„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-10-13
ბიუროს ნომერი 77
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 347-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 347. შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევა
1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-9 ან მე10 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის
ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ, იმავე ნაწილებით განსაზღვრული
რომელიმე ქმედების ჩადენა −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არაერთგზის −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
3. შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევა ამ შეკრების ან მანიფესტაციის
ორგანიზატორის მიერ, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.“.
2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3533 მუხლი:
„მუხლი
3533.
სამართალდამცავი
ორგანოს
თანამშრომლის,
სამხედრო მოსამსახურის,
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის,
სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო
სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა
აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული
პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის
მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება
1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მე-3
ნაწილით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის
ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე მუხლით განსაზღვრული რომელიმე
ქმედების ჩადენა −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არაერთგზის −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.".
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წინამდებარე
კანონპროექტის
მომზადება
განპირობებულია
საჯარო
წესრიგისა
და
მმართველობის წესის წინააღმდეგ მიმართულ სოციალურად საშიშ ქმედებათა პრევენციის
მექანიზმების გაუმჯობესებით.
საგულისხმოა,
რომ
ადმინისტრაციულსამართლებრივი
პასუხისმგებლობა,
როგორც
სახელმწიფოს რეაგირების ზომა, ცალკეულ შემთხვევებში ვერ ქმნის შემაკავებელ ეფექტს იმ
პირთა მიმართ, რომლებიც სისტემატურად უგულებელყოფენ საზოგადოებრივი წესრიგის
დადგენილ ნორმებს. ხაზგასასმელია, რომ შეკრებისა ან მანიფესტაციის დროს ტრანსპორტის
სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის
მონაწილეთა რაოდენობა, ისევე როგორც ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის
განზრახ დაბრკოლებების შექმნა, თავისთავად სცილდება გამოხატვის თავისუფლების
ლეგიტიმურ
ფარგლებს
და
ქმნის
მნიშვნელოვან
რისკებს
საზოგადოებრივი
უსაფრთხოებისთვის. აღნიშნულ ქმედებათა განმეორებით ჩადენა კი საფრთხეს უქმნის სხვათა
სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რადგან შეუძლებელს ხდის სასწრაფო დახმარების, სახანძრო
და სხვა საგანგებო სამსახურების ოპერატიულ რეაგირებას, რისთვისაც აუცილებელია
დაწესდეს თანაზომიერი პასუხისმგებლობის ზომა.
ყოველივე
ზემოაღნიშნულის
გათვალისწინებით,
მიზანშეწონილია
პასუხისმგებლობა
გამკაცრდეს იმ შემთხვევაში, თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა მიერ ტრანსპორტის
სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული ნორმების დარღვევით ხორციელდება და აღნიშნული ქმედება
ჩადენილია
ადმინისტრაციულსახდელდადებული
ქმედებისთვის
სისხლისსამართლებრივი
პირის
პასუხისმგებლობის
მიერ.
დასახელებული
დაწესება
წარმოადგენს
პროპორციულ და აუცილებელ ზომას იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს შეკრებისა და
გამოხატვის თავისუფლებასა და სხვათა უფლებებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვა.
ამასთან საგულისხმოა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომ - სსკ)
მოქმედი
რედაქციის
347-ე
მუხლით
გათვალისწინებული
პასუხისმგებლობა
ვერ
უზრუნველყოფს დანაშაულის გენერალურ პრევენციას. შესაბამისად, წარმოდგენილი
პროექტით მიზანშეწონილია პასუხისმგებლობა გამკაცრდეს შეკრების ან მანიფესტაციის
ჩატარების წესის დარღვევისათვის ამ აქციის ორგანიზატორის მიერ, თუ აღნიშნულმა მძიმე
შედეგი გამოიწვია.
წარმოდგენილი კანონპროექტით სსკ-ს ემატება 3533 მუხლი, რომლის მიხედვითაც
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მე-3
ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის
ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე მუხლით განსაზღვრული რომელიმე
ქმედების ჩადენა დაისჯება
თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, ხოლო ამ
მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არაერთგზის დაისჯება
თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
რამდენადაც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ესე იგი
სსკ-ით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, სოციალურად
საშიში ქმედების კრიმინალიზებისთვის საჭიროა ცვლილება განხორციელდეს დასახელებულ
კოდექსში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი კანონის პროექტით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-9 ან მე-10
ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის
ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ, იმავე ნაწილით განსაზღვრული
რომელიმე ქმედების ჩადენისათვის. ამავდროულად, დამამძიმებელ გარემოებად
განისაზღვრება ზემოხსენებული ქმედების არაერთგზის ჩადენა და დგინდება შესაბამისი
სასჯელი.
კანონპროექტის მიღებით გამკაცრდება პასუხისმგებლობა შეკრების ან მანიფესტაციის
ჩატარების წესის დარღვევისათვის ამ აქციის ორგანიზატორის მიერ, თუ აღნიშნულმა მძიმე
შედეგი გამოიწვია. აგრეთვე, დგინდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა
ადმინისტრაციულ
გათვალისწინებული
სამართალდარღვევათა
კოდექსის
ადმინისტრაციული
173-ე
მუხლის
სამართალდარღვევის
მე-3
ნაწილით
ჩადენისთვის
ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე მუხლით განსაზღვრული რომელიმე
ქმედების ჩადენის შემთხვევაში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონის პროექტით, სსკ-ს 347-ე მუხლი ყალიბდება ახალი რედაქციით.
ხსენებული მუხლის პირველი ნაწილით მოხდება საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-9 ან მე-10 ნაწილებით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის (მონაწილეობა მიიღონ იმგვარ შეკრებაში ან
მანიფესტაციაში, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს
გადაწყვეტილებით
ექვემდებარება
შეწყვეტას,
ან
„შეკრებებისა
და
მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ და „ვ“
ქვეპუნქტებითა და 111 მუხლით (როდესაც შეკრების მონაწილეები განზრახ უქმნიან
დაბრკოლებებს ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებას, ან აწყობენ დროებით
კონსტრუქციას, რომლის მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს
ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების
დაცვას,
აფერხებს
ფუნქციონირებას)
საწარმოს,
დაწესებულების
გათვალისწინებული
ან
ნორმების
ორგანიზაციის
ნორმალურ
დარღვევა)
ჩადენისთვის
ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ, იმავე ნაწილებით განსაზღვრული
რომელიმე ქმედების ჩადენის კრიმინალიზება, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად
გათვალისწინებულ იქნება თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე.
ამავდროულად, სსკ-ს 347-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობის
დამამძიმებელი ნორმა ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების
არაერთგზის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების
აღკვეთა ვადით ორ წლამდე.
წარმოდგენილი კანონპროექტით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება
შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისათვის ამ აქციის ორგანიზატორის
მიერ, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წინამდებარე ქმედებისათვის სასჯელის სახედ და
ზომად დგინდება თავისუფლების აღკვეთა ვადით ოთხ წლამდე.
სსკ-ს ემატება 3533 მუხლი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ჩადენისთვის
ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე მუხლით განსაზღვრული რომელიმე
ქმედების ჩადენა დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, ხოლო ამ
მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არაერთგზის დაისჯება
თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
წარმოდგენილი კანონის პროექტის მე-2 მუხლით დასახელებული კანონის ამოქმედების
თარიღად
გათვალისწინებულია
მისი
გამოქვეყნებისთანავე
ამოქმედება,
რადგან
ეს
უკანასკნელი,
მისი
მნიშვნელობიდან
გამომდინარე,
ითხოვს
გამოქვეყნებისთანავე
ამოქმედებას.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტით წარმოდგენილი საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია
წარმოდგენილ დანაშაულზე ეფექტიანი და დროული რეაგირება, შესაბამისად,
ინიციატორების მიერ მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
წარმოდგენილი კანონის პროექტით გათვალისწინებული დანაშაულის გამოვლენა, მათზე
რეაგირება და დანიშნული სასჯელის აღსრულება განხორციელდება სახელმწიფო
ბიუჯეტიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პროკურატურის,
საქართველოს საერთო სასამართლოებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის
გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ,
სსკ-ს 347-ე მუხლში განხორციელებული ცვლილება ითვალისწინებს ჯარიმის გაუქმებას.
აღნიშნული კი სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე მოახდენს გავლენას კლების
მიმართულებით.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
ცვლილების თანახმად, სსკ-ს 347-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, აგრეთვე 3533
მუხლის საფუძველზე ხდება ახალი ქმედებების კრიმინალიზება, რომელთათვისაც სასჯელის
სახედ გათვალისწინებული იქნება თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ ან ორ წლამდე.
გარდა
ზემოხსენებულისა,
სსკ-ს
347-ე
მუხლის
მე-3
ნაწილით
განსაზღვრული
დანაშაულისათვის დგინდება სასჯელის ახალი სახე − თავისუფლების აღკვეთა ვადით ოთხ
წლამდე.
შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე, რამდენადაც გამოძიების ორგანო ვალდებული იქნება, ზემოხსენებულ
დანაშაულთა შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დაიწყოს გამოძიება. ამასთან, როგორც
უკვე აღინიშნა, დასახელებული მუხლები სასჯელის ერთ-ერთ სახედ ითვალისწინებს
თავისუფლების აღკვეთას. დღეის მდგომარეობით, პენიტენციურ დაწესებულებაში 1
პატიმრის შენახვის წლიური ხარჯი (კაპიტალური ხარჯის გარეშე) შეადგენს 20 653 ლარს.
შესაბამისად, პირისთვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის შემთხვევაში,
გასათვალისწინებელი იქნება მის შენახვასთან დაკავშირებული ფინანსური ხარჯი.
რაც შეეხება ხარჯის ზუსტ ოდენობას, აღნიშნული დამოკიდებული იქნება იმ პირთა
რაოდენობასა და მათზე დახარჯულ თანხის ოდენობაზე, რომლებიც ჩაიდენენ
ზემოაღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებს და რომელთაც სასჯელის სახედ განესაზღვრებათ
თავისუფლების აღკვეთა. საქმეთა განხილვა შესაბამისი უწყებების მიერ (საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პროკურატურა, საერთო სასამართლოები)
განხორციელდება
მათთვის
გამოყოფილი
ასიგნებების
ფარგლებში.
ზემოხსენებული
დანაშაულებრივი ქმედებების გამო თავისუფლებააღკვეთილი პირის შენახვის ხარჯებს კი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გაიღებს მისთვის გამოყოფილი ასიგნებების
ფარგლებში.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე
სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სსკ-ს 347-ე მუხლით გათვალისწინებული
ქმედების ჩამდენ პირებზე, რადგან მათ აღარ შეეფარდებათ სასჯელის სახით - ჯარიმა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2 ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული
ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა
და,
მეორე
მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
კანონპროექტის მომზადებისას ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე,
დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი,
გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე
ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ
შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.