„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
08.10.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, აკაკი ალადაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი
ნომერი
#162/3-XIმპ
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-10-13
ბიუროს ნომერი 77

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №001, 27.02.1996, გვ. 8) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციის აქტის გაუქმებას, ამასთანავე, ამ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირს ეკრძალება პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობა, წევრობა, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16მე-19 მუხლებით გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელისა და ამ ორგანოს წევრის თანამდებობის, სახელმწიფო-პოლიტიკური, პოლიტიკური თანამდებობისა და საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავება.“. 2. 35-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. ამ მუხლით გათვალისწინებულ მოსარჩელეს შეუძლია მოითხოვოს აეკრძალოს პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობა, წევრობა, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16-მე-19 მუხლებით გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელისა და ამ ორგანოს წევრის თანამდებობის, სახელმწიფოპოლიტიკური, პოლიტიკური თანამდებობისა და საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავება იმ პირს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პოლიტიკურ პარტიასთან არის დაკავშირებული.“. 3. 43-ე მუხლის 15 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი: „ე1) იმ პირის სახელს, გვარსა და პირად ნომერს, რომელსაც აეკრძალა პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობა, წევრობა, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ხელმძღვანელისა და მე-16-მე-19 ამ მუხლებით ორგანოს წევრის გათვალისწინებული თანამდებობის, ორგანოს სახელმწიფო- პოლიტიკური, პოლიტიკური თანამდებობისა და საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავება.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია ორგანული კანონპროექტის შესახებ: ა.ა) ორგანული კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს ორგანული კანონპროექტი: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, არჩევნები არის დემოკრატიის აუცილებელი მოთხოვნა, თუმცა, ყურადღების მიღმა ვერ დარჩება ის გარემოება, რომ შესაძლებელია დემოკრატიული თავად პროცესების დემოკრატიულ ბოროტად მმართველობასა და გამოყენებით, ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპებს შეექმნას საფრთხე. დემოკრატიული სახელმწიფოს 1 პრინციპი მოიცავს შეზღუდვას, რომ დემოკრატიული მეთოდების მეშვეობით არ მოხდეს თავად დემოკრატიული სახელმწიფოს იდეის უგულებელყოფა. აქედან გამომდინარე, კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს დაცვის მექანიზმებს რათა ფორმალურად დემოკრატიული პროცესების გამოყენებით არ მოხდეს დემოკრატიული სახელმწიფოს ფუძემდებლური პრინციპებისთვის საფრთხის შექმნა.2 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული განმარტება თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციას ეფუძნება, რომელსაც, თავის მხრივ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც იზიარებს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით „დემოკრატიას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა და უნარი საკუთარი თავი დაიცვას“.3 სწორედ თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციიდან გამომდინარეობს ის, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით (საარჩევნო უფლება) დაცული პასიური საარჩევნო 1 იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-37; https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=571 2 იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-57; https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=1013 3 იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება შემდეგ საქმეზე: Zdanoka v. Latvia, §100: https://hudoc.echr.coe.int/?i=001-72794 უფლება არ არის აბსოლუტური და მისი შეზღუდვა შესაძლებელია თანაზომიერების პრინციპის დაცვით იმგვარად, რომ არ დაირღვეს აღნიშნული მუხლით დაცული უფლების არსი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცული პასიური საარჩევნო უფლების შეზღუდვის საფუძვლები თავად საქართველოს კონსტიტუციაშია მოცემული. საქართველოს კონსტიტუცია თავად გამორიცხავს პოლიტიკური პროცესებიდან და მმართველობის სისტემიდან გარკვეულ ძალადობრივ სუბიექტებს. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია ისეთი საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანების შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, პასიური საარჩევნო უფლებით სარგებლობა შესაძლოა აეკრძალოს პირს ან პოლიტიკურ გაერთიანებას, რომლის მიზანია კონსტიტუციური წესწყობილების დამხობა ან საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული რომელიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება.4 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც, თავის მხრივ, ზემოაღნიშნული საფუძვლებით კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლით დაცული პასიური საარჩევნო უფლების შეზღუდვას გამართლებულად და აუცილებლად მიიჩნევს.5 წარმოდგენილი ორგანული კონსტიტუციიდან, ზემოაღნიშნული კანონპროექტის საქართველოს განმარტებიდან გამომდინარე, „საქართველოს საქართველოს ორგანულ საკონსტიტუციო და დამკვიდრებული საკონსტიტუციო კანონში მიზანია, აისახოს საქართველოს სასამართლოს პრაქტიკიდან სასამართლოს პასიური საარჩევნო შესახებ“ უფლების შეზღუდვის პროცედურული საკითხები. ორგანული კანონპროექტი შესაბამისი 4 იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-37; https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=571 5 იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები შემდეგ საქმეებზე: Zdanoka v. Latvia; Refah Partisi (The Welfare Party) and Others v. Turkey: https://hudoc.echr.coe.int/?i=001-72794 https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-60936 პირისთვის საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით გათვალისწინებული უფლების (საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება) შეზღუდვასაც ითვალისწინებს. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად ორგანული კანონის მიღების აუცილებლობა: „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას. ა.ბ) ორგანული კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: ორგანული კანონპროექტის მიღების შედეგად მოწესრიგდება „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი. ა.გ) ორგანული კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი ორგანული კანონპროექტით განისაზღვრება, რომ: - პოლიტიკური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით კონსტიტუციური სარჩელის წარდგენის უფლებამოსილების მქონე სუბიექტს შეუძლია მოითხოვოს აეკრძალოს პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის წევრობა, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16-მე-19 მუხლებით გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელისა და ამ ორგანოს წევრის თანამდებობის, სახელმწიფო-პოლიტიკური, პოლიტიკური თანამდებობისა და საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავება იმ პირს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პოლიტიკურ პარტიასთან არის დაკავშირებული; - კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შესაბამის პირს აეკრძალება პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის წევრობა, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16-მე-19 მუხლებით გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელისა და ამ ორგანოს წევრის თანამდებობის, სახელმწიფო-პოლიტიკური, პოლიტიკური თანამდებობისა და საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავება; - კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში უნდა მიუთითოს იმ პირის შესახებ შესაბამისი მონაცემები, რომელსაც აეკრძალა პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის წევრობა, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16მე-19 მუხლებით გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელისა და ამ ორგანოს წევრის თანამდებობის, სახელმწიფო-პოლიტიკური, პოლიტიკური თანამდებობისა და საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავება. ა.დ) ორგანული კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ორგანული კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული. ა.ე) ორგანული კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: ორგანული კანონპროექტი ითვალისწინებს ორგანული კანონის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებას, რადგან, მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი ამოქმედების ამგვარი ვადის დადგენა. კანონპროექტი არ ითვალისწინებს ორგანული კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) ორგანული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ორგანული კანონპროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე მიზანშეწონილია მისი დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) ორგანული კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) ორგანული კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: ორგანული კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.ბ) ორგანული კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: ორგანული კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) ორგანული კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: ორგანული კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, ორგანული კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: ორგანული კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) ორგანული პირთათვის, კანონპროექტის რომელთა მიმართაც მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ ვრცელდება ორგანული კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია ორგანული კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: ორგანული კანონპროექტის მიღება ფინანსურ გავლენას მოახდენს იმ პირებზე, რომლებიც ვერ დაიკავებენ კანონპროექტით გათვალისწინებულ თანამდებობას. ბ.ვ) ორგანული კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: ორგანული კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი). ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე ორგანული კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: ორგანული კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს გავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საერთაშორისო სამართლებრივ მდგომარეობაზე. გ) ორგანული კანონპროექტის მიმართება სტანდარტებთან: გ.ა) ორგანული კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: ორგანული კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) ორგანული კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანული კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) ორგანული კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: ორგანული კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) ორგანული კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ორგანული კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) ორგანული კანონპროექტის ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო შემუშავებაში ჯგუფის, მონაწილე ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება ორგანული კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) ორგანული კანონპროექტის ავტორი: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი. ვ) ორგანული კანონპროექტის ინიციატორი: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, ალადაშვილი. თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი