„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 83 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-10-13
ბიუროს ნომერი 77
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ
მუხლი
1.
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსში
(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს
ცვლილება და 1271 მუხლის 31 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„31. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთის სასაზღვრო
გამტარი პუნქტიდან საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრულ
რადიუსში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებული და ავტოსატრანსპორტო საშუალებების
რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართული ავტოსადგომის მუშაობის
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევა - გამოიწვევს დაჯარიმებას
500 ლარის ოდენობით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს, რომ საქართველოს სახელმწიფო
საზღვრის სახმელეთო მონაკვეთის სასაზღვრო გამტარ პუნქტთან განთავსებული და
ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართული
ავტოსადგომების მუშაობისათვის დადგენილი წესების დარღვევისათვის დადგენილი
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გავრცელდეს ნებისმიერი ასეთი ავტოსადგომის მიერ
კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დარღვევაზე.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის
მოქმედი
რედაქციის 1271 მუხლის 31 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას
წარმოადგენს „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთის სასაზღვრო
გამტარი პუნქტიდან არაუმეტეს 20 კმ-ის რადიუსში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებული
და ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში
ჩართული M2, M3, N2 და N3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე,
ნახევარმისაბმელით
ან
მისაბმელით)
ავტოსადგომის
მუშაობის
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევა“.
დასახელებული ნორმა მიუთითებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების
მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართული ავტოსადგომის საქართველოს სახელმწიფო
საზღვრის სახმელეთო მონაკვეთის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან დაშორების რადიუსზე
და იმ სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიებზე, რომელთა განსათავსებლადაც უნდა
იყოს განკუთვნილი ავტოსადგომი.
საგულისხმოა, რომ ავტოსადგომის ფუნქციონირების დასაწყებად აუცილებელი
პირობები (მათ
შორის,
სასაზღვრო
გამტარი პუნქტიდან დაშორების მანძილი და
ავტოსადგომზე განსათავსებლად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიები)
განსაზღვრულია
მთავრობის
ნორმატიული
აქტით
(„ტექნიკური
რეგლამენტის
„ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების
თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილება).
ამასთანავე,
ავტოსადგომის
ელექტრონულ
სისტემაში
ავტოსატრანსპორტო
ჩართვისათვის
საშუალებების
აუცილებელია
რიგების
შესაბამისი
მართვის
ავტოსადგომი
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთის სასაზღვრო გამტარი
პუნქტიდან მდებარეობდეს მთავრობის ნორმატიული აქტით დადგენილ რადიუსში.
აღსანიშნავია
გათვალისწინებით
ავტოსადგომის
ის
გარემოებაც,
მიღებულ
იქნა
ფუნქციონირების
რომ
გადასახადის
„ტექნიკური
წესისა
და
გადამხდელთა
რეგლამენტის
პირობების“
მოთხოვნის
„ავტოსადგურის
დამტკიცების
და
თაობაზე“
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 19 სექტემბრის №366 დადგენილება,
რომლითაც შეიცვალა ავტოსადგომის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის სასაზღვრო გამტარ
პუნქტთან განთავსებისათვის აუცილებელი დაშორების მაჩვენებელი და სასაზღვრო გამტარ
პუნქტ „დარიალის“ (საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგის“) შემთხვევაში აღნიშნული
განისაზღვრება არაუმეტეს 25 კმ-ით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ
მთავრობის ნორმატიულ აქტში ავტოსადგომის მდებარეობასთან ან დანიშნულებასთან
დაკავშირებული პირობების ცვლილება არ იწვევდეს საკანონმდებლო აქტის ცვლილების
აუცილებლობასაც, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული წარმოდგენილი ცვლილების პროექტის
მომზადება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის
მიღება
აუცილებელია,
ვინაიდან
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევად (გადაცდომად) მიჩნეული ქმედება განსაზღვრულია საკანონმდებლო
აქტით, შესაბამისად, მასში ცვლილებაც საჭიროებს კანონში ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის
მიღების
შედეგად
საქართველოს
ადმინისტრაციულ
1
1
სამართალდარღვევათა კოდექსის მოქმედი რედაქციის 127 მუხლის 3 ნაწილით მოცული
იქნება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთის სასაზღვრო გამტარ
პუნქტთან განთავსებული და ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის
ელექტრონულ სისტემაში ჩართული ავტოსადგომების მუშაობისათვის დადგენილი წესების
დარღვევა, მიუხედავად შესაბამისი ავტოსადგომის მდებარეობისა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი
პროექტით
ცვლილება
ხორციელდება
საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოქმედი რედაქციის 1271 მუხლის 31
ნაწილში და ამ ნორმის ფორმულირებაში მითითებული საქართველოს სახელმწიფო საზღვრის
სახმელეთო მონაკვეთის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან დაშორების კონკრეტულ რადიუსზე
მითითება იცვლება საქართველოს მთავრობის ნორმატიულ აქტზე მითითებით.
ამასთან, ნორმიდან ხორციელდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიებზე
მითითების ამოღებაც, ვინაიდან, საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტი („ტექნიკური
რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების
დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442
დადგენილება) ადგენს ავტოსადგურების ტერიტორიის, შენობა-ნაგებობების, საწარმო და
საყოფაცხოვრებო
ობიექტების
მიმართ
უსაფრთხოების,
ადამიანთა
და
ცხოველთა
სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, გარემოს და საკუთრების დაცვის მოთხოვნებს, ასევე
აღნიშნული
მოთხოვნებიდან
გამომდინარე,
საქართველოს
საზღვრის
მონაკვეთების
სასაზღვრო
გამტარ
სახმელეთო
პუნქტებთან
სახელმწიფო
განთავსებული,
ავტოსატრანსპორტო
საშუალებების
რიგების
მართვის
ელექტრონულ
სისტემაში
ჩართული M2, M3, N2 და N3 კატეგორიის (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით)
ავტოსატრანსპორტო საშუალებების, ავტოსადგომების პარამეტრებს და შესაბამისად,
საქართველოს მთავრობის ნორმატიულ აქტზე მითითება გულისხმობს, რომ აღნიშნული
სამართალდარღვევა
ელექტრონულ
ეხება
სისტემაში
ავტოსატრანსპორტო
ჩართული
M2,
M3,
საშუალებების
N2
და
N3
რიგების
მართვის
კატეგორიის
(ცალკე,
ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსატრანსპორტო საშუალებების ავტოსადგომის
მუშაობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევას. ამდენად,
ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიებზე მითითების საჭიროება არ არსებობს.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის
დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული
ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს აუცილებელი ხარჯების დაფინანსებას.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, ვინაიდან
კანონის მოქმედი რედაქცია სრულად ფარავს ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების
მართვის ელექტრონულ სისტემაში მიმდინარე ეტაპის მდგომარეობით ჩართულ
ავტოსადგომებს.
ბ.ვ)
კანონპროექტით
გადასახდელის
(ფულადი
დადგენილი
შენატანის)
გადასახადის,
ოდენობა
მოსაკრებლის
შესაბამის
ბიუჯეტში
ან
სხვა
სახის
და
ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2)
ქალისა
და
მამაკაცის
თანასწორობის
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ
უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.