საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ინფორმაცია მიმდინარე მოწვევაში საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე 2025 წლის 25 სექტემბრის მდგომარეობით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-10-01
ბიუროს ნომერი 76
📜 ტექსტი
წერილი
2-12619/25
29-09-2025
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 43-ე მუხლის მე-2
პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ინფორმაციას მიმდინარე მოწვევაში
საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული
დავალებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე, 2025 წლის 25
სექტემბრის მდგომარეობით.
დანართი: 18 ფურცელი.
1.
საქართველოს
კანონების
გარდამავალი
დებულებებით
განსაზღვრული დავალებები, რომელთა შესრულების ვადა გავიდა
მიმდინარე მოწვევაში 2025 წლის 26 სექტემბრამდე და ჯერ არ შესრულებულა
(7 ფურცელი);
2.
საქართველოს
კანონების
გარდამავალი
დებულებებით
განსაზღვრული დავალებები, რომელთა შესრულების ვადა გავიდა
მიმდინარე მოწვევაში და შესრულდნენ 2025 წლის 25 ივნისიდან – 2025 წლის
26 სექტემბრამდე დროის მონაკვეთში, ან ნორმატიული აქტით
განსაზღვრული შესრულების ვადის გასვლის შემდეგ (11 ფურცელი).
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დავითი მათიკაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
დანართი
დანართი N1
საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებები,
რომელთა შესრულების ვადა გავიდა მიმდინარე მოწვევაში 2025 წლის 26
სექტემბრამდე და ჯერ არ შესრულებულა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტი
საქართველოს კანონი „სოციალური მუშაობის შესახებ“ (ცვლილება №3847-XIIIმს-Xმპ,
30.11.2023)
მუხლი 64.
7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საქართველოს იუსტიციის
სამინისტრომ და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის
სამინისტრომ 2025 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ შემდეგი სამართლებრივი
აქტების გამოცემა:
ა) ამ კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, საქმეთა გადანაწილების წესის განსაზღვრის
შესახებ;
ბ) ამ კანონის 58-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სოციალური მუშაკის
საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელების წესისა და პირობების დადგენის
შესახებ.
შესრულებულია ნაწილობრივ. კერძოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, საქართველოს
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ მოცემული დავალებები
შესრულდა, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინსტროს მიერ მიმდინარეობს მუშაობა და უახლოეს
მომავალში დაგეგმილია ზემოაღნიშნული დავალებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების
მიღება.
საქართველოს კანონი „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე №428-IIმს-XIმპ, 02.04.2025
მუხლი 2
1. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში (03.05.2025მდე) უზრუნველყოს „გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და
ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და
დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 12 ივნისის
№286 დადგენილების ამ კანონთან შესაბამისობა.
მიმდინარეობს მუშაობა. კანონით გათვალისწინებული დავალება დასრულების პროცესშია.
(კომიტეტის ინფორმაცია 02.09.2025)
1
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
საქართველოს კანონი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ (ცვლილება N5948-სს,
22.05.2020)
მუხლი 67 1.
2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა:
ბ) 2025 წლის 1 იანვრამდე გამოსცეს ბრძანება „ზონებისა და აგლომერაციების
კლასიფიკაციის შესახებ“.
მიმდინარეობს მუშაობა. მინისტრის ბრძანების პროექტის მომზადება დასრულებულია და
მისი მიღება დაგეგმილია უახლოეს მომავალში.
საქართველოს კანონი „სამრეწველო ემისიების შესახებ“ №3381-XIმს-Xმპ, 29.06.2023
მუხლი 31. ამ კანონის საფუძველზე გამოსაცემი კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტები და განსახორციელებელი ღონისძიებები
1. საქართველოს
დადგენილებები:
მთავრობამ
2025
წლის
1
სექტემბრამდე
გამოსცეს
ა) „წვის დანადგარების შესახებ“;
მიმდინარეობს მუშაობა. მინისტრის ბრძანების პროექტის მომზადება დასრულებულია და
მისი მიღება დაგეგმილია უახლოეს მომავალში.
ბ) „იმ საქმიანობების შესახებ, რომლებიც იყენებენ ორგანულ გამხსნელებს“;
მიმდინარეობს მუშაობა დავალებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის პროექტის
მომზადებაზე.
გ) „ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის საწარმოების შესახებ“;
მიმდინარეობს მუშაობა დავალებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის პროექტის
მომზადებაზე.
დ) „საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნები“ და უზრუნველყოს
მათი პერიოდული განახლება.
მიმდინარეობს მუშაობა დავალებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის პროექტის
მომზადებაზე.
საქართველოს კანონი ,,გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ’’ (ცვლილება
№3387-XIმს-Xმპ, 29.06.2023)
მუხლი 29. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გამოსაცემი/მისაღები და
ძალადაკარგულად
გამოსაცხადებელი
სამართლებრივი
აქტები
და
განსახორციელებელი ღონისძიებები
2
2. საქართველოს მთავრობამ:
ბ) 2025 წლის 1 სექტემბრამდე მიიღოს დადგენილება „გარემოსთვის განსაკუთრებით
საშიში საქმიანობის განხორციელებით გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის
ფინანსური უზრუნველყოფის წესის შესახებ“.
მიმდინარეობს მუშაობა დავალებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის პროექტის
მომზადებაზე.
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი
საქართველოს კანონი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე №448-IIმს-XIმპ, 04.04.2025
მუხლი 2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა 2025 წლის 1 ივლისამდე
უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა და
სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
მიმდინარეობს მუშაობა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
საქართველოს კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური
სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ №335IIმს-XIმპ, 04.03.2025
მუხლი 2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ამ კანონის
ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში (05.04.2025-მდე) უზრუნველყოს სათანადო
ნორმატიული აქტის ამ კანონთან შესაბამისობა.
ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული დავალების შესრულების
მიზნით მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია 08.09.2025)
საქართველოს კანონი „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე №504-IIმს-XIმპ, 16.04.2025
მუხლი 2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა 2025 წლის 1 ივნისამდე
ბრძანებით განსაზღვროს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 13 პუნქტით გათვალისწინებული
3
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული კომისიის შემადგენლობა და
საქმიანობის წესი.
ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული დავალების შესრულების
მიზნით მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია 08.09.2025)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ №4206-XIVმს-Xმპ,
29.05.2024
მუხლი 2
4. ამ კანონის პირველი მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს
ფინანსთა
სამინისტროს
სისტემაში
შემავალი
სახელმწიფო
საქვეუწყებო
დაწესებულების − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის
ზედამხედველობის სამსახურის მიერ სანქციის სახის/ოდენობის განსაზღვრისა და
სანქციის დაკისრების წესის დადგენის თაობაზე კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულება − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის
ზედამხედველობის სამსახური შეიმუშავებს 2025 წლის 1 იანვრამდე.
მიმდინარეობს მუშაობა. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის
ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანების პროექტი წარედგინა ბუღალტრული აღრიცხვის,
ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭოს განხილვისა და დარგობრივ-პროფესიული შეფასებისთვის.
მიღებული იქნა შესაბამისი რეკომენდაციები, როგორც საბჭოსგან, ასევე პროფესიული ორგანიზაციების
მხრიდან. მიმდინარე ეტაპზე, სამსახურის იურიდიული დეპარტამენტი მიღებული შენიშვნების
შესაბამისად ახორციელებს ნორმატიული აქტის პროექტის გადამუშავებას და მისი საბოლოო ვერსიის
სამართლებრივ ექსპერტიზას.
საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ №4206-XIVმს-Xმპ,
29.05.2024
მუხლი 2
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-9
მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრულ გამოქვეყნებული ანგარიშგებების კანონით
დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიმოხილვის წესს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულება − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის
ზედამხედველობის სამსახური შეიმუშავებს ამ პუნქტის ამოქმედებიდან 8 თვის
ვადაში (14.02.2025-მდე).
4
მიმდინარეობს მუშაობა. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის
ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანების პროექტი გადამუშავდა და განმეორებით
წარედგინა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭოს, რომლის რეკომენდაციების
გათვალისწინებით პროექტი გასაჯაროვდა სამსახურის ვებგვერდზე. საბჭომ სხდომაზე უნდა
განიხილოს კანონქვემდებარე აქტის რედაქცია.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე (ცვლილება №117 Iმს-XIმპ, 13.12.2024)
მუხლი 1545
1. სამინისტრომ 2025 წლის 1 ივლისამდე დაამტკიცოს:
ა) საბაზო განათლების მქონე, ჯანმრთელობის დაცვის სექტორში დასაქმებული
ექთნისა და მეან-ექთნის მიერ დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობისა და
დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლების მოპოვების წესი;
შესაბამისი ნორმატიული აქტის პროექტი მომზადებულია. (კომიტეტის ინფორმაცია
11.09.2025)
ბ) მეან-ექთნის სპეციალობათა და იმ საექთნო სპეციალობათა ნუსხა, რომლებით
მუშაობაც ეკრძალება კონკრეტული დაავადების მქონე დამოუკიდებელი საექთნო
საქმიანობის სუბიექტს;
შესაბამისი ნორმატიული აქტის პროექტი მომზადებულია. (კომიტეტის ინფორმაცია
11.09.2025)
გ) ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრის შექმნისა და წარმოების წესი;
შესაბამისი ნორმატიული აქტის პროექტი მომზადებულია. (კომიტეტის ინფორმაცია
11.09.2025)
დ) იმ პირთათვის დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობისა და დამოუკიდებელი მეანექთნის საქმიანობის უფლების მინიჭების წესი, რომლებმაც საექთნო ან მეან-ექთნის
განათლება უცხოეთში მიიღეს/აღნიშნული უფლება უცხოეთში მოიპოვეს;
შესაბამისი ნორმატიული აქტის პროექტი მომზადებულია. (კომიტეტის ინფორმაცია
11.09.2025)
ე) სახელმწიფო სერტიფიკატისა და რეგისტრაციის მოწმობის ფორმები;
შესაბამისი ნორმატიული აქტის პროექტი მომზადებულია. (კომიტეტის ინფორმაცია
11.09.2025)
5
ვ) უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკოსი ექთნის, უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკოსი
მეან-ექთნისა და ექთან-სპეციალისტის მოწმობების ფორმები;
შესაბამისი ნორმატიული აქტის პროექტი მომზადებულია. (კომიტეტის ინფორმაცია
11.09.2025)
ზ) საექთნო სპეციალობათა ნუსხა და შესაბამისი კომპეტენციები;
შესაბამისი ნორმატიული აქტის პროექტი მომზადებულია. (კომიტეტის ინფორმაცია
11.09.2025)
თ) ექთნისა და მეან-ექთნის მიერ სამედიცინო დოკუმენტაციისა და ჩანაწერების
წარმოების წესი;
შესაბამისი ნორმატიული აქტის პროექტი მომზადებულია. (კომიტეტის ინფორმაცია
11.09.2025)
ი) საექთნო და მეან-ექთნის პრაქტიკის სტანდარტები;
შესაბამისი ნორმატიული აქტის პროექტი მომზადებულია. (კომიტეტის ინფორმაცია
11.09.2025)
კ) საექთნო დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამის
მომზადების, განხორციელებისა და აკრედიტაციის წესი;
აღნიშნული საკითხი საჭიროებს სპეციალიზებულ პრაქტიკულ გამოცდილებას და დარგის
სპეციფიკის გათვალისწინებას. შესაბამისი დოკუმენტის მომზადება დაგეგმილია დარგის
სპეციალისტების ჩართულობით, რაზედაც მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია
11.09.2025)
ლ) ექთნისა და მეან-ექთნის უწყვეტი პროფესიული განვითარების ცალკეული
ფორმები, პროფესიული რეაბილიტაციის წესი და შესაბამისი პროგრამების/კურსების
აკრედიტაციის კრიტერიუმები;
აღნიშნული საკითხი საჭიროებს სპეციალიზებულ პრაქტიკულ გამოცდილებას და დარგის
სპეციფიკის გათვალისწინებას. შესაბამისი დოკუმენტის მომზადება დაგეგმილია დარგის
სპეციალისტების ჩართულობით, რაზედაც მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია
11.09.2025)
მ) დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის
საქმიანობის ახალი ვადით გაგრძელებისთვის საჭირო უწყვეტი საექთნო განათლების
ან მეან-ექთნის უწყვეტი განათლების კრედიტების რაოდენობის განსაზღვრის წესი;
აღნიშნული საკითხი საჭიროებს სპეციალიზებულ პრაქტიკულ გამოცდილებას და დარგის
სპეციფიკის გათვალისწინებას. შესაბამისი დოკუმენტის მომზადება დაგეგმილია დარგის
სპეციალისტების ჩართულობით, რაზედაც მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია
11.09.2025)
ნ) სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოწმობის მოქმედების ვადის
გაგრძელების, აგრეთვე მისი გაუქმების შემთხვევაში დამოუკიდებელი საექთნო
საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტის მიერ მისი
განმეორებით მოპოვების წესი;
6
აღნიშნული საკითხი საჭიროებს სპეციალიზებულ პრაქტიკულ გამოცდილებას და დარგის
სპეციფიკის გათვალისწინებას. შესაბამისი დოკუმენტის მომზადება დაგეგმილია დარგის
სპეციალისტების ჩართულობით, რაზედაც მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია
11.09.2025)
ო) ჯანმრთელობის დაცვის სექტორში დასაქმებული ექთან-სპეციალისტის მიერ
საექთნო სპეციალობით საქმიანობის განსახორციელებლად უწყვეტი პროფესიული
განვითარების ფარგლებში მიღებული განათლების აღიარების წესი;
აღნიშნული საკითხი საჭიროებს სპეციალიზებულ პრაქტიკულ გამოცდილებას და დარგის
სპეციფიკის გათვალისწინებას. შესაბამისი დოკუმენტის მომზადება დაგეგმილია დარგის
სპეციალისტების ჩართულობით, რაზედაც მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია
11.09.2025)
პ) დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის
საქმიანობის სუბიექტის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და
სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების შერჩევითი კონტროლის წესი.
აღნიშნული საკითხი საჭიროებს სპეციალიზებულ პრაქტიკულ გამოცდილებას და დარგის
სპეციფიკის გათვალისწინებას. შესაბამისი დოკუმენტის მომზადება დაგეგმილია დარგის
სპეციალისტების ჩართულობით, რაზედაც მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია
11.09.2025)
2. საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს ამ კანონის
1544 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამართლებრივი აქტის მიღება.
შესაბამისი ნორმატიული აქტის პროექტი მომზადებულია. (კომიტეტის ინფორმაცია
11.09.2025)
საქართველოს
კანონი
„ნარკოტიკული
საშუალებების,
ფსიქოტროპული
ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე №918-IIIრს-XIმპ, 02.07.2025
მუხლი 3. საქართველოს მთავრობამ და საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრმა:
ა) 2025 წლის 15 აგვისტომდე უზრუნველყონ ამ კანონის პირველი მუხლის მე-4
პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე მიღებული/გამოცემული კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა;
მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია 11.09.2025)
ბ) 2025 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყონ ამ კანონის პირველი მუხლის პირველი
და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე მიღებული/გამოცემული
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა;
მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია 11.09.2025)
7
დანართი
დანართი N2
საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით
განსაზღვრული
დავალებები, რომელთა შესრულების ვადა გავიდა მიმდინარე მოწვევაში და
შესრულდნენ 2025 წლის 25 ივნისიდან - 2025 წლის 26 სექტემბრამდე დროის
მონაკვეთში, ან კანონით დადგენილი შესრულების ვადის გასვლის შემდეგ.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტი
საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე №606-IIმს-XIმპ, 10.06.2025
მუხლი 2. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის
სამინისტრომ 2025 წლის 1 სექტემბრამდე დაამტკიცოს სახელმწიფო ენის
სპეციალური კურსის გავლის წესი.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება
№65/ნ, 12.08.2025
საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე №798-IIმს-XIმპ, 26.06.2025
მუხლი 2
2. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში (01.08.2025მდე) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო
და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფლებამონაცვლე
შესაბამისი უწყებების განსაზღვრა და მათთვის სათანადო უფლებამოსილებების
გადაცემა.
საქართველოს მთავრობის დადგენილება №302, 30.07.2025
საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე №798-IIმს-XIმპ, 26.06.2025
მუხლი 2
3. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2025
წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის −
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს
1
ლიკვიდაცია და
განხორციელება.
მის
ლიკვიდაციასთან
დაკავშირებული
ღონისძიებების
შესრულებულია. სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის
განვითარების სააგენტო ლიკვიდირებულია. სააგენტოს ლიკვიდაციასთან დაკავშირებული
შესაბამისი ღონისძიებები ძირითადად განხორციელებულია და პროცესი თითქმის დასრულებულია.
(კომიტეტის ინფორმაცია 25.09.2025.)
გარემოს და დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
საქართველოს კანონი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ (ცვლილება N5948სს, 22.05.2020)
მუხლი 67 1.
2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა:
ბ) 2025 წლის 1 იანვრამდე გამოსცეს ბრძანება „ზონებისა და აგლომერაციების
კლასიფიკაციის შესახებ“.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-453,
25.07.2025
საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე №556-IIმს-XIმპ, 13.05.2025
მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარდგინებით, ამ კანონის გამოქვეყნებიდან 30
დღის ვადაში (14.06.2025-მდე) უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
შესრულებულია. (კომიტეტის ინფორმაცია 30.07.2025)
საქართველოს კანონი „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე №557-IIმს-XIმპ, 13.05.2025
მუხლი 2
7. ამ კანონის გამოქვეყნებიდან 30 დღის ვადაში (15.06.2025-მდე):
ა) საქართველოს მთავრობამ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის
სამინისტროს
წარდგინებით
უზრუნველყოს
სათანადო
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა;
შესრულებულია. (კომიტეტის ინფორმაცია 30.07.2025)
2
გ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტმა
ამ
კანონით
გათვალისწინებული
უფლებამონაცვლეობის
შესაბამისად უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს ეკონომიკისა
და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის
იურიდიულ პირში − მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოში დასაქმებული
პირების უკონკურსოდ დანიშვნა იმ თანამდებობების შესაბამის/ტოლფას
თანამდებობებზე, რომლებიც მათ ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის ეკავათ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში
შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − მინერალური რესურსების
ეროვნულ სააგენტოში;
შესრულებულია. (კომიტეტის ინფორმაცია 30.07.2025)
დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, მის
სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − მინერალური
რესურსების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ −
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა უზრუნველყონ ამ კანონის
ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.
შესრულებულია. (კომიტეტის ინფორმაცია 30.07.2025)
საქართველოს კანონი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“ (ცვლილება №786-IIმს-
XIმპ, 26.06.2025)
მუხლი 49.
8. საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 1 აგვისტომდე მიიღოს დადგენილება
„გარემოსდაცვითი
შეფასების
კოდექსით
გათვალისწინებული
გარემოზე
ზემოქმედების შეფასების ანგარიშისა და საქმიანობის ექსპლუატაციის პირობის
ცვლილების შესახებ ანგარიშის შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე.“.
საქართველოს მთავრობის დადგენილება №417, 24.09.2025
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის
კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ №4373-XVრს-Xმპ, 18.07.2024
მუხლი 2
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ:
ბ) 2025 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს სტანდარტიზაციის საბჭოს შექმნისა და
მის მიერ საქმიანობის განხორციელების წესის დამტკიცება.
3
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/231,
26.06.2024
საქართველოს კანონი „საქართველოს საზღვაო კოდექსი“ (ცვლილება №683-IIმს-XIმპ,
12.06.2025)
მუხლი 3746
3. 2025 წლის 1 აგვისტომდე:
ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და მის
სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საზღვაო
ტრანსპორტის
სააგენტომ
საქართველოს
კანონმდებლობის
შესაბამისად
უზრუნველყონ აღნიშნული სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის
იურიდიული პირის − საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში
შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საზღვაო ტრანსპორტის
სააგენტოსთან შერწყმა და ამასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება;
შესრულებულია. (კომიტეტის ინფორმაცია 01.09.2025)
ბ) შესაბამისმა უწყებებმა უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
შესრულებულია. (კომიტეტის ინფორმაცია 01.09.2025)
საქართველოს კანონი „საქართველოს სარკინიგზო კოდექსი“ (ცვლილება №508-IIმს-
XIმპ, 29.04.2025)
მუხლი 64. გარდამავალი დებულებები
4. სააგენტომ უზრუნველყოს:
ა) 2025 წლის 1 სექტემბრამდე − მემანქანეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის
შეფასებისა და მემანქანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა
№IV-100/ა) გაცემის უფლებამოსილების მქონე სამედიცინო დაწესებულებისა და
ექიმის აღიარებისა და მათი მონიტორინგის განხორციელების წესის დამტკიცება;
სსიპ - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №1-1/105, 27.08.2025
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი
საქართველოს კანონი „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე №760-IIმს-XIმპ, 26.06.2025
მუხლი 2
2. საქართველოს დაზვერვის სამსახურის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულებად − დაზვერვის სააგენტოდ გარდაქმნასთან დაკავშირებით:
4
ა) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა 2025 წლის 1
აგვისტომდე დაამტკიცოს:
ა.ა) დაზვერვის სააგენტოს დებულება;
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება №58, 29.07.2024.
ა.ბ) დაზვერვის სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებები,
სააგენტოს საშტატო ნუსხა და სააგენტოში მომუშავეთა რიცხოვნობა;
შესრულებულია. (კომიტეტის ინფორმაცია 12.09.2025).
ბ) საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 1 აგვისტომდე დაამტკიცოს:
ბ.ა) დაზვერვის სააგენტოს მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს და წოდებრივი
სარგოს განაკვეთები, აგრეთვე დაზვერვის სააგენტოს მოსამსახურისთვის მისაცემი
დანამატები და მათი განაკვეთები;
საქართველოს მთავრობის დადგენილება №304, 30.07.2025.
ბ.ბ) საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მივლენილი დაზვერვის
ოფიციალური
წარმომადგენლის
გრძელვადიანი
სამუშაო
მივლინების
ანაზღაურებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის წესი.
საქართველოს მთავრობის დადგენილება №282, 24.07.2025.
3. საქართველოს მთავრობამ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა
და სხვა სათანადო სუბიექტებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში
უზრუნველყონ შესაბამისი ორგანიზაციული და სამართლებრივი ღონისძიებების
განხორციელება, მათ შორის, სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან
შესაბამისობა, აგრეთვე სათანადო ნორმატიული აქტების (მათ შორის, ერთობლივი
ნორმატიული აქტების) მიღება/გამოცემა.
შესრულებულია. (კომიტეტის ინფორმაცია 12.09.2025).
საქართველოს კანონი „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და
კორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
№800-IIმს-XIმპ, 26.06.2025
მუხლი 2
2. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ლიკვიდაციის მიზნით საქართველოს
მთავრობამ ამ პუნქტის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში (10.07.2025-მდე) შექმნას
სალიკვიდაციო კომისია და განსაზღვროს მისი შემადგენლობა, საქმიანობის წესი და
უფლებამოსილებები.
საქართველოს მთავრობის განკარგულება №1080, 07.07.2025.
5
მუხლი 841. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ლიკვიდაცია და
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობის გაუქმება, მათი
შედეგები და გარდამავალ პერიოდში განსახორციელებელი ღონისძიებები
1. 2025 წლის 1 ივლისიდან ლიკვიდირებულ იქნეს სპეციალური საგამოძიებო
სამსახური და გაუქმდეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის
თანამდებობა. 2025 წლის 1 ივლისამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ლიკვიდაცია „საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად.
შესრულებულია. (კომიტეტის ინფორმაცია, 24.07.2025)
8. შესაბამისმა ორგანოებმა/თანამდებობის პირებმა დაუყოვნებლივ, მაგრამ
არაუგვიანეს 2025 წლის 1 ივლისისა, მიიღონ/გამოსცენ ამ კანონის შესასრულებლად
საჭირო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
შესრულებულია. (კომიტეტის ინფორმაცია, 24.07.2025)
საქართველოს კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა
სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე №670-IIმს-XIმპ, 12.06.2025
მუხლი 2
1. საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 1 სექტემბრამდე:
ა) განსაზღვროს ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროსთვის მიკუთვნებული
საქმიანობების ჩამონათვალი;
ბ) განსაზღვროს ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის
დროებითი ბინადრობის ნებართვის მაძიებლის მიერ საჭირო დოკუმენტების
წარდგენის წესი და წარსადგენი დამატებითი დოკუმენტები;
გ) დაადგინოს ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის
დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე პირის საქართველოს ტერიტორიაზე
ყოფნის მონიტორინგის განხორციელების წესი.
2. საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს სათანადო
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე
პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონთან
შესაბამისობა.
შესრულებულია. (კომიტეტის ინფორმაცია, 17.09.2025) (მიღებულია საქართველოს
მთავრობის 2025 წლის 27 აგვისტოს №389 დადგენილება „საქართველოში ბინადრობის ნებართვის
გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესისდამტკიცების შესახებ“ საქართველოს
6
მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“. ასევე
მიღებულია საქართველოს მთავრობის 2025 წლის 27 აგვისტოს №390 დადგენილება საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული
პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების
ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ
მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში
ცვლილების შეტანის თაობაზე“).
საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლობის შესახებ“ საქართველოს
ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე №827-IIმს-XIმპ, 26.06.2025
მუხლი 2
4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2025 წლის 1 სექტემბრამდე
უზრუნველყოს:
ა)
საკუთარ
სტრუქტურაში
მოსამართლეთა
მიმართ
დისციპლინური
სამართალწარმოების წარსამართავად შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის შექმნა
და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის განკუთვნილი საბიუჯეტო
ასიგნებების, აგრეთვე შესასრულებელი უფლებამოსილების გათვალისწინებით ამ
სტრუქტურულ ერთეულში საჯარო მოსამსახურეთა სათანადო საშტატო ნუსხის
დამტკიცება;
შესრულებულია. (კომიტეტის ინფორმაცია, 17.09.2025)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
მუხლი 841. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ლიკვიდაცია და
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობის გაუქმება, მათი
შედეგები და გარდამავალ პერიოდში განსახორციელებელი ღონისძიებები
1. 2025 წლის 1 ივლისიდან ლიკვიდირებულ იქნეს სპეციალური საგამოძიებო
სამსახური და გაუქმდეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის
თანამდებობა. 2025 წლის 1 ივლისამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ლიკვიდაცია „საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად.
შესრულებულია. (კომიტეტის ინფორმაცია, 24.07.2025)
7
8. შესაბამისმა ორგანოებმა/თანამდებობის პირებმა დაუყოვნებლივ, მაგრამ
არაუგვიანეს 2025 წლის 1 ივლისისა, მიიღონ/გამოსცენ ამ კანონის შესასრულებლად
საჭირო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
შესრულებულია. (კომიტეტის ინფორმაცია, 24.07.2025)
საქართველოს
ორგანული
კანონი
„საქართველოს
საარჩევნო
კოდექსი“
(ცვლილება№168-Iმს-XIმპ, 13.12.2024)
მუხლი 2038. მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2025 წლის არჩევნებისათვის
ზოგიერთი ღონისძიების განხორციელება
2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისათვის:
ა) ცესკომ 2025 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყოს საარჩევნო ოლქების შექმნა, მათი
საზღვრების დადგენა ან/და ცვლილებების განხორციელება და შესაბამისი
ინფორმაციის თავის ვებგვერდზე გამოქვეყნება;
შესრულებულია. (კომიტეტის ინფორმაცია 08.09.2025)
ბ) ცესკომ 2025 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყოს ქალაქ თბილისისა და სხვა
თვითმმართველი ქალაქების ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული
საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენა ან/და ცვლილებების განხორციელება და
შესაბამისი ინფორმაციის თავის ვებგვერდზე გამოქვეყნება;
შესრულებულია. (კომიტეტის ინფორმაცია 08.09.2025)
გ) საოლქო საარჩევნო კომისიებმა 2025 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყონ
ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შექმნა ან/და ცვლილებების
განხორციელება,
2014
წლის
ადგილობრივი
თვითმმართველობის
ორგანოთა
არჩევნებისას
საარჩევნო
კომისიების
მიერ
განსაზღვრული
ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების, 2017 წელს
განხორციელებული თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიული ცვლილებების
და ამ კანონის 140-ე მუხლით დადგენილი ოდენობების გათვალისწინებით;
შესრულებულია. (კომიტეტის ინფორმაცია 08.09.2025)
დ) საარჩევნო უბნები შეიქმნას ან/და ცვლილებები განხორციელდეს არაუგვიანეს
2025 წლის 1 აგვისტოსი;
შესრულებულია. (კომიტეტის ინფორმაცია 08.09.2025)
საქართველოს კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა
სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე №670-IIმს-XIმპ, 12.06.2025
მუხლი 2
8
1. საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 1 სექტემბრამდე:
ა) განსაზღვროს ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროსთვის მიკუთვნებული
საქმიანობების ჩამონათვალი;
ბ) განსაზღვროს ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის
დროებითი ბინადრობის ნებართვის მაძიებლის მიერ საჭირო დოკუმენტების
წარდგენის წესი და წარსადგენი დამატებითი დოკუმენტები;
გ) დაადგინოს ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის
დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე პირის საქართველოს ტერიტორიაზე
ყოფნის მონიტორინგის განხორციელების წესი.
2. საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს სათანადო
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე
პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონთან
შესაბამისობა.
შესრულებულია. (კომიტეტის ინფორმაცია, 17.09.2025)
(მიღებულია საქართველოს მთავრობის 2025 წლის 27 აგვისტოს №389 დადგენილება „საქართველოში
ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესისდამტკიცების შესახებ“
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებაში ცვლილების შეტანის
თაობაზე“. ასევე მიღებულია საქართველოს მთავრობის 2025 წლის 27 აგვისტოს №390 დადგენილება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის
იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული
უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების
ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის
წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508
დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“).
საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლობის შესახებ“ საქართველოს
ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე №827-IIმს-XIმპ, 26.06.2025
მუხლი 2
4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2025 წლის 1 სექტემბრამდე
უზრუნველყოს:
ა)
საკუთარ
სტრუქტურაში
მოსამართლეთა
მიმართ
დისციპლინური
სამართალწარმოების წარსამართავად შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის შექმნა
და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის განკუთვნილი საბიუჯეტო
ასიგნებების, აგრეთვე შესასრულებელი უფლებამოსილების გათვალისწინებით ამ
სტრუქტურულ ერთეულში საჯარო მოსამსახურეთა სათანადო საშტატო ნუსხის
დამტკიცება;
შესრულებულია. (კომიტეტის ინფორმაცია, 17.09.2025)
9
კულტურის კომიტეტი
საქართველოს კანონი „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე №581-IIმს-XIმპ, 14.05.2025
მუხლი 2
2. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის (16.08.2025-მდე) ვადაში საქართველოს
კულტურის მინისტრმა უზრუნველყოს შესაბამისი აქტების გამოცემა
შესრულებულია. (კომიტეტის ინფორმაცია 17.09.2025)
საპროცედურო საკითხთა კომიტეტი
საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე №835-IIმს-XIმპ, 26.06.2025
მუხლი 2
2. 2025 წლის 1 აგვისტომდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ
კანონით განსაზღვრული ხელშეკრულების სტანდარტული ფორმების დამტკიცება.
საქართველოს მთავრობის დადგენილება №309; 30.07.2025
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე (ცვლილება №117 Iმს-XIმპ, 13.12.2024)
მუხლი 2
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2025 წლის 1 ივლისამდე
მოამზადოს რეგისტრირებული ექთნის ან მეან-ექთნის და სერტიფიცირებული
პრაქტიკოსი ექთნის ან მეან-ექთნის ელექტრონული რეესტრის (შემდგომ − ექთნებისა
და მეან-ექთნების რეესტრი) მოდული.
შესრულებულია. (კომიტეტის ინფორმაცია 04.08.2025)
10