საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის (№07-2/55, 04.06.2025) განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-10-13
ბიუროს ნომერი 77
📜 ტექსტი
წერილი
2-13226/25
10-10-2025
საქართველოს პარლამენტი ბიუროს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს N54/6, 09.06.2025 გადაწყვეტილებით, იურიდიულ
საკითხთა კომიტეტს განსახილველად გადმოეცა საქართველოს მთავრობის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ (№07-2/55; 04.06.2025).
აღნიშნული ინიციატივა სავალდებულო დასკვნისთვის გადაეცა, აგრეთვე, ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტს. ამ ინიციატივის სავალდებულო წესით განხილვის ვადა
განსაზღვრულია 2025 წლის 15 ოქტომბრამდე.
მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს მოგვმართა ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა,
რომელმაც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების
დაცვისა და ამ კანონპროექტის სრულყოფილად მომზადების მიზნით ითხოვა ამ ვადის
გაგრძელება 30 დღით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოგმართავთ
შუამდგომლობით მითითებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის 30
დღით გაგრძელების თაობაზე.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
არჩილ გორდულაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge