საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ინფორმაცია კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ პარლამენტის კომიტეტებისგან მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-10-20
კომიტეტის სხდომის ნომერი 41
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
https://parliament.ge/print/announcement/3494?local=true
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა
თარიღი
20 ოქტომბერი 2025 11:00
2025 წლის 20 ოქტომბერი, 11:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირიN8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
დღის წესრიგი (პროექტი)
1. ლობისტ ზაალ სარაჯიშვილის ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის შეწყვეტის
შესახებ (1-7367/25; 05.08.2025) საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი;
2. კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის
სხდომაზე
თანამდებობის
პირის
მოსმენის
შესახებ
პარლამენტის
კომიტეტებისგან
მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგების განხილვა;
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი.
10/20/2025, 1:04 PM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის
2025 წლის 20 ოქტომბერი.11.00სთ
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
სხდომის ოქმი
N41
სხდომის თავმჯდომარე: დავით მათიკაშვილი - საპროცედურო საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარე.
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები: აკაკი ალადაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, გენრიეტა წიწავა, იოსებ
ჯორბენაძე, დათო კოდუას უფლებამონაცვლე გიორგი გუგუჩია და თორნიკე ფაღავას
უფლებამონაცვლე ლიკა შარტავა.
სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა კომიტეტის აპარატის
თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები.
სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი.
დღის წესრიგი (პროექტი):
1. ლობისტ ზაალ სარაჯიშვილის ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის შეწყვეტის შესახებ
(N1-7367/25; 05.08.2025) საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი;
2. კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის
სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ პარლამენტის კომიტეტებისგან მიღებული
ინფორმაციის შესწავლის შედეგების განხილვა.
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი.
სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგის პროექტი.
სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და
მოსაზრებები არ გამოთქმულა.
კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით
ლობისტ ზაალ სარაჯიშვილის ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის შეწყვეტის შესახებ
(N1-7367/25; 05.08.2025) საკითხის განხილვა
მოისმინეს: დავით მათიკაშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად, საპროცედურო საკითხთა
კომიტეტმა, საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2025 წლის 1 სექტემბრის N69/15-XIმპ
გადაწყვეტილების თანახმად, შეისწავლა „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების განხორციელების მიზნით, საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2023
წლის 11 დეკემბრის N315/10 გადაწყვეტილების თანახმად, ლობისტად რეგისტრირებულიზაალ
სარაჯიშვილის განცხადება ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის შეწყვეტის შესახებ (N17367/25; 05.08.2025).
დავით მათიკაშვილმა კომიტეტის წევრებს გააცნო საპროცედურო საკითხთა კომიტეტის
დასკვნის პროექტი, რომლის თანახმად, ლობისტ ზაალ სარაჯიშვილის მიერ წარმოდგენილ იქნა
განცხადება ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის შეწყვეტის თაობაზე „სოციალური
დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელებასთან დაკავშირებით,
ვინაიდან, ამავე კანონში შესაბამისი შინაარსის ცვლილების განხორციელებას ითვალისწინებდა
ასევე საზოგადოებრივი მოძრაობა „ფუხარასხმა“-ს მიერ საქართველოს პარლამენტში
წარდგენილი პეტიცია (N1-12113/23; 13.09.2023), რომლის შესახებ საქართველოს პარლამენტის
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2023 წლის 27 ნოემბრის
კომიტეტის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება პეტიციის საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროში გადაგზავნის შესახებ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2024 წლის 10
იანვრის წერილის თანახმად, სამინისტრომ განიხილა „უსახლკაროთა პეტიციის განაცხადი“ და
არ გაიზიარა პეტიციით გათვალისწინებული საკითხები. ამასთანავე, 2024 წლის 8 იანვარს
საქართველოს მთავრობის N1 დადგენილებით დამტკიცდა „უსახლკარო/მძიმე საცხოვრებელ
პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახ(ებ)ის განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო
პროგრამა“.
„ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის
შესაბამისად, ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის შეწყვეტა ხდება მისი დაკარგვის ან
ჩამორთმევის გზით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ლობისტის
სამართლებრივი მდგომარეობის დაკარგვის საფუძველია დავალებით გათვალისწინებულ
ნორმატიულ აქტზე (მისგან გამომდინარე ნორმატიულ აქტებზე) ან ნორმატიული აქტის
პროექტზე (მისგან გამომდინარე ნორმატიული აქტების პროექტებზე) წარმომადგენლობითი
ორგანოს, აღმასრულებელი ორგანოს ან საქართველოს პრეზიდენტის მიერ საბოლოო
გადაწყვეტილების მიღება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტს მიაჩნია, „ლობისტური საქმიანობის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად „სოციალური
დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელების მიზნით
რეგისტრირებულ ლობისტ ზაალ სარაჯიშვილს შეუწყდეს ლობისტის სამართლებრივი
მდგომარეობა.
კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა.
კენჭისყრა:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭიროს „სოციალური
დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელების მიზნით ლობისტად
რეგისტრირებული ზაალ სარაჯიშვილის ლობისტად რეგისტრაციის სამართლებრივი
მდგომარეობის შეწყვეტას?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 7 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნა ლობისტ ზალ სარაჯიშვილის ლობისტის
სამართლებრივი მდგომარეობის შეწყვეტის შესახებ გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტის
ბიუროს.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით
კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის
სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ პარლამენტის კომიტეტებისგან მიღებული
ინფორმაციის შესწავლის შედეგების განხილვა.
მოისმინეს: დავით მათიკაშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად, საპროცედურო საკითხთა
კომიტეტი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 147-ე მუხლის შესაბამისად, განიხილავს
თანამდებობის პირების კომიტეტის სხდომაზე სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის
სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ პარლამენტის კომიტეტებისგან მიღებული
ინფორმაციის შესწავლის შედეგებს 2025 წლის 1 ივლისიდან 2025 წლის 30 სექტემბრის
ჩათვლით პერიოდში.
დავით მათიკაშვილმა კომიტეტის წევრებს გააცნო საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ
მომზადებული ინფორმაცია, რომლის თანახმად საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
147-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, კომიტეტი პერიოდულად შეისწავლის კომიტეტის
სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრების და კომიტეტის სხდომაზე
თანამდებობის პირის მოსმენის საკითხს. ამ მიზნით პარლამენტის კომიტეტები კალენდარული
წლის ყოველი მესამე თვის (მარტი, ივნისი, სექტემბერი, დეკემბერი) დასრულებიდან
არაუგვიანეს 5 დღისა საპროცედურო საკითხთა კომიტეტს უგზავნიან ამ მუხლის პირველი−მე5 პუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობის პირის მიმართვას კომიტეტის სხდომაზე
მოსმენის მოთხოვნის თაობაზე და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოწვევის
შესახებ მოთხოვნებს, აგრეთვე ინფორმაციას კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის
2
დასწრების/მოსმენის გამართვის თაობაზე. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი
შეისწავლის მიღებულ ინფორმაციას და საჭიროების შემთხვევაში ახდენს სათანადო
რეაგირებას.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 147-ე მუხლის
შესაბამისად, პარლამენტის კომიტეტებისგან მიიღო შესაბამისი ინფორმაცია კომიტეტის
სხდომაზე თანამდებობის პირის დასწრების/მოსმენის თაობაზე.
საქართველოს პარლამენტის კომიტეტებისგან მოწოდებული ინფორმაციის დამუშავებისა და
შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2025 წლის 1 ივლისიდან 2025 წლის 30 სექტემბრის
ჩათვლით პერიოდში საქართველოს პარლამენტის არც ერთ კომიტეტს არ მიუღია
გადაწყვეტილება კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოწვევის შესახებ. აგრეთვე, არც
ერთ შემთხვევაში ფრაქციას არ მოუთხოვია კომიტეტის სხდომაზე სავალდებულო წესით
თანამდებობის პირის დასწრება. შესწავლილ პერიოდში ასევე, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 147-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ არც ერთ თანამდებობის
პირს მიუმართავს საქართველოს პარლამენტის კომიტეტებისთვის შესაბამისი კომიტეტის
სხდომაზე მოსმენის მოთხოვნით. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 147-ე მუხლის მე10 პუნქტის შესაბამისად, შესწავლის შედეგები წარედგინება საქართველოს პარლამენტის
ბიუროს, აგრეთვე, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი უზრუნველყოფს აღნიშნული
ინფორმაციის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებას.
დავით მათიკაშვილმა დამატებით განმარტა, რომ საანგარიშო პერიოდი (2025 წლის 1
ივლისიდან 2025 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით) იყო აქტიური წინასაარჩევნო პერიოდი და
შესაბამისად საპარლამენტო საქმიანობის ტემპი იყო შედარებით პასიური, ამიტომ მიღებული
შედეგი ნამდვილად არ არის გასაკვირი.
კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა.
დავით მათიკაშვილი
კომიტეტის თავმჯდომარე
სესილი ძებნიაური
სხდომის მდივანი
3