„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
30.09.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, ლევან მაჭავარიანი, გიორგი ბარვენაშვილი, მარიამ ლაშხი
ნომერი
#156/3-XIმპ
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ერთი მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-10-13
ბიუროს ნომერი 77

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველო კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მუხლი 1. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.08.2018, სარეგისტრაციო კოდი: 330090000.05.001.019104) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 141-ე მუხლის მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. 2026 წლის 1 სექტემბრამდე ამ კოდექსით განსაზღვრული სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებასა და ტექნიკურ ზედამხედველობას აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოებთან და სერტიფიცირებულ ექსპერტებთან ერთად ახორციელებენ სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესით განსაზღვრული პირები“. 2. 144-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ამ კოდექსის 140-ე მუხლის მოქმედება შეჩერდეს 2026 წლის 1 სექტემბრამდე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი თბილისი, 2025 წლის -------------. მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის (შემდგომში კოდექსი) 140-ე მუხლი, რომელიც ეხება არქიტექტორების და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირებას და რომლის მიხედვითაც სავალდებულო სერტიფიცირებას ექვემდებარებიან: არქიტექტურული პროექტის დამოწმების უფლებამოსილების მქონე არქიტექტორი, კონსტრუქციული პროექტის დამოწმებისთვის, სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის პასუხისმგებელი ინჟინერ-მშენებელი, არქიტექტურული პროექტისა და კონსტრუქციული პროექტის ექსპერტი, კოდექსის 144-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, უნდა ამოქმედდეს 2025 წლის 1 დეკემბრიდან. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის მიერ, კოდექსის 140-ე მუხლის შესაბამისად, 2024 წლის 10 აპრილის N134 დადგენილებით დამტკიცდა „არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების წესი“ (შემდგომში - წესი). დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით არქიტექტორებისა და ინჟინერ - მშენებლების სერტიფიცირებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული პერსონალის სერტიფიკაციის ორგანო(ები) (შემდგომში − აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანო(ები)). ხაზგასასმელია, რომ აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანო(ები)ს აკრედიტაცია განხორციელდება საერთაშორისო სტანდარტის ISO 17020-ის შესაბამისად. ამასთან, სხვადასხვა პროფესიულმა ასოციაციებმა და სხვა დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა, გამოთქვეს სურვილი ხსენებული წესისა და საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად გაიარონ შესაბამისი პროცედურები აკრედიტაციის მისაღებად. თუმცა დღეის მდგომარეობით აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანო ამ მიმართულებით ბაზარზე არ ოპერირებს. ხაზგასასმელია, რომ აკრედიტაციის პროცედურების დაწყებას, აკრედიტაციის მოპოვებას, შემდგომ გამოცდების ორგანიზებას საკმაო დრო და ასევე, შესაბამისი რესურსი სჭირდება. 2025 წლის 1 დეკემბრისთვის, როდესაც ამოქმედდება შეჩერებული სერტიფიცირების მარეგულირებელი მუხლი, ბაზარზე არ იარსებებს სერტიფიცირებული არქიტექტორები და ინჟინერ-მშენებლები. შესაბამისად, ვერ განხორციელდება არქიტექტურული და კონსტრუქციული პროექტების სერტიფიცირებული პირების მიერ დამოწმება/ექსპერტიზა, რაც შეაფერხებს სანებართვო პროცესს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საჭიროა შეჩერებული სერტიფიცირების მუხლის ამოქმედების გადავადება. ასევე, მიზანშეწონილია შეიცვალოს სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესით განსაზღვრული პირების მიერ სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასების და ტექნიკურ ზედამხედველობის განხორციელების ვადაც. კერძოდ: სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესით განსაზღვრული პირები ტექნიკურ ზედამხედველობას და სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებას აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოებთან და სერტიფიცირებულ ექსპერტებთან ერთად, განახორციელებენ 2026 წლის 1 სექტემბრამდე. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა; არქიტექტორების და ინჟინერ-მშენებლების შეჩერებული სერტიფიცირების მუხლის ამოქმედების ვადის გადაწევა საჭიროებს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიხედვით, არქიტექტორების და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების მარეგულირებელი მუხლის მოქმედება შეჩერდება 2026 წლის 1 სექტემბრამდე და შეუფერხებლად განხორციელდება ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, არქიტექტორების და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების მარეგულირებელი მუხლი ამოქმედდება 2026 წლის 1 სექტემბრიდან, შესაბამისად 2026 წლის 1 სექტემბრამდე ძალაში იქნება სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესი. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში: აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით. (წარმოდგენილი კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რადგან მოესწროს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში შესაბამისი ცვლილების განხორციელება მიმდინარე წლის 1 დეკემბრამდე. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ამასთან, მიზანშეწონილია კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან. აკრედიტაციის სამუშაოები განხორციელდება სსიპ - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის საკუთარი შემოსავლებით (მოიაზრება, აკრედიტაციის მაძიებელი პირის (სერტიფიკაციის ორგანო(ები)ს) მიერ აკრედიტაციის ცენტრისათვის საქართველოს მთავრობის 2023 წლის 7 აგვისტოს N289 დადგენილებით განსაზღვრული აკრედიტაციის საფასურის გადახდა).“ ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე საშუალოდ ვადიან პერიოდში, კერძოდ, სერტიფიცირების მოთხოვნის ვალდებულების დროებითი შეჩერება 2026 წლის 1 სექტემბრამდე, გამოიწვევს, სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის საკუთარ შემოსავლებში თანხის მიღების გადავადებას აღნიშნული პერიოდის განმავლობაში. როგორც ზემოთ აღინიშნა დღეის მდგომარეობით აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანო ბაზარზე არ ოპერირებს და არქიტექტორების და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების ვალდებულების დროებითი გადავადების გამო, მასერტიფიცირებელ ორგანოებს მიეცემათ მეტი დრო აკრედიტაციის ასაღებად და შესაბამისად, მოცემული პერიოდის განმავლობაში არ გადაიხდიან აკრედიტაციის საფასურს. აღნიშნულიდან გამომდინარე სახელმწიფო ბიუჯეტისთვისაც გადავადდება იმ შემოსავლის მიღება, რაც პოტენციურად უნდა შესულიყო სააგენტოს მიერ გადახდილი თანხის სახით (საუბარია 10%-ზე, რომელსაც ის საჯარო სამართლის იურიდიული პირები მიმართავენ სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელთა საკუთარი შემოსავალი აჭარბებს 1 მილიონ ლარს). როგორც სააგენტოს საკუთარ შემოსავლებზე, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტზე გავლენის ზუსტი ოდენობა დამოკიდებული იქნება აკრედიტაციის მსურველ ორგანოთა რაოდენობაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტაციის სამუშაოები განხორცილდება მხოლოდ საკუთარი შემოსავლებიდან, რომლის ფორმირების წყაროა აკრედიტაციის მაძიებელი პირის სერტიფიკაციის ორგანო(ები)ს მიერ აკრედიტაციის ცენტრისათვის საქართველოს მთავრობის 2023 წლის 7 აგვისტოს N289 დადგენილებით განსაზღვრული საფასურის ანაზღაურება. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიხედვით ვალდებულებები. სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 2025 წლის 1 დეკემბრამდე სანებართვო დოკუმენტაციის შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელებისთვის არ იყო სავალდებულო ასეთი საქმიანობის განხორციელება სერტიფიცირებული პირების მიერ. ამ საქმიანობას ახორციელებენ „სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესის“ შესახებ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის N256 დადგენილებით განსაზღვრული პირები. კერძოდ შესაბამისი განათლებისა და სამუშაო გამოცდილების მქონე სპეციალისტები. აღნიშნული თარიღის შემდგომ კი, სავალდებულო ხდებოდა ასეთი საქმიანობის განხორციელებისთვის პირების სერტიფიცირება. თუმცა 2025 წლის 1 დეკემბერს, როდესაც ამოქმედდება სერტიფიცირების მარეგულირებელი მუხლი, ბაზარზე არ იარსებებს სერტიფიცირებული არქიტექტორები და ინჟინერ-მშენებლები და ვერ განხორციელდება არქიტექტურული და კონსტრუქციული პროექტების სერტიფიცირებული პირების მიერ დამოწმება/ექსპერტიზა და ტექნიკური ზედამხედველობა. წარმოდგენილი ცვლილებით, ხორციელდება სერტიფიცირების ვალდებულების შეჩერება 2026 წლის 1 სექტემბრამდე. შესაბამისად, ზემოაღნიშნულ პირებს, რომლებიც ამჟამად ახორციელებენ არქიტექტურული და კონსტრუქციული პროექტის დამოწმებასა და ექსპერტიზას, ასევე ტექნიკურ ზედამხედველობას, 2026 წლის 1 სექტემბრამდე მიეცემათ შესაძლებლობა არსებული წესით განაგრძონ საქმიანობა, რაც დადებითად აისახება მათზე და ამასთან, არასერტიფიცირებული პირის მიერ სანებართვო დოკუმენტაციის დამოწმების საფუძვლით, არ შეფერხდება/დახარვეზდება სანებართვო დოკუმენტაციის შეთანხმების პროცედურა. რაც შეეხება იმ პირების ფინანსურ შემოსავლებზე გავლენას, რომლებსაც უნდა განეხორციელებინათ სერტიფიკატის მინიჭება, მათ გადაუვადდებათ აღნიშნული შემოსავლების მიღება 2026 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდის განმავლობაში. რაც შეეხება გადავადებული შემოსავლების ოდენობას, ეს დამოკიდებული იქნება სერტიფიცირების მსურველ პირთა რაოდენობასა და სერტიფიკატების გაცემის საფასურებზე, რომელიც დღეის მდგომარეობით არ არის დადგენილი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახდელის დადგენას. გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ მდგომარეობაზე. ახდენს ზეგავლენას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, ლევან მაჭავარიანი, გიორგი ბარვენაშვილი, მარიამ ლაშხი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, ლევან მაჭავარიანი, გიორგი ბარვენაშვილი, მარიამ ლაშხი.