საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მოსმენა და პრეზენტაცია მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ხელშემწყობ პროგრამებზე

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
17.09.2025
ავტორი
სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტი
ნომერი
#[57aa]/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-09-17
კომიტეტის სხდომის ნომერი 21
შენიშვნა 2025 წლის 17 სექტემბერი, 15:00 საათი აბასთუმნის ობსერვატორია ადიგენის მუნიციპალიტეტი დაბა აბასთუმანი

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი 9/22/25, 1:23 PM განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა თარიღი 17 სექტემბერი 2025 15:00 2025 წლის 17 სექტემბერი, 15:00 საათი აბასთუმნის ობსერვატორია ადიგენის მუნიციპალიტეტი დაბა აბასთუმანი დღის წესრიგი 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/62; 30.06.2025) განხილვა პირველი მოსმენით; მომხსენებელი - ზვიად გაბისონია, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე; 2. მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარებისა და არსებული გამოწვევების ხედვა; მომხსენებელი - ზვიად გაბისონია, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე; 3. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ანგარიშის მოსმენა; მომხსენებელი - თეიმურაზ დოჭვირი, რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი; 4. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მოსმენა და პრეზენტაცია მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ხელშემწყობ პროგრამებზე; მომხსენებელი - თინათინ ჯაჭვაძე - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, ტექნოლოგიების გადაცემის მენეჯერი. https://www.parliament.ge/print/announcement/3469?local=true 1/2
ოქმი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომის ოქმი ოქმი N21 2025 წლის 17 სექტემბერი, 15:30 საათი სამცხე-ჯავახეთი, ადიგენის მუნიციპალიტეტი, აბასთუმნის ობსერვატორია, დაბა აბასთუმანი სხდომას უძღვებოდა: მარიამ ლაშხი - საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე; სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი სოსიაშვილი, ეკა სეფაშვილი, იმედა ნიკურაძე, ლიკა შარტავა, ვლადიმერ ბოჟაძე. სხდომაზე დამსწრე სხვა პირები: ანტონ ობოლაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი, ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების დელეგატი; ზვიად გაბისონია - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე; თეიმურაზ დოჭვირი - რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი; თინათინ ჯაჭვაძე - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოლოგიების გადაცემის მენეჯერი; ალექსანდრე თევზაძე - ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორი; სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში; ზაალ გელაშვილი - გოჩა ქიმაძე - ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი; შმაგი ბიძიშვილი - ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარე; სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი - მაკა ბერიძე, სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი - მერაბ ბერიძე. სხდომის მდივანი: თეონა აბულაძე - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის მთავარი სპეციალისტი. სხდომის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგი და დაადასტურა კვორუმის არსებობა. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ დღის წესრიგს. დღის წესრიგი: 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/62; 30.06.2025) განხილვა პირველი მოსმენით; მომხსენებელი - ზვიად გაბისონია, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე; 2. მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარებისა და არსებული გამოწვევების ხედვა; მომხსენებელი - ზვიად გაბისონია, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე; 3. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ანგარიშის მოსმენა; მომხსენებელი - თეიმურაზ დოჭვირი, რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი; 4. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მოსმენა და პრეზენტაცია მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ხელშემწყობ პროგრამებზე; მომხსენებელი - თინათინ ჯაჭვაძე - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, ტექნოლოგიების გადაცემის მენეჯერი. კომიტეტმა მოისმინა: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ კომიტეტის წევრებს წარუდგინა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების მომხსენებლის შეტანის თაობაზე“ განცხადებით, წარმოდგენილი (№07-2/62; ცვლილებები მიზნად 30.06.2025). ისახავს იმ პრობლემის გადაჭრას, რომელიც ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესებში არსებული ვადების დაუცველობის შედეგად წარმოშობილ სირთულეებს უკავშირდება. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება შესაბამისმა ორგანომ უნდა მიიღოს არაუგვიანეს 180 დღის ვადაში, თუმცა პრაქტიკაში ხშირად ხდება, რომ სხვადასხვა ობიექტური მიზეზით აღნიშნული ვადის დაცვა ვერ ხერხდება. რიგ შემთხვევაში, პრობლემა წარმოიშობა კონკრეტული დარგობრივი მიმართულების საერთაშორისო ექსპერტის მოძიებისას და ადგილობრივი ექსპერტებისგან განსხვავებით, მათი ჩანაცვლების პროცესი დიდ დროს მოითხოვს. აღნიშნული გარემოებები საფრთხეს უქმნის საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ვადების დაცვას, რაც აზარალებს მოსწავლეების, პროფესიული განათლების სტუდენტების, სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის ინტერესებს. კანონპროექტებით აკრედიტაციის ან ავტორიზაციის ვადის ამოწურვის შემთხვევაში, იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებმაც საავტორიზაციო/სააკრედიტაციო განაცხადი ავტორიზაციისა და აკრედიტაციის დებულებით გათვალისწინებული ვადების დაცვით წარადგინეს ცენტრში და გამოცემულია ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის/აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფების შექმნის/უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის მაძიებლად ცნობის თაობაზე, მიეცემათ ავტორიზებულ/აკრედიტებულ რეჟიმში ფუნქციონირების გაგრძელების შესაძლებლობა მანამ, სანამ საბჭოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ამასთან ცვლილებით განსაზღვრულია, რომ საგანმანათლებლო საგანმანათლებლო დაწესებულება პროგრამა ავტორიზებულად, ხოლო აკრედიტებულად უმაღლესი ჩაითვლება ავტორიზაციის/აკრედიტაციის ვადის გასვლიდან 180 კალენდარული დღის ვადით. კომიტეტზე გამოითქვა მოსაზრება: კომიტეტის წევრის, ეკა სეფაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ავტორიზაციის პროცესი განხორციელდეს ციფრული ტექნოლოგიების აქტიური გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს მის მოდერნიზაციასა და პროცესის ხანგრძლივობის შემცირების შესაძლებლობას ორი თვის ვადამდე. ასევე, საჭიროა, ქართული კანონმდებლობის გადახედვა, რათა იგი მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროპულ მიდგომებს, რაც აუცილებელია პროცესის უნიფიცირებისთვის და ბოლონიის პროცესთან დასაახლოვებლად. კომიტეტის სხდომაზე, ასევე მოსაზრებები გამოთქვეს: ვლადიმერ ბოჟაძემ და გიორგი სოსიაშვილმა. კომიტეტმა გადაწყვიტა: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტებს: „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/62; 30.06.2025). კენჭისყრის შედეგები: მომხრე: 7 ; წინააღმდეგი: 0; თავი შეიკავა: 0. კომიტეტმა მოისმინა: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის გაბისონიამ, კომიტეტის წევრებს წარუდგინა მინისტრის მეცნიერების, მოადგილემ, ზვიად ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ხედვა. სადაც ძირითადი აქცენტი გაკეთდა იმ გამოწვევებზე, რომლებიც უკავშირდება უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაციის პროცესს. მომხსენებელმა, ასევე წარმოადგინა გამოწვევების დაძლევის სტრატეგია, რომელშიც განსაკუთრებულად ხაზგასმული იყო სახელმწიფოს მიერ სამეცნიერო პრიორიტეტების განსაზღვრის მნიშვნელობა, კვლევითი რესურსების ოპტიმიზაცია და მათი ეფექტიანი გამოყენება, კვლევითი საქმიანობის ინფრასტრუქტურული და მატერიალური მხარდაჭერა, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაციის გაძლიერება, სამეცნიერო პერსონალის კარიერული განვითარების ხელშეწყობა, ქართველოლოგიის კვლევითი მიმართულების სადოქტორო ნაშრომების გაძლიერება, ახალგაზრდობის ჩართვა მეცნიერებაში, ხარისხის ამაღლება და სამეცნიერო კვლევების ინტერნაციონალიზაციის მხარდაჭერა. კომიტეტზე გამოითქვა მოსაზრება: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საბაკალავრო საფეხურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები და მაგისტრანტები აქტიურად ჩართულნი იყვნენ სამეცნიერო კვლევებში. კომიტეტის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა გამოთქვა მოსაზრება, ერთიანი ეროვნული სამეცნიერო ბაზის შექმნის თაობაზე, რათა მოხდეს კოორდინაცია და თავიდან იქნეს აცილებული სამეცნიერო ნაშრომებისა და დისერტაციების დუბლირება. კომიტეტის წევრის, ეკა სეფაშვილის მოსაზრება ეხებოდა იმ სტანდარტების დაახლოებას, რომლებიც აუცილებელია ქართული და უცხოური სამეცნიერო ჟურნალებში სტატიებისა და ნაშრომების გამოქვეყნებისათვის. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა განავრცო სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნების სტანდარტების დაახლოვების ინიციატივა და მათ შორის კოპუსის სტანდარტებისა და გამოქვეყნების მაგალითი მოიყვანა. ასევე, გამოთქვა მოსაზრება სადოქტორო ნაშრომების დაცვის დროს ოპონენტებად და რეცენზენტებად სახელმწიფო სტრუქტურებიდან საჯარო მოხელეების მოწვევის თაობაზე და ხაზი გაუსვა ინტელექტუალური საკუთრების ინდექსის სტატუსსა და პატენტის ხელშეწყობის კომპონენტების დახვეწის აუცილებლობას. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ ჟურნალების მხარდაჭერის საკითხზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ელექტრონულ პლატფორმებზე მუშაობას. მიზანშეწონილია ქართველოლოგიის მიმართულებით ერთიანი პლატფორმის შექმნა, რომელიც საშუალებას მისცემს უცხოეთში მცხოვრებ მეცნიერებს ინდივიდუალური ჟურნალების საშუალებით ინტეგრირდნენ სამეცნიერო სივრცეში. ასევე, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს ქართველოლოგიური კონფერენციების შედეგების პუბლიკაციის სახით გავრცელება. კომიტეტის სხდომაზე, ასევე მოსაზრებები გამოთქვეს: ვლადიმერ ბოჟაძემ და ლიკა შარტავამ. კომიტეტმა გადაწყვიტა: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღეს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის მიერ წარმოდგენილი: მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარებისა და არსებული გამოწვევების ხედვა. კენჭისყრის შედეგები: მომხრე: 7; წინააღმდეგი: 0; თავი შეიკავა: 0. კომიტეტმა მოისმინა: რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, თეიმურაზ დოჭვირმა, კომიტეტის წევრებს წარუდგინა ანგარიში ფონდის 2024–2025 წლებში განხორციელებული საქმიანობის შესახებ. ანგარიშში ხაზგასმით აღინიშნა, რომ ფონდი, სახელმწიფოს სტრატეგიული მიზნების მისაღწევად, ახორციელებს კონკურენციაზე დაფუძნებულ ფინანსურ ინვესტიციას სამი ძირითადი პროგრამის განხორციელების გზით. ბიუჯეტის ზრდამ შესაძლებლობა შექმნა შემუშავებულიყო ახალი საგრანტო და ფინანსური სქემები, სადაც განსაკუთრებული პრიორიტეტი მიენიჭა მეცნიერებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, ქართველოლოგიის კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემას. აღინიშნა, რომ შესაბამისი კონკურსი წელს მეორედ ჩატარდა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ქართველოლოგიის მიმართულებით ახალი ცოდნისა და კვლევითი რესურსების შექმნას, მათ სასწავლო პროცესებში ინტეგრაციას, საერთაშორისო გავრცელებასა და პოპულარიზაციას, აგრეთვე ახალგაზრდა ტალანტების მოზიდვას და მათი სამეცნიერო პოტენციალის განვითარებას. „სამეცნიერო გრანტების გაცემისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში წამყვან პოზიციას იკავებს გამორჩეული კვლევების დაფინანსება, სადაც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებულია ახალგაზრდა მკვლევართა მხარდაჭერაზე. პოპულარიზაციის მიმართულებით ფონდი ახორციელებს მრავალფეროვან კონკურსებს, რითაც მიზნად ისახავს ქართული მეცნიერების ხილვადობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას ევროპულ კვლევით სივრცეში. ამასთან, სამთავრობო პროგრამა „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით – ევროპისკენ“ (2025–2028) ითვალისწინებს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ინფრასტრუქტურის განახლებას, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება და განვითარება. კომიტეტზე გამოითქვა მოსაზრება: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ გამოთქვა მოსაზრება, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან გამოთხოვილ იქნას ინფორმაცია ავტორიზებული საჯარო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებული საბაკალავრო პროგრამების შესახებ, რომლებზეც კვლევებისა და ექსპერიმენტების მიმართულებით სტუდენტთა მაღალი ინტერესია. ეს ინფორმაცია ფონდს მისცემს შესაძლებლობას საგრანტო კონკურსები გააფართოოს და შესაბამისი პროგრამები ბაკალავრიატის სტუდენტებისთვისაც განახორციელოს. კომიტეტმა გადაწყვიტა: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღეს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ წარმოდგენილი ანგარიში. კენჭისყრის შედეგები: მომხრე: 7; წინააღმდეგი: 0; თავი შეიკავა: 0. კომიტეტმა მოისმინა: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოლოგიების გადაცემის მენეჯერმა, თინათინ ჯაჭვაძემ, კომიტეტის წევრებს წარუდგინა სააგენტოს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია და პრეზენტაცია მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ხელშეწყობის პროგრამებზე. მომხსენებელმა წარმოადგინა პროცესი, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტების, ლაბორატორიებისა და კვლევითი ინსტიტუტების ბაზაზე შექმნილი გამოგონებები და ტექნოლოგიები კომერციულ პროდუქტებად გადაიცემა. მისივე განცხადებით, ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამა 2019–2022 წლებში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ განხორციელდა, მსოფლიო ბანკის ტექნოლოგიების ტექნიკური გადაცემის მხარდაჭერით. პროგრამებზე, ასევე, მომხსენებელმა ისაუბრა რომლებიც მორგებულია ბიზნესის საჭიროებებზე და პროგრამის განხორციელების გზებზე. კომიტეტზე გამოითქვა მოსაზრება: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა პრიორიტეტად დაასახელა ამ კუთხით ცნობიერების ამაღლება და დააინიცირა დეტალური ანგარიშის მოსმენა საქპატენტის მონაწილეობით. კომიტეტმა გადაწყვიტა: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღეს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია და პრეზენტაცია მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ხელშემწყობ პროგრამების თაობაზე. კენჭისყრის შედეგები: მომხრე: 7; წინააღმდეგი: 0; თავი შეიკავა: 0. სხდომის თავმჯდომარე: მარიამ ლაშხი სხდომის მდივანი: თეონა აბულაძე