„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
08.10.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე,
ნომერი
#161/3-XIმპ
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-10-13
ბიუროს ნომერი 77

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №12-13, ნოემბერ-დეკემბერი, 1993 წ., მუხ. 223) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მას დადგენილი საქართველოს წესით სისხლის აკრძალული აქვს სამართლის საპროცესო საქართველოდან კოდექსით გასვლა და მას ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი არ წარმოუდგენია იმის თაობაზე, რომ მან დაზარალებულის კომპენსაცია მიყენებული ზიანი საქართველოს აანაზღაურა ან დაზარალებული გადახდაზე/საქართველოს გადაიხადა, დაზარალებულისთვის კანონმდებლობით უარს კანონმდებლობით დადგენილი აცხადებს დადგენილი წესით კომპენსაციის წესით ზიანის ანაზღაურებაზე.“; ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) არ არის დაკმაყოფილებული „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 283 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა.“. 2. 22-ე მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ბ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ1) მას დადგენილი საქართველოს წესით სისხლის აკრძალული აქვს სამართლის საპროცესო საქართველოდან კოდექსით გასვლა და მას ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი არ წარმოუდგენია იმის თაობაზე, რომ მან დაზარალებულის კომპენსაცია მიყენებული ზიანი საქართველოს აანაზღაურა ან დაზარალებული გადახდაზე/საქართველოს გადაიხადა, კანონმდებლობით უარს კანონმდებლობით დაზარალებულისთვის დადგენილი აცხადებს დადგენილი წესით კომპენსაციის წესით ზიანის ანაზღაურებაზე;“; ბ) „ბ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ2“ ქვეპუნქტი: „ბ2) არ არის დაკმაყოფილებული „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 283 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი განმარტებითი ბარათი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის მომზადება განპირობებულია პირისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ეფექტიანი მექანიზმის შექმნის მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. ზიანის მიმყენებლის მიერ ვალდებულების შესრულებისგან თავის არიდების რისკების მინიმუმამდე დაყვანისათვის იქმნება სამართლებრივი ბერკეტი, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1653 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მსჯავრდებულს არ შეეძლოს ქვეყნის დატოვება მანამ სანამ არ მოხდება პირისთვის მიყენებული ზიანი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სრულად ანაზღაურება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები კანონპროექტის მიღების შედეგად მოწესრიგდება „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან დროებითი გასვლის უფლების შეზღუდვის საფუძვლებს. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „გ)“ ქვეპუნქტის მოქმედი რედაქცია განსაზღვრავს, რომ საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოდან დროებითი გასვლისთვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემაზე, აგრეთვე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე, თუ მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილია განაჩენი, რომლითაც მას აკრძალული აქვს საქართველოდან გასვლა. შემოთავაზებული კანონპროექტით, დასახელებული კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით: „მას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით აკრძალული აქვს საქართველოდან გასვლა და მას ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი არ წარმოუდგენია იმის თაობაზე, რომ მან დაზარალებულის კომპენსაცია გადაიხადა, დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აანაზღაურა ან დაზარალებული უარს აცხადებს კომპენსაციის გადახდაზე/საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურებაზე“. რაც შეეხება, „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლს, აღნიშნული ჩანაწერით წესრიგდება საქართველოს მოქალაქისთვის ემიგრაციის ნებართვის გაცემაზე უარის საფუძვლები. 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ1 ქვეპუნქტის მოქმედი რედაქციის თანახმად, დაინტერესებულ პირს შეიძლება უარი ეთქვას ემიგრაციის ნებართვის გაცემაზე, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე, თუ მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილია განაჩენი, რომლითაც მას აკრძალული აქვს საქართველოდან გასვლა. დასახელებული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით: „მას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით აკრძალული აქვს საქართველოდან გასვლა და მას ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი არ წარმოუდგენია იმის თაობაზე, რომ მან დაზარალებულის კომპენსაცია გადაიხადა, დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აანაზღაურა ან დაზარალებული უარს აცხადებს კომპენსაციის გადახდაზე/საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურებაზე.“. ამავდროულად, დასახელებული კანონის მე-10 მუხლის პირველ პუნქტს ემატება შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი - საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოდან დროებითი გასვლისთვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემაზე, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე, თუ არ არის დაკმაყოფილებული „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 283 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა. ხოლო, 22-ე მუხლის პირველ პუნქტს ემატება შემდეგი შინაარსის „ბ2“ ქვეპუნქტი: დაინტერესებულ პირს შეიძლება უარი ეთქვას ემიგრაციის ნებართვის გაცემაზე, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე, თუ არ არის დაკმაყოფილებული „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 283 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიცირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან ეს უკანასკნელი, მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას. ამასთანავე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): მიზანშეწონილია, კანონპროექტი განხილულ იქნეს დაჩქარებული წესით, ვინაიდან ეს უკანასკნელი, მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, მოითხოვს მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მიღებას. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო; კანონპროექტი არ იწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის რესპუბლიკური ან/და გავლენა სახელმწიფო, მუნიციპალიტეტის ავტონომიური ბიუჯეტის რესპუბლიკის ხარჯვით ნაწილზე; კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; კანონპროექტი არ ახდენს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი). ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება; კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება; კანონპროექტს არ აქვს გავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო,არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მომზადების შემთხვევაში: კანონპროექტის მომზადებისას ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: მიმოხილვის საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.