„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-10-13
ბიუროს ნომერი 77
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 2165 მუხლში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მოსამართლე პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების
თაობაზე
ბრძანებას
გამოსცემს
საგადასახადო
ორგანოს
შუამდგომლობის
საფუძველზე, მისი სასამართლოსთვის წარდგენიდან 1 თვის ვადაში, ხოლო თუ
განსახილველი
საქმე
განსაკუთრებული
სირთულით
ხასიათდება,
საქმის
განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს
არაუმეტეს 1 თვისა.“;
ბ) მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მხარეთა გამოუცხადებლობა არ იწვევს საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის
განხილვის გადადებას.
„4. საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების
შემდეგ მოსამართლე გამოსცემს დასაბუთებულ ბრძანებას ამ შუამდგომლობის
დაკმაყოფილების ან დაუკმაყოფილებლობის შესახებ. მოსამართლის ბრძანებაში
აღინიშნება:
ა) ბრძანების გამოცემის თარიღი და ადგილი;
ბ) ბრძანების გამომცემი მოსამართლის გვარი;
გ) საგადასახადო ორგანო, რომელმაც სასამართლოს შუამდგომლობა წარუდგინა;
დ) განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან დაუკმაყოფილებლობის
შესახებ;“
ე) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.;
გ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანება ამ ბრძანების
გამომცემ
სასამართლოში
აღნიშნული
ბრძანების
ეგზემპლარის
მხარისთვის
გადაცემიდან 14 დღეში.
მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად
დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2165 მუხლის პირველი
ნაწილის თანახმად, მოსამართლე პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ
პირად
აღიარების
თაობაზე
ბრძანებას
გამოსცემს
საგადასახადო
ორგანოს
შუამდგომლობის საფუძველზე, მისი სასამართლოსთვის წარდგენიდან 14 დღის
ვადაში. მე-3 ნაწილის შესაბამისად: მხარეთა გამოუცხადებლობა ან მათი მოწვევის
შეუძლებლობა არ იწვევს საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის განხილვის
გადადებას. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2165 მუხლის მე4 ნაწილის თანახმად: საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის დასაბუთებულობის
შემოწმების
შემდეგ
მოსამართლე
გამოსცემს
ბრძანებას
ამ
შუამდგომლობის
დაკმაყოფილების ან დაუკმაყოფილებლობის შესახებ. მოსამართლის ბრძანებაში
აღინიშნება: ა) ბრძანების გამოცემის თარიღი და ადგილი; ბ) ბრძანების გამომცემი
მოსამართლის
გვარი;
გ)
საგადასახადო
ორგანო,
რომელმაც
სასამართლოს
შუამდგომლობა წარუდგინა; დ) განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან
დაუკმაყოფილებლობის შესახებ; ე) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს
ბეჭედი. ხოლო მე-7 ნაწილის შესაბამისად კი: მოსამართლის ბრძანების გაუქმების
თაობაზე საჩივარი შეიტანება ამ ბრძანების გამომცემ სასამართლოში, აღნიშნული
ბრძანების ეგზემპლარის მხარისთვის გადაცემიდან 48 საათში. მოსამართლე საჩივარს
საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო ინსტანციის
სასამართლოს.
2025 წლის 7 მარტს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე „თბილისის
საქალაქო
სასამართლოს
კონსტიტუციური
წარდგინება
საქართველოს
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 21(65) მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7
ნაწილების კონსტიტუციურობის თაობაზე“ მიღებული N3/2/1520 გადაწყვეტილებით
არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის
2165 მუხლის პირველი და მე-7 ნაწილები,
საქართველოს ადმინისტრაციული
საპროცესო კოდექსის 2165 მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც
გამორიცხავს საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის განხილვის გადადებას იმ
პირის მოუწვევლობის შემთხვევაში, რომლის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ
პირად
აღიარებასაც
ითხოვს
საგადასახადო
ორგანო,
საქართველოს
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2165 მუხლის მე-4 ნაწილის ის ნორმატიული
შინაარსი, რომელიც საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის დაკმაყოფილების
შესახებ ბრძანების გამოცემის შესაძლებლობას იძლევა მასში სამართლებრივი
შეფასებისა და იმ არგუმენტების წარმოდგენის გარეშე, რომელსაც სასამართლო
დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღებისას. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის
პირველ პუნქტთან მიმართებით.1
საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო საკითხები შეაფასა რამდენიმე ძირითადი
მიმართულებებით, კერძოდ:
საკითხის განხილვა და გადაწყვეტა შემჭიდროვებულ ვადაში
სადავო ნორმა ბლანკეტურად ადგენს საქმის განხილვისა და გადაწყვეტის ვადას და
იგი არ ითვალისწინებს სამართალწარმოების ვადის გაგრძელების შესაძლებლობას იმ
შემთხვევაში,
როდესაც,
საქმის
მოცულობიდან
გამომდინარე
ობიექტურად
შეუძლებელია 14 დღეში საქმის სრულყოფილად გამოკვლევა და საქმეზე ობიექტური
გადაწყვეტილების
მიღება.
საკონსტიტუციო
სასამართლოს
განმარტებით,
გადასაწყვეტი საკითხის კომპლექსურობის გათვალისწინებით, არსებობს რისკი, რომ,
როგორც სასამართლოსთვის, ისე მხარისთვის, 14 დღე ყოველთვის საკმარისი ვერ იქნება
საკითხის სრულყოფილად გამოკვლევისთვის, შესაბამისი მტკიცებულებების
წარდგენის/შესწავლისა და საჭირო საპროცესო მოქმედებების განხორციელებისთვის.
ამდენად, სადავო ნორმა პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად
აღიარებას უშვებს იმ შემთხვევებშიც, როდესაც, რეალურად, მოსამართლის
ძალისხმევის მიუხედავად, შეუძლებელია საქმის სათანადოდ გამოკვლევა. ნათელია,
რომ სადავო ნორმით დადგენილია ბლანკეტური შეზღუდვა, რომელიც ვერ მიიჩნევა
იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის N3/2/1520 გადაწყვეტილება
საქმეზე „თბილისის საქალაქო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 21(65) მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 ნაწილების
კონსტიტუციურობის თაობაზე.
https://www.constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=17645 {19.09.2025}.
1
პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების სამართალწარმოების
ხანგრძლივობისთვის საჭირო, გონივრულ ვადად, რამდენადაც იგი, რიგ შემთხვევაში,
ობიექტურად შეუძლებელს ხდის მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების საქმის
გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის საფუძველზე მიღებას. 2
საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით საქმეზე დროული მართლმსაჯულების
განხორციელების ინტერესი ვერ გადაწონის საქმის გარემოებების სრულყოფილი
გამოკვლევის აუცილებლობას და, ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული
საპროცესო კოდექსის 2165 მუხლის პირველი ნაწილი არაკონსტიტუციურად უნდა
იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან
მიმართებით.
გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საქმის
განხილვა იმ პირის მოუწვევლობის შემთხვევაში, რომლის გადასახადის
გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო
საქართველოს
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2165 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე,
გამოირიცხება საქმის განხილვის გადადება იმ შემთხვევაშიც კი, თუ შემჭიდროებულ
ვადაში მხარის მოწვევა სასამართლო სხდომაზე ვერ მოხერხდება, რის შედეგადაც,
მხარეს სრულად ერთმევა პირველი ინსტანციის სასამართლო განხილვის პროცესში
მონაწილეობისა და მის შედეგზე ზეგავლენის მოხდენის, საკუთარი პოზიციების
დაცვის, საპროცესო მექანიზმების რეალიზების შესაძლებლობა. იმავდროულად,
სასამართლო გადაწყვეტილება პირდაპირ, უშუალო გავლენას ახდენს იმ პირის
საკუთრების უფლებაზე, რომლის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად
აღიარებასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო. ასეთ დროს, მართლმსაჯულების
ხარვეზთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ, შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ იმ პირის მიმართ,
რომლისთვისაც ცნობილი არ იყო სასამართლოში დავის მიმდინარეობის თაობაზე და,
შედეგად, ვერ მიიღო მასში მონაწილეობა, მართლმსაჯულება, ფაქტობრივად, საერთოდ
არ განხორციელებულა. ამდენად, სადავო ნორმით დადგენილია შეზღუდვა, რომელიც
შეუძლებელს ხდის სასამართლოს მიერ საქმის განხილვას იმ პირის მონაწილეობის
გარეშე, რომლის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასაც ითხოვს
საგადასახადო ორგანო და რომელიც არ იყო მოწვეული სასამართლო განხილვაზე.
ამგვარი შეზღუდვა ობიექტურად შეუძლებელს ხდის მართლმსაჯულების ჯეროვნად
განხორციელებას, არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლების არსს, ზოგადად,
საკონსტიტუციო
სასამართლოს
გადაწყვეტილებით,
იხ. იქვე II თავი 46-ე პუნქტი;
https://www.constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=17645 {19.09.2025}.
2
პროცესის სამართლიანობის ფუნდამენტურ მოთხოვნას და შესაბამისად არ
ექვემდებარება
პროპორციულობის
ტესტის
საფუძველზე
შემდგომ
შემოწმებას/გამართლებას. 3
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
შეფასებით
საქართველოს
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2165 მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული
შინაარსი,
რომელიც
გამორიცხავს
საგადასახადო
ორგანოს
შუამდგომლობის
განხილვის გადადებას იმ პირის მოუწვევლობის შემთხვევაში, რომლის გადასახადის
გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო,
ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის
მოთხოვნებს.
სასამართლოს მიერ შუამდგომლობის დასაბუთების ვალდებულება
სადავო ნომრების ფარგლებში, საკანონმდებლო ჩანაწერების ლეგიტიმურ მიზნად
საკონსტიტუციო
საგადასახადო
სასამართლომ
დაასახელა
სწრაფი
მართლმსაჯულებისა
ვალდებულების
დროულად
გადახდევინების
და
უზრუნველყოფა.
როგორც აღინიშნა, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, გადასახადის
გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით
გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს
საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
ამავდროულად, უზრუნველყოფის ღონისძიებებს შედეგად შეიძლება მოჰყვეს, მათ
შორის, ქონების საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით რეალიზაცია, რაც
იწვევს კონკრეტულ ქონებაზე საკუთრების უფლებით, მისი ყველა უფლებრივი
კომპონენტით (მფლობელობა, სარგებლობა, განკარგვა) სარგებლობის შეზღუდვას ან/და
ამგვარი შესაძლებლობის სრულად დაკარგვას. ნათელია, რომ საგადასახადო ორგანოს
შუამდგომლობის დაკმაყოფილება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ცრუმაგიერი პირის
უფლებრივ მდგომარეობაზე - იწვევს მისი საკუთრების უფლების ინტენსიურ
შეზღუდვას და, შესაბამისად, არსებით მნიშვნელობას იძენს, მხარეს შეეძლოს
სასამართლოს
დასაბუთებული
გადაწყვეტილების
გაცნობა.
ყოველივე
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დროული მართლმსაჯულების ინტერესი ვერ
გადაწონის პირის ინტერესს დასაბუთებულ გადაწყვეტილებაზე. 4
იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის N3/2/1520 გადაწყვეტილება
საქმეზე „თბილისის საქალაქო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 21(65) მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 ნაწილების
კონსტიტუციურობის თაობაზე 14-ე პუნქტი;
https://www.constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=17645 {19.09.2025}.
4 იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის N3/2/1520 გადაწყვეტილება
საქმეზე „თბილისის საქალაქო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს
3
საკონსტიტუციო
სასამართლომ
დასაბუთების
კონტექსტში
შუამდგომლობის
გადაწყვეტასთან მიმართებით გამოყო ორი შემთხვევა:
1. როდესაც სასამართლო აკმაყოფილებს შუამდგომლობას,
2. როდესაც სასამართლო არ აკმაყოფილებს შუამდგომლობას.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით დასაბუთების ვალდებულების
მოთხოვნა ვერ იქნება იდენტური შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და მის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევებთან მიმართებით. იმ შემთხვევებში,
როდესაც არ ხდება პირის ცრუმაგიერ პირად აღიარება, არც მისი უფლებების
დარღვევის რისკი იკვეთება. ამდენად, შესაძლებელია, მოსამართლეს არ
მოეთხოვებოდეს ბრძანებაში დეტალურად ასახოს სამართლებრივი შეფასება და ის
მტკიცებულებები, რომელსაც იგი დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღების დროს
მაშინ, როდესაც იგი არ აკმაყოფილებს საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას,
თუმცა ხსენებული ვერ გაამართლებს გადაწყვეტილების მიღებას შესაბამისი
დასაბუთების გარეშე იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება საგადასახადო ორგანოს
შუამდგომლობის დაკმაყოფილება და პირის ცრუმაგიერ პირად აღიარება.
შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად
ცნო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2165 მუხლის მე-4
ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც პირის გადასახადის გადამხდელის
ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის
დაკმაყოფილების შესახებ ბრძანების გამოცემის შესაძლებლობას იძლევა მასში
სამართლებრივი შეფასებისა და იმ არგუმენტების წარმოდგენის გარეშე, რომელსაც
სასამართლო
დაეყრდნო
გადაწყვეტილების
მიღებისას
საქართველოს
კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
გადაწყვეტილების ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2165 მუხლის მე-7 ნაწილის
თანახმად, მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანება ამ
ბრძანების
გამომცემ
სასამართლოში,
აღნიშნული
ბრძანების
ეგზემპლარის
მხარისთვის გადაცემიდან 48 საათში. სადავო რეგულაციიდან მომდინარე შეზღუდვის
კონსტიტუციურობის დასადგენად, მნიშვნელოვანია, შეფასდეს გასაჩივრების 48საათიანი ვადის გონივრულობა.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 21(65) მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 ნაწილების
კონსტიტუციურობის თაობაზე 35-ე პუნქტი;
https://www.constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=17645 {19.09.2025}.
გადაწყვეტილების დასაბუთების გარეშე შეუძლებელია, პირმა განსაზღვროს
სასამართლოს მსჯელობის კანონიერება და მოითხოვოს დაშვებული სამართლებრივი
შეცდომის გამოსწორება. ამდენად, სადავო ნორმით დადგენილი ვადა, ხშირ
შემთხვევაში, შეიძლება იმისთვისაც კი არ აღმოჩნდეს საკმარისი, რომ პირმა ბრძანების
შინაარსის მიხედვით მიიღოს გაცნობიერებული გადაწყვეტილება მისი გასაჩივრების
საჭიროების თაობაზე. ამგვარ პირობებში, შესაძლებელია, პირმა წარადგინოს
სააპელაციო საჩივარი, მაგრამ იგი არ იყოს სათანადოდ დასაბუთებული. თავის მხრივ,
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“
ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ რაში
მდგომარეობს გადაწყვეტილების არასწორობა. ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“
ქვეპუნქტი კი ადგენს იმ გარემოებებზე მითითების ვალდებულებას, რომლებიც
ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს, ასევე შეიცავს იმ მტკიცებულებებზე მითითების
ვალდებულებას, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს. შესაბამისად, საქართველოს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის თანახმად, არსებობს სააპელაციო
საჩივრის დასაბუთების ვალდებულება. სააპელაციო სასამართლოს მიერ საჩივრის
დაუსაბუთებლად მიჩნევა, დასახელებული კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის
შესაბამისად, შესაძლებელია გახდეს საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
მეტიც, როგორც აღინიშნა, სადავო ნორმით დადგენილ დროში, შესაძლოა, პირმა ვერ
შეძლოს ვერც სათანადო მტკიცებულებების შეგროვება და ვერც კვალიფიციური
იურიდიული მომსახურების მიღება, ადვოკატის აყვანა. ამდენად, გასაჩივრების ვადის
48 საათამდე შეზღუდვით, პირმა შესაძლებელია არათუ ეფექტიანად, არამედ საერთოდ
ვერ ისარგებლოს გასაჩივრების უფლებით. 5
შესაფასებელი საკითხის კომპლექსურობიდან გამომდინარე, გასაჩივრების 48საათიანი ვადა არათუ ყოველთვის, შემთხვევათა უმეტესობაშიც კი, საკმარისი ვერ
იქნება
სასამართლო
გადაწყვეტილების
საფუძვლიანად
გაცნობისა
და
არგუმენტირებული სააპელაციო საჩივრის წარდგენისთვის. ამდენად, სადავო ნორმით
დადგენილი გასაჩივრების 48-საათიანი ვადა არის არაგონივრულად ხანმოკლე და
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2165 მუხლის მე-7 ნაწილი
არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 31-ე
მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის N3/2/1520 გადაწყვეტილება
საქმეზე „თბილისის საქალაქო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 21(65) მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 ნაწილების
კონსტიტუციურობის თაობაზე 49-ე პუნქტი;
https://www.constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=17645 {19.09.2025}.
5
ამრიგად, წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების შინაარსის კანონში ასახვა, კანონის
საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და ამ საკითხის
სათანადოდ მოწესრიგება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა „ა.ა.ა“
ქვეპუნქტში
აღნიშნული
საკითხი,
მისი
არსიდან
გამომდინარე,
მოითხოვს
საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
კანონპროექტის მიღების შედეგად მოწესრიგდება „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული
საკითხი,
ამასთანავე,
ცვლილების
მიღების
შედეგად,
საქართველოს
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2165 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7
ნაწილები შესაბამისობაში მოდის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025
წლის 7 მარტის N3/2/1520 გადაწყვეტილებასთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2165 მუხლის პირველი
ნაწილი ყალიბდება შემდეგი რედაქციით:
მოსამართლე პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების
თაობაზე
ბრძანებას
გამოსცემს
საგადასახადო
ორგანოს
შუამდგომლობის
საფუძველზე, მისი სასამართლოსთვის წარდგენიდან 1 თვის ვადაში, ხოლო თუ
განსახილველი
საქმე
განსაკუთრებული
სირთულით
ხასიათდება,
საქმის
განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს
არაუმეტეს 1 თვისა.
ასევე შემდეგი სახის ცვლილება შედის 2165 - ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებში:
„3. მხარეთა გამოუცხადებლობა არ იწვევს საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის
განხილვის გადადებას.
„4. საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების
შემდეგ მოსამართლე გამოსცემს დასაბუთებულ ბრძანებას ამ შუამდგომლობის
დაკმაყოფილების ან დაუკმაყოფილებლობის შესახებ:
ა) ბრძანების გამოცემის თარიღი და ადგილი;
ბ) ბრძანების გამომცემი მოსამართლის გვარი;
გ) საგადასახადო ორგანო, რომელმაც სასამართლოს შუამდგომლობა წარუდგინა;
დ) განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან დაუკმაყოფილებლობის
შესახებ;“
ე) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.;
რაც შეეხება, გადაწყვეტილების ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების
ვადას, ცვლილება შედის 2165 მუხლის მე-7 ნაწილში და ნაწილი ჩამოყალიბდება
შემდეგი რედაქციით:
„მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანება ამ ბრძანების
გამომცემ
სასამართლოში
გადაცემიდან 14 დღეში.
აღნიშნული
ბრძანების
ეგზემპლარის
მხარისთვის
მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად
დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს.“
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტით წარმოდგენილი კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
გადაწყვეტილების
თანახმად,
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2165 მუხლის პირველი, მე-3,
მე-4 და მე-7 ნაწილები (არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმა) ძალას დაკარგავს 2025
წლის 1 ოქტომბრიდან,6 შესაბამისად, კანონპროექტი მიზანშეწონილია ძალაში
შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის
უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
გადაწყვეტილების
თანახმად,
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2165 მუხლის პირველი, მე-3,
მე-4 და მე-7 ნაწილები (არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმა) ძალას დაკარგავს 2025
წლის 1 ოქტომბრიდან.7 აქედან გამომდინარე, საჭიროა, კანონპროექტი მიღებულ იქნეს
დაჩქარებული წესით.
იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის N3/2/1520 გადაწყვეტილება
საქმეზე „თბილისის საქალაქო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 21(65) მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 ნაწილების
კონსტიტუციურობის თაობაზე 54-ე პუნქტი.
https://www.constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=17645 {19.09.2025}.
7 იხ. იქვე II თავი 54-ე პუნქტი;
6
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო;
კანონპროექტი არ იწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ)
კანონპროექტის
რესპუბლიკური
გავლენა
ან/და
სახელმწიფო,
მუნიციპალიტეტის
ავტონომიური
ბიუჯეტის
რესპუბლიკის
ხარჯვით
ნაწილზე;
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა;
კანონპროექტი არ ახდენს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომელთა მიმართაც
ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი;
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი
(ფულადი შენატანი).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე
ბ2)
ქალისა
და
მამაკაცის
თანასწორობის
მდგომარეობაზე
მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება;
https://www.constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=17645 {19.09.2025}.
კანონპროექტის
კანონპროექტს არ აქვს გავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან; კანონპროექტი არ
ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან,
მიმართება
აგრეთვე,
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის
შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა
და
შეთანხმებებს.
კანონპროექტის
მომზადება
არ
არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,არასახელმწიფო
ან/და საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
კანონპროექტის მომზადებისას ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი,
ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა
ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი,
ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა
ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.