„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-10-20
ბიუროს ნომერი 81
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014, სარეგისტრაციო კოდი:
010250000.04.001.016100) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 32-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:
„გ1) საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე“
2. 36-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თვითმმართველი თემის საკრებულოს თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის,
პირველი მოადგილე. ხოლო თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს ჰყავს
ოთხი მოადგილე, მათ შორის, პირველი მოადგილე. მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარის მოადგილეს (მათ შორის, პირველ მოადგილეს) მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, თავისი შემადგენლობიდან, მუნიციპალიტეტის
საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს
მუნიციპალიტეტის საკრებულო“.
3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 371-ე მუხლი:
„მუხლი 371. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
1. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის
წარდგინებით,
კომისიის
შემადგენლობიდან,
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
უფლებამოსილების ვადით, კომისიის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს
მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისია.
2. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს საკრებულოს კომისიის
თავმჯდომარის მოვალეობას კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელების
შეუძლებლობის, მისი თანამდებობიდან გადადგომის ან გადაყენების ან მისი არყოფნის
შემთხვევაში.
3. საკრებულოს კომისია უფლებამოსილია თანამდებობიდან გადააყენოს საკრებულოს
კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის მოადგილის
თანამდებობიდან გადაყენების საკითხი მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წინაშე
შეიძლება წერილობით დასვან მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარემ
ან/და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა
მეხუთედმა.
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
კომისიის
თავმჯდომარის
მოადგილის
თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას
მხარს დაუჭერს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის
ნახევარზე მეტი.“
4. 71-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს ჰყავს ოთხი მოადგილე, მათ შორის, პირველი
მოადგილე.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსი“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს
ორგანული
კანონის
„ადგილობრივი
თვითმმართველობის
კოდექსის“ თანახმად, საკრებულოს კომისია არის წარმომადგენლობითი ორგანოს
უმნიშვნელოვანესი ორგანო, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საკრებულოში საკითხების
წინასწარი მომზადება, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობა და
კონტროლი მერიის, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ
დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობაზე.
კანონის თანახმად,
მხოლოდ
ერთი
კომისია არის მუდმივმოქმედი ორგანო, თუმცა მას ჰყავს
თანამდებობის
პირი
-
კომისიის
თავმჯდომარე,
რომელიც
ერთპიროვნულად უძღვება და ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას.
მოქმედი ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“,
სამწუხაროდ არ ითვალისწინებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის
არსებობას. ამიტომ, კომისიის თავმჯდომარის შვებულებაში, მივლინებაში ან სხვა რაიმე
მიზეზით საკრებულოში არ ყოფნის შემთხვევაში იქმნება პრობლემა, თუ ვინ უნდა
მოიწვიოს და გაუძღვეს საკრებულოს კომისიას, რადგან კომისიის სხდომის მოუწვევლობამ
შეიძლება გამოიწვიოს თავად საკრებულოს სხდომის გადადება. ეს პრობლემა მოიხსნება,
თუ კანონი გაითვალისწინებს საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის მოადგილის
თანამდებობას.
ასევე, თვითმმართველი ქალაქების საკრებულოების საქმიანობის ინტენსივობიდან
გამომდინარე მიზანშეწონილია თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს
დაემატოს კიდევ ერთი მოადგილე.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს
საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით გაძლიერდება საკრებულოს კომისიების და შესაბამისად
საკრებულოს მუშაობა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით
საქართველოს
ორგანული
კანონის
„ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსი“ საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის მოადგილესთან
დაკავშირებით კანონს ემატება ახალი, 32 მუხლის „გ1“ ქვეპუნქტი და 371-ე მუხლი
საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. ამ მუხლით გათვალისწინებულია
განისაზღვროს კომისიის თავმჯდომარის მოადგილის არჩევისა და მისი გადარჩევის
საკითხი. პროექტის თანახმად გათვალისწინებულია კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
არჩეულ იქნეს კომისიის მიერ კომისიის შემადგენლობიდან კომისიის თავმჯდომარის
წარდგინებით.
ხოლო თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის დამატებით
მოადგილესთან დაკავშირებით ცვლილება შედის კანონის 36-ე და 71-ე მუხლების პირველ
პუნქტებში, რომლის თანახმად თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეებს
ნაცვლად სამისა, ეყოლება ოთხი მოადგილე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული
ქვეპუნქტი
არ
გამოიყენება
წარმოდგენილ
კანონპროექტთან
მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტით გათვალისწინებულია მისი ამოქმედება გამოქვეყნებისთანავე,
რადგან
დროულად
მოხდეს
კანონპროექტით
გათვალისწინებული
საკრებულოს
თანამდებობის პირთა შესაბამისი ცვლილება.
წარმოდგენილი ცვლილება არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
მოთხოვნილია
კანონპროექტის
დაჩქარებული
წესით
განხილვა,
რადგანაც
წარმოდგენილი კანონპროექტი უნდა ამოქმედდეს 2025 წლის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს არჩევნებში არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიმართ.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებული
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყაროა შესაბამისი მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღების შედეგად მუნიციპალიტეტის საკრებულოში დამატებით
შეიქმნება ხუთი თანამდებობის პირის შტატი, ხოლო ხუთ თვითმმართველ ქალაქს
დაემატება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თითო შტატი. შესაბამისად,
საშემოსავლო გადასახადის გადახდით გავლენის დადგენა როგორც სახელმწიფო, ასევე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე,
სახელმწიფო ბიუჯეტში და ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში გადასახდელი
საშემოსავლო გადასახადის ოდენობა დამოკიდებული იქნება კანონის შესაბამისად
განსაზღვრულ თანამდებობის სარგოების ოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
პროექტის მიღებით გათვალისწინებულია ყველა მუნიციპალიტეტში დამატებით
ხუთი თანამდებობის შექმნა, რაც შესაბამის ხარჯებთან არის დაკავშირებული.
კერძოდ, კანონპროექტის თანდართული პროექტით „საჯარო დაწესებულებაში
შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ, საკრებულოს
კომისიის თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი განისაზღვრება საკრებულოს ფრაქციის
თავმჯდომარის
მოადგილის
ანალოგიურად.
ამდენად,
კომისიის
თავმჯდომარის
მოადგილის ზედა ზღვრის კოეფიციენტი იქნება 2.5. ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის
მოადგილის ზედა ზღვრის კოეფიციენტი რჩება უცვლელი.
ვინაიდან, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის არსებული
ვარიანტით, VIII თავის 24 მუხლის მიხედვით, საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ
პირთა შრომის საბაზისო ანაზღაურება შეადგენს 1600 ლარს, კომისიის თავმჯდომარის
მოადგილის ერთი შტატის შრომის მაქსიმალური ანაზღაურება შესაძლებელია შეადგენდეს
4000 ლარს (1600*2.5), შესაბამისად, კანონპროექტის მაქსიმალური გავლენა თითოეული
მუნიციპალიტეტისთვის კომისიის თავმჯდომარის მოადგილის შრომის ანაზღაურების
ნაწილში არის 20 000 ლარი.
ხოლო,
თავმჯდომარის
თვითმმართველი
მოადგილის
ქალაქის
ერთი
(გარდა
შტატის
ქ.
თბილისისა)
საკრებულოს
შრომის
მაქსიმალური
ანაზღაურება
შესაძლებელია შეადგენდეს 7200 ლარს (1600*4.5), ხოლო თბილისში - 9600 ლარს (1600*6)
შრომის ანაზღაურებაზე გასაწევი ხარჯების ოდენობა დამოკიდებული იქნება
კანონის შესაბამისად განსაზღვრული თანამდებობის სარგოების ოდენობაზე (სახელფასო
კატეგორიების გათვალისწინებით).
კომისიის
თავმჯდომარის
მოადგილისა
და
თვითმმართველი
ქალაქების
საკრებულოს თავმჯდომარეების თითო მოადგილის დამატებით საპენსიო შენატანები
შესაბამისი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე ასევე იქონიებს გავლენას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის
მიხედვით
სახელმწიფოს
არ
ეკისრება
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
ცვლილების
მიხედვით,
იქმნება
ახალი
თანამდებობა.
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს ემატება 5 ახალი შტატი, ხოლო ხუთ თვითმმართველ ქალაქებს დამატებით
კიდევ თითო შტატი. რაც ნიშნავს იმას, რომ ამ პოზიციებზე შესაძლოა კონკრეტული
პირები დასაქმდნენ, რაც მათზე დადებით ფინანსური გავლენას წარმოადგენს
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი ზეგავლენას არ მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტით მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ
უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
ირაკლი ქადაგიშვილი, ზვიადი შალამბერიძე, ანზორ ბოლქვაძე, ნიკა ელისაშვილი, ზაურ
დარგალი, დიმიტრი ხუნდაძე, შოთა ხაბარელი, ირაკლი შატაკიშვილი, ნინო წილოსანი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
ირაკლი ქადაგიშვილი, ზვიადი შალამბერიძე, ანზორ ბოლქვაძე, ნიკა ელისაშვილი, ზაურ
დარგალი, დიმიტრი ხუნდაძე, შოთა ხაბარელი, ირაკლი შატაკიშვილი, ნინო წილოსანი.