„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-10-13
ბიუროს ნომერი 77
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და
პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა
და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 219) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის:
ა) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და
პრობაციის
ეროვნული
სააგენტო
უზრუნველყოფს
მსჯავრდებულის
საქართველოდან გასვლის აკრძალვის ღონისძიების შესრულებას.“;
2
ბ) 21 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2 პუნქტი:
2
„2 . საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული
ბიუროს მიმართვის საფუძველზე ამ კანონით დადგენილი წესითა და პირობებით
აღსრულებას ექვემდებარება აგრეთვე
საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო
მე-2
კოდექსის
1653
მუხლის
ნაწილით
გათვალისწინებული
მსჯავრდებულის საქართველოდან გასვლის აკრძალვა.“.
2. 4411 მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1.
საქართველოს
სისხლის
სამართლის
საპროცესო
კოდექსით
და
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
მსჯავრდებულის საქართველოდან გასვლის აკრძალვის ღონისძიების შესრულების
უზრუნველყოფაზე, ამ თავის თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ამ
კანონის V თავით დადგენილი წესი.
2. მსჯავრდებულის საქართველოდან გასვლის აკრძალვის ღონიძიების
შესრულებას უზრუნველყოფს პრობაციის ბიურო მსჯავრდებულის საცხოვრებელი
ან სამუშაო ადგილის მიხედვით.“.
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მსჯავრდებულის საქართველოდან გასვლის აკრძალვის ღონისძიების
შესრულების უზრუნველყოფა ხორციელდება ელექტრონული ზედამხედველობის
საშუალების გამოყენებით.“.
3. 4413 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მსჯავრდებულის გარდაცვალებისას მსჯავრდებულის საქართველოდან
გასვლის
აკრძალვის
ღონისძიების
შესრულების
უზრუნველყოფასთან
დაკავშირებული წარმოება წყდება.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და
პრობაციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
კანონპროექტის მომზადება განაპირობა საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსით
გათვალისწინებული
ცალკეული
დანაშაულების
შედეგად
დაზარალებული
პირებისთვის
მიყენებული
ქონებრივი
ზიანის
ანაზღაურებისთვის ეფექტიანი მექანიზმის დანერგვის აუცილებლობამ.
სახელმწიფოს გააჩნია პოზიტიური ვალდებულება დახვეწოს მექანიზმები,
რომლებიც უზრუნველყოფს დაზარალებულთა უფლებრივი მდგომარეობის
სწრაფად და ეფექტიანად აღდგენასა და ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
ზემოაღნიშნულიდან
ცალკეული
ნორმების
გამომდინარე,
საჭიროა
ფორმულირებების
დასახელებული
კორექტირება,
რაც
კანონის
უნდა
განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილების გზით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
კანონპროექტის
მიღებით
უზრუნველყოფილი
იქნება
„დანაშაულის
პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“
საქართველოს კანონისა და მისი ცალკეული ნორმების შესაბამისობა საქართველოს
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებებთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის თანახმად, კანონის მე-2 მუხლის
21 პუნქტი ყალიბდება
შემდეგი რედაქციით: „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა
აღსრულებისა
და
პრობაციის
ეროვნული
სააგენტო
უზრუნველყოფს
მსჯავრდებულის საქართველოდან გასვლის აკრძალვის ღონისძიების შესრულებას.
2
2
ეროვნული
ბიუროს
აგრეთვე ემატება 2 პუნქტი: „2 . საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
აღსრულების
მიმართვის
საფუძველზე
ამ
კანონით
დადგენილი წესითა და პირობებით აღსრულებას ექვემდებარება აგრეთვე
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1653 მუხლის მე-2
ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდებულის
საქართველოდან გასვლის
აკრძალვა.“.
კანონპროექტის თანახმად, კანონის 4411 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტები
ყალიბდება შემდეგი რედაქციით:
„1.
საქართველოს
სისხლის
სამართლის
საპროცესო
კოდექსით
და
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
მსჯავრდებულის საქართველოდან გასვლის აკრძალვის ღონისძიების შესრულების
უზრუნველყოფაზე ამ თავის თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ამ
კანონის V თავით დადგენილი წესი.
2. მსჯავრდებულის საქართველოდან გასვლის აკრძალვის ღონიძიების
შესრულებას უზრუნველყოფს პრობაციის ბიურო მსჯავრდებულის საცხოვრებელი
ან სამუშაო ადგილის მიხედვით.
4. მსჯავრდებულის საქართველოდან გასვლის აკრძალვის ღონისძიების
შესრულების უზრუნველყოფა ხორციელდება ელექტრონული ზედამხედველობის
საშუალების გამოყენებით “.
კანონპროექტის თანახმად, კანონის 4413 მუხლის პირველი პუნქტი ყალიბდება
შემდეგი რედაქციით:
„1. მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის შემთხვევაში
კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გაუქმებისას, აგრეთვე მსჯავრდებულის
გარდაცვალებისას
მსჯავრდებულის
საქართველოდან
გასვლის
აკრძალვის
ღონისძიების შესრულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულისააღსრულებო
წარმოება წყდება.“.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში)
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან
მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის
მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან ეს უკანასკნელი, მისი
მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო
გვიანდელი ვადის დადგენას.
ამასთანავე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
მიზანშეწონილია, კანონპროექტი განხილულ იქნეს დაჩქარებული წესით, ვინაიდან
ეს უკანასკნელი, მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, მოითხოვს
მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მიღებას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო
კანონპროექტი არ იწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ)
კანონპროექტის
რესპუბლიკური
გავლენა
ან/და
სახელმწიფო,
მუნიციპალიტეტის
ავტონომიური
ბიუჯეტის
რესპუბლიკის
ხარჯვით
ნაწილზე;
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა;
კანონპროექტი არ ახდენს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომელთა მიმართაც
ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი;
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი (ფულადი შენატანი).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე
ბ2)
ქალისა
და
მამაკაცის
თანასწორობის
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტს
არ
აქვს
გავლენა
ქალისა
და
მამაკაცის
თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან; კანონპროექტი არ
ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის
შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,არასახელმწიფო
ან/და საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ)
სხვა
ქვეყნების
გამოცდილება
კანონპროექტის
მსგავსი
კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა
გამოყენებული
კანონპროექტის
მომზადებისას,
ასეთი
მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
კანონპროექტის მომზადებისას ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი,
ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა
ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი,
ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა
ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.