„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-10-13
ბიუროს ნომერი 77
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს
სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. 1741 მუხლის:
ა) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლითა და მე-11
მუხლით (გარდა მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„გ“ და „ე“-„ზ“ ქვეპუნქტებისა)
გათვალისწინებული ნორმების დარღვევა –
გამოიწვევს
სამართალდამრღვევის
ადმინისტრაციულ
პატიმრობას
15
დაჯარიმებას
დღემდე
5
ვადით,
000
ლარის
ოდენობით
სამართალდარღვევის
ან
საგნის
კონფისკაციით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით
ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის
კონფისკაციით.“;
ბ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2
პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმის დარღვევა –
გამოიწვევს
სამართალდამრღვევის
ადმინისტრაციულ
პატიმრობას
7
დაჯარიმებას
დღემდე
2
ვადით,
000
ლარის
ოდენობით
სამართალდარღვევის
ან
საგნის
კონფისკაციით.“;
გ) მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2
პუნქტის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა –
გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით. ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე3 ნაწილის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით,
ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით.“.
დ) მე-9 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 ნაწილი:
„10. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2
პუნქტის „ა2“, „გ“ „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების
დარღვევა –
გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის
კონფისკაციით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ
პატიმრობას 20 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ამ კოდექსის 32ე მუხლის მე-3 ნაწილის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის
ოდენობით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით.“.
2. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი
208.
რაიონული
(საქალაქო)
სასამართლოს
განსჯადი
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეები
რაიონული
(საქალაქო)
სასამართლო
განიხილავს
იმ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 43-ე მუხლის
მე-2 ნაწილით, 431−443, 445, 447−4411, 45-ე−464, 48-ე, 49-ე, 501, 51-ე−551, 553, 554, 56-ე, 57-ე−59-ე, 59
2−მე-60, 603−611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694, 696, 71-ე, 711, 721−77-ე, 78-ე და 791−793 მუხლებით, 79
4
მუხლით (გარდა ამ კოდექსის 794 მუხლის მე-2−მე-5 ნაწილებისა), 795−მე-80, 821−825, 84-ე−86-
ე, 871−893, 912, 913, 94-ე, 95-ე, 99-ე, 1001, 1002, 1031, 104-ე და 1051 მუხლებით, 1152 მუხლის მე3−მე-7 ნაწილებით, 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებით, 1164 მუხლის მე-2
ნაწილით, 1165 მუხლის მე-2 ნაწილით, 1166 მუხლის მე-2 ნაწილით, 1167 მუხლის მე-2
ნაწილით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281−1286, 143-ე, 144-ე, 14410, 145-ე და 150-ე მუხლებით,
151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 153-ე და 1531 მუხლებით, 1533 მუხლის მე-2 და
მე-5 ნაწილებით, 1535 მუხლით, 1536 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 154-ე−1542, 1551 და 155
2
მუხლებით, 1553 მუხლის მე-11−მე-20 ნაწილებით, 1556 მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით, 155
7
−156-ე და 1571−1581 მუხლებით, 1585 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1594−15910, 163-ე, 164-
ე, 1644, 1651−1653, 166-ე და 1661 მუხლებით, 1662 მუხლის მე-2 ნაწილით, 1701 მუხლით, 171-ე
მუხლის მე-3 ნაწილით, 1712−1714 მუხლებით, 1715 მუხლის პირველი, მე-2, მე-4−მე-6, მე-8 და
მე-9−მე-18 ნაწილებით, 172-ე, 1724−1726, 173-ე, 1734−1737, 1739 და 17314−17316 მუხლებით, 174
1
მუხლის მე-3, მე-4, მე-6, მე-8-მე-10 ნაწილებით, 17415 მუხლის მე-4 ნაწილით, 1751 და 175
2
მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 1778, 1779, 17711 და 177
მუხლებით, 17713 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით
გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178-ე, 1791−1793, 1816, 183-ე, 187-ე, 1871, 189-ე, 192-ე, 195-ე,
12
1963, 1966 და 1971 მუხლებით, 1973 მუხლის მე-2 ნაწილითა და 1991 მუხლით, აგრეთვე საქმეებს
ამ კოდექსის 2081 მუხლის შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ რაიონულ (საქალაქო)
სასამართლოში წარდგენის შემთხვევაში.“.
3. 209-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 4210, 583, 861,
1071–1073, 1075, 108-ე, 1141, 1142 და 1151 მუხლებით, 1152 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით,
116-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებისა),
1161–1163 მუხლებით, 1164 მუხლის პირველი ნაწილით, 1165 მუხლის პირველი ნაწილით, 1166
მუხლის პირველი ნაწილით, 1167 მუხლის პირველი ნაწილით, 1168, 118-ე–1184, 119-ე და 120ე–123-ე მუხლებით, 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა), 127-ე
მუხლით, 1271 მუხლის პირველი–22 და მე-6–72 ნაწილებით, 128-ე მუხლის პირველი და მე-2
ნაწილებით, 1291 მუხლით, 131-ე მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის), 134-ე, 1352–1354, 1395, 1527 და 1528
მუხლებით, 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და
მე-4 ნაწილებით, 155-ე და 1562–1564 მუხლებით, 1662 მუხლის პირველი ნაწილით, 167-ე და
170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1711 მუხლით (ყველა
დაწესებულების
(გარდა
საქართველოს
თავდაცვის
ძალებისა
და
პენიტენციური
დაწესებულებისა), სატრანსპორტო საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო
ტრანსპორტისა)
მძღოლის,
რკინიგზის,
საზღვაო
და
საჰაერო
ტრანსპორტის
მესაკუთრის/მფლობელის, აგრეთვე ფიზიკური პირის მიმართ (გარდა ფიზიკური პირის მიერ
რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა)), 1741
მუხლის პირველი, მე-2, მე-5 და მე-7 ნაწილებით, 17415 მუხლით (გარდა ამ კოდექსის 17415
მუხლის მე-4 ნაწილისა), 17416–17418, 1761 და 1763 მუხლებით, 177-ე მუხლით (გარდა ამ
კოდექსის 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებისა) და 17715, 180-ე–1811, 1813–
1815, 182-ე–1825, 190-ე, 1902–1911 და 1983 მუხლებით.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წინამდებარე კანონპროექტის მომზადება განპირობებულია „საქართველოს
სისხლის
სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით,
რომლითაც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა წესდება იმ შემთხვევაში თუ
შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა მიერ ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ
ან სრულად გადაკეტვა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების
დარღვევით
ხორციელდება
და
აღნიშნული
ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ.
ქმედება
ჩადენილია
საგულისხმოა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
(შემდგომ − სამართალდარღვევათა კოდექსი) განსაზღვრავს პასუხისმგებლობას „შეკრებებისა
და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული არაერთი წესის
დარღვევისათვის, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განსახორციელებელი
ცვლილება ითვალისწინებს სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული ცალკეულ
ქმდედებათა განმეორებით ჩადენის კრიმინალიზებას.
ზემოხსენებულიდან
გამომდინარე,
საჭიროა
ცვლილების
განხორციელება
სამართალდარღვევათა კოდექსში, რათა დამოუკიდებლად განისაზღვროს პასუხისმგებლობა
შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის და დადგინდეს პროპორციული
პასუხისმგებლობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, თანმდევი საკანონმდებლო ცვლილების
სახით მომზადდა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
რადგანაც
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობა
დგინდება
ცალკეული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევების განმეორებით ჩადენისათვის, საკანონმდებლო
აქტების შესაბამისობის უზრუნველყოფისა და ქმედებათა სისტემატიზაციის მიზნით
აუცილებელია ცვლილება შევიდეს სამართალდარღვევათა კოდექსში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით, სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-9 ნაწილი
ჩამოყალიბდება
შემდეგი
რედაქციით:
„შეკრებებისა
და
მანიფესტაციების
შესახებ“
საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული ნორმების დარღვევა – გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60
დღემდე ვადით. ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილის შემთხვევაში სამართალდამრღვევს
დაეკისრება
ჯარიმა
5
000
ლარის
ოდენობით,
ხოლო
თუ
სამართალდამრღვევი
ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით. ამასთანავე, დასახელებულ მუხლს დაემატება
ახალი, მე-10 ნაწილი, რომლითაც დამოუკიდებლად განისაზღვრება პასუხისმგებლობა
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2
პუნქტის „ა2“, „გ“ „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების
დარღვევისათვის.
ამავდროულად,
წარმოდგენილი
ცვლილებით,
ზემოხსენებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის საქმე იქნება რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება შედის სამართალდარღვევათა კოდექსის 1741
მუხლში, რომლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევები გაიმიჯნება და
დამოუკიდებელ ნორმად ჩამოყალიბდება.
სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-9 ნაწილი ყალიბდება შემდეგი რედაქციით:
„9. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2
პუნქტის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა –
გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით. ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე3 ნაწილის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით,
ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით.“.
კერძოდ, პროექტის საფუძველზე, სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-5
ნაწილის
დისპოზიციით
განსაზღვრული
ქმედება
ამავე
მუხლის
მე-10
ნაწილში
ჩამოყალიბდება და დამოუკიდებლად განისაზღვრება პასუხისმგებლობა „შეკრებებისა და
მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა2“, „გ“ „ე“ და
„ვ“ ქვეპუნქტებითა და 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევისათვის, ხოლო
დასახელებული
სამართალდარღვევისთვის
ადმინისტრაციულ
პატიმრობა
15
სახდელის
დღემდე
ვადით,
სახედ
და
ზომად
დგინდება
სამართალდარღვევის
საგნის
კონფისკაციით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ
პატიმრობა 20 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ამ კოდექსის 32ე მუხლის მე-3 ნაწილის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის
ოდენობით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით.
ამავდროულად, წარმოდგენილი ცვლილებით, სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის
მე-10 ნაწილით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე
განისაზღვრება რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯად საქმეთა ნუსხაში.
და ბოლოს, პროექტი ითვალისწინებს სხვა, ტექნიკური ხასიათის ცვლილებებს.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
წარმოდგენილი კანონის პროექტის მე-2 მუხლით დასახელებული კანონის ამოქმედების
თარიღად გათვალისწინებულია მისი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედება, რადგან ეს
უკანასკნელი, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე,
ითხოვს გამოქვეყნებისთანავე
ამოქმედებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ საკითხებზე აუცილებელია ეფექტიანი და დროული რეაგირება,
შესაბამისად, ინიციატორების მიერ მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი)
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის
მიღებით
გამოწვეული
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსება
განხორციელდება საქართველოს საერთო სასამართლოებისა და საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს ასიგნებებიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
წარმოდგენილი პროექტის საფუძველზე, სამართალდარღვევათა კოდექსი დამოუკიდებლად
განსაზღვრავს პასუხისმგებლობას „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა2“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და 111 მუხლით
გათვალისწინებული ნორმების დარღვევისათვის, რისთვისაც სახდელის ერთ-ერთ სახედ
განისაზღვრება სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია.
აღნიშნულის
გათვალისწინებით,
სახელმწიფო
ბიუჯეტის
წარმოდგენილი
საშემოსავლო
ნაწილზე,
ცვლილება
გავლენას
მოახდენს
რამდენადაც
სამართალდარღვევის
სახდელის სახედ სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციის დაკისრებისას, აღნიშნული
მიექცევა სახელმწიფოს საკუთრებაში და მისი რეალიზაციით მიღებული შემოსავალი
გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. საგულისხმოა, რომ
წარმოდგენილი შემოსავლების მიღება დამოკიდებულია სამართალდარღვევის ყოველწლიურ
რაოდენობაზე, ასევე კონფისკებულ სამართალდარღვევის საგნის რაოდენობაზე.
კანონპროექტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის უქმდება სახდელის სახე
ჯარიმა (ჯარიმა გათვალისწინებული იქნება გამონაკლის შემთხვევებში). შესაბამისად,
აღნიშნული სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე მოახდენს გავლენას კლების
მიმართულებით.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
წარმოდგენილი კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე. კერძოდ, პროექტით წარმოდგენილი ახალი სამართალდარღვევის განხილვის
უფლება ექნება სასამართლოს. აღნიშნული სამართალდარღვევის განხილვას საერთო
სასამართლოები უზრუნველყოფს არსებული ადამიანური რესურსის გამოყენებით და
თანამშრომელთა რაოდენობის ზრდა არ არის დაგეგმილი. ამასთან, საქმის განხილვისთვის
აუცილებელი ადმინისტრაციული ხარჯების დაფინანსება მოხდება საქართველოს საერთო
სასამართლოებისათვის უკვე გამოყოფილი ასიგნებებიდან, ხოლო ხარჯების ოდენობა
დამოკიდებული იქნება სამართალდამრღვევთა ყოველწლიურ რაოდენობაზე.
ამასთან,
კანონპროექტის
შესაბამისად,
„შეკრებებისა
და
მანიფესტაციების
შესახებ“
საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა2“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და 111
მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევისათვის სახდელის სახედ და ზომად
შეიძლება გამოყენებულ იქნეს ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ
სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობა 20 დღემდე ვადით.
ამდენად, წარმოდგენილი ცვლილებები გავლენას მოახდენს სამართალდარღვევის
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში
მოთავსებისა და შენახვის ხარჯებს. საგულისხმოა, რომ დღეის მდგომარეობით, ქ. თბილისის
დროებითი მოთავსების მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორებში
თითოეული
დაკავებულის
ყოველდღიური
შენახვის
ხარჯი
სრულწლოვანი
პირის
შემთხვევაში შეადგენს 12,61 ლარს, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში – 13,74 ლარს.
რეგიონული სამსახურების დაქვემდებარებულ დროებითი მოთავსების იზოლატორებში
დაკავებულის ყოველდღიური შენახვის ხარჯი შეადგენს 11,23 ლარს. დასახელებული
ხარჯების ოდენობა დამოკიდებული იქნება იმ სამართალდამრღვევთა ყოველწლიურ
რაოდენობაზე, რომლებსაც სახდელის სახით დაენიშნებათ ადმინისტრაციული პატიმრობა,
ხოლო ხარჯების დაფინანსება განხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
ასიგნებების ფარგლებში.
საგულისხმოა, რომ წარმოდგენილი პროექტი, ზემოაღნიშნული დარღვევებისთვის სანქციის
სახით
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
სამართალდარღვევის
საკუთრებაში,
ხოლო
საგნის
კონფისკებული
კონფისკაციას,
რაც
მიექცევა
სამართალდარღვევის
საგნის
რეალიზაციამდე მისი შენახვის ხარჯები გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის
ხარჯვით
ნაწილზე.
გარდა
ამისა,
სამართალდამრღვევის
მიერ
კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული გასაჩივრების უფლებით
შემთხვევაში,
საერთო
სასამართლოების
მიერ
საქმის
განხილვა
საქართველოს
სარგებლობის
მოხდება
მისთვის
გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. წარმოდგენილი ხარჯების ოდენობა დამოკიდებულია
სამართალდარღვევის
ყოველწლიურ
რაოდენობაზე,
ასევე
კონფისკებულ
სამართალდარღვევის საგნის რაოდენობაზე.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე
სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა
მიმართაც გავრცელდება წარმოდგენილი კანონის პროექტი.
წარმოდგენილი კანონის პროექტით დამოუკიდებლად განისაზღვრება პასუხისმგებლობა
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2
პუნქტის „ა2“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების
დარღვევისათვის და აღნიშნული ქმედების ჩადენის შემთხვევაში სახდელის ერთ-ერთ სახედ
დგინდება სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია.
შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილებები გავლენას მოახდენს იმ პირების ფინანსურ
მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც, ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, სანქციის სახით
გამოყენებული იქნება სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული
ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა
და,
მეორე
მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
კანონპროექტის მომზადებისას ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე,
დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი,
გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე
ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ
შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.