საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ წარმოდგენილ საქმიანობის ანგარიშზე და წარმატებული სტარტაპების წარმოდგენაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-10-01
კომიტეტის სხდომის ნომერი 33
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
https://parliament.ge/print/announcement/3473?local=true
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა
თარიღი
01 ოქტომბერი 2025 15:00
2025 წლის 1 ოქტომბერი, 15:00 საათი
ქალაქი კასპი, ტექნოპარკი
დღის წესრიგი
1. „სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 500 Georgia, L.P.
ვენჩერულ
საინვესტიციო
ფონდში
მონაწილეობასთან
დაკავშირებული
2023
წლის
ანგარიში“ (07-2/393; 31.05.2024);
მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
მოადგილე - ირაკლი ნადარეიშვილი;
პასუხისმგებელი: გ. ესაკია;
2. სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 500 Georgia, L.P.
ვენჩერულ
საინვესტიციო
ფონდში
მონაწილეობასთან
დაკავშირებული
2024
წლის
ანგარიში (07-2/40; 06.05.2025);
მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
მოადგილე - ირაკლი ნადარეიშვილი;
პასუხისმგებელი: გ. ესაკია;
3. სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საქმიანობის ანგარიში
და წარმატებული სტარტაპების წარმოდგენა;
მომხსენებელი: სსიპ - ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე;
პასუხისმგებელი: თ. ჯაფარიძე.
10/1/2025, 9:33 AM
დასკვნა
2-13802/25
22-10-2025
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: სსიპ - საქართველოს ინოვაციების
და ტექნოლოგიების სააგენტოს
საქართველოს პარლამენტის
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ წარმოდგენილ
საქმიანობის ანგარიშზე და წარმატებული სტარტაპების წარმოდგენაზე
საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის პირველ
ოქტომბერს კასპის მუნიციპალიტეტში გასვლითი სხდომის ფარგლებში მოისმინა საჯარო
სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების
სააგენტოს საქმიანობის ანგარიში და წარმატებული სტარტაპების წარმოდგენა.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მისიაა, საქართველოში
ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებისთვის საჭირო ეკოსისტემის ფორმირება,
ცოდნისა და ინოვაციის კომერციალიზაციის ხელშეწყობა, ინოვაციების და
ტექნოლოგიების გამოყენების სტიმულირება, ეკონომიკის ყველა დარგში, ინოვაციების და
მაღალტექნოლოგიური პროდუქტების ექსპორტის ზრდისთვის საჭირო გარემოს შექმნა.
სააგენტო 2014 წლიდან ახორციელებს ინოვაციების ინფრასტრუქტურის ქსელის
განვითარებას, რის შედეგადაც, ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს 9 ტექნოლოგიური
პარკი.
წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, გლობალური პოტენციალის მქონე სტარტაპების
ხელშეწყობის მიზნით სააგენტოს თანადაფინანსების
საგრანტო პროგრამების
ფარგლებში ჯამურად 46.5 მლნ. ლარით 299 სტარტაპმა მოიპოვა დაფინანსება. ხოლო,
აღნიშნული სტარტაპების მიერ მიღებული კერძო სარგებლის მოცულობამ 0.7 მლრდ ლარი
შეადგინა.
სააგენტოს ახალი, ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში,
პროგრამის იმპლემენტაცისს მიზნით, შეირჩა 4, მაღალი რანგის, საერთაშორისო
აქსელერატორი: Plug and Play, 500, Founders Institute, Rainmaking (Startup Bootcamp).
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 4 წლის განმავლობაში ყოველწლიურად
გადამზადდება 160 სტარტაპი. შერჩეული სტარტაპებისთვის, კი ხელმისწავდომი იქნება
200,000 ლარის საგრანტო დაფინანსება.
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
სააგენტოს ძალისხმევით, მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ვენჩურულ ფონდთან, 500 Globalთან თანამშრომლობით შეიქმნა 20 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის ფონდი რომელიც
ახორციელებს ინვესტიციებს სააგენტოს მიერ დაფინანსებული 500-ის აქსელერაციის
პროგრამაში მოხვედრილ სტარტაპებს. აღნიშნულ ფონდში სააგენტო წარმოდგენილია
25%-იანი წილით. 2025 წლის მეორე კვარტლის მდგომარებოით, ფონდის მიერ
განხორციელებულია ინვესტიცია 5.9 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია 59 სტარტაპში.
კომიტეტის
მხარდაჭერით,
მნიშვნელოვანი
საკანონმდებლო
ცვლილებები
განხორციელდა
„ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონში, რის შედეგადაც
განისაზღვრა ინოვაციური სტარტაპის, ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმოს და
კვლევებისა და განვითარების კომპანიის სტატუსი. აღნიშნულ სუბიექტებს
საკანონმდებლო ცვლილებით შეუმცირდებათ, როგორც საშემოსავლო, ასევე, მოგების
გადასახადის განაკვეთი და გადასახდელი გადასახადის მოცულობა, რაც სტატუსით
მოსარგებლე პირთათვის გააუმჯობესებს ფულადი სახსრების მოძრაობას და საშუალებას
მისცემს ფინანსური რესურსი საკუთარი განვითარებისკენ მიმართონ.
სააგენტოს IT გადამზადების, “Do IT in Georgia” ქოლგის ფარგლებში გადამზადდა 12,000ზე მეტი ადამიანი პროგრამირების, კოდირების, დიზაინის და მართვის
მიმართულებებით. აღნიშნული ქოლგის ქვეშ განხორციელებული და დასრულებული
3000 IT სპეციალისტის გადამზადების პროექტის ბენეფიციარების 70%-ზე მეტი დასაქმდა
IT სექტორში. ბენეფიციარების ხელფასები, კი 30%-ით აღემატება სექტორში
დასაქმებულების საშუალო ხელფასს. ქვეყანაში მეტი ინვესტიციების მოზიდვისა და
ინოვაციებზე დაფუძნებული ეკოსისტემის განვითარების მიზნით, უცხოელი IT
პროფესიონალებისთვის და მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომი გახდა IT ბინადრობა.
ეროვნული ინოვაციების განვითარებისა და ხელშეწყობისთვის ქალაქ ქუთაისში, ყოფილი
პარლამენტის შენობაში იქმნება რეგიონში ყველაზე დიდი ტექნოლოგიური ჰაბი, სადაც
წარმოდგენილი იქნება ინტერაქციული სამეცნიერო მუზეუმი, ტექნოლოგიური პარკი,
ხელოვნური ინტელექტის ცენტრი, TUMO-ს შემოქმედებითი ტექნოლოგიების ცენტრი და
საერთაშორისო IT კომპანიებისთვის გამოყოფილი საოფისე სივრცეები.
სხდომაზე აღინიშნა, რომ გლობალურ სამყაროში ინოვაციები და ტექნოლოგიები მდგრადი
განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის საყრდენად მოიაზრება. მნიშვნელოვანია, რომ
ეკონომიკის დამატებითი სტიმულირებისა და სწრაფი განვითარების უზრუნველყოფის
მიზნით, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდეს ინოვაციური ეკოსისტემის გაძლიერების
მხარდაჭერა. შესაბამისად, ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტს გააჩნია
შემდეგი რეკომენდაციები:
1. IT მიმართულებით სტარტაპების პოტენციალის გაძლიერებისა და ხელოვნურ
ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობა, რაც
დაეხმარება მათ საკუთარი პროდუქტები და სერვისები ბაზრის მოთხოვნას
მოარგონ და გაზარდონ კონკურენტუნარიანობა საერთაშორისო ბაზრებზე.
2. სტარტაპების მხარდაჭერა საერთაშორისო ბაზრებზე გასვლაში, რათა წარმატებით
გააფართოონ თავიანთი საქმიანობა საერთაშორისო დონეზე.
3. ვენჩერული ფონდების გამოცდილების გამოყენება და ისეთი მექანიზმების
განვითარება, რომელიც ხელს შეუწყობს სტარტაპებისა და პოტენციური
ინვესტორების დაკავშირებას.
კომიტეტმა დადებითად შეაფასა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ინოვაციების
და ტექნოლოგიების სააგენტოს საქმიანობის ანგარიში და წარმატებული სტარტაპების
წარმოდგენა და აღინიშნა, რომ კომიტეტის საქმიანობის
მანდატის ფარგლებში,
სააგენტოსთან თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
შოთა ბერეკაშვილი
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტის სხდომის
ოქმი N33
ქ. კასპი
1 ოქტომბერი, 2025 წ.
სხდომის თავმჯდომარე: შოთა ბერეკაშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომის მდივანი: მაია ბერძენიშვილი
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები: ირაკლი მეზურნიშვილი, თორნიკე ბერეკაშვილი, მარიამ
ლაშხი, ანტონ ობოლაშვილი, (სულ 5 წევრი).
მომხსენებლები: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
მინისტრის მოადგილე - ირაკლი ნადარეიშვილი; სსიპ - საქართველოს
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე - ავთანდილ
კასრაძე.
მოწვეული სტუმრები: გიორგი სოსიაშვილი - საქართველოს პარლამენტის
წევრი; გენო პეტრიაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი; ვლადიმერ
ხინჩეგაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი; შოთა ბეგლარაშვილი კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე; ვახტანგ მაისურაძე კასპის მუნიციპალიტეტის მერი; ბაქარ ჟღენტი - Deep rark; გიორგი ჯაჭვაძე Golden Nectar; ნიკოლოზ ზირაქაშვილი - Golden Nectar; ნათია წიკლაური GITA; მარიამ მაჩალაძე - GITA; ლაშა გოგუა - City Pay; თამაზ ბიჭიაშვილი სტარტაპ ფიტოტესტერი; საბა ვარდოსანიძე - სტარტაპის თანადამფუძნებელი;
გიორგი მუზაშვილი - სტარტაპ „Deep rank” თანადამფუძნებელი; გიორგი
ტალახაძე - ანტრეპრენერი; ტარიელ მიდელაშვილი - აპიელი; სტარტაპები:
საბა მანიჟაშვილი, ანი ჯინიყაშვილი, ანანო ონოფრიშვილი, თენგო
კიტრიაშვილი, დავით ჯაჭვაძე, ანანო მჭედლიშვილი, მარიამ ნავროზაშვილი,
მანჩო ხუციშვილი, სალომე შალუტაშვილი, ლიკა გორგაძე, ელენე ჯაბაური.
სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლები
მედიის წარმომადგენლები.
და
1
სხდომა გახსნა შოთა ბერეკაშვილმა, დაადასტურა კვორუმის არსებობა და ხმათა
უმრავლესობით დამტკიცდა დღის წესრიგი.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1. „სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 500 Georgia, L.P.
ვენჩერულ საინვესტიციო ფონდში მონაწილეობასთან დაკავშირებული 2023 წლის
ანგარიში“ (№07-2/393; 31.05.2024).
მომხსენებელი: ირაკლი ნადარეიშვილი
2. სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 500 Georgia, L.P.
ვენჩერულ საინვესტიციო ფონდში მონაწილეობასთან დაკავშირებული 2024 წლის
ანგარიში (№07-2/40; 06.05.2025).
მომხსენებელი: ირაკლი ნადარეიშვილი
3. სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საქმიანობის
ანგარიში და წარმატებული სტარტაპების წარმოდგენა.
მომხსენებელი: ავთანდილ კასრაძე
მოისმინეს:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის -
ირაკლი ნადარეიშვილის მოხსენება „სსიპ - საქართველოს ინოვაციების და
ტექნოლოგიების სააგენტოს 500 Georgia, L.P. ვენჩერულ საინვესტიციო ფონდში
მონაწილეობასთან დაკავშირებულ 2023 წლის ანგარიშზე“.
მომხსენებელმა დღის წესრიგით
წარმოადგინა ერთობლივად.
წარმოდგენილი პირველი და მეორე საკითხი
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ
სსიპ - საქართველოს ინოვაციების და
ტექნოლოგიების სააგენტოს მიზანი და მიმართულება არის ქვეყანაში ინოვაციური
სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება, რაც წარმატებულად ხორციელდება ბოლო ათი
წლის განმავლობაში.
კერძოდ, ვენჩერულ საინვესტიციო ფონდი - 500 Global-ის 2024 წლის ანგარიშის
თანახმად, სააგენტოს ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს ვენჩერული
კაპიტალის მოზიდვა.
2
სააგენტო ვენჩერულ საინვესტიციო ფონდთან თანამშრომლობს 2022 წლიდან,
რომელთანაც,
საქართველოს
ეკონომიკისა
და
მდგრადი
განვითარების
სამინისტროსა და სააგენტოს ძალისხმევით და თანამშრომლობით ჩამოყალიბდა
რეგიონში პირველი კერძო ვენჩერული ფონდი, ამერიკული აქტივების
მმართველით. აღსანიშნავია, რომ 500 Global-ი არის მსოფლიოში უმსხვილესი
ვენჩერული ფონდების მმართველი, რომელიც დაახლოებით 40 ფონდს მართავს და
მისი შემოსვლა, როგორც საქართველოში, ასევე რეგიონში იყო მნიშვნელოვანი
წინგადადგმული ნაბიჯი ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში.
500 Georgia L.P. არის დახურული საინვესტიციო ფონდი, რომლის საქმიანობის
ვადა 10 წელია. ფონდის ჯამური მოცულობა შეადგენს 20 მლნ. აშშ დოლარს. სსიპ
- საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წილობრივი
მონაწილეობა არ აღემატება ფონდის ჯამური კაპიტალის 25%-ს. დანარჩენი
ინვესტორები წარმოადგენენ კერძო და
საერთაშორისო საფინანსო სექტორს.
ფონდის ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია - საქართველოს ბანკი, საერთაშორისო
საფინანსო კორპორაცია და რამდენიმე კერძო საინვესტიციო ფონდი. ფონდის
სტრატეგია
დაკავშირებულია
სტარტაპებში
ინვესტირებასთან
და
მისი
საინვესტიციო მიმართულება ძირითადად მიპყრობილია სააგენტოს მიერ ბოლო
წლების განმავლობაში წარმატებით მიმდინარე აქსელერაციის პროგრამაზე.
ვენჩერულ საინვესტიციო ფონდის - 500 Georgia, L.P. (Limited Partnership) 10
წლიანი საქმიანობის ვადა დაყოფილია ორ ფაზად. პირველი 5 წლის განმავლობაში
ხორციელდება ინვესტიციები, ხოლო მომდევნო 5 წლის განმავლობაში ფონდის
თვითლიკვიდაციამდე ხორციელდება ინვესტიციებიდან გამოსვლა, რის შემდეგაც
ფონდის აქციონერები მიიღებენ
შესაბამის ამონაგებს და დივიდენდებს.
საქართველოს შემთხვევაში ფონდში მონაწილეობა განპირობებული იყო არა
იმდენად
ფინანსური
სარგებელის
მიღებით
(თუმცა,
სააგენტო
არის
სრულუფლებიანი პარტნიორი, ინვესტორი და თანაბარი პირობებით იღებს
ამონაგებს), არამედ ქვეყანაში ვენჩერული კაპიტალის გაჩენის მიზნით.
სახელმწიფოს მონაწილეობის გარეშე კერძო სექტორს ასეთი გადაწყვეტილების
მიღება უჭირდა. სახელმწიფო წლების განმავლობაში მუშაობდა ინვესტორების
მოზიდვაზე.
2024 წელი იყო ინვესტირების წელი და ჯერ არ ხდება დაინვესტირებული
კაპიტალიდან გამოსვლა. „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად, საანგარიშო პერიოდს წარმოადგენს 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის
31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი. დროის აღნიშნულ მონაკვეთში, მთელმა ფონდმა
ინვესტიცია განახორციელა 18 სტარტაპში 1.8 მლნ. ამერიკული დოლარის
ოდენობით. დაფინანსებული სტარტაპები ინდუსტრიების მიხედვით შემდეგნაირად
გადანაწილდა: სერვისად მიწოდებული პროგრამული უზრუნველყოფა – 50% (9
სტარტაპი); სხვა ინდუსტრიები - 50% (9 სტარტაპი).
აზრი გამოთქვეს: შოთა ბერეკაშვილმა, მარიამ ლაშხმა.
3
გადაწყვიტეს: კომიტეტმა ცნობად მიიღო და დადებითად
შეაფასა წარმოდგენილი ანგარიში.
მოისმინეს:
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის -
ირაკლი ნადარეიშვილის მოხსენება „სსიპ - საქართველოს ინოვაციების და
ტექნოლოგიების სააგენტოს 500 Georgia, L.P. ვენჩერულ საინვესტიციო ფონდში
მონაწილეობასთან დაკავშირებულ 2024 წლის ანგარიშზე“.
მომხსენებელმა აღნიშნული საკითხი წარმოადგინა დღის წესრიგით წარმოდგენილ
პირველ საკითხთან ერთად.
გადაწყვიტეს: კომიტეტმა ცნობად მიიღო და დადებითად
შეაფასა წარმოდგენილი ანგარიში.
მოისმინეს:
3. სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე -
ავთანდილ კასრაძის მოხსენება სსიპ - საქართველოს ინოვაციების და
ტექნოლოგიების სააგენტოს საქმიანობის ანგარიშზე და წარმატებული სტარტაპების
წარდგენასთან დაკავშირებით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნის პირველადი ამოცანაა ინოვაციური
სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება და ხელშეწყობა. გაწეული იქნა დიდი სამუშაო,
რომ მომხდარიყო ეკოსისტემის მონაწილეების (ინვესტორები, სტარტაპერები,
მენტორები, სახელმწიფო, სამეცნიერო აკადემიური სექტორი და სხვა)
კონსოლიდაცია და იმ ხედვის ჩამოყალიბება, რომელიც საფუძვლად უდევს
ეკოსისტემის განვითარებას. მუშაობა დაიწყო სხვადასხვა მიმართულებით.
მნიშვნელოვანია, რომ განვითარდა ინფრასტრუქტურა. კერძოდ, აღსანიშნავია ქ.
კასპის ტექნოპარკი, რომელიც 5 წელია წარმატებულად ოპერირებს შიდა ქართლის
რეგიონში და იზიდავს სხვადასხვა ასაკის და სფეროს სტარტაპებს.
4
მთავარი
გამოწვევა,
რომელიც
დღემდე
არსებობს
არის
ფინანსებზე
ხელმისაწვდომობა. ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესი იყო სახელმწიფოს მიერ
პირველი ნაბიჯის გადადგმა, ვინაიდან წლების განმავლობაში სტარტაპების
ერთადერთი ინვესტორი იყო - სახელმწიფო. სახელმწიფომ დაიწყო სხვადასხვა
ტიპის, სხვადასხვა ზომის და სხვადასხვა შინაარსის საგრანტო პროგრამების
განხორციელება.
სტარტაპი ჩვეულებრივი ბიზნესისგან იმით გამოირჩევა, რომ იწყება იდეიდან და
უნდა ჰქონდეს გლობალურ მასშტაბის პრობლემების გადაწყვეტის შესაძლებლობა.
პირველივე
დღიდან,
საინვესტიციო
კომიტეტი,
რომელიც
იღებდა
გადაწყვეტილებებს,
თუ
რომელი
სტარტაპი
უნდა
დაფინანსებულიყო,
დაკომპლექტებული იყო
„სილიკონის ველის“ (Silicon Valley) წარმატებული
ინვესტორებისგან, ვენჩერული მენეჯერებისგან,
კომპანიების მენეჯერებისგან.
დღეისათვის, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პროგრამებით, დაახლოებით 300
წარმატებულ სტარტაპში 46 მლნ ლარის ოდენობის რესურსია ინვესტირებული.
სწორედ ამ სტარტაპებმა დააგენერირა დაახლოებით 700 მლნ ლარის ეკონომიკური
სარგებელი.
ვინაიდან ეკოსისტემა გაიზარდა, სახელმწიფომ დაიწყო მუშაობა კერძო კაპიტალის
მოზიდვაზე. ჩამოყალიბდა „საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელი“. ასევე,
შემოვიდა საერთაშორისო აქსელერატორები. კერძოდ, 2025 წლის ზაფხულში
დასრულდა საერთაშორისო კონკურსი და არჩეულ იქნა 4 საერთაშორისო
რეაქსელერატორის პროგრამის განმახორციელებელი კომპანია.
რეგიონალურ ჰაბთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ ქუთაისში, ყოფილ
საქართველოს პარლამენტის შენობაში ხორციელდება მასშტაბური პროექტი სამეცნიერო, საგანმანათლებლო და ბიზნეს სტარტაპ მიმართულებით. აქვე
განთავსდება რეგიონში პირველი ტექნოლოგიური, ინტერაქტიული მუზეუმი
საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებით და ასევე, ხელოვნური ინტელექტის
ცენტრი.
2025 წლის სექტემბრიდან შევიდა ცვლილებები „ინოვაციების შესახებ“ კანონში, რის
შედეგადაც განისაზღვრა რეგიონში პირველი, ინოვაციური სტარტაპის, ინოვაციური
მცირე და საშუალო კომპანიისა და კვლევებისა და განვითარების მომსახურების
გამწევი კომპანიის სტატუსი. ამ სტატუსის მქონე სტარტაპი ისარგებლებს 10 წლიანი
საგადასახადო შეღავათით.
მომხსენებელმა, სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს
თავმჯდომარემ - ავთანდილ კასრაძემ წარმოადგინა პრეზენტაცია სააგენტოს მიერ
გაწეული საქმიანობის ანგარიშთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სააგენტო
საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
5
ტექნოლოგიური ტალანტის შექმნა
განვითარება;
სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება;
R&D ეკოსისტემის განვითარება.
და
ინოვაციების
საზოგადოების
ტექნოლოგიური
ტალანტის
შექმნასა
და
ინოვაციების
საზოგადოების
განვითარებასთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ საქართველოში ფუნქციონირებს 9
ტექნოპარკი და მე-10 ტექნოპარკის გახსნა დაგეგმილია ქუთაისში, საქართველოს
პარლამენტის ყოფილ შენობაში, რომელიც იქნება მულტიფუნქციური ცენტრი.
იზრდება ტექნოპარკების სერვისებით მოსარგებლეების რაოდენობა.
სააგენტო ახორციელებს მხარდამჭერ პროგრამებს სხვადასხვა მიმართულებით.
კერძოდ:
ინოვაციური მეწარმეობის განვითარება - ჰაკათონები, ტექ კვირეულები;
სტარტაპ საზოგადოების გაძლიერება - ინკუბატორები;
Hardware პროტოტიპირება - FabLab;
ICT და STEAM განათლება - ტრენინგები, ვორქშოფები.
აღინიშნა, რომ ტექ და ინოვაციების საზოგადოების განვითარებასთან დაკავშირებით
ხორციელდება შემდეგი პროგრამები:
ტექნოლოგიური ბანაკები სკოლის მოსწავლეებისთვის (STEAM, ICT);
გოგონებისთვის (STEAM); სტუდენტებისთვის (AI, AgriTech, BioTech). (1600ზე მეტი მონაწილე);
პრე-აქსელერაცია - საქართველოს 10 რეგიონში (1400-მდე მონაწილე);
ტექნოპარკის სტარტაპ ინკუბატორი - საქართველოს 9 ტექნოპარკში (250მდე მონაწილე);
ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის - 106 დაფინანსებული პროექტი
(გრანტის მოცულობა 25,000 ₾).
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების
გრანტების პროგრამების ფარგლებში ჯამურად 46.5 მლნ. ლარით დაფინანსდა 299
პროექტი. შეიქმნა 4000-მდე ახალი სამუშაო ადგილი. სტარტაპების მიერ კერძო
ფინანსური სარგებლის მოცულობამ 0.7 მლრდ ლარი შეადგინა.
საგრანტო პროგრამის გამარჯვებულებს აქვთ კონკრეტული შედეგი და აქედან
გამომდინარე, სააგენტო გადადის დაფინანსების და მხარდაჭერის სრულიად ახალ
სისტემაზე. 2025 წელს ხელი მოეწერა და საქართველოში შემოვა ოთხი ახალი
საერთაშორისო აქსელერატორი (Plug and Play, Startupbootcamp, 500 Global, Founder
Institute), რომლებიც შეირჩა სააგენტოს საგრანტო კონკურსის “ინოვაციური
სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის” ფარგლებში. შერჩეული აქსელერატორები
დაეხმარებიან ქართულ სტარტაპებს გლობალურ ბაზარზე გასვლაში, ინვესტიციების
მოზიდვასა და განვითარებაში. 4 წლის განმავლობაში, ყოველწლიურად,
გადამზადდება 160 სტარტაპი, შერჩეული სტარტაპებისთვის კი, ხელმისაწვდომი
იქნება 200 000 ლარის საგრანტო დაფინანსება.
6
500 Georgia, L.P. ვენჩერულ საინვესტიციო ფონდის გარდა საქართველოში
მონაწილეობს ორი სხვა ვენჩურული ფონდი, წილობრივი მონაწილეობის გარეშე. ამ
ფონდებს - Sturgeon Capital - 30 მლნ დოლარიანი კაპიტალით და PRESTO ventures 100 მლნ დოლარიანი კაპიტალით, უკვე აქვს დაფინანსებული 4 ქართული
სტარტაპი. სამომავლოდ ამ ფონდებშიც იგეგმება საქართველოს მთავრობის
ინვესტორად შესვლა, რაც გაზრდის ქართული სტარტაპების დაფინანსებას.
უკვე შექმნილია ანგელოზ ინვესტორთა ქსელი - AXEL, აქტიური ქართველი
ინვესტორების რაოდენობა შეადგენს 100-ს და ორი წლის განმავლობაში 26
სტარტაპის ჯამურმა ინვესტიციამ შეადგინა 1.5 მლნ დოლარი.
მომხსენებელმა ასევე, აღნიშნა IT სექტორის როლი ქვეყნის ეკონომიკაში. IT
სექტორის წილი გაიზარდა ექსპორტში, მშპ-ში მიაღწია 5%-ს, დასაქმებაში 2%-ს.
ცვლილებები შევიდა ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე უცხოელი IT
პროფესიონალებისა და მეწარმეებისთვის ბინადრობის მოპოვების წესში. ახალი
რეგულაციების მიხედვით, ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე უცხოელები
ბინადრობის უფლების მოპოვებას შეძლებენ, თუ აღნიშნული საქმიანობიდან
წლიური შემოსავალი 25 000 აშშ დოლარის ექვივალენტზე ნაკლები არ არის.
ბინადრობის ნებართვა სამი წლის ვადით გაიცემა და განახლებადია 12 წლამდე.
2025 წლის სექტემბრიდან შევიდა ცვლილებები ინოვაციების შესახებ კანონში, რის
შედეგადაც განისაზღვრა ინოვაციური სტარტაპის, ინოვაციური მცირე და საშუალო
კომპანიისა (ინოვაციური SME) და კვლევებისა და განვითარების (R&D)
მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსი. ინოვაციური სტარტაპის სტატუსის
მქონე პირები, პირველი 3 წლის განმავლობაში ისარგებლებენ საშემოსავლო
გადასახადის 0%-იანი განაკვეთით. ასევე, ისარგებლებენ სხვადასხვა საგადასახადო
შეღავათებით ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მქონე პირები
და კვლევებისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის
მქონე პირები.
მომხსენებელმა ასევე, წარმოადგინა ინფორმაცია ქუთაისში, საქართველოს
პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ქალაქის გაშენების შესახებ,
რომელსაც ექნება 80 ჰექტარი ცენტრალური პარკი სპორტული აქტივობის
სხვადასხვა ზონებით, კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეებით,
პავილიონებით, საინფორმაციო ცენტრით, ჭადრაკის მაგიდებით, სასმელი წყლის
შადრევნებით, დეკორატიული ტბები გამწვანებული მიდამოებით, ფეხით
სასიარულო ბილიკების და ველობილიკების ურთიერთდაკავშირებული ქსელით და
ა. შ.
ტექნოლოგიური ქალაქის მოწყობა განაპირობა იმან, რომ ქუთაისი საერთაშორისო
მიზიდულობის კუთხით ერთ-ერთი წარმატებული ქალაქია. აქ მდებარეობს
საერთაშორისო აეროპორტი, საიდანაც 33 პირდაპირი მიმართულების ფრენები
ხორციელდება 18 ქვეყანასთან. ასევე, ქუთაისში მდებარეობს წარმატებული
7
საერთაშორისო უნვიერსიტეტი (რომელიც არის 1 მილიარდი ევროს კერძო
ინვესტიცია).
საქართველოს
პარლამენტის
ყოფილი
შენობის
ნაწილზე
განთავსდება
ინტერაქციული 3D მედია ფასადი, რომელიც იქნება სამხრეთ კავკასიის რეგიონში
ყველაზე დიდი მუდმივი 3D პროექციის რუკა არქიტექტურული განათების
ინსტალაციით. QR კოდის დასკანერებით შესაძლებელი გახდება რეალურ დროში
ხმის მიცემა, თამაში ან ვიზუალური მასალის ერთობლივად შექმნა და
აუდიტორიის მონაწელეებად გადაქცევა.
გაიხსნება ინტერაქციული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მუზეუმი - STEM ჰაბი,
რომელშიც განთავსდება 50-ზე მეტი ინტერაქციული ექსპონატი და ლაბორატორია.
აღნიშნული სივრცის მოწყობა გაზრდის STEM განათლების მიმართულებით
ინტერესს.
მოეწყობა სხვადასხვა ლაბორატორიები. კერძოდ:
რობოტიკის კვლევისა და განვითარების ლაბორატორია - სწრაფი
პროტოტირება (ინდუსტრიული სტანდარტის აღჭურვილობით, რაც ხელს
შეუწყობს ნიჭიერი კადრების მომზადებასა და სტარტაპ პროექტების
განვითარებას); ღია კოდის პროგრამული უზრუნველყოფის ნაკრები
(სტუდენტებსა და ინჟინრებს შეეძლებათ კოდის შესწავლა, შეცვლა და
ხელოვნური ინტელექტისა და ავტომატიზაციის რეალური ექსპერიმენტების
ჩატარება); პრაქტიკული გამოცდილება და ესპერიმენტები (ჰუმანოიდურ და
ჭკვიან რობოტებზე ცდების ჩატარება); რობოტების ნაკრები (ჰუმანოიდი
რობოტი, რობოტი-ძაღლი, რობოტი- მკლავები; ხელოვნური ინტელექტის
მქონე მოწინავე სასაუბრო რობოტი).
ტექნოლოგიური ლაბორატორიები - პროტოტიპირებისა და კვლევაგანვითარების სივრცეები (დრონებისა და ავტონომიური სისტემების
ლაბორატორია; ელექტრონიკის ლაბორატორია და ნივთების ინტერნეტის
(IoT) ლაბორატორია; STEAM ლაბორატორია (მეცნიერება, ტექნოლოგია,
ინჟინერია, ხელოვნება, მათემატიკა);
საერთო პლატფორმა (სადაც
სტუდენტები,
მკვლევარები
და
სტარტაპები
შეძლებენ
იდეების
პროტოტიპირებას, ტესტირებას და ფასიან საპილოტე პროექტებად
გადაქცევას); პრაქტიკული სწავლება (კურსები, ჰაკათონები და სტაჟირების
პროგრამები, რომლებიც მოამზადებენ კვალიფიციურ ოპერატორებსა და
დაინჟინრებს); ელექტრონული დაფები, კამერები, სენსორები (რომელთა
დახმარებითაც პროდუქტების შექმნა და ტესტირება თვეების ნაცვლად,
კვირებში იქნება შესაძლებელი); კლასისთვის განკუთვნილი სასწავლო და
პრაქტიკული ნაკრები (მოსწავლეები და მასწავლებლები შეისწავლიან
კოდირების, რობოტიკისა და გამოგონების საფუძვლებს); ტექნოლოგიური
ვორქშოფი (ხელოვნური ინტელექტის მქონდე რობოტების გამოყენებით).
FabLab & ვირტუალური ლაბორატორია - პირველი ლითონის 3D პრინტერი
საქართველოში (Rapidia Conflux 1, რომელიც საშუალებას იძლევა, რთული
დეტალები ლითონისგან ერთ ღამეში დამზადდეს); სრული პროტოტიპირება
8
(3D პრინტერები, სკანერები, ლაზერული დანადგარები და სხვა ხელსაწყოები
იდეის სწრაფად მზა პროდუქტად გადაქცევისთვის); ვირტუალური და
შერეული რეალობის (XR)ცენტრი (VR/AR/MR აპლიკაციების შესაქმნელად და
შესამოწმებლად); მუდმივი საგანმანათლებლო პროგრამები (კურსები
პროტოტიპირების, 3D მოდელირების, დიზაინისა და ელექტრონიკის
მიმართულებით).
TUMO-ს კრეატიულობის სასწავლო ცენტრი, რომელიც იქნება უფასო,
სკოლის შემდგომი მსოფლიო დონის პროგრამა. მსოფლიოს მასშტაბით
TUMO-ს ცენტრებში 12-დან 18 წლამდე ასაკის 35 000-ზე მეტი მოზარდი
მონაწილეობს.
ხელოვნური ინტელექტის ცენტრი - AI კომპეტენციის ცენტრი, რომელიც
მოიცავს კვლევა და განვითარებას (R&D), AI პროექტებს და AI ექსპერტიზას
და საკონსულტაციო სერვისებს საჯარო და კერძო სექტორისთვის.
წარმატებულმა სტარტაპებმა - გიორგი ტალახაძემ, ტარიელ მიდელაშვილმა, გიორგი
ჯაჭვაძემ, ლაშა გოგუამ, თამაზ ბიჭიაშვილმა, ბაქარ ჟღენტმა, საბა ვარდოსანიძემ
წარმოადგინეს ინფორმაცია მათ მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ.
აზრი გამოთქვეს: შოთა ბერეკაშვილმა, ირაკლი მეზურნიშვილმა,
ანტონ ობოლაშვილმა, ირაკლი ნადარეიშვილმა,
მარიამ ლაშხმა.
გადაწყვიტეს: კომიტეტმა დადებითად შეაფასა წარმოდგენილი
ანგარიში და გასცა რეკომენდაციები.
სხდომის თავმჯდომარე
შოთა ბერეკაშვილი
სხდომის მდივანი
მაია ბერძენიშვილი
ოქმს თან ერთვის დოკუმენტური, ვიდეო და აუდიო
ჩანაწერები, რომელიც ინახება კომიტეტის აპარატში
9