„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-10-13
ბიუროს ნომერი 77
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54,
12.10.2010, მუხ. 343) 39-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჯ“ ქვეპუნქტი:
„ჯ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს - „იარაღის შესახებ“, „სამხედრო და ორმაგი
დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“
საქართველოს კანონებით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის
მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
თავდაცვის სამინისტრო გასცემს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემდეგ ნებართვებს:
სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო
მასალის/ვაზნის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების იმპორტის, ექსპორტის,
რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვას („ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“
საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-17 პუნქტი, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის
22-ე მუხლი);
სამხედრო
პროდუქციაზე
ექსპორტის,
იმპორტის,
ტრანზიტის,
საბროკერო
მომსახურებისა და ტექნიკური დახმარების ნებართვებს („სამხედრო და ორმაგი დანიშნულების
პროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი, „ლიცენზიებისა და ნებართვების
შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 171- 175 პუნქტები);
იარაღის კოლექციონირებისა და ექსპონირების ნებართვას ( „ლიცენზიებისა და
ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-18 პუნქტი, „იარაღის შესახებ“
საქართველოს კანონის 23-ე მუხლი).
პროექტი მიზნად ისახავს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის
33-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
(შემდგომ - სამინისტრო) მიერ გაცემულ, ზემოთ მითითებულ ნებართვებზე, სანებართვო
კონტროლის განხორციელების ხელშეწყობას.
სამინისტრო აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებისას საჭიროებს საგადასახადო და
საბაჟო ორგანოებიდან ისეთი ინფორმაციის გამოთხოვას, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს
საგადასახადო ან საბაჟო საიდუმლოებას, ხოლო საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2
ნაწილით, იმ პირთა წრეში, რომლებსაც აქვთ ზემოაღნიშნული ინფორმაციის მიღების
უფლებამოსილება, არ არის გათვალისწინებული სამინისტრო.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
პირთა წრე, რომლებზეც ცალკეული გადასახადის გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებული
ინფორმაციის გადაცემის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საგადასახადო ორგანოს, მის
თანამშრომელს, მოწვეულ სპეციალისტს ან/და ექსპერტს, განსაზღვრულია საგადასახადო
კოდექსით. შესაბამისად, სამინისტროსთვის უფლებამოსილების მინიჭება გამოითხოვოს
ზემოაღნიშნული ინფორმაცია, საჭიროებს ცვლილებას ამავე კოდექსში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
პროექტის მიღების შემდეგ, საგადასახადო და საბაჟო ორგანოები, უფლებამოსილი იქნებიან,
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-17-175 და მე-18
პუნქტებით
გათვალისწინებული
ნებართვების
მფლობელის/მფლობელების
შესახებ
იდენტიფიცირებული ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა წარმოადგენს საგადასახადო ან საბაჟო
საიდუმლოებას, გადასცეს სამინისტროს, მხოლოდ „იარაღის შესახებ“, „სამხედრო და ორმაგი
დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“
საქართველოს კანონებით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის
მიზნებისათვის კომპეტენციის ფარგლებში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი პროექტით, ცვლილება შედის საგადასახადო კოდექსში და 39-ე მუხლის მე-2
ნაწილს, რომელიც განსაზღვრავს, ცალკეული გადასახადის გადამხდელის შესახებ
იდენტიფიცირებული ინფორმაციის მიმღებ პირთა წრეს, ემატება სამინისტრო, „იარაღის
შესახებ“, „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ და
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული
სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის მიზნებისათვის.
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-17-175 და
მე-18 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაიცემა
სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო
მასალის/ვაზნის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების იმპორტის, ექსპორტის,
რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა, სამხედრო პროდუქციის შემთხვევაში ექსპორტის
იმპორტის, ტრანზიტის, საბროკერო მომსახურებისა და ტექნიკური დახმარების ნებართვა, ასევე
იარაღის კოლექციონირებისა და ექსპონირების ნებართვა.
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის საფუძველზე,
ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებას აკონტროლებს ნებართვის
გამცემი. აღნიშნული პროცესის სრულყოფილად განხორციელების მიზნით, რიგ შემთხვევებში
საჭიროა საქართველოს საბაჟო ან საგადასახადო ორგანოებიდან ინფორმაციის გამოთხოვა,
რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს საგადასახადო ან საბაჟო საიდუმლოებას. ამასთან,
საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილი არ ითვალისწინებს საგადასახადო
საიდუმლოების
სამინისტროსთვის
გადაცემას,
რაც
მნიშვნელოვნად
აფერხებს
განსახორციელებელ სანებართვო კონტროლს.
ამდენად, წარმოდგენილი ცვლილებით, სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის
სრულყოფილად
განსახორციელებლად,
სამინისტროს
მიენიჭება
უფლებამოსილება,
გამოითხოვოს, როგორც საგადასახადო საიდუმლოება, ასევე საბაჟო საიდუმლოება, რომელიც
საბაჟო კოდექსის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სხვა პირს შეიძლება გადაეცეს
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი
პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. ამასთან,
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტი არ საჭიროებს მისი დაჩქარებული წესით განხილვას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი)
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსებასთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი
არ
მოახდენს
გავლენას
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი
არ
მოახდენს
გავლენას
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს
ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების
(საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ
ითვალისწინებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
ასეთი არ არსებობს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
ხელშეკრულებებს/შეთანხმებებს.
საქართველოს
კანონპროექტის
მიღება
ორმხრივ
არ
და
მრავალმხრივ
უკავშირდება
რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, გია
ბენაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, იოსებ ჯორბენაძე, გენრიეტა წიწავა, ირაკლი ხელაძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, გია
ბენაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, იოსებ ჯორბენაძე, გენრიეტა წიწავა, ირაკლი ხელაძე.