საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის მიერ წარმოდგენილი ასეანის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში (AIPA) საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ასეანის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (AIPA) 46-ე გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
08.10.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე
ნომერი
#2-13094/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-10-13
ბიუროს ნომერი 77

📜 ტექსტი

წერილი
2-13094/25 08-10-2025 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გიგზავნით ასეანის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში (AIPA) საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ასეანის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (AIPA) 46-ე გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის ანგარიშს. დანართი: 2 გვერდი პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
ანგარიში
მივლინების ანგარიში მივლინების ადგილი მივლინების თარიღი მივლინების მიზანი დელეგაციის შემადგენლობა აქტივობები კუალა-ლუმპური, მალაიზია 16-22 სექტემბერი მონაწილეობა ASEAN-ის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (AIPA) 46-ე გენერალურ ასამბლეაში ნიკოლოზ სამხარაძე - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე; ნინო ბუჯიაშვილი- მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის მდივანი. 2025 წლის 16-22 სექტემბერს, მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში გაიმართა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (AIPA) 46-ე გენერალური ასამბლეა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო წევრი, დამკვირვებელი და სტუმარი ქვეყნების 400-მდე დელეგატმა. ღონისძიების განხილვის მთავარ თემას ინკლუზიური ზრდა და მდგრადი განვითარების საკითხები წარმოადგენდა. ნიკოლოზ სამხარაძემ პლენარულ სესიაზე შეკრებილ დელეგატებს სიტყვით მიმართა და საქართველოსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაზე გაამახვილა და ხაზი გაუსვა შუა დერეფნის პროექტის მნიშვნელობას მთლიანად ევრაზიისთვის. სიტყვით გამოსვლისას, მან რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე და ქართველების უფლებების შელახვაზე, საოკუპაციო ხაზზე მოქალაქეების გატაცებასა და აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ქართველების გამოძევებაზე გაამახვილა ყურადღება. ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოში ეკონომიკური ზრდის შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია კანონის უზენაესობის, ბიზნესის წარმოების სიმარტივის, მთავრობის ეფექტიანობისა და ბიუჯეტის გამჭვირვალობის საერთაშორისო რეიტინგებში, რაც ქვეყნის სწრაფ ინსტიტუციურ და ეკონომიკურ წინსვლას ასახავს. მან ასეან-ის საპარლამენტო ასამბლეის წევრ ქვეყნებს საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარება შესთავაზა. სხდომის ფარგლებში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართა, სადაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოში არსებულ ტენდენციებზე ისაუბრა. ნიკოლოზ სამხარაძემ მიმოიხილა ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობა. ისაუბრა სხვადასხვა სფეროში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე. 2025 | საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის დეპარტამენტი სიტყვით გამოსვლისას, მან ისაუბრა საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, მათ შორის, 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადებაზე, უსაფრთხოების გამოწვევებზე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის პრობლემატიკასა და მისი მოგვარების პერსპექტივაზე. ასეან-ის საპარლამენტო ასამბლეის წევრი ქვეყნების დელეგაციებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს. მათ აღნიშნეს, რომ საქართველოსთან აკავშირებთ კარგი პოლიტიკური ურთიერთობები და სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურის და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების სურვილი გამოთქვეს. საქართველოს შესახებ მოსმენაში მონაწილეობა მიიღეს სინგაპურის, ტაილანდის, მალაიზიის, ვიეტნამის, ინდონეზიის, ფილიპინების, კამბოჯის, ლაოსის და ბრუნეის საპარლამენტო დელეგაციებმა. ორმხრივი შეხვედრები გენერალური ასამბლეის მსვლელობის პარალელურად, ნიკოლოზ სამხარაძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა მალაიზიის სენატის ვიცე-სპიკერთან ნურ ჯაზლან მოჰამედთან და მალაიზიის დეპუტატთა პალატის საგარეო ურთიერთობათა და ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარესთან ვონგ ჩენთან. შეხვედრებზე ისაუბრეს სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ორგანიზაციის მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა ორმხრივი ურთიერთობების დინამიურად განვითარებას და საინვესტიციო შესაძლებლობებს. მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონული უსაფრთხოების გარემო. ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე, მათ შორის რუსეთის აგრესიაზე უკრაინაში და სამხრეთ კავკასიაზე მის გავლენაზე. AIPA-ს მომდევნო, რიგით 47-ე გენერალურ ასამბლეას, 2026 წლის სექტემბერში, ფილიპინების რესპუბლიკა უმასპინძლებს. მოამზადა ნინო ბუჯიაშვილმა 2025 | საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის დეპარტამენტი