„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ერთი მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-10-13
ბიუროს ნომერი 77
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს
კანონის (პარლამენტის უწყებანი, №21-22, 14.06.1998, გვ. 6) 172 მუხლის
პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს, ქალაქ თბილისში −
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას უფლება აქვს, შენობანაგებობის მშენებლობის დროულად დასრულების, ქალაქის განვითარებისა
და მისი იერსახის გაუმჯობესების მიზნით, სპეციალური (ზონალური)
შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადამხდელთან მოსაკრებლის
გადამხდელის წერილობითი განცხადების საფუძველზე დადოს შეთანხმება
მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) ზღვრული
მაჩვენებლის
გაზრდისას
სპეციალური
(ზონალური)
შეთანხმების
გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდის განაწილვადების თაობაზე, თუ მიწის
ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) ზღვრული
მაჩვენებლის
გაზრდისთვის
სპეციალური
(ზონალური)
შეთანხმება
გაცემულია 2017 წლის 1 ივნისის ჩათვლით. აღნიშნული განცხადებით
მოსაკრებლის გადამხდელი კისრულობს შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში
მიღების შესახებ განცხადების უფლებამოსილი ორგანოსთვის მოსაკრებლის
გადამხდელის მიერ განსაზღვრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 2028 წლის 31
დეკემბრისა,
წარდგენისა
და
შენობა-ნაგებობის
ექსპლუატაციაში
მიღებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების
დაკმაყოფილების ვალდებულებას.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
თბილისი,
2025 წლის ... ოქტომბერი.
2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს
კანონის პროექტზე
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის (შემდგომში - კანონპროექტი) მომზადება
განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონი 2007 წლიდან
ითვალისწინებდა ადგილობრივი მოსაკრებლის სახეს - „მოსაკრებელი სპეციალური (ზონალური)
შეთანხმების გაცემისათვის“, რომელიც გაიცემოდა განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის
(K2) ზღვრული მაჩვენებლის შეცვლის მიზნით. ამასთანავე, კანონი ადგენდა, რომ ეს მოსაკრებელი
გადაიხდევინებოდა აუცილებლად მშენებლობის ნებართვის გაცემისას. ანუ, სანამ ეს მოსაკრებელი
არ იქნებოდა გადახდილი, მშენებლობის ნებართვის გაცემა აკრძალული იყო.
გარკვეული პერიოდის შემდეგ, კანონს დაემატა 172 მუხლი, რომელმაც დაუშვა ამ
მოსაკრებლის გადახდის განაწილვადების შესაძლებლობა. ამ რეგულაციამ მშენებლებს მისცა
უფლება რომ აეღოთ შესაბამისი მშენებლობის ნებართვები ისე, რომ ეს მოსაკრებელი (მოსაკრებელი
სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის) ნებართვის გაცემისას არ გადაეხადათ და
მოეხდინათ მათი გადახდის განაწილვადება, ერთგვარი გადახდის გრაფიკის შეთავაზება
მუნიციპალიტეტისათვის. აქვე კანონმა გაითვალისწინა, რომ ასეთ შემთხვევაში, მოსაკრებლის
გადამხდელი ვალდებული იყო შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის განაცხადის
წარდგენა და შესაბამისი პირობების დაკმაყოფილება უზრუნველეყო გარკვეულ პერიოდამდე.
ეს ვადა (შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის განაცხადის წარდგენისა და
შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების), დღეს მოქმედი ჩანაწერით, იყო არაუგვიანეს 2025 წლის 1
იანვარი.
შესაბამისად, იმ მოსაკრებლის გადამხდელთა მიმართ, რომლებმაც 2025 წლის 1 იანვრის
ჩათვლით არ უზრუნველყვეს არც შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისთვის საჭირო
პროცედურების განხორციელება და არც სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისთვის
განკუთვნილი მოსაკრებლის გადახდა, დადგა კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
პასუხისმგებლობა გამოიხატა იმაში, რომ ზემოაღნიშნული პირობების დარღვევის გამო მათ
მიმართ სასამართლოში დაიწყო სამართალწარმოება, რასაც ცხადია თან ახლავს შესაბამისი
უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება.
დღეის მდგომარეობით, მაგალითად დედაქალაქის მასშტაბით, დაახლოებით 10 პირია ვის
მიმართაც ეს ვალდებულებები არსებობს. დავის საგნის (სპეციალური (ზონალური) შეთანხმების
გაცემისათვის გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობა) ჯამური ღირებულება კი დაახლოებით 7,2
მილიონ ლარს შეადგენს.
სამშენებლო პროცესების ხელშეწყობის მიზნით მიზანშეწონილია, ამ პირების მიმართ კვლავ
იქნეს გამოყენებული ის განაწილვადების ღონისძიება, რაც კანონით იყო განსაზღვრული, კერძოდ
მოსაკრებლის (სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის) განაწილვადების
შესაძლებლობის გადავადება, ცხადია ანალოგიური დათქმებით, რომ შენობა-ნაგებობის
ექსპლუატაციაში მიღებისათვის განაცხადის წარდგენა და შესაბამისი პირობების დაკმაყოფილება
უზრუნველყოფილი იქნას გარკვეულ პერიოდამდე, ამ შემთხვევაში 2028 წლის 31 დეკემბრამდე.
ცვლილების განხორციელება განპირობებულია აუცილებლობით, რათა აღნიშნული ობიექტები არ
გადაიქცეს დაუმთავრებელ მშენებლობებად და შესაძლებელი გახდეს მათი დროულად დასრულება
და ექსპლუატაციაში მიღება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხი მოწესრიგებული იყო კანონის 172 მუხლით.
შესაბამისად, მოსაკრებლის გადამხდელებისათვის განაწილვადების შესაძლებლობის ვადის
გასაგრძელებლად აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება „ადგილობრივი
მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებას დადებითი გავლენა ექნება მოსაკრებლის (მოსაკრებელი
სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის) გადამხდელებისათვის, გამომდინარე
იქიდან, რომ დღეის მდგომარებით მათ მიმართ მიმდინარეობს სასამართლო პროცესები, ასევე რიგ
შემთხვევებში გამოყენებულია უზრუნველყოფის ღონისძიებები. კანონპროექტის მიღებით კი მათ
ისევ გაუჩნდებათ შესაძლებლობა მოახდინონ მოსაკრებლის განაწილვადება და შესაბამისი
მშენებლობების დასრულება. რაც, თავის მხრივ გულისხმობს არსებული დავის რეჟიმიდან
გამოსვლასაც.
კანონპროექტის მიღება დადებითად აისახება მუნიციპალიტეტებზეც, რადგან აღნიშნული
საკანონმდებლო ცვლილება ხელს შეწუყობს სამშენებლო პროცესებს, კერძოდ მშენებლების მხრიდან
პროექტების დროულ დასრულებას, რასაც მოქალაქეებიც ელოდებიან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წინამდებარე კანონპროექტით ცვლილება გათვალისწინებულია 172 მუხლის პირველ
პუნქტში. ცვლილების თანახმად:
მოსაკრებლის (მოსაკრებელი სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის)
გადამხდელებს კვლავ ეძლევათ შესაძლებლობა მიმართონ მუნიციპალიტეტს განცხადებით და
მოითხოვონ მოსაკრებლის განაწილვადება. ამასთან, მოსაკრებლის გადამხდელები აღნიშნული
განცხადებით კისრულობენ შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ განცხადების
უფლებამოსილი ორგანოსათვის მოსაკრებლის გადამხდელების მიერ განსაზღვრულ ვადაში, მაგრამ
არაუგვიანეს 2028 წლის 31 დეკემბრისა, წარდგენისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში
მიღებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების
ვალდებულებას. აღნიშნული ცვლილება საჭიროა იმისათვის, რომ მიმდინარე მშენებლობები არ
გადაიქცეს დაუმთავრებელ სამშენებლო ობიექტებად და უზრუნველყოფილ იქნას მათი დროულად
დასრულება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო
გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში,
რადგან იგი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხების აქტუალურობიდან გამომდინარე,
მიზანშეწონილია კანონპროექტის ამოქმედება გამოქვეყნებისთანავე. ამასთანავე, კანონპროექტით
გათვალისწინებულია სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის
გადამხდელთან მოსაკრებლის გადახდის განაწილვადების თაობაზე შეთანხმების დადება თუ
სპეციალური (ზონალური) შეთანხმება გაცემულია 2017 წლის 1 ივნისის ჩათვლით.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ინიციატორების მიერ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ მოითხოვება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტით
გათვალისწინებული
ღონისძიებების
განხორციელება,
ყველა
მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება არსებული რესურსის ფარგლებში და
ამისათვის არ იქნება საჭირო დამატებითი სახსრების გამოყოფა.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, მოსალოდნელია არსებული დავების შეწყვეტა,
რადგან მოსაკრებლის გადამხდელები, დიდი ალბათობით მიმართავენ მუნიციპალიტეტებს და
გამოიყენებენ კანონპროექტით გათვალისწინებულ უფლებას - მოსაკრებლის განაწილვადებაზე.
ასეთ შემთხვევაში, დიდია ალბათობა იმისა, რომ განაწილვადების შედეგად, გრაფიკით დადგენილი
თანხები ეტაპობრივად, უფრო ადრე შევიდეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. სხვა შემთხვევაში,
ცხადია სანამ დავა არ დასრულდება და აღსასრულებლად არ მიექცევა, დიდი ალბათობით
მოსაკრებლის გადამხდელი ამ მოსაკრებელს არ/ვერ გადაიხდის ბიუჯეტში. მიმდინარე დავის
ფარგლებში, დღეის მდგომარებით, მხოლოდ დედაქალაქის მასშტაბით, დავის საგანი არის
დაახლოებით 7.2 მილიონი ლარი.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან
დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
კანონპროექტით მოსაკრებლის (მოსაკრებელი სპეციალური (ზონალური) შეთანხმების
გაცემისათვის)
გადამხდელს ეძლევა უფლება მოსაკრებლის განაწილვადებით მიმართოს
მუნიციპალიტეტს. თუმცა, აღნიშული ღონისძიებების განხორციელება, შესაძლებელი იქნება
მუნიციპალიტეტების არსებული რესურსის ფარგლებში და ამისათვის არ იქნება საჭირო
დამატებითი სახსრების გამოყოფა.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით,
რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღებას დადებითი გავლენა ექნება მოსაკრებლის (მოსაკრებელი
სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის) გადამხდელებისათვის, გამომდინარე
იქიდან, რომ დღეის მდგომარებით მათ მიმართ მიმდინარეობს სასამართლო პროცესები, ასევე რიგ
შემთხვევებში გამოყენებულია უზრუნველყოფის ღონისძიებები. კანონპროექტის მიღებით კი მათ
ისევ გაუჩნდებათ შესაძლებლობა მოახდინონ მოსაკრებლის განაწილვადება და შესაბამისი
მშენებლობების დასრულება. მაგალითად, მიმდინარე დავის ფარგლებში, დღეის მდგომარებით,
დედაქალაქის მასშტაბით, დავის საგანი არის დაახლოებით 7.2 მილიონი ლარი. ცხადია
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელებს მიეცემათ შესაძლებლობა ეს
თანხა გადაიხადონ შეთანხმებული გრაფიკით, განაწილვადებით, რაც მათ ფინანსურ
მდგომარეობაზე დადებით გავლენას იქონიებს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს გავლენა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს გავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
საქართველოს
ორმხრივ
და
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო,
არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტი შემუშავდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ირაკლი ზარქუა, ნოდარ ტურძელაძე,
გიორგი ბარვენაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, მარიამ ლაშხი, ანტონ ობოლაშვილი, თორნიკე
ბერეკაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, რამინა ბერაძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ირაკლი ზარქუა, ნოდარ ტურძელაძე,
გიორგი ბარვენაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, მარიამ ლაშხი, ანტონ ობოლაშვილი, თორნიკე
ბერეკაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, რამინა ბერაძე.