„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-10-13
ბიუროს ნომერი 77
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014, სარეგისტრაციო
კოდი: 010250000.04.001.016100) დაემატოს შემდეგი შინაარსის 1651 მუხლი:
„მუხლი 1651. 2029 წლის არჩევნებში არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს
უფლებამოსილების ცნობამდე მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის შექმნა
2029 წლის არჩევნებში არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების
ცნობამდე, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ მუნიციპალიტეტის
საკრებულოს წევრს, შეუძლია საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსი“ ფრაქციის შექმნისთვის დადგენილი მოთხოვნების
შესაბამისად შექმნას სხვა ფრაქცია, თუ იგი პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი იყო,
როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის უპარტიო კანდიდატი, ან თუ იგი
დატოვებს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის წევრობას და გაწევრდება სხვა პარტიაში.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი საქართველოს ორგანულ კანონში
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
მიმართულია მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობის უკეთ განხორციელებაში
პოლიტიკური პარტიებისთვის ხელის შეწყობისა და პოლიტიკური პლურალიზმის
გაძლიერებისაკენ. შესაბამისად, აღნიშნულის განხორციელებისათვის, წარმოდგენილი
კანონპროექტის მიხედვით, 2029 წლის არჩევნებში არჩეული მუნიციპალიტეტის
საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით
არჩეულ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, რომელიც პოლიტიკური პარტიის მიერ
წარდგენილი იყო, როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის უპარტიო
კანდიდატი, ან თუ იგი დატოვებს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის წევრობას და
გაწევრდება სხვა პარტიაში, შეუძლია საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსი“ ფრაქციის შექმნისთვის დადგენილი
მოთხოვნების
შესაბამისად შექმნას ფრაქცია.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ვინაიდან, განმარტებითი ბარათის ა.ა.ა) ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი რეგულირდება
საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“,
საჭიროა ცვლილების შეტანა საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსი“.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად მოწესრიგდება განმარტებითი ბარათის „ა.ა.ა.“
ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი და 2029 წლის არჩევნებში არჩეულ მუნიციპალიტეტის
საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით
არჩეულ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, რომელიც პოლიტიკური პარტიის მიერ
წარდგენილი იყო, როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის უპარტიო
კანდიდატი, ან თუ იგი დატოვებს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის წევრობას და
გაწევრდება სხვა პარტიაში, შეეძლება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსი“ ფრაქციის შექმნისთვის დადგენილი
მოთხოვნების
შესაბამისად შექმნას ფრაქცია და განახორციელოს მთელი რიგი უფლებები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, საქართველოს ორგანულ კანონს „ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსი“ ემატება 1651 მუხლი, რომლის თანახმადაც 2029 წლის
არჩევნებში არჩეულ მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე,
ფრაქციის შექმნის შესაძლებლობა ჩნდება, როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს
წევრობის უპარტიო კანდიდატისათვის, ასევე იმ კანდიდატისთვის, რომელიც დატოვებს
შესაბამისი პოლიტიკური პარტიის წევრობას და გაწევრდება სხვა პარტიაში.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით
(კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისათის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებას, რადგან,
კანონპროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი ამოქმედების
ამგვარი ვადის დადგენა.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, რადგანაც წარმოდგენილი
კანონპროექტი უნდა ამოქმედდეს 2025 წლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევნებში
არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიმართ.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტიდან
საქართველოს
გამომდინარე
სახელმწიფო
ხარჯები,
ბიუჯეტით
არსებობის
შემთხვევაში,
მუნიციპალიტეტის
დაიფარება
საკრებულოსათვის
განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
თუ კანონპროექტის მიღების შედეგად მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეიქმნება
მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციები, შესაძლოა გაიზარდოს სახელმწიფო
ბიუჯეტის
საშემოსავლო
ნაწილი,
რადგან
ფრაქციების
ფუნქციონირებასთან
დაკავშირებით გაღებული თანხების მიმღებ პირებს მოუწევთ გადასახადების გადახდა
სახელმწიფო ბიუჯეტში. სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი თანხის ოდენობა
დამოკიდებული იქნება მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილი ფრაქციების
რაოდენობასა და მათ წარმომადგენლობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი აჩენს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციების შექმნის ახალ
შესაძლებლობას და შესაბამისად, იზრდება ახალი ფრაქციებისა და მათი
ფუნქციონირებისთვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუჯეტიდან დამატებითი
ხარჯების გაღების ალბათობა. კანონპროექტის მიღებით გამოწვეული დამატებითი
ხარჯების ოდენობა დამოკიდებულია იმ გარემოებაზე, დამატებით რამდენი ფრაქცია
შეიქმნება და როგორი იქნება მათი წარმომადგენლობა. ასევე, ფრაქციათა რიცხვის ზრდის
პარალელურად გაიზრდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა
რაოდენობა, რაც თავის მხრივ გავლენას იქონიებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახალი ფრაქციების შექმნის
შემთხვევაში, გაიზრდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრთა შემოსავალი,
რომლებიც შექმნილ სუბიექტებში დაიკავებენ შესაბამის თანამდებობებს. გარდა ამისა,
ფრაქციის საქმიანობის უზრუნველსაყოფად, ასევე გამოიყოფა თანხა შესაბამისი აპარატის
თანამშრომლების ანაზღაურებისთვის, რაც გავლენას მოახდენს ამ ანაზღაურების მიმღებ
პირებზე. ფინანსური გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება ახალი ფრაქციების
შექმნასა და მათ წარმომადგენლობაზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ აწესებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2 ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
ინიციატორთა მოსაზრებით, კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ქალისა და მამაკაცის
თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული
ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
ირაკლი ქადაგიშვილი, ზვიადი შალამბერიძე, ანზორ ბოლქვაძე, ნიკა ელისაშვილი,
დიმიტრი სამხარაძე, ნინო წილოსანი, შოთა ხაბარელი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
ირაკლი ქადაგიშვილი, ზვიადი შალამბერიძე, ანზორ ბოლქვაძე, ნიკა ელისაშვილი,
დიმიტრი სამხარაძე, ნინო წილოსანი, შოთა ხაბარელი.