„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
08.10.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე,
ნომერი
#161/3-XIმპ
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-10-13
ბიუროს ნომერი 77

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 1657 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მსჯავრდებულს საქართველოდან გასვლა აეკრძალება, თუ ერთდროულად არსებობს შემდეგი საფუძვლები: ა) მსჯავრდებული ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 187-ე და 188-ე მუხლებით (თუ ზიანი 10 000 ლარს აღემატება), 2051 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 220-ე ან 220 1 მუხლით ან 2861 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო; ბ) მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქეა ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირია; გ) დაზარალებული დაზარალებულის წერილობით კომპენსაციის არ აცხადებს გადახდის უარს მისთვის უზრუნველსაყოფად მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვაზე.“. 2. 165-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1658. მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის გაუქმება მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვა უქმდება, თუ მსჯავრდებულმა გადაიხადა დაზარალებულის კომპენსაცია ან დაზარალებული წერილობით აცხადებს უარს მისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდაზე.“. 3. 273-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გამამტყუნებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი უნდა შეიცავდეს იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერას, რომელიც სასამართლომ დადგენილად ცნო. ამასთანავე, განაჩენში მითითებული უნდა იყოს მისი ჩადენის ადგილი, დრო და ხერხი, ბრალის ფორმა, დანაშაულის მოტივი, მიზანი და შედეგი. განაჩენში მითითებული უნდა იყოს აგრეთვე მტკიცებულება, რომელსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა, და მოტივი, რომლის მიხედვითაც სასამართლომ მიიღო ერთი მტკიცებულება და უარყო მეორე. ამასთანავე, განაჩენში აღნიშნული უნდა იყოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები, ხოლო თუ ბრალდების ნაწილი უსაფუძვლოდაა მიჩნეული ან დანაშაულის კვალიფიკაცია არასწორია – ბრალდების ბრალდებულის სასარგებლოდ შეცვლის საფუძველი და მოტივები. განაჩენში მითითებული უნდა იყოს აგრეთვე მსჯავრდებულისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულების დაკისრების საფუძველი და მოტივები. განაჩენში აღნიშნული უნდა იყოს აგრეთვე სამართლებრივი შეფასება და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. განაჩენში შეიძლება მითითებული იყოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმები და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. 2. სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს აგრეთვე სასჯელის სახე და ზომა, პირობითი მსჯავრის გამოყენება, შესაბამისი დანაშაულისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ მინიმალურ ზღვარზე დაბალი სასჯელის დანიშვნა და ნაკლებად მკაცრ სასჯელზე გადასვლა, ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის დანიშვნა, მსჯავრდებულისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულების დაკისრება, საპროცესო იძულების ღონისძიების გაუქმების ან შემდგომი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება.“. 4. 274-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი1) გადაწყვეტილება მსჯავრდებულისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულების დაკისრების შესახებ;“. 5. 278-ე მუხლის: ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. განაჩენის ასლი ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადებში გადაეცემა აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მსჯავრდებულის ან გამართლებულის ნასამართლობისა და ძებნის შესახებ ინფორმაციის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში შეტანის, ასევე შესაბამისი მსჯავრდებულის საქართველოდან გასვლის აკრძალვის უზრუნველყოფის მიზნით.“. ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი: „3. მსჯავრდებულის საქართველოდან გასვლის აკრძალვის ღონისძიების შესრულების შესაბამისი უზრუნველყოფის განაჩენის ასლი მიზნით ასევე სასამართლოს ეგზავნება მიერ გამოტანილი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს.“. 6. 310-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებული იქნეს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი კანონპროექტის მომზადება განპირობებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულების შედეგად მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისთვის არსებული საკანონმდებლო მექანიზმის – საქართველოდან გასვლის აკრძალვის მარეგულირებელი ნორმების დახვეწის აუცილებლობამ. დღეს მოქმედი რედაქციით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1657 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მსჯავრდებულს ეკრძალება საქართველოდან გასვლა გამამტყუნებელი განაჩენით, კანონით დადგენილი საფუძვლების არსებობისას. დღეს არსებული საკანონმდებლო მოწესრიგებით პირის მიმართ საქართველოდან გასვლის აკრძალვა გამოიყენება მხოლოდ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის მეშვეობით. არსებული რეგულირების დახვეწისა და დაზარალებული პირებისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანის სწრაფი და ეფექტური ანაზღაურებისთვის მსჯავრდებულს საქართველოდან გასვლის აკრძალვა დაეკისრება სასამართლოს მიერ გამამტყუნებელ განაჩენში მითითების გარეშე. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები კანონპროექტის მიღების შედეგად მოწესრიგდება „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1657 მუხლის პირველი ნაწილი ყალიბდება შემდეგი რედაქციით: „1. მსჯავრდებულს საქართველოდან გასვლა აეკრძალება, თუ ერთდროულად არსებობს შემდეგი საფუძვლები: ა) მსჯავრდებული ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 187-ე და 188-ე მუხლებით (თუ ზიანი 10 000 ლარს აღემატება), 2051 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 220-ე ან 2201 მუხლით ან 2861 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო; ბ) მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქეა ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირია; გ) დაზარალებული წერილობით არ აცხადებს უარს მისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის უზრუნველსაყოფად მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვაზე.“. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1658 მუხლი ყალიბდება შემდეგი რედაქციით: „მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვა უქმდება, თუ მსჯავრდებულმა გადაიხადა დაზარალებულის კომპენსაცია ან დაზარალებული წერილობით აცხადებს უარს მისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდაზე.“ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ყალიბდება შემდეგი რედაქციით: „1. გამამტყუნებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი უნდა შეიცავდეს იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერას, რომელიც სასამართლომ დადგენილად ცნო. ამასთანავე, განაჩენში მითითებული უნდა იყოს მისი ჩადენის ადგილი, დრო და ხერხი, ბრალის ფორმა, დანაშაულის მოტივი, მიზანი და შედეგი. განაჩენში მითითებული უნდა იყოს აგრეთვე მტკიცებულება, რომელსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა, და მოტივი, რომლის მიხედვითაც სასამართლომ მიიღო ერთი მტკიცებულება და უარყო მეორე. ამასთანავე, განაჩენში აღნიშნული უნდა იყოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები, ხოლო თუ ბრალდების ნაწილი უსაფუძვლოდაა მიჩნეული ან დანაშაულის კვალიფიკაცია არასწორია – ბრალდების ბრალდებულის სასარგებლოდ შეცვლის საფუძველი და მოტივები. განაჩენში მითითებული უნდა იყოს აგრეთვე მსჯავრდებულისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულების დაკისრების საფუძველი და მოტივები. განაჩენში აღნიშნული უნდა იყოს აგრეთვე სამართლებრივი შეფასება და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. განაჩენში შეიძლება მითითებული იყოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმები და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. 2. სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს აგრეთვე სასჯელის სახე და ზომა, პირობითი მსჯავრის გამოყენება, შესაბამისი დანაშაულისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ მინიმალურ ზღვარზე დაბალი სასჯელის დანიშვნა და ნაკლებად მკაცრ სასჯელზე გადასვლა, ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის დანიშვნა, მსჯავრდებულისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულების დაკისრება, საპროცესო იძულების ღონისძიების გაუქმების ან შემდგომი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება.“. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 274-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი1“ ქვეპუნქტი ყალიბდება შემდეგი რედაქციით: „ი1) გადაწყვეტილება მსჯავრდებულისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულების დაკისრების შესახებ;“. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 278-ე მუხლის მე-2 ნაწილი ყალიბდება შემდეგი რედაქციით: „2. განაჩენის ასლი ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადებში გადაეცემა აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მსჯავრდებულის ან გამართლებულის ნასამართლობისა და ძებნის შესახებ ინფორმაციის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში შეტანის, ასევე შესაბამისი მსჯავრდებულის საქართველოდან გასვლის აკრძალვის აკრძალვის ღონისძიების უზრუნველყოფის მიზნით.“. ამავე მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი: „3. მსჯავრდებულის შესრულების შესაბამისი საქართველოდან უზრუნველყოფის განაჩენის ასლი მიზნით ასევე გასვლის სასამართლოს ეგზავნება მიერ გამოტანილი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს.“. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებული იქნება. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიცირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან ეს უკანასკნელი, მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას. ამასთანავე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): მიზანშეწონილია, კანონპროექტი განხილულ იქნეს დაჩქარებული წესით, რადგან ეს უკანასკნელი, მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, მოითხოვს მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მიღებას. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო; კანონპროექტი არ იწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის რესპუბლიკური ან/და გავლენა სახელმწიფო, მუნიციპალიტეტის ავტონომიური ბიუჯეტის რესპუბლიკის ხარჯვით ნაწილზე; კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; კანონპროექტი არ ახდენს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი). ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება; კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება; კანონპროექტს არ აქვს გავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო,არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: კანონპროექტის მომზადებისას ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.