„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-10-13
ბიუროს ნომერი 77
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი
1.
საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსის
(საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 381-ე მუხლის შენიშვნა
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შენიშვნა:
1.
ამ
კარით
დადგენილი
სასამართლო
ხელისუფლების
წინააღმდეგ
მიმართული დანაშაული ასევე გულისხმობს სისხლის სამართლის საერთაშორისო
სასამართლოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს.
2. ჯარიმა დაეკისრება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც არ შეასრულებს ან
ხელს
შეუშლის
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
იმ
გადაწყვეტილების შესრულებას, რომლითაც პირს აეკრძალა პოლიტიკური
პარტიის
დაფუძნება,
პოლიტიკური
პარტიის
ხელმძღვანელობა,
წევრობა,
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის მე-16-მე-19 მუხლებით გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელისა
და ამ ორგანოს წევრის თანამდებობის, სახელმწიფო-პოლიტიკური, პოლიტიკური
თანამდებობისა და საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანოს
ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავება.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებს
პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას იმ პოლიტიკური პარტიისთვის,
რომელიც არ ასრულებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იმ
გადაწყვეტილებას, რომლითაც შესაბამის პირს აეკრძალა პოლიტიკური პარტიის
დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობა, წევრობა, „მოქალაქეთა
პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16მე-19 მუხლებით გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელისა და ამ ორგანოს
წევრის თანამდებობის, სახელმწიფო-პოლიტიკური, პოლიტიკური თანამდებობისა
და საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელი
თანამდებობის დაკავება.
წარმოდგენილი
კანონპროექტი
ზემოაღნიშნული
ქმედების
დასჯადობას
ითვალისწინებს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს
საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად მოწესრიგდება „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული
საკითხი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტით განისაზღვრება, რომ ჯარიმა დაეკისრება იმ
პოლიტიკურ პარტიას, რომელიც არ შეასრულებს საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც შესაბამის პირს აეკრძალა
პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობა,
წევრობა, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს
ორგანული
კანონის
ხელმძღვანელისა
და
მე-16-მე-19
ამ
მუხლებით
ორგანოს
წევრის
გათვალისწინებული
თანამდებობის,
ორგანოს
სახელმწიფო-
პოლიტიკური, პოლიტიკური თანამდებობისა და საქართველოს კონსტიტუციით
გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტი
ითვალისწინებს
კანონის
გამოქვეყნებისთანავე
ამოქმედებას,
რადგან, მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი ამოქმედების
ამგვარი ვადის დადგენა. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის
უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე მიზანშეწონილია მისი
დაჩქარებული წესით განხილვა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
ზრდის მიმართულებით. კერძოდ, სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხება ჯარიმის
სახით გადახდილი ის თანხა, რომელსაც პოლიტიკური პარტია გადაიხდის.
ჯარიმის ოდენობა საერთო სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე
იქნება დამოკიდებული.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტი გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს პოლიტიკური პარტიებისთვის,
რომელთაც
საერთო
სასამართლოების
მიერ
მიღებული
გადაწყვეტილების
საფუძველზე ჯარიმის გადახდა დაეკისრებათ.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა საერთო სასამართლოს
მიერ
მიღებული
გადაწყვეტილებით
განისაზღვრება.
ჯარიმის
ოდენობის
განსაზღვრისას
საერთო
სასამართლო
საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსის 107 მუხლით იხელმძღვანელებს.
6
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2)
ქალისა
და
მამაკაცის
თანასწორობის
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს
არ
აქვს
გავლენა
ქალისა
და
მამაკაცის
თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან
მიმართება
და
საქართველოს
ორმხრივ
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
და
მრავალმხრივ
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ)
სხვა
ქვეყნების
გამოცდილება
კანონპროექტის
მსგავსი
კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა
გამოყენებული
კანონპროექტის
მომზადებისას,
ასეთი
მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე
ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური,
თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი,
ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა
ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.