეტის სახსრები არ იქნება საკმარისი.
3. გელა სამხარაული: რომელმაც მადლობა გადაუხადა მომხსენებელს
წარმოდგენილი საინტერესო, ამომწურავი ინფორმაციისთვის და სთხოვა მას,
მომავალი
წლისთვის,
სააგენტოს
ანგარიშის
მოსმენისას,
ქარსაფარ
(მინდორდაცვით) ზოლთან დაკავშირებულ საკითხებზე უფრო დეტალური
ინფორმაცია წარმოადგინონ, საპილოტედ მაინც დაიწყონ პროექტი, რომ
იცოდნენ, ქარსაფარის გასაშენებლად წიწვოვანი მცენარეები უკეთესია, თუ
ფოთლოვანი,
ნაყოფისმომცემი
გამოყენებული,
იმუშაონ,
მცენარეებიც
როგორი
შესაძლებელია
მიმართულებით
წავიდნენ,
იყოს
რომ
ფერმერებიც დაინტერესდნენ და აქტიურად ჩაერთონ პროცესებში.
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა ცნობად მიიღო ინფორმაცია - სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და
მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს მიერ 2024 წელს
გაწეული საქმიანობის და 2025 წლის მიმდინარე აქტივობების შესახებ.
სხდომის თავმჯდომარე:
გელა სამხარაული
სხდომის მდივანი:
ირმა ქიტიაშვილი
6